Category: სლაიდერი

  • პენტაგონი: ჩვენ ვიყენებთ დრონებს ღაზას თავზე მძევლების მოსაძებნად

    შეერთებულმა შტატებმა პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ ღაზას სექტორზე უიარაღო სათვალთვალო დრონებს იყენებს.

    პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა თქვა, რომ დრონები გამოიყენეს „მძევლების გათავისუფლების მცდელობის მხარდასაჭერად“.

    „აშშ ახორციელებს უიარაღო უპილოტო თვითმფრინავების ფრენებს ღაზას სექტორზე და აწვდის რჩევებსა და დახმარებას, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს ისრაელელ პარტნიორს მძევლების დაბრუნების მცდელობებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

    ”ამ უპილოტო საფრენი აპარატების ფრენები დაიწყო 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ,” – თქვა რაიდერმა.

    მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული MQ-9 Reaper დრონები, რომლებიც არ ატარებდნენ იარაღს, შენიშნეს ღაზას თავზე.

  • ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები – სააკაშვილი

    “მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს
    მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.
    ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.”

    წერს ამის შესახებ, საქარტველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

  • ვეწინააღმდეგებით ცეცხლის დროებით შეწყვეტას, სანამ მძევლები არ გათავისუფლდებიან – ნეთანიაჰუ

    ისრაელი ეწინააღმდეგება ცეცხლის დროებით შეწყვეტას, სანამ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება”,

    აცხადებს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

  • ჰესბოლა, ღაზაში დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობაზე პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს

    ტერორისტული დაჯგუფების ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა აშშ-ს პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებს ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე.

    ეს ნასარალას პირველი განცხადებაა მას შემდეგ რაც ჰამას-ისრაელის ომი დაიწყო.

    ”დღეს ღაზაში მსხვერპლი, მოწამეები, დაშავებულები ამხელენ ამ ერთეულის ბარბაროსობის ნამდვილ ბუნებას, ერების თანამონაწილეობას, ამერიკის პასუხისმგებლობას ყველა ჩადენილ დანაშაულში და ფარისევლობას საერთაშორისო რეგულაციების გამოყენებისას. გაეროს უშიშროების საბჭოში „ისრაელის“ დაგმობას სწორედ ამერიკა უშლის ხელს. ამერიკა არის ის, ვინც ხელს უშლის ცეცხლის შეწყვეტას. ამერიკა არის უდიდესი სატანა, იმამ ხამენეის სიტყვებით, და უნდა დაისაჯოს ყველა დანაშაულისთვის.” – ამბობს ნასრალა.

  • აშშ-ის სწრაფი ჩართვა სიონისტების უუნარობის დასტურია – ჰეზბოლას ლიდერის პირველი მიმართვა ჰამას-ისრაელის ომზე

    ლიბანში, ბეირუთში, ტერორისტული დაჯგუფების ჰეზბოლას ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განცხადება გააკეთა. ეს ნასარალას პირველი განცხადებაა მას შემდეგ რაც ჰამას-ისრაელის ომი დაიწყო.

    იგი ათასობით ადამიანს ეკრანიდან მიმართავს, უშუალოდ ნასრალა სცენაზე არ იმყოფება.

