Category: სლაიდერი

  • “თვითმმართველობა აქტიურად უჭერს მხარს კანონს, რომელიც მოსწონს რუსეთს” – ჯაბა ნათენაძე პროტესტის ნიშნად მერიის მრჩეველთა საბჭოს ტოვებს

    არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენელი და სამოქალაქო აქტივისტი ჯაბა ნათენაძე, პროტესტის ნიშნად ახალციხის მერიასთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ტოვებს.  ამის შესახებ, ის სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ”თვითმმართველობა აქტიურად უჭერს მხარს კანონს, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუსეთს”.

    ”მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, როგორც შემიძლია, ჩემ კუთხეს და ქვეყანას ვემსახურები, რაც არ უნდა ეცადონ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდები ღირსების შემლახავ რეესტრში, როგორც უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, მე მხოლოდ ერთი ქვეყნის საქართველოს ინტერესს ვატარებ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლო წუთებამდე.

    სამწუხაროდ, როგორც თქვენთვის ცნობილია ჩვენი თვითმმართველობა აქტიურად უჭერს მხარს კანონს, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუსეთს და რომლის მიღებისგან თავის შეკავებისკენ ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა მოგვიწოდებს, კანონს რომლის მიღების შემთხვევაშიც შესაძლოა ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და დაუცველი დაგვტოვოს ჩვენი მტრის რუსეთის პირისპირ.

    ამიტომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო.

    მანამ სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ.

    ხვალვე მივმართავ წერილით ბატონ მერს. ”- წერს ჯაბა ნათენაძე სოციალურ ქსელში.

  • ვუერთდებით ევროპულ მარშს! მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას, არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები – “ლელო”

    ვუერთდებით ევროპულ მარშს! მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას, არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები – “ლელო”

    ”ვუერთდებით ევროპულ მარშს! მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას, არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები ” –  პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდება.

    “ლელო“ ხელმძღვანელობს რა ქართველი ხალხის ინტერესებით და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყეობის კონსტიტუციური საფუძვლებით, უერთდება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს.

    ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გვერდით, რათა კიდევ ერთხელ მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი ევროპას და არა რუსულ კანონს!

    ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, გეგმავს შექმნას ვითარება რომლითაც აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია და მხარს რუსულ კანონს უჭერს. ამისათვის ხელისუფლება აიძულებს საჯარო სამსახურში და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ აქციაში. ჩვენ გვჯერა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები კარგად აცნობიერებენ, თუ რას ნიშნავს საქართველოს რუსეთიზაცია და ახსოვთ ვლადიმერ პუტინის მიერ მოწყობილი პარტიული აქციები ოლეგ გაზმანოვისა და სხვა რაშისტი კულტურის მუშაკების მონაწილეობით.

    მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას. არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები.

    ჩვენი ადგილი ევროკავშირშია. ესაა გადამწყვეტი მომენტი, რომელშიც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაიხსენოს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც აქამდე გადაუდგამს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისათვის და მიიღოს გადაწყვეტილება დარჩება თავისი თავის ერთგული, თუ გახდება ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლების ნაწილი.

    ჩვენ არ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა დაყოს ქართული საზოგადოება, რადგან დღეს არ კეთდება არჩევანი ამ ან სხვა პარტიას შორის. არჩევანი გაკეთებულია – ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, რომლის არჩევანიც ევროკავშირია, მეორე მხარეს კი რუსეთი.

    „ლელო“, ქართველ ხალხთან ერთად, ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ვემზადებით წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის. ჩვენ ერთად, მტკიცედ განვაცხადებთ, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირია

    კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას! – წერია პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • პარლამენტი რუსული კანონის განხილვას იურიდიულ კომიტეტზე, ორშაბათს, 09:00 საათზე განაახლებს

    “ქართული ოცნება” პირველი მოსმენით მიღებული რუსულ კანონის განხილვას, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ორშაბათს, 29 აპრილს, 09:00 საათზე განაახლებს.

    ამასთანავე,  მმართველი პარტია 29 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს.

    ხელისუფლებამ,  “რუსულ კანონის” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტი კვლავ დააბრუნა.  კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი “უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება. ხელისუფლებამ, 2023 წლის მარტში ვერ შეძლო “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი.

