Category: სლაიდერი

  • აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც სამების საკათედრო ტაძარში ვიხილეთ – იოსელიანი

    “უნდა გვესმოდეს, როდესაც რელიგიას, სარწმუნოებას ეხება საკითხი, ბევრ ადამიანს ეხება ჩვენისთანა ქვეყანაში, რომელიც რელიგიური ქვეყანაა, განსაკუთრებული სიფრთხილე არის გამოსაჩენი. […] განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს არ მოჰყვეს შურისძიება, ლინჩის წესით ვიღაცების გასამართლება, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ფორმები, გამოხატვის თავისუფლებას, არ შეიძლება, უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა ჩემთვის, ადამიანურად, პიროვნულადაც, როგორც სახალხო დამცველისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში”,

    აცხადებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

  • EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების მეორე წლისთავამდე უნდა დამტკიცდეს

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების მეორე წლისთავამდე უნდა დამტკიცდეს- წერს Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

    სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, შესაძლოა საუბარი იყოს სასანქციო სიების შევსებაზე, ვაჭრობის დამატებით შეზღუდვებსა და არსებული სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლის ახალ ზომებზე.

    გარდა ამისა, გრძელდება დისკუსიები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის ახალი ფონდის შექმნის გეგმებზე, რამაც უნდა გააადვილოს უკრაინის დახმარების დაფინანსება, წერს Bloomberg.

    დეკემბრის შუა რიცხვებში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა. რომელიც მოიცავდა, რუსეთიდან არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვას, თხევადი ნავთობგაზის იმპორტის აკრძალვას (ერთი წლის გარდამავალი პერიოდით), კიდევ 29 ფირმის დამატებას რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მკაცრი საექსპორტო კონტროლის სიაში. ასევე სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლისთვის შემოღებულ იქნა მოთხოვნა ევროპელი ექსპორტიორებისთვის, მყიდველებთან კონტრაქტებში შეიტანონ რუსეთში რეექსპორტის აკრძალვის პუნქტი.

    ამ კვირის დასაწყისში, ერმაკ-მაკფოლის ჯგუფმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ამუშავებს, კიდევ ერთი ანგარიში გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ 2023 წლის პირველ ათ თვეში დასავლურმა კომპანიებმა რუსეთს მიაწოდეს 2,9 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები. 250-ზე მეტი დასავლური კომპანიის პროდუქცია კი ნაპოვნი იქნა განადგურებული ან უკრაინელების მიერ ხელში ჩაგდებული რუსული იარაღის ნიმუშებში.

  • ”ისრაელი მზად არ არის, რაც ლიბანის ისლამურმა წინააღმდეგობამ მისთვის მოამზადა“,- „ჰეზბოლას“ წარმომადგენელი

    „ისრაელელი მტერი იძულებულია, უკან დაიხიოს, რადგან დაღლილი და ხვდება წინააღმდეგობის, რომელსაც არ ელოდა, და იმედი გაუცრუა და შეარცხვინა ყველა, ვინც მას მხარს უჭერს. ისრაელელი მტერი მზად არ არის ომისთვის იმ ფონზე, რაც ლიბანის ისლამურმა წინააღმდეგობამ მისთვის მოამზადა“,

    აცხადებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ჩინოვნიკი, მოჰამედ რაადი.

  • არ ვარ გამოსახული მატრონას ხატზე, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს – დავით თარხან-მოურავი საერთოდ 8 წელია მელოტია – ირმა ინაშვილი

    აცხადებს ამის შესახებ, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი და უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წმინდა მატრონას ხატზე ის და დავით თარხან-მოურავიც არის გამოსახული.

    „არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი.

    ისე, თუ მიმსგავსება უნდათ ზოგიერთებს, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე.

    დავით თარხან-მოურავი საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგავს და არც წარბი, ეს ფიგურა სერგი კაპანაძეს უფრო ჰგავს, ვიდრე დათოს, მაგრამ ნათლისღებაა დღეს და ახალი „სკანდალი“ ხომ უნდა გამოაცხონ?! სასაცილოა ეს ყველაფერი. სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გააკეთებ“, – წერს ირმა ინაშვილი.

  • სასჯელის მოხდა ოროთახიან ლუქსში კი არ მიესაჯა – “ხალხის ძალა” სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს

    “მთელი ცხოვრება დაბურული მინებით დადიოდა ავტომობილით და დაბურული მინები შესაბამის დაწესებულებაში, რომელიც სხვათაშოირს არ არის ციხე და საპყრობილე, ხაზს ვუსვამ და ყველამ, მათ შორის ოპოზიციონერებმაც კი დასვეს უკვე კითხვის ნიშნები, ასე კარგად თუ გამოიყურება და ძალიან ბრძნულ აზრებზეა უკვე და დემენცია აღარ ჰქონია და განიკურნა თურმე საქართველოს ჰაერით, შესაძლებელი ყოფილა, მაშინ, დაბრუნდეს და მოიხადოს სასჯელი. მას სასჯელის მოხდა სასამართლომ ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ, შესაბამის საპყრობილეში”,

    ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. ამასთანავე “ხალხის ძალა” ითხოვს, რომ თუ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა იქნება, მესამე პრეზიდენტმა სასჯელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადოს.

  • დროთა განმავლობაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთ-თურქეთ-ირანის თანამშრომლობის ფორმატი პერსპექტიული გახდება – ლავროვი

    დროთა განმავლობაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთ-თურქეთ-ირანის თანამშრომლობის ფორმატი პერსპექტიული გახდება – ლავროვი

    ” კარგად ვიცით, რომ დასავლელი მეგობრების “კეთილი რჩევები” ყოველთვის არსებობს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, და ეს რჩევები ზოგჯერ აღიქმება პროცესის ამა თუ იმ მონაწილეს მიერ.  მაგრამ ის ფაქტი, რომ დასავლეთის რჩევები ყოველთვის მიმართულია არა რეგიონის ქვეყნებს შორის მათი ინტერესების ბალანსზე დაფუძნებული შეთანხმებების მოძიებაზე, არამედ მათი გეოპოლიტიკური მიზნების ხელშეწყობაზე, ასევე ყველასთვის ცნობილია.[…] ჩვენ შევთავაზეთ უფრო აქტიურად განვითარდეს თანამშრომლობის მექანიზმი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის – სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო და მათი სამი უახლოესი მეზობელი – რუსეთი, თურქეთი და ირანი. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს ფორმატი გახდება პერსპექტიული, მით უმეტეს, რომ ის არ იქნება დამოკიდებული გლობალურ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ის თავისუფალია ჰეგემონიის შესანარჩუნებელი გეოპოლიტიკური თამაშებისგან, რომელსაც ახლა ავითარებს ვაშინგტონი ბრიუსელში პარტნიორებთან ერთად”

    ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, შემეჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

  • აბსოლუტური მატყუარაა, ვინც 200 ლარზე მეტ ზრდას ჰპირდება პენსიონერებს – ლილუაშვილი კუპრაძეს

    ‘აბსოლუტური მატყუარაა, ვინც 200 ლარზე მეტ ზრდას ჰპირდება პენსიონერებს” – ასე პასუხობს, გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრი, ბექა ლილუაშვილი, პარტია ლელოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, ლელოს შეუძლია ხანდაზმული ადამიანისთვის 1000-ლარიანი პენსიის შეთავაზება.

    “რა ბუღალტერია, ბიჭო! პენსიების ზრდაზე ლაპარაკობ, რა ბუღალტერიაზე მელაპარაკები. რას გააორმაგებთ, ბიჭო! მომისმინე, ირაკლი, გეტყვი ახლა, რას გაორმაგებ, 7 მილიარდი არის ახლა დაახლოებით, ცოტა მეტი, მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის […] შენ მეუბნები, რომ მე 4 წელიწადში ახალ დამატებით 7 მილიარდს გავაჩენ ბიუჯეტში, რითი? რომ მოგაქვს მაგალითად, ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანებს შევუწყვეტ ხელშეკრულებასო, სად მიგყავს ეგ დაუსაქმებელი ადამიანები მერე? ისევ სოციალურ სისტემაში არ მოგყავს? ნაცარს ნუ შეაყრი თვალებში, ეს არის ყველაზე მოწყვლადი ხალხი… 200 ლარით მეტ ზრდას ვინც დაჰპირდება პენსიონერებს, ის არის აბსოლუტურად მატყუარა, მეტი არაფერი.[…] 1 000-ლარიან პენსიამდე რომ აიყვანო პენსია, 600 ლარი გჭირდება დამატებით, ამაში ხომ მეთანხმები? 600 ლარით რომ გაზარდო, დაახლოებით 7 მილიარდი ლარი გჭირდება (პენსიონერების რიცხვის ზრდის ჩათვლით)… დღევანდელი 28 მილიარდი სინამდვილეში 25-ია, 28-ც რომ იყოს, მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი იცი, რამდენია?”- განაცხადა გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.

  • გამოიყენეთ თქვენი ხმა – თუ თქვენ არ შემოხაზავთ, ბიძინა ივანიშვილი დგას და ლავროვს ხაზავს! – გრიგოლ გეგელია

    „ამ მომენტისთვის „ლელო“ არავითარ მოლაპარაკებაში არაა ჩართული, მითუმეტეს, საერთო ოპოზიციურ მოლაპარაკებებში. ჩვენ ძალიან ნათლად გვაქვს გაცხადებული, რომ ჩვენთვის საინტერესოა შუა საქართველოს აქტიურობა, ყველა ისეთი ადამიანისა, ვინც ორი პოლუსის წინააღმდეგია, რომელიც საბრძოლველადაა განწყობილი, რომ რუსების შემოსევა, რუსეთის ხელისუფლება დამთავრდეს, იმისათვის, რომ გაზრდილი ფასები, კონტროლს მიღმა დარჩენილი რუსული მიგრაციის ნაკადი შეწყდეს, რადგან დიახ, ამან გაზარდა ფასები, დიახ, ქართველები გადიან ქვეყნიდან მაშინ, როცა რუსები შემოდიან, მათ აძლევენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი მიზანი ივანიშვილის დამარცხება და ამისთვის სწორი კონფიგურაციის ხელშეწყობაა. თუ ჩვენ ასეთს დავინახავთ ჩვენი თანამონაწილეობით, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამასთან დაკავშირებით შეიტყობს, მაგრამ ამ მომენტისთვის, ამ კუთხით რამე ხელშესახები სიახლე, ან მოლაპარაკება არ გვაქვს, თუმცა, არსებობენ ადამიანები და მხარეები, რომლებიც უფრო საინტერესო პარტნიორები არიან, ვიდრე ზოგიერთი სხვა. ჩვენ პოტენციურად არ ვართ ისეთ რეჟიმში, სადაც არ განვიხილავთ საერთოდ ვიღაცასთან ურთიერთობას, მაგრამ კონკრეტულად ამ წამს არავითარი მოლაპარაკებები „ლელოს“ არ აქვს.[…]არანაირი სახელმწიფო დღეს აღარ არსებობს, დღეს არსებობს ბიძინა ივანიშვილის სახალიფო თუ საფაშო, ეს უნდა დავამთავროთ წელს, შემოდგომაზე. ჩვენ უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიმუშაოთ ორი კუთხით. პირველი, არნახული ოდენობით ხალხი უნდა გამოვიდეს, ეს არის შანსი ყველასათვის, რომ საკუთარი ძალიან მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს, რადგან თუ ბევრი ადამიანი გამოვა, არჩევნები ვერ გაყალბდება. რაღაც დონეზე შეიძლება გაყალბებას შეეცადონ და აუცილებლად შეეცდებიან, აუცილებლად რაღაც ნიშნულს გააყალბებენ, რაც გამოუვათ, მაგრამ დიდი მობილიზების შემთხვევაში, არჩევნებს ვერ გააყალბებენ, ეს არითმეტიკულად გამორიცხულია. ამიტომ ყველამ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, ვისაც არ უნდა აძლევდეთ ხმას, გამოიყენეთ თქვენი ხმა, თუ თქვენ არ შემოხაზავთ, ჩათვალეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დგას და ლავროვს ხაზავს. დიახ, თქვენს ხმას ხაზავს, ბიულეტენს იღებს ივანიშვილი ლავროვის და პუტინის შემოსახაზად. თუ ყველა გამოვა და საკუთარი ხმის უფლებას გამოიყენებს, ვერ გაყალბდება ეს არჩევნები, გამოდით და მიეცით ხმა. მეორე – ბერლინში, ბრიუსელში, უამრავ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ორმხრივი შეხვედრები გვქონია, ყველგან გვაქვს წარმომადგენლების საკითხი დაყენებული. ყველა სახელმწიფოს კარგად ესმის, რომ დიდი რაოდენობით დამკვირვებლები უნდა გამოგზავნონ, ამას ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“,

    ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

  • ლელოს შეუძლია, რომ საქართველოში ხანდაზმულ მოქალაქეს ჰქონდეს 1000-ლარიანი პენსია – კუპრაძე

    რამდენი შეუძლია ლელოს, რომ პენსია შესთავაზოს მოქალაქეებს და ეს დაპირება იყოს რეალური თავისი ეკონომიკური დასაბუთებით, რომელიც ხელში მიჭირავს, ეკონომიკური გეგმით, ეს არის 1000 ლარი. ლელოს შეუძლია, რომ შეასრულოს ის პირობა, საქართველოში ხანდაზმულ მოქალაქეს ჰქონდეს 1000-ლარიანი პენსია. ამ 1000-ლარიანი პენსიის დასაბუთება ძალიან მარტივია. რა ვადაში შეიძლება იყოს ეს ყველაფერი? ეს არის პირველივე ვადა, 4-წლიანი ვადა, რომლის შესაძლებლობაც პირდაპირ იძლევა, რომ 1000 ლარზე აიყვანო საქართველოში ხანდაზმულთა პენსია, რომლებიც შიმშილობენ, მედიკამენტებზე არ ყოფნით შესაძლებლობა. რომ გადახედოთ ბაზრობებს და იმ სივრცეებს, სადაც ყველაზე გაჭირვებული ადამიანები მუშაობენ, ძირითადად არიან სწორედ ხანდაზმულები, სწორედ პენსიონერები. პირველივე 30 დღეში შეიძლება, რომ 200-დან 300 ლარამდე მატება შევთავაზოთ.

    განაცხადა ამის შესახებ, პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ტვ პირველის ეთერში.

  • წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება – მერია

    დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც, წერეთლის გამზირზე, “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

    “კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ცაბაძის, ფიფიების, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, თემურ ფიფიას, კედიას, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკისა და სამტრედიის ქუჩებს, სადაც ასფალტის საფარის დაგების პროცესში საავტომობილო მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.