Category: სლაიდერი

  • რუსეთიდან შემოსულ კარტოფილში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა და საზღვრიდან უკან გააბრუნეს

    საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, რუსეთის რესპუბლიკიდან მომავალი 20.91 ტონა სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება გააჩერეს.

    პროდუქტის ლაბორატორიული კონტროლის შემდეგ ავტომობილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.

    “სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა” – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

  • ოპოზიციის წინასაარჩევნო წუწუნი, არჩევნების შემდეგ კვნესაში გადაიზრდება – მაჭარაშვილი

    “რადიკალი ოპოზიციისთვის და არც თქვენი მედიასაშუალების ხელმძღვანელებისთვის მნიშვნელობა არ აქვს პრემიერ ღარიბაშვილის დროს მოხდება პოლიტიკურად მათი ჩაძირვა, თუ პრემიერ კობახიძის დროს. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ წინასაარჩევნო წუწუნს რადიკალი ოპოზიციისას, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება კვნესაში, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ. აქედან გამომდინარე, რადიკალურ ოპოზიციას წაგებული არჩევნები აქვს ახლა”.

    განაცხადა მმართველი გუნდის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას.

  • მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის ახალი შემადგენლობა – პაპუაშვილი

    „განხილვა რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც იქნება, რადგან, რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის მისი მიმართვა. ყველა ეს პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება. ჩემს ყოველწლიური ანგარიშს თებერვლის მომავალ სასესიო კვირაში წარვადგენ“,

    ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა

  • უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ – იენს სტოლტენბერგი

    “ის, თუ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან. ასე რომ, თუ გვინდა, გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობა, უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მივაწოდოთ. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ”,

    აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

  • კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია – სააკაშვილი

    კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია.

    მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის:

    დედები ისევ გააგრძელებენ უთანასწორო ბრძოლას შვილებისთვის ლუკმის მოსაპოვებლად;

    სტუდენტები ისევ ვერ დასაქმდებიან მიღებული პროფესიის მიხედვით;

    ბებიების და ბაბუებისთვის ერთადერთ გულისგამახარებელ ფაქტად დარჩება საერთაშორისო ზარები უცხოეთში გადახვეწილი შვილებისგან და შვილიშვილებისგან.

    ამ ბანდის ერთადერთი მიზანი ბიძინას შემდგომი გამდიდრება და ხელისუფლების განმტკიცებაა. მათ ხალხის ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ.

    წერს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებაზე.

  • თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცის ცხედარი იპოვეს

    თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცის ცხედარი იპოვეს

    თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცის ცხედარი იპოვეს.

    არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის პრობლემა გახდა.

    დამატებითი დეტალები უცნობია.

  • წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელ თებერვალს აღდგება – მერია

    თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელი თებერვალს აღდგება.

    „ერთ მხარეს ასფალტის დაგება დასრულებულია, მეორე მხარეს ამ წუთას იგება. ხვალ დასრულდება ძირითადი ნაწილი, ყველაფერი იმისთვის, რომ პირველ თებერვალს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგეს. ხვალ მოირეცხება [გზის ნაწილი]. სამი ფენა ასფალტი უკვე დაგებულია. დამატებითი სამუშაოები, ტროტუარის მოწესრიგება და ა.შ. პარალელური რეჟიმით მიმდინარეობს და როგორც ითქვა, მარტში დასრულდება“,- აცხადებენ მერიაში.

  • საკონსტიტუციო უმრავლესობას ველოდებით, ამას შემთხვევით არ ვამბობთ – მდინარაძე

    ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, იმ რწმენით და იმ რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, ამ შემთხვევაში ეს მომავალ პრემიერმინისტრზე, სახელის და გვარის გარეშე, ჯერჯერობით.

    რაც შეეხება პარტიას, კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა თავისი პრემიერობის პერიოდში, განსაკუთრებული მადლობა ბოლო სამი წლისთვის, რისი გადატანაც მოუწია, რა წარმატებაც მისი ხელმძღვანელობით ამ ქვეყანამ მიიღო.

    იმედს გამოვთქვამთ კი არა, დარწმუნებულები ვართ, რომ მისი საქმიანობა პარტიაშიც იქნება ასეთივე წარმატებული და ჩვენ ყველანი ერთად, ერთიანი ჟინით, ერთიანი გუნდით, ასე მეგობრულად, გუნდურად გავალთ არჩევნებზე, კიდევ ერთხელ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ველოდებით სხვათაშორის და ამას შემთხვევით არ ვამბობთ, ყველა მონაცემი ამაზე მეტყველებს და მორალური უფლებაც გვაქვს, რომ ამაზე ვილაპარაკოთ, და შემდეგ, ეროვნული ინტერესების უპირობოდ გატარებით გავაგრძელოთ ჩვენ საქმიანობა და კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ ეს ქვეყანა.

    ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სამთავრობო ცვლილებებზე.

  • კარგ პრემიერმინისტრებს სახლში არავინ არ უშვებს და არავინ არ ცვლის – სამადაშვილი

    კარგ პრემიერმინისტრებს სახლში არავინ არ უშვებს და არავინ არ ცვლის – სამადაშვილი

    ”ქართული ოცნების პოსტულატია, რომ წარმატებული ხელისუფლება არის სწორი – კარგ პრემიერმინისტრებს სახლში არავინ არ უშვებს და არავინ არ ცვლის. თუ წარმატებებს მიაღწია ღარიბაშვილმა, რაში სჭირდებოდათ მისი გამოცვლა?! თვითონ იციან, რომ წარმატებული კი არა, გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა იმიტომ, რომ რამდენი კანდიდატის სტატუსიც არ უნდა მიიღოს საქართველომ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიგო, რომ ქართულ ოცნებას არაფერი გაუკეთებია გარდა ხელის შეშლისა.

    ამის შესახებ, აცხადებს ლელოს პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი.

  • “რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე განიხილება კობახიძის კანდიდატურა” – მდინარაძე

    “რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე განიხილება კობახიძის კანდიდატურა” – მდინარაძე

    “რაც შეეხება პრემიერმინისტრის თანამდებობას, დღეს გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, მე ამას დაგიდასტურებთ, ოღონდ უნდა ვთქვა, ეს იქნება პასუხისმგებლობიანი წინადადება, ბატონმა ირაკლიმაც [ღარიბაშვილი] შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, იმიტომ, რომ ეს ფორმალობა, რეალურ ასპექტში, რეალურ ცხოვრებაშიც დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი, ამის შემდეგ უკვე წარედგინება პარლამენტს პარტიის თავმჯდომარის ხელის მოწერით”,

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საუბრობს.