Category: სლაიდერი

  • განმუხურში, მდინარეში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

    განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

    მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და თანატოლებთან ერთად საბანაოდ წავიდა. მანამდე მდინარის ნაპირზე მოზარდის პირადი ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი იპოვეს.

  • “ქართული ოცნებიდან ბევრი გადმოვა ჩვენთან” – გიორგი გახარია

    “პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩვენ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდით დამოუკიდებლად და არაფერი არ შეცვლილა ამასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია “საქართველოსთვის” მონაწილეობს დამოუკიდებლად…ქართული ოცნებიდან ბევრი გადმოვა ჩვენთან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ღირსეული ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ იქ არის დარჩენილი, მათთვის ჩვენი კარი ღიაა”

    განაცხადა პარტია ” საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ.

  • “თქვენი მტკიცე ლიდერობა აძლიერებს ევროპას!” – ზურაბიშვილი ლაიენს მეორე ვადით არჩევას ულოცავს

    “გულითადად ვულოცავ, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას!

    თქვენი მტკიცე ლიდერობა აძლიერებს ევროპას. მოუთმენლად ველი ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რადგან საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ განაგრძობს  ევროპისკენ სვლას”

    წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

  • ხაზარაძესთან არანაირი კითხვები არ მაქვს – გახარია

    მე მამუკა ხაზარაძესთან არანაირი კითხვები არ მაქვს – სიმართლე რომ გითხრათ, არც მქონია. ჩვენ ლელოსთან მიმართებით ჩვენი გეგმით ძალიან კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ის ახლა რა კონდიციაშიც არის და რაც ხდება. იმედი მაქვს, როგორც რამდენიმეჯერ, კიდევ ერთხელ ამას ყველაფერს არ გააფუჭებენ. კითხვები არ მქონია და არც მაქვს. მამუკას ჰქონდეს კითხვები, მე რა ვუყო? შეიძლება, მას ჩემთან კითხვები ადრეც ჰქონდა და როგორღაც ითმენდა – კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არაა […] ჩვენი პარტიისთვის წითელი ხაზი ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობაა.

    ასე გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

    ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.  ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა.

    • “შემდეგი ხუთი წელი განსაზღვრავს ევროპის ადგილს მსოფლიოში მომდევნო 50 წლით. ეს გადაწყვეტს, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ საკუთარ მომავალს თუ უფლებას მივცემთ მოვლენებმა თუ სხვებმა ჩამოაყალიბონ ის”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა კენჭისყრის წინ.

    ფონ დერ ლეიენი ხელმძღვანელობდა კომისიას კორონავირუსის პანდემიისა და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინაში.

    კენჭისყრამდე, ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სამომავლო გეგმებთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველომ, დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ და მოლდოვამ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად და დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად.

    • “ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატებს, ინვესტიციებითა და რეფორმებზე მუშაობით, სადაც შესაძლებელია, მოხდეს მათი ინტეგრირება ჩვენს სამართლებრივ ჩარჩოში. გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ქვეყანა მზად იყოს გაწევრიანებამდე, მაგრამ ჩვენი კავშირის გამტკიცება ჩვენი მთავარი ინტერესია და ეს იქნება ჩემი კომისიის მთავარი პრიორიტეტი. დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო, ძალიან მაღალ ფასს იხდის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რათა უზრუნველვყოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი იქნება თავისუფალი, წარმატებული და იქნება ჩვენთან ევროკავშირში”. – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
  • საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

    საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

    საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი.

    ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პრეზიდენტი სარჩელით ითხოვს კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას.

    საქმე განსახილველად პლენუმს გადაეგზავნება.

    პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება.

  • უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი ნატო-ს ახალი სამეთაურო ცენტრი მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს – სტოლტენბერგი

    „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ სამეთაურო ცენტრი სექტემბერში ამოქმედდება. მისია 700 ადამიანისგან შედგება, რომელსაც სამვარსკვლავიანი გენერალი უხელმძღვანელებს. ის უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერასა და დახმარებას აღმოუჩენს, ასევე, ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევას კოორდინაციას გაუწევს“,

    ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დიდ ბრიტანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

  • სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

    ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება განხორციელდა – სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეები სავალდებულო განათლებას 10 კლასის ჩათვლით მიიღებენ.

    ამას “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.

    კანონში მიეთითება, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (4 წელი – VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი – XI-XII კლასები).

    “კანონს დაემატება გარდამავალი დებულება, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები” , – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

  • როგორი ამინდი იქნება 21 ივლისამდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,18 ივლისის დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

    „18 ივლისის დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ არჩევანი გააკეთა, აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად – ლაიენი

    “ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატებს, ინვესტიციებითა და რეფორმებზე მუშაობით, სადაც შესაძლებელია, მოხდეს მათი ინტეგრირება ჩვენს სამართლებრივ ჩარჩოში. გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ ყველა ქვეყანა მზად იყოს გაწევრიანებამდე, მაგრამ ჩვენი კავშირის გამტკიცება ჩვენი მთავარი ინტერესია და ეს იქნება ჩემი კომისიის მთავარი პრიორიტეტი. დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო, ძალიან მაღალ ფასს იხდის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რათა უზრუნველვყოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი იქნება თავისუფალი და იქნება ჩვენთან ევროკავშირში”.

    თქვა ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.