Category: სლაიდერი

  • გარშემო ცეცხლის რკალია, ჩვენ ლამის, ერთადერთ მშვიდობის ოაზისად ვრჩებით – პაპუაშვილი

    ჩვენ ძალიან რთული 2 წელი გავიარეთ, სადაც სხვადასხვა მხრიდან მუდმივი თავდასხმის ობიექტები ვიყავით. იმის გათვალისწინებით, რომ წელს ბევრ ქვეყანაში არჩევნებია, მოსალოდნელია, რომ ასევე იქნება მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა იქნება. ამას ემატება უკრაინის ომის შემდეგ, ისრაელში არსებული ვითარება დაემატა, ამ დღეებში ვხედავთ ირანსა და პაკისტანის შორის იერიშებს. ასე რომ, ჩვენ გარშემო, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალია და ჩვენ ერთ-ერთ და, ლამის, ერთადერთ მშვიდობის ოაზისად ვრჩებით. ამ მშვიდობის ოაზისს შენარჩუნება უნდა და ამას წელს სჭირდება განსაკუთრებული კონცენტრირება და ერთსულოვნება ჩვენი საზოგადოების და ჩვენი პოლიტიკური გუნდის.

    განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში.

  • ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი: ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ რუსეთთან ომი უახლოეს 20 წელიწადში დაიწყება

    ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰოლანდიელმა ადმირალმა რობ ბაუერმა თქვა, რომ ალიანსმა თავისთავად  ნაგულისხმევად არ უნდა მიიღოს, რომ ის გააგრძელებს მშვიდობიან ცხოვრებას და უნდა მოემზადოს რუსეთთან ომისთვის, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს რიგით ადამიანებზე.

    ბაუერის  განცხადებების უფრო სრული ციტირება ბრიტანული Daily Telegraph-ის პარასკევის გამოცემაში (paywall) მოხდა , რომელმაც მთავარ გვერდზე გამოიტანა სათაური: „ნატო გვაფრთხილებს რუსეთთან ომის შესახებ მომდევნო 20 წლის განმავლობაში“.

    „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მშვიდობიან მდგომარეობაში ცხოვრება თავისთავად და გარანტირებულად არ მოხდება. და ამიტომ ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის. მაგრამ დებატები გაცილებით ფართოა. ეს არის ინდუსტრიული ბაზა, მაგრამ ასევე ადამიანები, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ისინი გარკვეულ როლს ასრულებენ“, – ციტირებს ბაუერს Telegraph-ის კორესპონდენტი.

    მან შეაქო შვედეთის ხელისუფლება იმის გამო, რომ ის მოქალაქეებს აფრთხილებს ომისთვის მზადების აუცილებლობის შესახებ. „აქედან უნდა დავიწყოთ. იმის გაცნობიერებიდან, რომ ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება და ყველაფერი იდეალურად არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ადმირალმა.

    მომავალ კვირას ნატო იწყებს ფართომასშტაბიანი წვრთნები Steadfast Defender 2024, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 90 ათასი ჯარისკაცი (მათ შორის 20 ათასი ბრიტანელი). ეს წვრთნები მაისამდე გაგრძელდება.

  • თუ მუხლები არ გიკანკალებს, სააკაშვილი გაათავისუფლე – ხაბეიშვილი ივანიშვილს

    ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა პრეზიდენტ სააკაშვილზე კიდევ ერთი დასკვნა დაწერა, სადაც შავით თეთრზე ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა […] მინდა, რუს ოლიგარქს, შეშინებულ და სოროდან გამომძვრალ ბიძინა ივანიშვილს მივმართო, რომელიც ამბობს, რომ მაგარია, ძლიერია და ხალხის მხარდაჭერა აქვს. თუ არ გეშინია და მუხლები არ გიკანკალებს, მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელზეც სრულიად ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პოლიტიკური პატიმარია და შესაძლებლობა მიეცი, თავის ხალხს ელაპარაკოს.

    ასე  მიმართა  ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს.

  • ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი, კონფლიქტი და საბოლოოდ დამყარდეს, აღდგეს მშვიდობა – ღარიბაშვილი

    „მთავარი საკითხი შეეხებოდა ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციას, ამ პროცესს ზოგადად, რაც უკავშირდება ბალკანეთის ქვეყნების გაერთიანებას ევროკავშირში, ასევე ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში. ჩემთან ერთად ამ პანელში მიიღო მონაწილეობა, ამ დახურულ ფორმატში მიიღო მონაწილეობა მოლდოვეთის პრემიერ-მინისტრმა და ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

    რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე ყველა ევროპელ ლიდერს, იმიტომ, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, როგორც უკვე აღვნიშნე, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი. მე მას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის სახელით და მათ ყველას მადლობა გადავუხადე, იმიტომ, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი ყველამ ერთად მივიღეთ დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის სახით.

    ამას გარდა, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გაგვეზიარებინა უახლესი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. რა თქმა უნდა, ის ძლიერი, იქნება ეს ეკონომიკური ზრდა, განვითარება, ჩვენი გეგმები, ჩვენი ხედვა, ზოგადად, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამ თემებზეც, ბუნებრივია, იყო საუბარი. ასევე საინტერესო იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფორმით შევეხეთ კრიზისების საკითხს.

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიო წესრიგი იცვლება და ჯერ კიდევ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუ საბოლოო ჯამში როგორი მსოფლიო წესრიგი უნდა ჩამოყალიბდეს და როგორი იქნება საბოლოო კონფიგურაცია, როგორ მოეწყობა თანამედროვე მსოფლიო, ვინაიდან ჩვენ დღეს ვუყურებთ, რომ სახელმწიფოები პატივს აღარ სცემენ საერთაშორისო წესრიგს, უხეშად ხდება ხელყოფა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების, მიმდინარეობს ომები და ა.შ. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ასევე უკრაინის კრიზისს, რომელსაც აქვს პირდაპირი გავლენა, არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოებაზე, არამედ მთელი მსოფლიოს წესრიგზე. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, ისრაელში განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. ჩვენი ინტერესია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი, ეს კონფლიქტი და საბოლოოდ დამყარდეს, აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა”

    ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • საუბარია ტექნიკური ტიპის ერთობის შექმნაზე და არა მაინცდამაინც იდეოლოგიაზე – ჯაფარიძე

    თუ ეს [ხელისუფლების ცვლილების] ამოცანა გაქვს, ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, 5%-ს აჩვენებს რეიტინგში, 6%-ს თუ 8%-ს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არჩევნებზე ანტირუსული, პროდასავლური ხმები არ წავიდეს ქართული ოცნებისკენ იმ სისტემის პირობებში, რა სისტემაც გვაქვს.

    15%-იც რომ გქონდეს, შენ პასუხისმგებლობაა, როგორც დიდის და ძლიერის, რომ ვიღაცას 1%, 1.5%, 2% რომ აქვს, ის ხმები არ დაიკარგოს, ამიტომ, აქ საუბარია კონსოლიდაციაზე ძალებით, ტექნიკური ტიპის ერთობის შექმნაზე და არა მაინცდამაინც იდეოლოგიაზე. იდეოლოგიურ ერთობაზე რომ წავიდე, ვერ შევეკვრები ვერავის, იმდენად იდეოლოგიზირებული ხალხი ვართ.

    თუ ამ ამოცანიდან ამოვდივართ, ეს კონსოლიდაცია გარდაუვალია, დაგვიანებულიც არის… მე და ელენემ შარშანწინ აპრილიდან დავიწყეთ შეხვედრები სხვადასხვა პარტიასთან და ამის ახსნა, ახლა ბევრად წინ ვართ წასული. გააზრება, რომ ასეთია სურათი, პოლიტიკურ პარტიებში უფრო მეტია, ვიდრე იყო.

    მაგრამ ჯერჯერობით მაინც პარტიებს აქვთ ის “მოუდი”, რომ ჯერ საკუთარ ძალებს ცდიან… საბოლოო ჯამში, დადგება კონკრეტული რეალობა, გაზაფხული მგონია მეც, როცა დადგება კონკრეტული რეალობა, რომ ხო, იქნებიან პარტიები, რომლებსაც ექნებათ რაღაცა ტიპის რეიტინგები, ვიღაცა შეიძლება ლახავდეს არჩევნების რეიტინგს, ვიღაცა შეიძლება, ვერ ლახავდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას ექნება ეგ ამოცანა – რას აკეთებ? თქვენ რომ მოხვალთ, მკითხავთ – რისთვის იბრძვი, რომ გადალახო ბარიერი და პარლამენტში შეხვიდე თუ იმისთვის იბრძვი, რომ საბოლოო ჯამში ეს ხელისუფლება შეიცვალოს, თუ იმისთვის იბრძვი, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს, მაშინ სხვა ტიპის ქცევაა საჭირო, მაშინ ძალების კონსოლიდაციაა გარდაუვალი.

    დაგვიანებული იმიტომ მგონია, რომ ალტერნატივის ჩვენება საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, არის პრინციპული საკითხი. ადამიანებმა რომ დაგიჯერონ, რომ შენ შეგიძლია, მოიგო და მართლა რასაც ელაპარაკები, იმის გამკეთებელი ხარ, მაგისთვის მნიშვნელოვანია, აჩვენო, რომ მართლა გამკეთებელი ხარ ამის…

    … ახლა რომ პარტიები დადიან და რაღაცებს პირდებიან, არ მინდა, რაღაც კონკრეტული დაპირებები ვახსენო, იმიტომ, რომ არ მინდა, ჩათვალონ, რომ მაინცდამაინც, ამ პარტიას ვებრძვი ან იმ პარტიას ვებრძვი, მაგრამ დაპირებებს რომ იძლევიან, რა დამაჯერებლობა აქვს მაგას? ჩემთან რომ მოდის და რომელიღაც პარტია მეუბნება – გპირდები, ამას გავაკეთებ, ამას გავაკეთებ, რანაირად გააკეთებ, იგებ?

    აცხადებს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

  • საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას, არ გამოუვათ – კობახიძე

    „ასეთი უხეში ფორმით ბოლშევიზმი გვახსოვს საუკუნის წინანდელი პერიოდიდან და გვეგონა, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ვხედავთ, რომ საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს საკუთარი ფრთების გაშლას. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის, აქედან გამომდინარე, ვერავითარი გასაქანი ბოლშევიზმს ვერ ექნება, შესაბამისად საჭიროა საზოგადოების სწორი რეაგირება ნებისმიერ ასეთ ფაქტზე“,

    ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატა ფერაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „სამების ტაძარი საქართველოში კორუფციის მთავარი ტაძარია“.

  • რუსეთი მიწების ოკუპაციას განაგრძობს, მაგრამ მშვიდობის უზრუნველყოფა შევძელით – ღარიბაშვილი

    რუსეთი მიწების ოკუპაციას განაგრძობს, მაგრამ მშვიდობის უზრუნველყოფა შევძელით – ღარიბაშვილი

    უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო, რაც თქვენ, ალბათ, გახსოვთ – ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების 20%. ომი გადავიტანეთ 2008 წელს, და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და  ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში.

    ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    9-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.

    ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  ხოლო 21 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  ხოლო 21 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 19-20 უნალექო ამინდი იქნება,  ხოლო 21 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  ხოლო 21 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

  • “იმის “ერთი ადგილიც” არ ჰქონდა, ჩემი ვიდეო ბოლომდე განეთავსებინა” – კალაძე ხაზარაძეზე

    ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება, თუ რა ადამიანია, როგორი წარსულის მქონე პიროვნებაა. იმის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, ჩემი ვიდეო განათავსა და ის ბოლომდე განეთავსებინა. ისიც მიჭრა, მოჭრა და ისეთი ვიდეო განათავსა. ეს ვიდეო ხომ ყველამ კარგად იცის, რომელი ვიდეოა, სადაც მე ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა, ვსაუბრობდი ამაზე და ვსაუბრობდი ასევე იმ პრობლემებზე, გულისტკივილზე და მძიმე ფაქტებზე, რომელიც მაშინ ხდებოდა. ის მეორე ნაწილი მოჭრა და ის პირველი ნაწილი განათავსა, აი აქ იკვეთება და საზოგადოება კარგად ხვდება, ვინ არის მამუკა ხაზარაძე“,

    ასე ეხმაურება, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაზიარებულ ვიდეოს, არქივიდან, ინგა გრიგოლიას გადაცემიდან, სადაც კალაძე პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობას აქებს.

  • ზოგი ჭირი მარგებელიაო, ეს გაგვიკეთა კოვიდმა, ჯანდაცვის სისტემა ძალიან გაძლიერდა – ცერცვაძე

    რატომ იყო 2009-10 წლებში მეტი სიკვდილიანობა და ახლა პრაქტიკულად არ არის? სამწუხაროდ, მაცნობეს, რომ [გრიპის ვირუსით] ორი ადამიანი, ამ ვთქვათ, ბოლო ერთ კვირაში გარდაიცვალა, მაგრამ, ახლა ძალიან ძნელია, თქვა ადამიანის გარდაცვალებაზე, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი, რაც ხდება სხვა ქვეყნებში, რაოდენობრივად ბევრად ნაკლები და ბევრად ნაკლები, ვიდრე იყო 2009-10 წლებში.

    ორი რამეა მიზეზი, რომ ახლა გაცილებით ნაკლები სიკვდილიანობაა, ერთი, როგორც თქვენ ბრძანეთ, კი, H1N1 იყო 2009-10 წლებშიც და ახლაც, მაგრამ მან თვისებები გარკვეულწილად შეიცვალა და უფრო ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე მაშინ იყო და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, რომ ვისწავლეთ უკეთ მართვა.

    ჯანდაცვის სისტემა ძალიან გაძლიერდა, აი, ამ რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით, სწორედ ამ 2009-10 წლის გრიპის შემდეგ და განსაკუთრებით, ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, აი, ეს გაგვიკეთა კოვიდმა, მან უზარმაზარი ზიანი მიაყენა მსოფლიოს და მათ შორის, ჩვენს სახელმწიფოს, რაც გამოიხატა ძალიან დიდი რაოდენობით გარდაცვალებაში: მსოფლიოში 7 მილიონი, ჩვენთან 18 000-მდე. ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენა, სხვა ქვეყნები ახლაც ვერ გამოსულან იმ კრიზისიდან, რაც კოვიდმა გამოიწვია ეკონომიკური.

    მაგრამ, ერთი კარგი გააკეთა ის, რომ მან ხელი შეუწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, მოდერნიზაციას, დაინერგა მთელი რიგი ახალი მიდგომები, გადამზადდა მთელი სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებით, ოჯახის ექიმები, შეიცვალა ელექტრონული სისტემები, შემოტანილი იქნა ახალი მედიკამენტები, უბრალოდ, ვისწავლეთ უკეთ მართვა რესპირაციული ინფექციების.

    ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.