    ”მივესალმები ღაზას შეუდარებელ, ლეგენდარულ ხალხს მოთმინებისთვის. სიტყვები ვერ აღწერს ამ ადამიანებს, მათ მოთმინებასა და გამძლეობას.დღეს ჩემი გამოსვლა ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რაც მოხდა, სად არის ჩვენი პასუხისმგებლობა და სად მივდივართ.[…]მივესალმები იემენისა და ერაყის წინააღმდეგობის მოძრაობებს, რომლებიც შეუერთდნენ ამ ბრძოლას გულში.[…] ალ-აქსას წარღვნამ, მართალი პალესტინის საქმე დააბრუნა მსოფლიოს მიზეზების წინა პლანზე. მას ახორციელებდა ალ-კასამის ბრიგადებკ. ეს ბრძოლა იყო 100%-ით პალესტინის დაგეგმვით და 100% პალესტინის აღსრულებით.[…] ჰამასის წინააღმდეგობის ფრაქციები სრულად უმალავდნენ თავიანთ გეგმებს ყველას, წინააღმდეგობის ღერძის სხვა ფრაქციებსაც კი, რომლებსაც ძალიან გაუხარდათ ეს. სწორედ ეს საიდუმლო იყო ამ ოპერაციის ლეგენდარული წარმატების გარანტი. ეს არის გულწრფელი დასტური იმისა, რომ წინააღმდეგობის ღერძის ფრაქციების გადაწყვეტილებები საკუთარია. ირანის ისლამური რესპუბლიკა არ აკონტროლებს ამ ფრაქციებს და არ კარნახობს მათ, როდის იმოქმედონ და როგორ იმოქმედონ. 7 ოქტომბერს, შეაზანზარა ოკუპაციის ქვეშ მყოფი მიწა; მან გამოიწვია უსაფრთხოების, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მიწისძვრა, რომლის შედეგები დარჩება ამ ერთეულზე ახლაც და მომავალშიც. ამ ბრძოლამ გამოავლინა სიონისტების სისუსტე; დაამტკიცა, რომ ისინი მართლაც ობობის ქსელზე სუსტები არიან, მათაც კი დაიწყეს ამის დაჯერება!სიონისტებმა კონტროლი ჯერ კიდევ ვერ აიღეს მოვნელებზე და ამერიკელების სწრაფი ჩართვა სიონისტების უუნარობის დასტურია.”- ამბობს, ჰასან ნასრალა.

    ჰასან ნასრალა აშშ-ს პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებს ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე

    ”დღეს ღაზაში მსხვერპლი, მოწამეები, დაშავებულები ამხელენ ამ ერთეულის ბარბაროსობის ნამდვილ ბუნებას, ერების თანამონაწილეობას, ამერიკის პასუხისმგებლობას ყველა ჩადენილ დანაშაულში და ფარისევლობას საერთაშორისო რეგულაციების გამოყენებისას”. -ამბობს ჰესბოლას ლიდერი.

  • საპარლამენტო ოპოზიციის შიგნით ერთმანეთის მხილება ეხმარება ივანიშვილის პროპაგანდას – ბოკერია

    საპარლამენტო ოპოზიციის შიგნით ერთმანეთის მხილება ეხმარება ივანიშვილის პროპაგანდას – ბოკერია

    ევროპული საქართველო თავიდანვე ვეუბნებოდით საზოგადოებას, მთელი დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავებით, რომ ამ რეჟიმის პირობებში რომც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ეს ვერ გვეხმარება ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და უსაფრთხოების და თავისუფლების მოსაპოვებლად. ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, ხოლო მთელი ეს მოლოდინები, ეს შიდა ბრალდებები, საპარლამენტო ოპოზიციის შიგნით ერთმანეთის მხილებები არის ივანიშვილის პროპაგანდისთვის დახმარება და არასწორი მოლოდინების გაჩენა, ისევე, როგორც მილიონი ხელმოწერის აგროვება და გულზე ხელის ბრაგუნი, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის, როდესაც ოპოზიციას ამაში როლი არ აქვს. ჩვენ დღეს ეს რეჟიმი წარმოგვადგენს საერთაშორისო ასპარეზზე და პირველ რიგში, ეს უნდა შევცვალოთ, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრობა მოვიპოვოთ.

    ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია.

