Category: სლაიდერი

  • აღვირახსნილი კამპანიაა ეკლესიის მიმართ, არ მგონია, რომ ეს დასაშვები იყოს – სარჯველაძე

    “კვლავაც ისმის აღვირახსნილი, ნეგატიური კამპანია ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ. მე არ მგონია, რომ გამოხატვის ის ფორმები, რომელსაც ცალკეული პირები ამ მიმართულებით იყენებენ, დასაშვები იყოს. იმიტომ, რომ ეს სინამდვილეში, შეურაცხყოფს ბევრი ადამიანის, სასულიერო პირების ღირსებას”,

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე.

  • ოცნებას იმხელა მხარდაჭერა აქვს, როგორიც 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია – კალაძე

    ქართულ ოცნებას დღეს აქვს იმხელა მხარდაჭერა საზოგადოებაში, როგორიც 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. ოპოზიცია იბრძვის, რომ როგორმე მოახერხოს საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ესაა რეალობა და მოცემულობა, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში გვაქვს. ქართულ ოცნებას აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვოს და მომავალ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს.

    ამბობს ჟურნალისტებთან თბილისის მერი კახა კალაძე.

  • თოვლი, ნისლი, გზებზე ლიპყინული – როგორი ამინდი იქნება 24 იანვრამდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

    დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

  • დესანტისმა საპრეზიდენტო რბოლა დატოვა და ტრამპს დაუჭირა მხარი

    ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა კვირას გამოაცხადა, რომ ის ტოვებს რბოლას რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის და მხარს დაუჭერს რბოლის წინამორბედს, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

    DeSantis-მა გადაწყვეტილება გამოაცხადა ვიდეოში მის Network X (ყოფილი Twitter) ანგარიშზე.

    ვიდეოში დესანტისი ამბობს, რომ აიოვას ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შემდეგ, მას არ შეუძლია „ჩვენს მხარდამჭერებს სთხოვოს, დათმოს დრო და შესწირონ რესურსები, თუ ჩვენ არ გვაქვს გამარჯვების მკაფიო გეგმა“.

    პირველ კოკუზებში, პარტიულ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, აიოვაში ერთი კვირის წინ, დესანტისი მეორე ადგილზე გავიდა, ტრამპმა კი დიდი სხვაობით გაიმარჯვა. ტრამპმა ამ შტატში GOP-ის ხმების 51% მოიპოვა, დესანტისმა კი მხოლოდ 21%.

    „აშკარაა, რომ რესპუბლიკელების პრაიმერის ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს დონალდ ტრამპს მეორე შანსი მისცეს […] მე მხარს ვუჭერ მას, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დავუბრუნდეთ წარსულ რესპუბლიკურ გვარდიას ან ხელახლა შეფუთულ კორპორატიზმს, რომელსაც ნიკი ჰეილი წარმოადგენს. “- თქვა დესანტისმა.

    რონ დესანტისმა არჩევნები დატოვა მეორე შტატში, ნიუ-ჰემფშირში, GOP-ის პრაიმერის დაწყებამდე ორი დღით ადრე. თუმცა, ერთ-ერთმა უახლესმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ შტატში ის დაიკავებდა მესამე ადგილს ხუთი პროცენტით, ბევრად ჩამორჩება ტრამპს (50%) და ზომიერ კანდიდატს ნიკი ჰეილის (34%).

    ახლა ტრამპს რესპუბლიკური პარტიიდან ნომინაციისთვის ბრძოლაში მხოლოდ ერთი სერიოზული კონკურენტი დარჩა – სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი და აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში, ინდოელი ამერიკელი ნიკი ჰეილი.

  • ბარემ, დაახატეთ კალაძე-კობახიძე ხატებს და შეიტანეთ ეკლესიებში – ოქრიაშვილი

    ბარემ, დაახატეთ კალაძე-კობახიძე ხატებს და შეიტანეთ ეკლესიებში – ოქრიაშვილი

    „ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი დედაეკლესიის და წმინდა ხატების შეურაცხყოფა, გაუბრალოება, მათთვის მნიშვნელობის დაკარგვა. ბარემ, დაახატეთ კალაძე-კობახიძე ხატებს და შეიტანეთ ეკლესიებში!
    შედეგად, ვიღებთ ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას, რასაც მე ვერასდროს შევეგუები !”

