Category: სლაიდერი

  • გამოდით, საქართველოს სტატუსი მიულოცეთ!.. ერთი ადგილი არ გაქვთ – ზარქუა ევროპარლამენტარებს

    მათ შორის, მოვუწოდებ ჩვენს ევროპარლამენტარებს. ფოტიგებს, კუბილიუსებს – რაღაც, ჩუმად არიან კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. გამოდით და ჩვენს სახელმწიფოს მიულოცეთ. მაგისთვის ერთი ადგილი არ გაქვთ.

    ამის შესახებ,  ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

  • უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია – დმიტრი მედვედევი

    “უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია. მე ვგულისხმობ არა მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას, ბანდერელების პოლიტიკურ რეჟიმს, არამედ ვსაუბრობ ნებისმიერ, აბსოლუტურად ნებისმიერი სახის უკრაინაზე.[…]რატომ? რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა უკვე იქნება საომარი მოქმედებების განახლების მუდმივი მიზეზი. გვიანია. ვინც არ უნდა იდგეს უკრაინის სახელის მქონე სიმსივნური წარმონაქმნის სათავეში, მის მმართველობის ლეგიტიმურობასა და თავად “ქვეყნის” სამართლებრივ მდგომარეობას არაფერს შემატებს. შესაბამისად, ახალი დაპირისპირების ალბათობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება. თითქმის სამუდამოდ. მეტიც, არსებობს ახალი კონფლიქტის 100%-იანი შანსი, რა უსაფრთხოების რა შეთანხმებებიც არ უნდა გააფორმოს დასავლეთმა კიევის მარიონეტულ რეჟიმთან. ამას ვერ შეაჩერებს ვერც უკრაინის ევროკავშირში ასოცირება და ამ ხელოვნური ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაც კი. ეს შეიძლება მოხდეს ათ და ორმოცდაათ წელშიც.[…] სწორედ ამიტომ, უკრაინის არსებობა ფატალურია უკრაინელებისთვისაც. ისინი საბოლოო ჯამში პრაქტიკული ადამიანები არიან, ახლა რამდენადაც არ უნდა უსურვებდნენ რუსებს სიკვდილს, რამდენადაც არ უნდა ეზიზღებოდეთ რუსეთის ხელისუფლება, რამდენადაც არ უნდა მიისწრაფოდნენ მითოლოგიური ევროკავშირისა და NATO-სკენ. სამუდამო ომს, გარდაუვალ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანის დროს უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა (პირწავარდნილი ნაციონალისტების მინიმალური რიცხვის გარდა), რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში სიცოცხლეს აირჩევს. გაიგებენ, რომ ცხოვრება დიდ, საერთო სახელმწიფოში, რომელიც ახლა დიდად არ უყვართ, სიკვდილზე უკეთესია. მათ სიკვდილზე, მათი ახლობლების სიკვდილზე. რაც უფრო მალე გაიგებენ ამას უკრაინელები, მით უკეთესი”

    რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე უკრაინელებისადმი მუქარის შემცველი მორიგი მოსაზრება გამოაქვეყნა.

  • გუშინ მაგრად ვხალისობდი რა, ვერ ვიტყვი იმ სიტყვას, სადაც იმყოფებით – კალაძე ოპოზიციაზე

    ყველაზე კარგად იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ, თუ რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ ვართ ადამიანები, ვინც ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამხელა მასშტაბური სამუშაოები ვაწარმოოთ და ეს არაა მხოლოდ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა ავიღოთ, პარკები, სკვერები,გამწვანება – რაც კეთდება ქალაქში, ვინ გააკეთა? ვის გაუკეთებია? სად იყვნენ წინა მთავრობები, წინა მერებიც ხომ იყვნენ? გაკეთებინათ.

    დღეს ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ ეს სამუშაოები, აღმშენებლობა და განვითარება უნდათ, დანაშაულად აქციონ.

