Category: სლაიდერი

  • ყველაზე კომიკური კალაძის გამოსვლა იყო, რომელმაც ხალხს უთხრა, თბილისი აქ დგასო – სამადაშვილი

    მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვან დღედ შევა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, იმიტომ, რომ გუშინ ჩვენ დავინახეთ რომ ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს არანაირი მომავალი ამ ქვეყანაში არ აქვს. არ აქვს მომავალი იმიტომ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და  დადგა იქ, სადაც ქართველებმა სისხლი დაღვარეს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და გამოგვიცხადა, რომ აპირებს პროვინციულ ლუკაშენკოდ გადაქცევას, აპირებს უარი თქვას ქართულ სახელმწიფოზე, უარი თქვას ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორს, ვიღაც ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ ჯენზის თავისუფალ თაობას, ნორჩი ლენინელების ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით. არა, თქვენ ამ ხალხის არ გესმით, იმიტომ, რომ თქვენ არ იცით რა არის თავისუფლება, იმიტომ, რომ უკლებლივ ყველა, ვინც აქ სხედხართ, ხართ ბიძინა ივანიშვილის მონობაში გაყიდული.

    რაც შეეხება გუშინ კომიკურ გამოსვლებს, ყველაზე კომიკური იყო ალბათ, კახა კალაძის გამოსვლა, რომელმაც მიმართა ხალხს და უთხრა, რომ თბილისი აქ დგასო. თბილისი გუშინ არ იდგა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. არც თბილისი დადგება, არც ქუთაისი დადგება, არც ბათუმი დადგება, არც თელავი დადგება, არც ახალციხე დადგება, არავინ არ დადგება მოღალატე ხელისუფლების უკან. 

    გუშინ, ბიძინა ივანიშვილი იმსახურებდა ნამდვილად ქართველი ხალხის მადლიერებას იმისთვის, რომ გვითხრა რას ჰპირდება საქართველოს. რას ჰპირდება ვიღაც გაუგებარი გზებით გამდიდრებული  კაცი საკუთარი ფულის დასაცავად” 

    ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს გადაასწარით – ხაბეიშვილმა სხდომაზე “ოცნებას” ჩაწერილი ტაშის ხმა ჩაურთო

    “ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს გადაასწარით”- “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას “ოცნებას” ჩაწერილი ტაშის ხმა ჩაურთო.

    “პიედესტალზე იდექით ეს მილიონერები, გალამაზებულები, კარგი, უკაცრავად მაგრამ გაქსუებულები, კარგი ნაჭამ-ნასვამი და ქვემოთ იყო ხალხი, რომელსაც 300, 400, 500 ლარზე ამუშავებთ, თავადვე თქვით, რომ  ჩვენ დავიქირავეთ ავტობუსები, მაგრამ ეს ავტობუსები რატომ დაუქირავეთ იცით?! თავადვე იცით, რომ გზის ფულიც კი არ აქვს ამ ხალხს მართლა რომ უნდოდეს თქვენი მხარდაჭერა, გზის ფულიც არ აქვს, რომ ჩამოვიდეს ბათუმიდან, ზუგდიდიდან თუ სხვადასხვა ადგილებიდან. ეს დამშეული ხალხი დააყენეთ და არ შემიძლია, რომ ეს წარმოუდგენელია, ჩრდილოეთ კორეას გადაასწარით, გადაასწარით რუსეთს, ყველას გადაასწარით და ბიძინა რომ ამბობდა, არა ევროინტეგრაციას, კი რუსულ კანონს და ამ დროს [ ჩართო ჩაწერილი ტაში] ან არ გრცხვენოდათ ამ ჩაწერილი ტაშის”, – თქვა ხაბეიშვილმა.

  • გუშინ ივანიშვილმა დასავლეთს ომი გამოუცხადა ქართველ ხალხსაც და საქართველოში დემოკრატია გააუქმა – სააკაშვილი

    გუშინ ივანიშვილმა დასავლეთს ომი გამოუცხადა ქართველ ხალხსაც და საქართველოში დემოკრატია გააუქმა – სააკაშვილი

    “საბოლოოდ გაცხადდა ის, რაც აქამდეც ნათელი იყო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ოლიგარქი ასე თუ ისე ნიღბავდა. მან იცის, რომ აგებს არჩევნებს და არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი პროტესტის გასანეიტრალებლად მასობრივ რეპრესიებს წინასწარ აანონსებს. მან “ვარდების რევოლუციაზე” პუტინის ნარატივი სიტყვასიტყვით გაიმეორა.
    რა უნდა ქნას თითოეულმა ჩვენგანმა?
    პირველ რიგში, კარგად გავითვალისწინოთ ბელარუსის 2020 წლისა და მოსკოვის 2012 წლის გამოცდილება. უნდა გვესმოდეს, რომ ზედმეტი ენის მოჩლექა რუსულ რეჟიმს ესმის როგორც სისუსტე. საზოგადოებამ რეჟიმისგან საკუთარი თავის დაცვის მექანიზმები უნდა შექმნას.
    ძალადობის პროფილაქტიკისთვის უახლოესი კვირები იქნება გადამწყვეტი არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ბედისთვის, არამედ საქართველოს ყოფნა არ ყოფნისთვის.
    დაბოლოს, გუშინ ჩვენ ვნახეთ დაშინებული და ძალიან მომტყდარი ივანიშვილი. მისი მუქარები არის შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულება. ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს – უნდა ვიყოთ ერთიანები, უშიშრები და მივაწვეთ ბოლომდე.
    რა თქმა უნდა, ივანიშვილი უახლოეს თვეებში ქვეყანას ზიანს კიდევ მიაყენებს და ბევრ ჩვენგანს, მაგრამ რაც უფრო შეუპოვრები ვიქნებით, მით უფრო მინიმალური იქნება ეს ზიანი და რაც მთავარია, მომავალში მთლიანად განეიტრალდება.”

    ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოლიგარქ ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს.

  • ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს – კობახიძე ზურაბიშვილზე

    ჩემს მისალმებაში სპეციალურად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი (რედ. – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი) და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს.

    თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ

  • მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა, არჩევნების მერე რეპრესიები დააანონსა – ჯაფარიძე ივანიშვილზე

    – ყველა წარსული პრობლემა შეტენა დასავლეთს

    – დღესაც მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა

    – დასავლეთს დაემუქრა შევარდნაძის დროინდელ საქართველოში ან იანუკოვიჩის უკრაინაში არ შეგეშალოთო

    – არანაირი მართლმსაჯულების ან რაიმე სხვა რეფორმაო

    – არჩევნების შემდეგ რეპრესიები დაანონსა

    – ბოლოში იდიოტებს მორიგი ოცნება გადმოუგდო ევროკავშირში გაწევრიანების სახით

    არა რა რუსეთი, რა შუაშია რუსეთი

     

    წერს ამის შესახებ, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, რითიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ეხმაურება.

  • “გამოვიდა ბიძინა, დასავლეთი გამოაცხადა ქვეყნის მტრად და ხალხს დაპირდა მეტ რეპრესიებს” – ლომჯარია

    გამოვიდა ბიძინა, დასავლეთი გამოაცხადა ქვეყნის მტრად და ხალხს დაპირდა მეტ რეპრესიებს.
    “ქართული ოცნება” ისე თვალსა და ხელს შუა გაქრება, როგორც ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი გაქრა რუსთაველზე ბიძინას სიტყვის დასრულებისთანავე.

    წერს, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რითიც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურ გამოსვლას ეხმაურება.

  • თუ გაბედავს და სასახლიდან ცხვირს გამოყოფს, ამ გამზირზე ვერ გამოივლის – წულუკიანი პრეზიდენტზე

    სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ, არის საქართველოს ფრანგი პრეზიდენტი, მე თავად საფრანგეთში საშუალო სკოლაც კი იქ დავამთავრე და მგონია, რომ ეს ჩემი მეორე ქვეყანაა, თუმცა ჩემი სამშობლო საქართველოა და მეგონა, რომ მისთვისაც ასე იყო, მაგრამ მე ვხედავ, რომ მან როგორც მისი თანამებრძოლები ჩვენ გაგვყიდა. მან გაყიდა ქართველი ერი. ამიტომ, ის თუ ორბელიანების სასახლიდან გაბედავს (და იმედი მაქვს, გაბედავს) და ცხვირს გამოყოფს, ამ გამზირზე ის ვერ გამოივლის იმიტომ, რომ მან შეგვარცხვინა. მან ბევრი მავნებლური ნაბიჯი გადადგა ქართველი ერის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე და რეალურად, ჩვენ დრეს შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა თუ რას ნიშნავს ღამურა, ალბათ ამისთვის მას მოუწევს ქართული ლიტერატურის და კულტურის მამების ნააზრევებს უფრო კარგად გაეცნოს.

    განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

    პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოცნების კონტრაქციას “პუტინის სტილში აქცია” უწოდა.

  • დღეს ვხედავთ პუტინისეულ ქმედებას – ზურაბიშვილი “ოცნების” კონტრაქციაზე

    გუშინ ვნახეთ რუსული კანონის წინააღმდეგ მასობრივი, სპონტანური პროტესტისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის მეთხუთმეტე დღე.

    დღეს ვხედავთ პუტინისეულ ქმედებას – “ავტობუსებით ჩამოყვანილ” საჯარო მოხელეებს, მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შესაგებებლად.

    ნამდვილი საქართველო, თავისუფალი საქართველოა!

    ევროპული საქართველო!

    ასე აფასებს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების მიერ გამართულ კონტრაქციას.

  • იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა

    იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა. საკითხს პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ ხვალ გაიტანენ.

    ჯერჯერობით უცნობია ხვალვე უყრიან თუ არა კენჭს დოკუმენტს.

     

  • თუ აგენტების კანონს მიიღებენ, გაწევრიანებაზე მოლაპარაკება არ უნდა დაიწყოს – EPP-ის რეზოლუცია

    ევროპულ სახალხო პარტიამ (EPP)  ევროპარლამენტში დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც,  თუ საქართველო მიიღებს “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.

    • “კანონი არღვევს ევროპული კომისიის რეკომენდაციებს საქართველოს კანდიდატის სტატუზე, შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ირეკლავს პუტინის მიერ მიღებული კანონს. გამჭვირვალობისა რეალური გაძლიერებისა და კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მაგივრად, აღნიშნული კანონი ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლებას” – ამბობს ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი.

     

    • “საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა რუსული კანონი იმ ქვეყანაში, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. კრემლი ძალიან გააქტიურდა ევროკავშირში, მაგრამ ასევე ევროკავშირის სამეზობლოში. ჩვენ სრულად მარს ვუჭერთ უცხო აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციებს, რადგან ეს არის კანონი, რომელსაც ქვეყანა რუსეთისკენ და ევროკავშირისგან შორს მიჰყავს” – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.