Category: სლაიდერი

  • თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ვიმუშავებთ, ამის არ მეშინია! – ზელენსკი

    “ვფიქრობ თუ ბატონი დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ. მე ამის არ მეშინია. ჯერ არ შეგვიძლია ტრამპის პრეზიდენტობის განხილვა, რადგან, მადლობა ღმერთს, აშშ-ში პრეზიდენტს ამერიკელი ხალხი ირჩევს, და სხვა ერებს ამაზე გავლენა არ აქვთ”,

    აცხადებს, ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის – გახარია რუხაძეზე

    გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

    ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია.

    ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის.

    წერს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებაზე.

  • დაინიცირდა კანონპროექტი, რომლითაც Bus Lane-ზე მოტოციკლებსა და მოპედებს გადაადგილების უფლება ექნებათ

    პარლამენტში დააინიციირეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საავტობუსო ზოლებში, ე.წ. Bus Lane-ზე მოტოციკლებსა და მოპედებს გადაადგილების უფლება ექნებათ

    “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. ამ მიზნით ცვლილება შედის “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლში და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, ენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    19 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    დედაქალაქში – თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16-17 ივლისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტმა წარმომადგენლად კახა წიქარიშვილი დანიშნა

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილი დანიშნა. განცხადება ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

    “საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება ბატონი კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე”, – თქვა მსხილაძემ.

    პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კომისია 2024 წლის 11 ივლისს შეიქმნა.

    შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ: მანუჩარ კოკოჩაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, თამარ ალფაიძე, დიმიტრი გაბუნია და კახა წიქარიშვილი.

  • ტრამპზე მსროლელიც თინეიჯერი იყო, რადიკალიზმისთვის ცდილობენ ახალგაზრდების გამოყენებას – პაპუაშვილი

    ტრამპზე მსროლელიც თინეიჯერი იყო, რადიკალიზმისთვის ცდილობენ ახალგაზრდების გამოყენებას – პაპუაშვილი

    ტრამპზე მსროლელიც თინეიჯერი იყო, რადიკალიზმისთვის ცდილობენ ახალგაზრდების გამოყენებას – იქნებ, ახლა მაინც გამოჩნდეს დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებიდან მომდინარე ძალადობას გაემიჯნება” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

    „გულისწყვეტაა, რომ ჩვენს საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ თუ ენჯეო სექტორშიც, არიან ასეთი ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანა ისე გაწირონ, რომ თვალი არ დაახამხამონ. ვნახეთ, ყველა ცდილობს, რომ შემთხვევის მნიშვნელობა დააკნინონ. მათ თუ დავუჯერებთ, ეს ყველაფერი შემთხვევითობაა – ფიცოს ვიღაც პენსიონერმა ესროლა, ტრამპს ვიღაც თინეიჯერმა ესროლა და ასე შემდეგ.

    სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი ხელწერაა. იმიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც საქართველოში ინერგება ზოგიერთ ჯგუფების მეშვეობით, უცხოეთის დაფინანსებით, სწორედ აქეთკენ მიდის. ზუსტად ასე შეაჩეჩეს ხელში „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომლის სროლის შედეგადაც პოლიციელი სიკვდილს შემთხვევითი გადაურჩა და ყველას შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ის შეიწყალა, ახლა ფარისევლურად რომ წუხს ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ადამიანი, რომელმაც ცეცხლი წაუკიდა პოლიციელს და სიკვდილისთვის სწირავდა.

    სწორედ, ეს არის საბოლოო ჯამში შედეგი, რომ მერე დააბრალონ პოლარიზაციას და გახლეჩას და არ ჩანდეს კონკრეტული დამნაშავე ამ ყველაფრის უკან, ის, ვინც აქეზებს, ის ვინც ცეცხლს უკიდებს, ის ვინც აპროვოცირებს ასეთ ქმედებებს. ჩვენ ამას საქართველოში ვაკვირდებით და ამიტომ ვამბობდით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა დონორი, რომელიც ასეთ ორგანიზაციასთან კავშირშია, ამას გამიჯვნოდა. სამწუხაროდ, დღემდე, გავიდა კვირები და თვეები და ვერ ვნახეთ ვერცერთი ევროპელი ელჩი, რომელიც გაემიჯნებოდა მაგალითად, „ჯემნიუსის“ თანამშრომლის მიერ პარლამენტის წევრებისადმი 84 ტყვიით დამუქრებას. არადა ეს ორგანიზაცია ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ერთი წუხილი არ გამოუთქვამს არცერთ ევროპელ პოლიტიკოს თუ დიპლომატს. დღემდე ვერ ვნახეთ გამიჯვნა ევროპელი პოლიტიკოსების „გრასის“ თანამშრომლის მიმართ, რომელიც მიუვარდა პარლამენტის წევრს და მის ოჯახს და ნახეთ, რომ ხულიგნობაში ის დამნაშავედ იქნა ცნობილი. ამასთან დაკავშირებით ხმა არ ამოუღიათ. დღემდე არცერთი დასავლელი პოლიტიკოსი და დიპლომატი არ გამიჯვნია „სირცხვილიას“ წარმომადგენლების მხრიდან, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების სატელეფონო ნომრების გასაჯაროებას და შემდეგ მათი ოჯახის წევრებთან დარეკვას, მუქარას და ზეწოლას.

    რა თქმა უნდა, ეს არის აცდენა ევროპული ღირებულებებისგან და მნიშვნელოვანია, რომ ეს ჯგუფები, ვგულისხმობ უცხოელ დიპლომატებს თუ პოლიტიკოსებს დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს. წაყრუება ამ სიძულვილის, მუქარისა და ზეწოლის მიმართ, ნიშნავს და არის წახალისება, ეს ორგანიზაციები თვლიან, რომ ეს დამფინანსებლების მხრიდან მოწონებულია და შეუძლიათ ეს საქმიანობა გააგრძელონ.

