Category: სლაიდერი

  • გავაგრძელებთ საქართველოსთან და თავდაცვის ძალებთან პარტნიორობას – პატრიკ რაიდერი

    “ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან და თავდაცვის ძალებთან პარტნიორობას და გავაგრძელებთ გზების გამონახვას საქართველოს მიერ საკუთარი სუვერენიტეტის უზრუნველყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების შესაძლებლობის გაძლიერებისთვის. წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია. დიდ ყურადღებას ვაქცევთ უზარმაზარ ღირებულებას, რომელსაც ღირსეული პარტნიორის მსგავს წვრთნებს მოკავშირეები და პარტნიორები მატებენ. ასე რომ, ველით მომავალ შესაძლებლობებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოოპერაციისთვის. აქ შევჩერდები.”

    აცხადებს პენტაგონის პრესსპიკერი, გენერალ-მაიორ პატრიკ რაიდერი.

  • 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს მიმართავს

    სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი უკვე მზად არის და სასამართლოში დღეს გაიგზავნება.

    განცხადება სრულად:

    “121 ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ამჯერად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ კონსტიტუციური სარჩელით.

    სარჩელთან ერთად, სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა არაკონსტიტუციური ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ სადავო კანონი ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას, გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად.

    რუსული კანონის მიღებით, ხელისუფლება აყალიბებს მტრულ გარემოს, სადაც რისკად და საფრთხედ არის გამოცხადებული სხვადასხვა უფლებით, მათ შორის, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა.

    მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელთანაც ეს სუბიექტები ითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს.

    ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს მას.

    ამასთან, გაცნობებთ, რომ ჩვენ ვემზადებით საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

    კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით და გამოვიყენებთ ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაჩერებლად, შესაფერხებლად, მის საბოლოო გაუქმებამდე.

    კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ნათქვამია განცხადებაში.

  • ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა

    ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა.

    უვიზო მიმოსვლა 15 ივლისიდან დაიწყო.

    განახლებული რეგულაციის თანახმად, 93 ქვეყნის მოქალაქეებს ტაილანდში უვიზოდ 60 დღით შეუძლიათ გაჩერება, სიაში საქართველოცაა.

    ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სავიზო პოლიტიკის განახლება ქვეყანაში მეტი უცხოელი ტურისტის მოზიდვას და მოგზაურობის ხელშეწყობას ემსახურება.

  • ივანიშვილის გამოსვლა იყო უგერგილო მცდელობა, საკუთარი მოქალაქეები შეაშინო ომით – დაუშვილი

    სამწუხაროდ, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო. იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

    “ერთდროულად ეს ყველაფერი იყო არასერიოზული და თან სამწუხარო. მახსენდება 12 წლის წინ რამხელა მოლოდინი, იმედები, ნდობა და როგორი ემოცია არსებობდა ხალხში. რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, როგორი დაცლილი იყო ყველანაირი ნდობისგან, რწმენისგან და იმისგან, რომ გჯეროდეს შენი ხელისუფლების და ადამიანის, რომელსაც ერთ დროს ძალიან ენდობოდი, რომ ის შენი კეთილდღეობისთვის და ქვეყნისთვის ყველაფერს გააკეთებდა. სამწუხაროდ, გუშინ რაც ჩვენ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო, იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა. ეს იყო უგერგილო მცდელობა იმისი, რომ საკუთარი მოქალაქეები შეაშინო ომით. ამაზე უფრო ამორალური რა არის, რომ შენი კეთილდღეობის და ხალხისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად აკეთებდე ყველაფერს. ამორალურია, დააშინო შენი მოქალაქეები ომით, რომ “მე თუ არ ვიქნები, ომი გექნებათ.[…]რაც შეეხება ჩინეთისთვის მადლობას. რისთვის გადაუხადა ეს მადლობა ან რას ელოდება მათგან და რა იყო მადლობის შინაარსი, მე ვერ გავიგე. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მადლობები რისთვის იყო და რა სარგებელს მოუტანს “ქართულ ოცნებას”, ვერ გავიგე”,

  • თუ აშშ-ში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს – ივანიშვილი

    ან იომებთ, ან წახვალთ – ეს არის ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულებას, რასაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს. ყველასთვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს, ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს ქართული ოცნების მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება. გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება, როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება.

    განაცხადა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა.

  • ქართული ოცნება და ხალხის ძალა არჩევნებზე საერთო სიით გავლენ – ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

    ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ოცნების ახალი ოფისის გახსნაზე თქვა.

    გახსნას ესწრება ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიც.

    “დღეს მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანია, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართული ოცნების ძლიერი გამარჯვებით დასრულდება”- თქვა ღარიბაშვილმა.

    ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული “ხალხის ძალა” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების სიით მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისი განცხადება  ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

    “მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც ხალხის ძალა ჰქვია და ეს შემთხვევითი არ არის, ეს მისალმებაც, მათ შორის, იმიტომ რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად, დღეს გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან, საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას”, – თქვა მდინარაძემ.

  • მზად უნდა ვიყოთ, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, ევროპის ხელი გავუწოდოთ – მეცოლა

    ჩვენ ვართ ის, ვინც ავღანეთში სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ქალების, ირანელი გოგონებისა და სტუდენტების, სვეტლანა ტიხანოვსკაიას, თავისუფალი და დემოკრატიული ბელარუსისთვის მებრძოლი უსამართლოდ დაკავებული [ქალების], მამაცი და კვლავ მებრძოლი ეზიდი გოგონების, იულია ნავალნაიას და მსოფლიო მასშტაბით ყველა იმ [ქალის] გვერდით უნდა დავდგეთ, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ცრემლსადენ გაზს და თან ჩვენს ევროპულ დროშას აფრიალებენ.

    ეს არის ის, რასაც ევროპა ნიშნავს მსოფლიოსთვის. ეს არის პარლამენტი, რომელსაც მსოფლიო ხედავს; პარლამენტი, რომელსაც ამაყები ვართ, ვემსახუროთ.

    ეს არის საპარლამენტო დიპლომატია, რომელიც აუცილებელია მაშინ, როცა ჩვენ მულტილატერალიზმს ვიცავთ და ევროკავშირის გაფართოებისთვის ვემზადებით. ჩვენ გვიყურებს ის ხალხი უკრაინიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უარი ეთქვათ პროგრესზე – ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ გავუწოდოთ მათ ევროპის ხელი, რადგან ისინი მიჰყვებიან საკუთარ დამსახურებაზე დაფუძნებულ გზას, რომელიც საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

    ჩვენ ამ ახალი მსოფლიოსა და ახალი რეალობის წინაშე მზად უნდა ვიყოთ. ერთად, ჩვენ ვიქნებით მზად.

    კოლეგებო, არ უნდა შეგვეშინდეს ევროპისადმი ჩვენი ერთგულების განახლების. არ შეგვეშინდეს, გავუმკლავდეთ ავტოკრატებს. არ შეგვეშინდეს, შევასრულოთ დაპირება. არ შეგვეშინდეს, დავდგეთ ევროპისთვის. არ შეგვეშინდეს ისეთი კავშირის შენების, რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის იმუშავებს.

    თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სიტყვით გამოსვლისას.

  • სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ გორში, სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

    “თეიმურაზ ხომასურიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

    საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლა”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ვულოცა! ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას – კობახიძე  მეცოლას

    ვულოცა! ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას – კობახიძე მეცოლას

    რობერტა მეცოლას ვულოცავ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას!

    ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას!

    წერს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “X”-ში.

  • თბილისში, ხანძარს 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ესმხვერპლა

    თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს,  ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.