Category: სლაიდერი

  • საფრანგეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე კოალიციამ გაიმარჯვა

    საფრანგეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე კოალიციამ გაიმარჯვა. ულტრამემარჯვენეები კი  მესამე ადგილზე გავიდნენ. მეორე ადგილზე პრეზიდენტ მაკრონის პარტიაა, თუმცა ვერცერთი პოლიტიკური ძალა საპარლამეტო უმრავლესობას დამოუკიდებლად ვერ აყალიბებს.

    მემარცხენე პარტიების კოალიციამ – ახალი სახალხო ფრონტი გუშინ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მოპოვებული შედეგებით საფრანგეთის ნაციონალურ ასამბლეაში 182 ადგილი მოიპოვა. ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა კოალიციამ – “ერთად“ – მეორე ადგილი დაიკავა და 168 ადგილი მოიპოვა. მესამე ადგილზე გავიდა მარი ლეპენის და ჟორდან ბარდელას ულტრამემარჯვენე “ნაციონალური გაერთიანება“, რომელმაც საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში 143 მანდატი მიიღო.

    ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა 289 მანდატი, რომელიც 577 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის ფორმირებისთვის არის საჭირო.

    საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ზეიმი გუშინ საღამოს, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე  დაიწყო. პარიზში რესპუბლიკის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ულტრამემარჯვენეების დამარცხებას ზეიმობდნენ.

    თავიდან აქციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა. უცნობმა პირებმა ნაგვის ურნებს და ველოსიპედებს ცეცხლი მოუკიდეს და ავტობუსების გაჩერებებზე შუშები დაამტვრიეს.ძალადობრივ აქციებს არეულობა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში მოჰყვა.

    პრეზიდენტმა მაკრონმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ივნისის დასაწყისში ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს.

    ულტრამემარჯვენეები პირველ ადგილზე გავიდნენ საფრანგეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების პირველ ტურშიც და იმედი ჰქონდათ, რომ მეორე ტურშიც მაღალ შედეგს აჩვენებდნენ, თუმცა მეორე ტურის წინ მემარცხენეებმა და მაკრონის მომხრეებმა ძალისხმევა გააერთიანეს, რათა ულტრამემარჯვენეების გამარჯვება არ დაეშვათ. შედეგად, მარი ლეპენის პარტია მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

    მაკრონის პარტიას ახლა სავარაუდოდ მემარცხენეებთან მოუწევს თანამშრომლობა მთავრობის ფორმირებისთვის. ახალი სახალხო ფრონტი კომუნისტური პარტიის, უკიდურესად მემარცხენე პარტია “უდრეკი საფრანგეთის“, მწვანეებისა და სოციალისტური პარტიისგან შედგება.

    ფრანგი მემარცხენეების ერთ–ერთმა ლიდერმა, ჟან–ლუკ მელანშონმა ეგიტპოლების გამოცხადებისთანავე მოუწოდა პრეზიდენტ მაკრონს, ახალ სახალხო ფრონტთან ერთად მთავრობის ფორმირება დაიწყოს.

    ”დღეს საღამოს გაირკვა, რომ ნაციონალურ გაერთიანებას სულაც არ აქვს პარლამენტში უმრავლესობა, რომელსაც მას ერთი კვირის წინ უწინასწარმეტყველებდნენ. სინამდვილეში პირიქით მოხდა. ეს უდიდესი შვებაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობისთვის.

    ახლა ხალხის ნება მკაცრად უნდა დავიცვათ. ამიერიდან არანაირი ხრიკები, კულუარული გარიგებები და კომბინაციები არ უნდა იყოს.  გაკვეთილი, რომელიც კენჭისყრის შედეგებით ვისწავლეთ საბოლოო უნდა იყოს. პრეზიდენტის და მისი კოალიციის დამარცხება ნათელია. პრეზიდენტმა უნდა აღიაროს ეს დამარცხება და არ უნდა ეცადოს მას თავი აარიდოს. პრემიერ–მინისტრი უნდა წავიდეს.

    პრეზიდენტს აქვს ძალაუფლება, პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს ახალი სახალო ფრონტი მმართველობაში. ახალი სახალხო ფრონტი პატივს სცემს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატებს ხმების რაოდენობის შესაბამისად, რომლებიც მისმა კანდიდატებმა მიიღეს. ჩვენ ჩვენს სიტყვას პატივს ვცემთ”. – თქვა ჟან–ლუკ მელანშონმა.

    საფრანგეთის პრემიერ–მინისტრმა, გაბრიელ ატალმა პრეზიდენტ მაკრონს გადადგომის შესახებ თხოვნით დღეს უნდა მიმართოს. ამის შესახებ კვირას, განცხადების გაკეთებისას მან მიანიშნა, რომ მზად არის ჯერჯერობით  გააგრძელოს პრემიერის მოვალეობის შესრულება პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, რომელიც არჩევნების შემდეგ შეიქმნა.

    ულტრამემარჯვენეების დამარცხებას საფრანგეთში გუშინ საღამოსვე გამოეხმაურნენ ევროპელი ლიდერები. პოლონეთის პრემიერმა, დონალდ ტუსკმა ტვიტერზე დაწერა, რომ ”არჩევნების შედეგებს პარიზში ენთუზიაზმი, მოსკოვში იმედგაცრუება, კიევში კი შვება მოჰყვა. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ ვარშავაში ბედნიერება იგრძნონ”.

  • რუსეთმა კიევში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა

    დღეს დილით, რუსეთმა კიევში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა. უკრაინის ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის ცნობილია 27 დაღუპულისა და 100–ზე მეტი დაჭრილის შესახებ.

    17 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის დედაქალაქში, 10 ადამიანი კი კრივოი როგში. კიევში სერიოზულად დაზიანდა ქვეყნის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო ოჰმატდიტი.

    პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით სარაკეტო შეტევების სამიზნე იყო ქალაქები: კიევი, დნეპრი, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო“.

    საავადმყოფოს დირექტორმა ვლადიმერ ჟოვნირმა მედიას განუცხადა, რომ რაკეტა საავადმყოფოს ერთ–ერთ შენობას დაეცა. უკრაინული მედია ავრცელებს საავადმყოფოს დერეფნის სისხლიან კადრებს.

    საავადმყოფოში დაიღუპა 2 ზრდასრული, აქედან ერთი ექიმია. 16 დაშავებულიდან 7 ბავშვია. თუმცა, ჯერჯერობით დაჭრილთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მაშველებმა და მოქალაქეებმა ნანგრევების გაწმენდა დაიწყეს.

    უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო ონკოლოგიური დაავადებების და თანდაყოლილი რთული პათოლოგიების მკურნალობაზეა სპეციალიზებული. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაზიანდა შენობა, სადაც ბავშვები დიალიზს გადიოდნენ. შენობიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, ქუჩაში პირდაპირ წვეთოვანებთან ერთად გამოიყვანეს.

    • სამაშველო სამუშაოები კიევის რვა რაიონში დაიწყო.

    შევჩენკოს რაიონში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ერთი შესასვლელი ჩამოანგრია. მაშველები ახლა ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. მაშველების ინფორმაციით, ამავე ტერიტორიაზე დიდი ხანძარი გაჩნდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა.

    დღის მეორე ნახევარში კიევში საჰაერო განგაში კვლავ გამოცხადდა. კიევის დნეპრის რაიონში მეორე დარტყმის გამო ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამედიცინო ცენტრის შენობა ნაწილობრივ განადგურდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.

    გარდაცვლილები და დაჭრილები არიან არა მხოლოდ კიევში. დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგში უამრავი დაღუპული და დაჭრილია, – წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში. პროკურატურამ კრივოი როგში 10 დაღუპული და 42 დაჭრილის მონაცემები დაადასტურა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე დარტყმა მოხდა, მათ შორის სამრეწველო საწარმოს ადმინისტრაციულ შენობაზე.

    თავად დნეპერში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. არიან გარდაცვლილები და დაჭრილები.

    დღის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მასიური სარაკეტო დარტყმა უკრაინაზე და განაცხადა, რომ სამიზნეები იყო „უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის ობიექტები“ და „უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო ბაზები“.

  • ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, რუსეთმა სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე! – ზელენსკი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაზე

    ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, რუსეთმა სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე! – ზელენსკი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაზე

    “ახლა საავადმყოფო დაზიანებულია რუსეთის დარტყმის შედეგად. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ახლა ყველა გვეხმარება ნამსხვრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი.

    შეუძლებელია რუსეთმა არ იცოდეს, სად მიფრინავს მისი რაკეტები და სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე: ხალხის, ბავშვების, ზოგადად კაცობრიობის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამაზე მსოფლიო არ გაჩუმდეს და ყველამ დაინახოს, რას წარმოადგენს და რას აკეთებს რუსეთი”,

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმუარა რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე სარაკეტო იერიშს.

  • მეორე მხარესაც საკმაოდ აზიანებს – წილოსანი შშ-ს მიერ სამხედრო წვრთნების გადადებაზე

    სამხედრო წვრთნების შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გასაკვირი იყო და ამას პოზიტიურად ნამდვილად ვერ შევაფასებთ. თუმცა, მინდა, ასევე ვთქვა, რომ ეს წვრთნები ცალმხრივი ინტერესის არ არის. რა თქმა უნდა, ქართულ სამხედრო ძალებს მსგავსი აქტივობები კონკრეტულ ბენეფიტებს აძლევს, მაგრამ ეს წვრთნები ყოველთვის ორმხრივი ინტერესის ფარგლებში ტარდებოდა და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მეორე მხარესაც საკმაოდ აზიანებს.

    თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა აშშ-ს მიერ სამხედრო წვრთნების გადადებაზე.

  • გლობალური ომის პარტიამ შვეიცარიის ბანკის გაკოტრებით ივანიშვილის შანტაჟი სცადა – მდინარაძე

    რაც შეეხება გლობალური ომის პარტიას, ესენი არიან კონკრეტული, სამწუხაროდ, ძალიან დიდი გავლენის მქონე ძალები, რომლებიც ახერხებენ, მაგალითად, შვეიცარიის ბანკის გაკოტრების ხარჯზე და ფასად ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა რომ მოაწყონ და იმას, რომ მილიარდები გააჩერონ. თუნდაც, შვეიცარიის ბანკი, რომელიც რეიტინგში მეორე თუ მესამე იყო, გაკოტრდეს, ასეთი დიდი ძალები არიან, დანარჩენზე სიღრმეებში არ შევდივართ.

    თქვა ქართული ოცნებისაღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • უნდა შეიქმნას საერთო ფრონტი, განსხვავებების გვერდზე გადადების დროა – ბოკუჩავა

    ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს მთავარი არის ის, რომ მოხდეს მაქსიმალური გაერთიანება ოპოზიციურ ფრონტზე იმიტომ, რომ ივანიშვილმზა 26 ოქტომბრის არჩევნები აქცია ერთგვარ რეფერენდუმად და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ფრონტის შექმნა ივანიშვილის წინააღმდეგ.

    […] როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ და შევქმნათ საერთო ფრონტი ივანიშვილის წინააღმდეგ – თუ ამას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ პოლიტიკური პარტიები, მიმაჩნია, ყოველგვარი განსხვავებების გვერდზე გადადების დროა – ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ ადამიანებთან, რომლებიც აქტიურები არიან ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

    თქვა ერთიანი ნაცონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

     

  • ოქტომბერში წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში – სააკაშვილი

    ოქტომბერში წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში – სააკაშვილი

    “საქართველოში ოქტომბერში წყდება არა მხოლოდ ერთი არჩევნების ბედი, წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში. […] მე მინდა გითხრათ შემდეგი, რამ დარწმუნებული ვარ, იმ რეფორმების გამო რომლებიც ჩვენ გავატარეთ იმ 9 წლის განმავლობაში, იმ ცვლილების გამო, რომლებიც ჩვენ შევიტანეთ, იმის გამო როგორც გამოვიყვანეთ საქართველო 90-იანების წყვდიადიდან და ჭაობიდან, საქართველოს ვერავინ უკან ვერ შეაბრუნებს. ახლა მთავარია ვიაროთ წინ, იმიტომ, რომ ეს არჩევნები არის არა მხოლოდ წარსულზე, ეს არჩევნები არის განსაკუთრებით და ექსკლუზიურად მომავალზე”,

    განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოზე სადაც ის  სხდომას დისტანციურად ჩაერთო.

  • საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! -ზურაბიშვილი

    საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! -ზურაბიშვილი

    საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია!

    მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არ ნახულ მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას.

    გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი.

    წერს ამის შესახებ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელშიც, წინასწარი შეფასებით, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი დამარცხდა.

  • ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი ოდესაში ჩავიდა, უკრაინას ახალ დახმარებას დაჰპირდა

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად დანიშვნიდან 48 საათზე მცირე დროში ჯონ ჰილი ოდესაში ჩავიდა და უკრაინას მხარდაჭერის გაძლიერებას დაჰპირდა.უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც მოიცავს როგორც საარტილერიო დანადგარებს, ასევე საბრძოლო მასალასა და მაღალი სიზუსტის რაკეტებს.

    ჯონ ჰილიმ გასცა ბრძანება, რომ უკრაინისთვის აპრილში დაპირებული სამხედრო დახმარება დააჩქარონ და კიევს მომდევნო 100 დღის განმავლობაში გადასცენ. ამ პაკეტში შედის Storm Shadow-ს ტიპის მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტებიც.

    “მთავრობაში ცვლილებებია, მაგრამ დიდი ბრიტანეთი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში. როგორც თავდაცვის ახალი მინისტრი, გარანტიას ვიძლევი, რომ ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდების გაზრდით. ეს მთავრობა მტკიცეა თავის ვალდებულებაში, გააგრძელოს სამხედრო დახმარების გაწევა და გვერდში დაუდგეს უკრაინელ მეგობრებს იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება”, – თქვა მან.

  • “დასანანია” – თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის მიერ “ღირსეული პარტნიორის” ადადებაზე

    თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის გადაწყვეტილებას, გადადოს “ღირსეულის პარტნიორის” სწავლება გაურკვეველი ვადით, დასანანს უწოდებს.

    “ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.

    ”დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

    საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.

    აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“, – ნათქვამია განცხადებაში.

    ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი”, რომელიც 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადადო. გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ  გადაწყვეტილება გამოიწვია “საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებმა შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ ისინი ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად და მონაწილეობა მიეღო გადატრიალების მცდელობებში”.

    “შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა. ამის ფარგლებში, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში “ღირსეული პარტნიორის” სწავლებას, რომელიც თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში

    30 მაისს აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა წამოიწყო. “ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში. როგორც ასეთი, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.