    ზუსტად იმ ჯგუფებს, რომლებიც ამ მიმართულების წარმომადგენლები არიან, პირველად “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს პოლიციელს და ეს ჩაატარეს, ვითომც არც არაფერი და მგონი, საბოლოო ჯამში, იქით დააბრალეს პოლიციელს. ვნახეთ, რომ საბოლოოდ, ეს ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა ამ შემთხვევაში აქ ერთი ადამიანის საკითხი არ დგას, ეს არის მთლიანად ტენდენცია, პოლიტიკა და მიდგომა, რომელიც ამ ჯგუფებს აქვთ, რომლებიც ადამიანებს ძალადობისკენ უბიძგებენ.

    შემთხვევითი არ არის, რომ ტრამპზე მსროლელიც თინეიჯერი იყო. ცდილობენ რადიკალური ქმედებებისთვის ახალგაზრდების გამოყენებას. ამ შემთხვევის შემდეგ მაინც, იქნებ გამოჩნდეს რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი, დონორი და დიპლომატი ან სხვა წარმომადგენელი და ბოლო-ბოლო გაემიჯნონ იმ ძალადობას, მუქარას, ზეწოლასა და ზიზღის ენას, რომელიც მომდინარეობს იმ ორგანიზაციებიდან, რომელიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე თვალთხარიას – კალაძე

    გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე თვალთხარიას – კალაძე

    არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი გაერთიანება. გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე – თვალთხარიას.

    რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს, რაღაც ლოგიკა არსებობს, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება. ყველა აღებული ეს ოპოზიციური სპექტრი, გინდ გაერთიანდეს, გინდ დაშლილად იყვნენ წარმოდგენილი, ცალ-ცალკე პარტიებად, მათი მთავარი ამოსავალი წერტილი და საზრუნავი იქნება, როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდნენ და ზოგიერთებმა ბარიერი გადალახონ.

    განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • დასმული მერი პარტიის დავალებით გაიქცა! – დეკანოიძე ქუთაისის მერზე

    დასმული მერი პარტიის დავალებით გაიქცა! – დეკანოიძე ქუთაისის მერზე

    პარტიის მიერ დასმულმა მერმა, რომლის არჩევისთვის ადამიანები აშანტაჟეს, ემუქრებოდნენ და გაიტაცეს კიდევაც – ქალაქი მიატოვა და გაიქცა, ასევე, პარტიის დავალებით.

    ქუთაისში მძიმე მდგომარეობა აქვთ ქოცებს, ქალაქი მთლიანად ოპოზიციურია. ვერ უშველის უსაქმური, ბიუჯეტის ხარჯზე მყოფი პარაზიტების გაგდება.

    წერს ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ხატია დეკანოიძე ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის გადადგომაზე.

  • ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს

    ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, ქართულ ოცნებაში რჩება და “ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში, თბილისში გააგრძელებს”.

    “დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები ,,ქართული ოცნების“ გუნდში, ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ. მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან, საჯარო სამსახურში 10 წელზე მეტი ვიმუშავე სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე და ეს იყო საუკეთესო შანსი, ამ წლების განმავლობაში მეკეთებინა საქმე ჩვენი ქალაქისთვის.

    არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, პარტიული საქმიანობით დავკავდები და მუშაობას თბილისში გავაგრძელებ. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, სწორედ ამიტომ ვეცდები საკუთარ ქვეყანას, ამჯერად სხვა ფორმით, ვემსახურო. ჩემი ქვეყნის მსახურებას, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი გავაგრძელებ, რათა საქართველომ განვითარება განაგრძოს. ჩვენს ხალხს, განსაკუთრებით კი ჩემს საყვარელ ქუთაისელებს, მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ

    ქუთაისი არის ჩვენი ქალაქი და ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ მისი მომავალი”. – წერს ხახალეიშვილი

    ხახალეიშვილი მადლობას უხდის თავის ამომრჩევლებსა და “იმ ადამიანებს, რომლებიც დაუღალავი შრომით, კეთილსინდისიერად მონაწილეობდნენ” ქუთაისის განვითარებაში. ის ასევე წერს, რომ გუნდთან ერთად უამრავ რთულ საქმეს შეეჭიდა, რომლებიც საერთო მუშაობის გარეშე ვერ შესრულდებოდა.

    “გასულ წლებში ჩვენი გუნდი უამრავ რთულ საქმეს შეეჭიდა და ბევრი მათგანი წარმატებითაც განახორციელა, რაც ერთიანი სულისკვეთების, გუნდური მუშაობისა და საერთო საქმეში ინდივიდუალური ძალისხმევის შეტანის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა”. – წერს ხახალეიშვილი.

  • ომბუდსმენი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების განხილვაში ჩაერთვება

    ომბუდსმენის აპარატი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების განხილვაში ჩართული იქნება. სახალხო დამცველს შეუძლია, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ანალოგიურად მოამზადოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ, ან სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს და ამ ფორმით დააფიქსიროს პოზიცია.

    “სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე, რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილეობას, ეს იქნება სასამართლოს მოსაზრების ფორმით, რომელსაც წარმოვადგენთ სასამართლოში, თუ სხვა ფორმით. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ამაზე მე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია – ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა განსხვავებულ კანონმდებლობაში სხვა ცვლილებების გზით, თუმცა ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იქნა”, – ამბობს სახალხო დამცველი.

    11 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.