    ვინ ხმაურობს ყველაზე მეტს? ეს არის ხელმოცარული ე.წ პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში. გუშინ ვაკვირდებოდი მთელი დღის განმავლობაში და გულწრფელად გეტყვით, მაგრად ვხალისობდი, რა, ამათ ისტერიკაზე. ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, მიუთითებს იმას, სად იმყოფებიან, სადაც იმყოფებით ახლა არ ვიკადრებ, ტელევიზიებია, მთავრობის სხდომაა და არ ვიტყვი იმ სიტყვას, სადაც იმყოფებით – დარჩებით მანდ. ეს არის თქვენი ბუნებრივი ადგილი და 2024 წლის არჩევნებზე საზოგადოება კიდევ გაგცემთ პასუხს.

    თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

  • მთლად მე და ჩემს მოადგილეებს რომ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე სამუშაოები იანვარში უნდა დამთავრდეს – კალაძე

    მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული და მოძრაობა აღდგენილი, და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება.

    თქვა თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ. გუშინ, 16 იანვარს მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი გაუწყვიტა.

  • “კანონპროექტი დარეგისტრირებულია. პენსია 1 მაისიდან გაიზრდება” – შსს ვეტერანი ძალოვანების პენსიებზე

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ პენსია მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან გაიზრდება. შსს-ს ცნობით, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი.

    “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ. განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.
    წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

    კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად – საკანონმდებლო განხილვების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.
    2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი.

    სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, პოლიციის კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას დაღუპულ პოლიციელთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა ფულადი დახმარება 100 ათასი ლარი. ხოლო, პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის, დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი.

    2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება პენსიის (კომპენსაცია) გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები შემდეგი პრინციპით:

    პენსიისთვის განსაზღვრულ არსებულ თანხას დაემატება:

    უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (რიგითი-ზემდეგი) – 5 ლარი, ნაცვლად 2 ლარისა;
    საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირი (უმცროსი ლეიტენანტი – კაპიტანი) – 10 ლარი, ნაცვლად 5 ლარისა;
    უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (მაიორი – პოლკოვნიკი) − 15 ლარი, ნაცვლად 10 ლარისა;
    უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირი (გენერალ-მაიორი – გენერალ-პოლკოვნიკი) – 25 ლარი, ნაცვლად 15 ლარისა.
    ანალოგიურად იზრდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშების ოდენობა.

    კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია და აღნიშნული პენსია 1 მაისიდან გაიზრდება”, – წერია განცხადებაში

  • თუ უკრაინაში პუტინი გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება – რიში სუნაკი

    ჩვენ უკრაინის გვერდით დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს ვიქნებით. თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება და სხვა ბოროტი აქტორების წახალისება მოხდება. სწორედ ამიტომ, უკრაინის უსაფრთხოება ჩვენს უსაფრთხოებას ნიშნავს.

    ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • თუ ასეთი მაგარია, ბარიერი 5%-დან 2%-მდე ჩამოსწიოს – კორძაია კობახიძეზე

    ირაკლი კობახიძე თუ ასეთი მაგარია, საარჩევნო ბარიერი 5%-დან 2%-მდე ჩამოსწიოს და ბევრ რამეზე მერე ილაპარაკოს. ახლა, როდესაც ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილთან ერთად მთელი ძალაუფლება მიტაცებული აქვს, მაშინ მაგარია იმაზე საუბარი, რომ მოიგებენ და 1-2%-იან პარტიებს აჯობებენ?

    ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

  • პუტინი ომს განასახიერებს, ის არასდროს შეიცვლება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი დღესვე დავოსში ამერიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ზელენსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრაზე განიხილეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა.

    ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, დღეს უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვა და დისტანციური შესაძლებლობები.

    პირისპირ შეხვედრების შემდეგ ზელენსკიმ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, წელს მიღებულ უნდა იქნას მტკიცე გადაწყვეტილება რუსული აქტივების ჩამორთმევისთვის, რათა ის უკრაინის აღდგენას და ომისგან დაცვას მოხმარდეს. ზელენსკიმ თქვა, რომ სანქციები ვერ უშლის ხელს რუსეთს რაკეტები აწარმოოს და ის ფაქტი, რომ რუსეთის ბირთვული სექტორი ჯერ კიდევ არ არის შეზღუდვების ქვეშ, არის დასავლეთის სისუსტე.

    • „ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი უკვე 2 წელია მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის დაწყებიდან თითქმის 10 წელი გავიდა. პუტინი აგრძელებს იმ გზას, რაც მე-20 საუკუნეში უნდა დასრულებულიყო. ეს არის ომი, განადგურება და შიში, რომ კონფლიქტი არასოდეს დასრულდება. პუტინმა მშვიდობის 13 წელი წაიღო. ის არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მიმდინარეობს სხვადასხვა ომები და კონფლიქტები. და წარუმატებლად სრულდება მშვიდობის აღდგენის ყველა მცდელობა. ფაქტობრივად, პუტინი ომს განასახიერებს. პუტინი არ შეიცვლება, ის არასოდეს შეიცვლება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას და სხვა აგრესორებს საშუალება დანაშაული ჩაიდინონ. მსგავსი რეჟიმები იქამდე არსებობენ, სანამ ომის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ.“- ამბობს ზელენსკი. 

    ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველი გაყინული კონფლიქტი ადრე თუ გვიან კვლავ გაჩაღდება და აგრესორზე ზეწოლის შემცირება მხოლოდ ომს ახანგრძლივებს.

  • ყველას ეგონა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა მაგრამ უკრაინამ რუსეთი გააგდო მიტაცებული ტერიტორიების ნახევრიდან, უკან დაახევინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს – ლაიენი

    დავოსში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს გუშინ საღამოს უკრაინის პრეზიდენტი შეუერთდა, სადაც დღეს  ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მათ განიხილეს უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები და შეთანხმდნენ უკრაინის კანონმდებლობის სკრინინგის დაწყებაზე. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის გზაზე.

    ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ზელენსკისთან შეხვედრამდე მოუწოდა დავოსში შეკრებილ ლიდერებს განაგრძონ უკრაინის დახმარება, რადგან უკრაინელებს სჭირდებათ პროგნოზირებადი დაფინანსება 2024 წლის და შემდგომი წლების განმავლობაში. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დასავლეთმა არ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა, რომელსაც სჭირდება იარაღის საკმარისი და მდგრადი მიწოდება ქვეყნის დასაცავად და მისი კანონიერი ტერიტორიების დასაბრუნებლად:

    ”რუსეთის სტრატეგიული მიზნები ჩავარდა. და ეს პირველ რიგში არის სამხედრო მარცხი. ნუ დაგვავიწყდება, რომ როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ყველას ეგონა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა, დანარჩენი უკრაინა კი რამდენიმე კვირაში.

    მაგრამ ეს არ მოხდა. სამაგიეროდ რუსეთმა დაკარგა მისი სამხედრო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი. უკრაინამ რუსეთი გააგდო მიტაცებული ტერიტორიების ნახევრიდან.
    უკრაინამ უკან დაახევინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს და ხელახლა გახსნა საზღვაოსნო კორიდორი, რომ მარცვლეული მიაწოდოს მსოფლიოს. უკრაინამ შეინარჩუნა მისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მარცხი განიცადა რუსეთის ეკონომიკამ. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას წვდომა წაართვა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, რუსეთი დამოკიდებული გახდა ჩინეთზე. და ბოლოს, მარცხი განიცადა რუსეთის დიპლომატიამ. ფინეთი შეუერთდა ნატოს. მალე შვედეთიც შეუერთდება და უკრაინა, უფრო ახლოს არის ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ უკრაინას შეუძლია ამ ომში გამარჯვება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი ბრძოლის გაძლიერება”. – განაცხადა, ლაიენმა.

  • დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს – კობახიძე

    როგორც ჩანს, ამ საპარლამენტო არჩევნებზეც არ ცდება ძალიან ბევრი 1, 2 ან 3%-იანი ოპოზიციური პარტია. ესენი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სიებზე ვერ თანხმდებიან, კონკრეტულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, მათ უჭირთ გაერთიანება.

    საბოლოო ჯამში, ეს კარგ სურათს მოგვცემს. ეს სურათი იქნება ის, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება მანდატების სოლიდური რაოდენობა, პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასე გაგრძელდება ეს პროცესები, რაც საბოლოო ჯამში, შედეგად მოგვცემს ქართული ოცნების მორიგ მე-9, ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას”,

    აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.