    ასე ეხმაურება, სტალინის გამოსახულებიანი ხატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.

  • სერგეი ლავროვი  ნიუ-იორკში ჩავიდა – ის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება

    სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა – ის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელზეც ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაზე უნდა იმსჯელონ.

    მისი ვიზიტი ნიუ-იორკში 22-დან 24 იანვრამდე გაგრძელდება.

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა და ასევე აღნშნა, რომ იქნება რამდენიმე ორმხრივი შეხვედრაც, თუმცა ვისთან და რა საკითხზე, დაკონკრეტებული არაა.

    სახელმწიფო მედია TASS წერს, რომ მინისტრის თვითმფრინავმა ამჯერადაც გვერდი აუარა “არამეგობრულ ქვეყნებს” და ჩრდილოეთ მარშრუტის გავლით აშშ-ში 12 საათსა და 45 წუთში ჩაფრინდა.

  • არ ვართ ის, ვისაც უბრძანებენ და ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს გადაადგმევინებენ – კალაძე

    აქ არ არის მხოლოდ პარტიულ ინტერესებზე საუბარი და არ გამოვდივართ ვიწროპარტიული ინტერესებიდან, პარტიაზე მაღლა დგას ბევრი რაღაც, როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზე ვსაუბრობთ.

    მე მგონია, რომ მაინც იქნება შემოტევები, ზეწოლა. გავიხსენოთ 2020 წლის არჩევნები თუნდაც, როგორი ზეწოლა იყო – უბრალოდ გვაბრალებდნენ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. წარმოიდგინეთ, იმ დონეზე მივიდნენ და ისიც კი იკადრეს, რომ ISFED-ის პარალელური დათვლები გააყალბეს და ამით უნდოდათ ქვეყანაში რევოლუცია მოეწყოთ, გადატრიალება მოეწყოთ.

    საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცებისთვის, ე.წ. მეგობრებისთვის მისაღები არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვისაც რაღაცას უბრძანებენ და ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს გადაადგმევინებენ.

    ამბობს იმედთან თბილისის მერი კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

  • ღამით ​რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ – უკრაინა

    გასულ ღამეს  ​რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ  – აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის საჰაერო ძალები.

    “22 იანვრის ღამეს მტერმა უკრაინას პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან 8 “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი ჩამოაგდო”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ტერორიზმზე ცრუ შეტყობინება უცხოეთიდან შემოვიდა, დახმარებას ვთხოვთ პარტნიორ უწყებებს – სუს

    ტერორიზმზე ცრუ შეტყობინება უცხოეთიდან შემოვიდა, დახმარებას ვთხოვთ პარტნიორ უწყებებს – სუს

    “ტერორიზმზე ცრუ შეტყობინება უცხოეთიდან შემოვიდა, დახმარებას ვთხოვთ პარტნიორ უწყებებს” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 21 იანვარს შეტყობინებები მიიღეს ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ. უწყების თქმით, შეტყობინება ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა და მიზანმიმართულად იყო მითითებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის ნომერი.

    მომხდარზე გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს.

    “მიმდინარე წლის 21 იანვარს, შემოსული იქნა შეტყობინებები ქალაქ ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ.

    მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

    ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.

    გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე.

    მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს.

    ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები “გალერეა თბილისში” ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებული იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

    ასევე, ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები.

    საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი”,  – ნათქვამია განცხადებაში

  • ლაფანყურში მამაკაცმა 3 თანასოფლელი დაჭრა

    ლაფანყურში მამაკაცმა 3 თანასოფლელი დაჭრა

    თელავის მუნიცპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ახალგაზრდა მამაკაცმა სამი თანასოფლელი დაჭრა. დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის ქუჩაში დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთმა მათგანმა სანადირო თოფით სამი მეზობელი დაჭრა.

    დაშავებულები სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის ორ კლინიკაში მოათავსეს. მათ ოპერაცია უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.