Category: სლაიდერი

  • დახმარებას მიმართავენ მედიასა და NGO-ებზე – ხათუნა სამნიძე აშშ-ს და EU-ს გადაწყვეტილებებზე

    ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებიც ამ ქვეყანას გვერდში უდგანან წლების მანძილზე და არ აპირებენ, რომ ეს ქვეყანა მიატოვონ და სტატუსის მონიჭებაც ამის დასტური იყო, რა თქმა უნდა, ისინი თავიანთ დახმარებას მიმართავენ სწორედ იმ სექტორებზე, რის წინააღმდეგაც ხელისუფლება არ იშურებს, რომ გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტები და ბარიერები.

    ხელისუფლება თავს ესხმის როგორც არასამთავრობო სექტორს, ისე მედიას და ოპოზიციას და რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში, ჩვენი მეგობრები, რომლებიც ამ ქვეყანას გვერდში უდგანან, დაეხმარებიან მედიას და არასამთავრობო სექტორს იმისთვის, რომ გაძლიერდეს საქართველოში დემოკრატია.

    თქვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერიმა, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • ეს არის პირდაპირი დარტყმა ქართულ ოცნებაზე – ბორის ჩელე ყურუა აშშ-ს გადაწყვეტილებაზე

    ქართველი ხალხი უნდა იყოს მადლობელი თავისი სტრატეგიული პარტნიორის, რადგან ეს არის პირდაპირი დარტყმა ქართულ ოცნებაზე და იმ ხელისუფლებაზე, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს.

    შესაბამისად, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ თუ ჩვენ გვეყოლება ნორმალური ხელისუფალი, არ გვექნება ერთპარტიული მმართველობა, ჩვენს ხელისუფლებაში არ იქნებიან დასანქცირებული ადამიანები, მაშინ ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობა წავა წინ.

    ასე ეხმაურება გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი ბორის-ჩელე ყურუა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწის  და თეთრ სახლში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას.

  • პასუხია ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებებზე – პრეზიდენტი აშშ-სა და EU-ის გადაწყვეტილებებზე

    პასუხია ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებებზე – პრეზიდენტი აშშ-სა და EU-ის გადაწყვეტილებებზე

    “აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნულ 30 მილიონ ევროს გაყინვა.

    ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტი ევროპულ და ანტი დასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე.

    პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილება დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი – არაფრისთვის და არავისთვის საჭირო – რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა. და პირიქით სხვა არაფერი ისმის თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ “მაინც” შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე “ორივე ქვეყნის სასარგებლოდ” ტარდებოდა … ( ნეტავ აწი ამერიკას რა ეშველება !)

    ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოეს მეგობრებისგან ყურადსაღებია! მართალია, ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის: ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ “არჩევანი თქვენია” ევროპულ დაცულ მომავლის მქონე და იზოლირებულ რუსეთის ორბიტაზე გადასვლის საქართველოს შორის. გვეუბნებიან რომ ეს კანონი(ები) და ეს არა მეგობრული ქცევა თავსებადი არაა ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან ან !

    ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას “რატომაა ეს კანონი რუსული? რატომ?”… და ამიტომ!”

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნების “ღირსეული პარტნიორის” გაურკვეველი ვადით შეჩერებასა და EU-ის მიერ თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინვაზე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

  • საქართველოს ევროკავშირში გაწევრება შეჩერებულია – ჰერჩინსკი

    საქართველოს ევროკავშირში გაწევრება შეჩერებულია – ჰერჩინსკი

    27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები, პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს და მათ მიიღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგი შემდგომი პერიოდისთვის, მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირის მომავალ ლიდერებთან დაკავშირებით, დაადასტურეს უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მტკიცე ვალდებულება და სამწუხაროდ და ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი. ეს ძალიან გარკვევითაა ნათქვამი ევროპული საბჭოს დასკვნაში. წაიკითხეთ ის ძალიან ყურადღებით.

    ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი 9 ნაბიჯისგან აშკარაა უკუსვლაა. ასევე, ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრების გაცხადებულ მიზანთან. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრება შეჩერებულია. ეს ნამდვილად სამწუხარო და გულსატკენია.

    ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე ყოფნის დროს, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას ეხება.

  • “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” – ვინ არიან ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრები

    ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის პრეზენტაცია “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” მიმდინარეობს.  ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრები წარადგინა:

    • გია ჯაფარიძე – პოლიტოლოგი
    • თამარ კორძაია – დამოუკიდებელი დეპუტატი
    • სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი
    • ლაშა ბაქრაძე – ლიტერატურათმცოდნე
    • არმაზ ახვლედიანი – დამოუკიდებელი დეპუტატი
    • გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი
    • ირაკლი ფავლენიშვილი – ენმ-ის წევრი

    თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრების წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა არა დანაწევრების, არამედ ერთიანობის დროა.

