Category: სლაიდერი

  • დასავლელი პარტნიორების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები „ოცნების“ რუსულ პოლიტიკაზე ადეკვატური რეაქციაა – გოცირიძე

    “ფაქტობრივად, თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს – თავდაცვის მიმართულებითაც კი ჩერდება. ამის ერთ-ერთი ნიშანი ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება იყო. ასევე გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი სამხედრო სფეროში დაფინანსებას წყვეტს. მსგავს გადაწყვეტილებას, ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატებიც მიიღებს. ეს არის ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასი!

    მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყანა აცხადებს იმას, რომ საქართველომ დემოკრატიის გზას გადაუხვია და ფაქტობრივად, დასავლეთის მოწინააღმდეგე და რუსეთის მოკავშირე გახდა“,

    ეს განცხადება, დღეს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

  • გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკროგადაწყვეტილებები – დარჩიაშვილი EU-ზე

    მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება.

    ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკროგადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის, ოკუპაცია არსად არ წასულა, საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, იმისთვის, რომ უფრო მეტად შევძლოთ იმ საფრთხეების გამკლავება. შესაბამისად, იმედი გვაქვს, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ძველ ნიშნულს და ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას.

    ზოგადადაც, საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე, ყველას გვაქვს აღებული ვალდებულებები, ჩვენ თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ ამ ვალდებულებებს და მე არ ვიხმარდი ისეთ ძალიან მკაცრ შეფასებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. ვფიქრობ, ეს არის მიკროდონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ვერანაირად ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროინტეგრაციის მიმართულებით.

    ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას

  • თითქოსდა, განახლებული სახეებით არაფერი იცვლება – „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, წინ გინდ ორიანი მიუწერე და გინდ – ხუთიანი – ზარქუა

    თითქოსდა, განახლებული სახეებით არაფერი იცვლება – „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, წინ გინდ ორიანი მიუწერე და გინდ – ხუთიანი – ზარქუა

    “გუშინ, ჩემი „ხაბე“ ისევ დამიჩაგრეს. ამ ბიჭმა ასეთი რა დააშავა, რომ სცენაზეც არ აუშვეს, განახლებულ სიაშიც ვერ მოხვდა – „ხაბე“ გამაგრდი, გგულშემატკივრობ!
    ახალი სახე გიორგი ვაშაძეა, თინა ბოკუჩავა, თუ არმაზ დიდი, პარლამენტში რომ ლექციებს ატარებდა ხოლმე?! – ციფრი დაიტოვეს, სათაური შეცვალეს! მათზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკო, აგდებულად უნდა ილაპარაკო! ნეტა, ბელადმა იცის, მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს? – თავისი პარტიის სახელწოდება რცხვენიათ და შეცვალეს! ახალ სახედ არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია უნდა შემოგვასაღონ. კორძაიას მიმართ მეგრული სოლიდარობა მაქვს და არ ვიცი, ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდა.
    ვინაა ახალი სახე? – ერთი გვარამიაა ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე ნიკა მელია. სამარცხვინო სიტუაციაა! ერთმანეთში აქვთ ქიშპი“,

    ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა

  • მოსალოდნელია, კომიტეტმა MEGOBARI Act-ის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყოს – ალექს რაუფოღლუ

    “სიახლე! მოსალოდნელია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უახლოეს დღეებში განიხილავს კანონპროექტს საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე (ე.წ. MEGOBARI Act-ს).

    წყაროებმა კონგრესში მითხრეს, რომ ის ჩაინიშნება 10 ივლისს და მოსალოდნელია, რომ განხილვა/კენჭისყრა მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება”,

    წერს ამის შესახებ Foreign Press USA-ის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ კონგრესიდან წყაროზე დაყრდნობით.

  • მჯერა, ოქტომბერში გავიმარჯვებთ და 5 წელიწადში ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს – ჯაფარიძე

    მჯერა, ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ დაახლოებით ხუთ წელიწადში ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ერთადერთი, რაც ამ წუთას ბარიერად ეღობება ამას, არის რუსული რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს ამ ქვეყანას, ამიტომ, 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი, ისტორიული ამოცანა და ამის მიღწევისთვის, არის სამი რაღაც გასაკეთებელი.

    1. მაქსიმალური მობილიზაცია საქართველოს მოქალაქეების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, საარჩევნო ყუთებთან.

    2. ხმების დაცვა, მას შემდეგ, რაც ხალხი მოვა საარჩევნო ყუთებთან.

    3. ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც არ მისცემს საშუალებას რუსულ რეჟიმს, რომ კრიტიკულად განყობილი ხმები წაიღოს თავის ყულაბაში.

    მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, ოპოზიციურ ფლანგზე ძალების კონსოლიდაცია ეხმიანება ამ სამივე ამოცანას და ამ ამოცანებს შევასრულებთ, ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვებთ, მჯერა ამის და ამის შემდეგ, ხუთ წელიწადში დავძლევთ ისეთ რაღაცას, რაც ვერ დაძლია ბევრმა თაობამ ამ ქვეყანაში.

    მე მჯერა, რომ ეს არის არამხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, არამედ პრივილეგიაც იმ თაობის, რომელიც დღეს ცხოვრობს ამ ქვეყანაში და რომელსაც შეუძლია, აასრულოს მართლა ისტორიული ოცნება ყველა წინა თაობების. ამიტომ გავერთიანდით ჩვენ დღეს.

    გირჩი-მეტი თავისუფლების თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

     

  • ამ წუთში ლელოსთან შეთანხმება ვერ მოხერხდა – გვარამია

    ამ წუთში ლელოსთან შეთანხმება ვერ მოხერხდა – გვარამია

    ლელო ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად, მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის და ამიტომ ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა თავისთავად ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება, არამარტო ლელოსთან, იმიტომ რომ დრო საკმარისი ჯერ კიდევ არის. თუმცა, დღევანდელი განაცხადის შემდეგ, ჩვენ ერთიან კამპანიას დავიწყებთ და დავიწყებთ საქართველოს მოსახლეობასთან საუბარს იმაზე, როგორ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და ასევე, როგორ წავიყვანოთ ქვეყანა წინ ყველამ ერთად.

    ამბობს პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია.

  • ხელისუფლების ანტიეროვნულმა ნაბიჯებმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება დააზიანა – აქუბარდია

    ოცნების მიერ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებმა და ანტიდასავლურმა, ანტიეროვნულმა ნაბიჯებმა უკვე უკიდურესად დააზიანა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობა და ჩვენი ჯარი. აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესს მოჰყვა არა მხოლოდ ერთობლივი სამხედრო მრავალეროვნული სწავლების, ღირსეული პარტნიორის გაუქმება, არამედ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტიდან დახმარების გაქრობა, რისი დასტურიცაა 2025 წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტიდან საქართველოს საკითხის ამოღება. ამაზე ღიად საუბრობდა ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი.

    აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის გადახედვის პროცესს უკვე მოჰყვა NATO-ს კიდევ ერთი ქვეყნის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვაც. ჩემი ინფორმაციით, დანიამ ასევე შეაჩერა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ოთხწლიანი მრავალმილიონიანი პროექტი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მხარდასაჭერად.

    დანიამ შარშან 27 მილიონი ლარი გამოყო საქართველოს თავდაცვისა და სასწრაფო დახმარების დაწესებულების მომზადების, გაძლიერებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმებოდა დანიის შიდა გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოსთვის დახმარების გაწევა მედეგობის გაძლიერებაში.

    შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა ჩვენს ჯარს და თავდაცვისუნარიანობას, მიუხედავად NATO-ს თუ ევროკავშირის ქვეყნების არაერთი გაფრთხილებისა, არ მიეღოთ კრემლის მიერ შთაგონებული რუსული კანონი.

    ერთადერთი შესაძლებლობა, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და შევინარჩუნოთ ქვეყნის გაცხადებული ეროვნული ინტერესები, მათ შორის თავდაცვისუნარიანობა, არის 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს გამარჯვება.

    განაცხადა ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.

  • კიევში, ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა – დაღუპულია 29 ადამიანი, საიდანაც 4 ბავშვია

    უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით,  კიევში, უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფოს “ოხმადეტის” ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. დაღუპულია  29 ადამიანი, საიდანაც 4 ბავშვია.

    “რუსეთის თავდასხმის შედეგად ამ ლოკაციაზე 2 ადამიანი დაიღუპა, 32-მა დაშავებულმა მიმართა სამედიცინო დახმარებას. 8 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზოგადად, ამ დროისთვის, 8 ივლისს რუსეთის დარტყმების შედეგად კიევში დაიღუპა 29 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა 117 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი“, – აღნიშნა კლიმენკომ.

  • საქართველოსთვის სამწუხარო მომენტია… ქართველები არ უნდა დანებდნენ – რებეკა ჰარმსი

    საქართველოსთვის სამწუხარო მომენტია. გადაწყდა მოლდოვასა და უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნა, რადგანაც ისინი ასრულებენ პრიორიტეტებსა და კრიტერიუმებს მაშინ, როდესაც საქართველო ჩამორჩება. საქართველოში ყველასთვის ცნობილია, რატომ მოხდა ეს, ვინ მიჰყვა რუსულ კანონს, როგორი იყო საზოგადოების რეაქცია, როგორ იძალადეს დემონსტრანტებზე, იმ ხალხზე, რომლებიც მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას. ამიტომ ბევრი მიზეზი არსებობდა ნეგატიური გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ქართველები არ უნდა დანებდნენ.

    საქართველოში ევროპული გზის მიმართ ყველაზე ერთგული საზოგადოებაა და ვფიქრობ, რომ საზოგადოების აზრი ამაზე არ შეცვლილა. მოსკოვის იმპერიაში რეინტეგრაციის არანაირი სურვილი არ არსებობს. საზოგადოებას სჭირდება მთავრობა, რომელიც გაუძღვება ამ გზას და პროცესს. ფაქტობრივად, ქართული ოცნების მთავრობამ გადაწყვიტა არ შეესრულებინა პირობები და არ დაეკმაყოფილებინა კრიტერიუმები. ბევრი საკითხი უკავშირდება არჩევნებს, რომელიც მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის. მათ აშფოთებთ ქვეყნის მომავალი. არსებობს არჩევნებთან დაკავშირებით კიდე ერთი საკითხი – რა ორიენტაცია ექნება საქართველოს? პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო ერთგულია ევროკავშირის ნაწილად გახდომის მიმართ, მისი მოქალაქეების ნების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ეს საჭიროებს გადაწყვეტილებებს ხმის მიცემითაც.

    თქვა რებეკა ჰარმსმა, თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრის უფროსმა მრჩეველმა და ყოფილმა ევროპარლამენტარმა.

  • რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, ამერიკა საქართველოს მთავრობის ცვლილებას გეგმავს

    რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) “ოცნების” მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, სადაც  ასევე აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის.რუსული დაზვერვის მტკიცებით, “საქართველოს პრეზიდენტმა ს.ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს მთავარი როლი ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში”.

    “რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის პრესბიურო იტყობინება, რომ СВР-ში შემოსული მონაცემები მოწმობს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე, მიაღწიონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის.” – წერია განცხადებაში.