არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს. დაუჯერებელია, რომ წარსულის ამდენი მაგალითი საკმარისი არ არის და საკუთარი ამბიციების თუ თავსმოხვეული თემების გატანა კვლავ ასეთი ფორმით ხდება. ხანდახან ჩუმად ყოფნა სჯობს, იმიტომ რომ ვხედავ თაობას, რომელიც ჩვენზე მეტს შეძლებს და ნაწილობრივ უკვე აკეთებს. ხანდახან არაფრის თქმა სჯობს იმიტომაც, რომ ზოგჯერ ქმედების დროა და არა ლაპარაკის, მაგრამ დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს. არ გვჭირდება არავინ და არაფერი, რომელიც ძირს გამოგვითხრის, ყველას და ყველაფერს დაგვაპირისპირებს. გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა.
Category: სლაიდერი
-
დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს! არ გვჭირდება არავინ და არაფერი, რომელიც ძირს გამოგვითხრის – არველაძე
-
მრცხვენია რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი! არ მეგონა თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი – ალადაშვილი კალაძეს
მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.
ვის უხდი მადლობას? ქალები და ბავშვები რომ წიხლებით სცემა, იმ “სამართალდამცავებს”? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერეს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.
რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალები და ბავშვები უმოწყალოდ სცემეო?არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია – სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.
შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე.
დღეს ისევ პარლამენტთან! -
არჩევნები მოდის, მოიგეთ და შეცვალეთ კანონი, რა პრობლემაა – კალაძე
არ არის სწორი მოწოდებები და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება. შეიძლება რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, არ მოგწონდეს ეს ხელისუფლება, მაგრამ არჩევნები მოდის, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, რა პრობლემაა.
კარგად იცით, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს უჭერს.
ისიც იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა არის ნულს ქვემოთ. ამიტომაა მცდელობა, რომ დაპირისპირება, შუღლი შემოიტანონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული. არავის არაფერი გამოუვა.
-
თბილისის აფთიაქებში ფიზიოლოგიურ ხსნარსა და პირბადეებს უფასოდ გავცემთ! – PSP
“მხოლოდ დღეს ! თბილისის ??? აფთიაქებში ფიზიოლოგიური ხსნარისა და პირბადეების მიღებას უფასოდ შეძლებ. ? მომხმარებელზე გაიცემა ? ცალი ფიზიოლოგიური ხსნარი და ? ცალი პირბადე,”
აცხადებს, ფარმაცევტული კომპანია ???.
ცნობისთვის, დღეს, 17:00 საათზე პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია იმართება.
-

გამახსენებთ 20 ივნისს- არ მჭირდება! მე არ დავმალულვარ, როგორც ეს მშიშარა ბიჭები იმალებიან” – გახარიას პოლიციას
“გუშინ ვნახეთ ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებზე და სკოლის მოსწავლეებზე. სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა და მისი კვალი ამჯერად ღიად და პირდაპირ მიდის ივანიშვილამდე, რომლის მიზანია მოქალაქეების დაშინება.
ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს. არ მჭირდება, არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებულვარ პოლიციელების ზურგს, ან თანამდებობას, ისე როგორც დღეს ეს პატარა მშიშარა ბიჭები იმალებიან, არც “ბასიანის” მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები და პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის ვიდექი.
ამიტომ, მივმართავ პოლიციელებს – თქვენ ფიცი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე გაქვთ დადებული და არა პარტიის წინაშე. ესენი თქვენ ზურგს უკან დაიმალებიან, მომავლის საწინააღმდეგოდ პირისპირ დაგტოვებენ ხალხთან”
ამის შესახებ, ყოფილმა პრემიერმა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითიც პოლიციელებს მიმართა.
-
პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან – კუბილიუსი
პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან: ჯერ დაუნდობელი ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ დიქტატურის დამყარება. დიქტატურის მომავალი ყოველთვის ერთია: სანქციები, ჩამოშლა და ტრიბუნალი.
-
იძახდნენ, მოკალით და თქვით, რომ თავი დაარტყა – ხაბეიშვილი პოლიციელებზე
გითხრათ, რას ლაპარაკობდნენ – როცა მირტყმდნენ, მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს, ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გაჩერდე. იძახდნენ, მოკალით და თქვით, რომ თავი დაარტყა, ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა – ჩმორი ვარ და ამ შემთხვევაში აღარ გამლახავდნენ. ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი.
თქვა პარლამენტში ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.
-
ვთხოვ ვროპულ კომისიას, შეიმუშავეთ სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ – კრამონი
“გთხოვთ გამოიყენეთ ეს ვიზიტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას უთხრათ, შეწყვიტონ საკუთარი ხალხის ცემა. აღარ მოხდეს ძალადობა და დაუნდობლობა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. უთხარით, რომ გაიწვიონ რუსული კანონი – აღარანაირი კარგი პროექტები და ბედნიერი ფოტოები საქართველოს მაღალჩინოსნებთან.[…]ეს ფოტოები სრული აბსურდია მას შემდეგ, რაც საქართველოში ამჟამად და ბოლო კვირების განმავლობაში ხდება. ევროპულ კომისიასა და ვერა იოუროვას ვთხოვ, შეიმუშაოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ მესიჯების ნაცვლად. ევროკავშირს აქვს ინტერესი მხარი დაუჭიროს და გადაარჩინოს დემოკრატიული პარტნიორები საქართველოში.”
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორ გერტ იან კოოპმანსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართა
-
აქციის მონაწილეებზე თავდასხმას, მოჰყვება თანამდებობის პირების ინფორმაციის გასაჯაროება! გავავრცელებთ მონაცემთა ბაზებს! – ANONYMOUS- ი “ქართულ ოცნებას”
მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰაკერული დაჯგუფება “ანონიმუსი” თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ისინი იმუქრებიან რომ გაავრცელებენ მთავრობის წევრების პირად მიმოწერებს და სხვა მასალებს რომელიც მათ რეპუტაციულ ზიანს მოუტანს.
? “ოცნების პარტიავ რომელიც მხარდაჭერილი ხართ რუსეთის მიერ, გახსოვდეთ საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს იქნება”
“მივმართავთ საქართველოში აქციის მონაწილეებს, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარების თაობაზე. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები თქვენ გვერდით ვდგავართ და დაგეხმარებით დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. მივმართავთ საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება თქვენი მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება. ჩვენ ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და იმეილის pool-ებს და მათ ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა. მივმართავთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ოცნების პარტიას: გახსოვდეთ, რომ საქართველო არ არის და არასდროს იქნება რუსეთი. გველოდეთ”. – ვკითხულობთ Anonymous-ის განცხადებაში.
-
უცხოელი აგენტები პარლამენტის კედლებს აწყდებიან – დუგინი თბილისის საპროტესტო აქციაზე
„საქართველო. ასე იციან უცხოურმა აგენტებმა წიხლების ქნევა, როცა მათ სუვერენულ ძალაუფლებას გადათვლა და რეგისტრაცია ემუქრება. პირდაპირ სამარცხვინოდ გამოიყურება. ქართველები ამაყი და მორწმუნე ხალხია. უცხოელი აგენტების ქცევა, რომლებიც პარლამენტის კედლებს აწყდებიან ვნების კვირას, ყველაფერია გარდა ქართულისა“.
პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.