    7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

  • ამ რეზოლუციებს ჩალის ფასიც არ აქვს, აქვს ჩალაძის ფასი! – კობახიძე

    ამ რეზოლუციებს ჩალის ფასიც არ აქვს, აქვს ჩალაძის ფასი! – კობახიძე

    “გახსოვთ, ფარატინა ქაღალდებად დარჩა რეზოლუციები. ხალხზე არ გაჭრა მაშინ და ქვეყანამ საბოლოო ჯამში მიიღო კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი არის მარტივი დეჟა ვიუ. აქაც, როგორც ჩანს, ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა, რომ ოქტომბერში დაიწერება, მაგალითად, კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ ჩაუფინონ ერთგვარი ნეგატიური ფონი, დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი, ახლაც ამ რეზოლუციებს აქვს ჩალის ფასი, უფრო მეტიც, ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ამ რეზოლუციას”

    აცხადებს ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

  • “კანონის მიღების შემთხვევაში, დავტოვებ თანამდებობას და ფრაქცია ქართულ ოცნებას” – ოცნების წევრი თელავის საკრებულოში

    “კანონის მიღების შემთხვევაში, დავტოვებ თანამდებობას და ფრაქცია ქართულ ოცნებას” –  აცხადებს ამის შესხებ, ქართული ოცნების წევრი თელავის საკრებულოში, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენაშვილი.

    “მე როგორც იურისტი, როგორც ორი შვილის მამა, როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, როგორც თქვენი შვილების დამცველი, ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას. ვინაიდან, თეთრი სახლი, ევროკავშირი მოგვიწოდებს…

    ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსს, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება. ამიტომ ცალსახად ვემიჯნები ამას. უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, გაითხოვონ კანონი უკან და თქვენ წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ თანამდებობას და ფრაქცია ქართულ ოცნებას.

    ესაა ჩემი თხოვნა მთავრობასა და ხელისუფლებასთან – ნუ დაარღვევთ საქართველოს კონსტიტუციას, ნუ წახვალთ ანტიკონსტიტუციური გზით, ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას, კიდევ არის შანსი”- თქვა მან.

  • 29 ში ქართული საზოგადოების უმრავლესობის ძალის დემონსტრირება დაიწყება – მაჭარაშვილი

    მე ყველას გარანტიას ვაძლევ, რომ 29 აპრილს დაიწყება ქართული საზოგადოების უმრავლესობის ძალის დემონსტრირება, პირდაპირი გაგებით – საქართველოს აბსოლუტურად ყველა მტერზე. შინაურზე, თუ გარეულზე და ყველა დაინახავს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს. ეს კიდევ ერთხელ ლეგიტიმაციას მოგვცემს, რომ ყველას თავის ენაზე ველაპარაკოთ, გარეთაც და შიგნითაც.

    თქვა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

  • ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული ალტ ინფოს ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია შეაჩერა

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრორუსული, ძალადობრივი “კონსერვატიული მოძრაობის”, იგივე “ალტ-ინფოს” ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა შეაჩერა.

    “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე სოციალურ ქსელში ცესკო-ს წერილის ფოტოს აქვეყნებს,  რომლის თანახმადაც, უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს საჩივარი, რომელიც ქართული იდეის რეგისტრირებული მონაცემების კონონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას ეხება. ცესკომ ქართული იდეის საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა მოკვლევის პერიოდში შეაჩერა.

    ძალადობრივი “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე სოციალურ ქსელში წერს:

    “ეს წერილი დაგვახვედრა ცეესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ,,ქართული იდეის,, გაუქმების პროცესიც დაიწყო.

    ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს რომლითაც ოცნება ,,ქართულ ოდეას,, აუქმებს, პარტიას რონელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ.

  • რა იძულება უნდა, როცა შეკრება საქართველოს სუვერენიტეტს ეხება – პაპუაშვილი ოცნების აქციაზე

    მართავს ჩვენს ქვეყანას – ქართველი ხალხი მართავს, თუ სხვებმა უნდა გვმართონ. საკითხი ამას შეეხება და რა თქმა უნდა, 29 აპრილს, რუსთაველზე ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე გამოვა და თავის სათქმელს ეტყვის ყველას, ვინც ცდილობს, რომ ქვეყანა იმართოს არა ქართველი ხალხის, არამედ სხვადასხვა ჯგუფის მიერ.

    ვისაც არ სურს, ის აქციაზე არც უნდა მოვიდეს. ვისაც სურს, ის უნდა მოვიდეს, ეს არის მნიშვნელოვანი. ვისაც სურს, რომ საქართველოში იყოს სუვერენიტეტი და არ იყოს შავი ფული, ის უნდა მოვიდეს. ხოლო ვისაც სუვერენიტეტი არ სურს და უნდა, რომ ქვეყანაში შავი ფული იყოს, გასაგებია, რომ არ მოვა”.

    განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 29 აპრილს, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციაზე.

  • ”ევროპარლამენტმა სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო, მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას ”- კალაძე

    ”ევროპარლამენტმა სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო, მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას ”- კალაძე

    ”დღეს ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას. რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობასა და სიმართლეს ეფუძნება.

    ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ თურმე მიხეილ სააკაშვილი… ამის პარალელურად, სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს”

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

  • “დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას”- კალაძე

    “დიახ! ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში. უახლოეს წარსულში ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და ასევე დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას, რომლებიც აუფასურებენ ევროპულ სტრუქტურებს და ევროპულ იდეას”,

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.