  • გუშინწინ არ იყო, ერთმანეთს რომ ამხელდნენ, წინააღმდეგი იყავი სტატუსისო?! – ზარქუა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებზე

    „მამაკაც ოპოზიციონერებს რას უწუნებენ? მაგალითად, ბატონ რომანს, რომელიც იბრძვის და იღწვის კანდიდატის სტატუსისთვის? რა ქნან, როგორ გაიპრავონ თავი, არ იციან. ახლა რომ გამოდიან და წერილს აგზავნიან, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში სად იყვნენ? – სამუშაო ჯგუფებში ვერ შემოვიყვანეთ. მაშინ სად იყო ამ ქალ ოპოზიციონერთა გაერთიანება? ესენი მაშინაც მავნებლობდნენ და ახლაც. იციან, რომ ყველაფერი გააკეთა მთავრობამ პრემიერის და პარლამენტმა შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების წინაშე დადგეს ევროკომისია. იციან, რომ სტატუსს ველოდებით და არ უნდათ ჩამორჩნენ ამ მატარებელს. ერთმანეთს არ იყო, რომ ეუბნეოდნენ გუშინწინ, შენ იყავი წინააღმდეგი და შენ არაო და ერთმანეთს ამხელდნენ?! აი, ეს არის ამათი მორალი, რომ ამორალურია, ამათი პრინციპი, რომ უპირნციპობაა, აქაც კი ჩანს! ე მანდ, იმ წერილში მელანი არ დაეწუწოთ, ამას ვურჩევდი!“

    ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან უსრულა ფონ დერ ლაიენისთვის ქალი ოპოზიციონერების ერთობლივ მიმართვას.

  • სათამაშო ბიზნესის შეზღუდვები მედიაბაზრის დასანგრევად იყო გამიზნული, ხელისუფლება ხეირობს ამ ბიზნესით – გვარამია

    სათამაშო ბიზნესის შეზღუდვები მედიაბაზრის დასანგრევად იყო გამიზნული, ხელისუფლება ხეირობს ამ ბიზნესით – გვარამია

    “ხელისუფლებამ სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვით პრაქტიკულად დაანგრია სარეკლამო ბაზარი და დანგრევის პირას მიიყვანა კრიტიკული მედიები.

    ახლა თვითონ ხეირობენ ამ ბიზნესით და საგადასახადო განაკვეთის გაზრდის გზით კიდევ 400 მილიონი მოაქვთ წინასაარჩევნოდ სოციალური ხარჯების ზრდისთვის. თან ფარისევლურად წუხან, რომ შემოღებულმა აკრძალვებმა ვერ იმუშავა და სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 48-დან 52 მილიარდამდე გაიზარდაო. თან წუხან, თან რა კარგია დამატებით 400 მილიონიო.

    ასეა, ყველა გულუბრყვილო და კეთილსინდისიერი უნდა მიმხვდარიყო, რომ ეს შეზღუდვები მედიაბაზრის დასანგრევად იყო გამიზნული, და არა სათამაშო ბიზნესის შესავიწროებლად და მოქალაქეების დასაცავად”,

    “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია მთავრობის ახალი ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად.

  • არ ვიცი, ვინ არის, ვიღაც ბიზნესმენი რატომ უნდა ვიცოდე – სარჯველაძე ევტუშენკოვზე

    არ ვიცი, ვინ არის, ვიღაც ბიზნესმენი რატომ უნდა ვიცოდე – სარჯველაძე ევტუშენკოვზე

    “არ ვიცი, ვინ არის ეს კაცი, არ ვიცი, ვიღაც ბიზნესმენი რატომ უნდა ვიცოდე, ვალდებულება მაქვს?! არ ვიცნობ და რა გავაკეთო… გითხარით, არ ვიცი, ვინ არის და უნდა ვფლობდე ინფორმაციას, რომ აზრი ჰქონდეს კითხვის დასმას”,

    მმართველი გუნდის დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ არ იცის ვინ არის რუსი ოლიგარქი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვლადიმერ ევტუშენკოვი, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა.

  • ევროკავშირის გაფართოება აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხია – ზურაბიშვილი

    “გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს”,

    ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიერ ამ საკითხზე გაკეთებულ განცხადებას.