    “ახლა არ არის დანაწევრების დრო, არ არის დაპირისპირებების დრო, არ არის ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა ერთიანობის დროა, ერთიანობის საქართველოსთვის, ერთიანობის ევროპისთვის, ერთიანობის გადარჩენისთვის და ერთიანობის გამარჯვებისთვის. ამის მჯერა ისე, როგორც არასდროს. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია”,- თქვა ბოკუჩავამ.

  • გლოვოს კურიერზე თავდასხმის საქმეზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა

    საქართველოს პროკურატურამ თბილისში გლოვოს კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

    მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულს თანმხლებ ორ პირთან ერთად, საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”- ნათქვამია განცხადებაში.

    ცნობისთვის, 6 ივლისს გლოვოს კურიერი დაჭრეს და სასტიკად სცემეს. დაშავებულ თემო სიგუას, ფეხში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი.

  • მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში – სალომე ზურაბიშვილი

    მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში – სალომე ზურაბიშვილი

    მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებში, მათ შორის, კიევში, სადაც შეტევა ბავშვთა საავადმყოფოზე განხორციელდა. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს.

    წერს X-ზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

  • უკრაინის უსაფრთხოების ცნობით, რუსეთმა ბავშვთა საავადმყოფო Kh-101 ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა, ნაპოვნია მტკიცებულებები

    უკრაინის უშიშროების სამსახურის [SBU] ცნობით, კიევში ბავშვთა საავადმყოფო Kh-101 ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს.

    „ტრაგედიის ადგილზე უკვე ნაპოვნია შესაბამისი მტკიცებულებები: კერძოდ, Kh-101 რაკეტის უკანა კორპუსის ნაწილები სერიული ნომრით და ამავე რაკეტის საჭის ნაწილი“, – იტყობინება დეპარტამენტი.

    დღეს დილით, რუსეთმა კიევში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა. უკრაინის ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის ცნობილია 27 დაღუპულისა და 100–ზე მეტი დაჭრილის შესახებ.

    17 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის დედაქალაქში, 10 ადამიანი კი კრივოი როგში. კიევში სერიოზულად დაზიანდა ქვეყნის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო ოჰმატდიტი.

    პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით სარაკეტო შეტევების სამიზნე იყო ქალაქები: კიევი, დნეპრი, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო“.

    საავადმყოფოს დირექტორმა ვლადიმერ ჟოვნირმა მედიას განუცხადა, რომ რაკეტა საავადმყოფოს ერთ–ერთ შენობას დაეცა. უკრაინული მედია ავრცელებს საავადმყოფოს დერეფნის სისხლიან კადრებს.

    საავადმყოფოში დაიღუპა 2 ზრდასრული, აქედან ერთი ექიმია. 16 დაშავებულიდან 7 ბავშვია. თუმცა, ჯერჯერობით დაჭრილთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მაშველებმა და მოქალაქეებმა ნანგრევების გაწმენდა დაიწყეს.

    უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო ონკოლოგიური დაავადებების და თანდაყოლილი რთული პათოლოგიების მკურნალობაზეა სპეციალიზებული. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაზიანდა შენობა, სადაც ბავშვები დიალიზს გადიოდნენ. შენობიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, ქუჩაში პირდაპირ წვეთოვანებთან ერთად გამოიყვანეს.

    • სამაშველო სამუშაოები კიევის რვა რაიონში დაიწყო.

    შევჩენკოს რაიონში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ერთი შესასვლელი ჩამოანგრია. მაშველები ახლა ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. მაშველების ინფორმაციით, ამავე ტერიტორიაზე დიდი ხანძარი გაჩნდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა.

    დღის მეორე ნახევარში კიევში საჰაერო განგაში კვლავ გამოცხადდა. კიევის დნეპრის რაიონში მეორე დარტყმის გამო ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამედიცინო ცენტრის შენობა ნაწილობრივ განადგურდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.

    გარდაცვლილები და დაჭრილები არიან არა მხოლოდ კიევში. დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგში უამრავი დაღუპული და დაჭრილია, – წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში. პროკურატურამ კრივოი როგში 10 დაღუპული და 42 დაჭრილის მონაცემები დაადასტურა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე დარტყმა მოხდა, მათ შორის სამრეწველო საწარმოს ადმინისტრაციულ შენობაზე.

    თავად დნეპერში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. არიან გარდაცვლილები და დაჭრილები.

    დღის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მასიური სარაკეტო დარტყმა უკრაინაზე და განაცხადა, რომ სამიზნეები იყო „უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის ობიექტები“ და „უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო ბაზები“.

  • პუტინი, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის – ლანდსბერგისი

    “პუტინი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის, თითქოს რაიმე განმარტება იყო საჭირო იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჰქონდეს უკრაინას ახლა ყველა შესაძლო მხარდაჭერა და მომავალში უსაფრთხოების რეალური გარანტიები”

    ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს და რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება

  • რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი იერიში კიევზე – დაბომბილია სამშობიარო

    რუსეთის განმეორებითი თავდასხმა კიევზე – ოკუპანტებმა სამშობიარო დაბომბეს.

    უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის ინფორმაციით, ამ დროისათვის ცნობილია 4 დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ.