Category: სლაიდერი

  • პატივს ვცემთ მის რთულ გადაწყვეტილებას! ბაიდენმა მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში – ზელენსკი

    “ჩვენ პატივს ვცემთ მის რთულ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას. ყოველთვის მადლიერი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის. მან მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში, დაგვეხმარა პუტინის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის თავიდან აცილებაში და აგრძელებს ჩვენ გვერდით დგომას მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში. ამჟამინდელი ვითარება უკრაინაში და მთელ ევროპაში არანაკლებ რთულია და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ძლიერი ამერიკული ხელმძღვანელობა ხელს შეუშლის რუსეთის ბოროტებას, მიაღწიოს წარმატებას”.

    განაცხადა ამის შესახებ, უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა  – სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი ისევ ქალაქ დედოფლისწყაროდან დასავლეთით, სოფელ ჭოეთთან იყო.

    მათი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

  • ივანიშვილი ქონების “გაქეშებას” აგრძელებს, ამჯერად მტკვარი ჰესი გაყიდა – აბესაძე

    “აგრძელებს ბიძინა ქონების “გაქეშებას”.

    ამჯერად მტკვარი ჰესი გაყიდა, რომლის მშენებლობაზე 236 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო (სხვათაშორის ივანიშვილის ვარაუდით მისი ფული გაიფლანგა და ჰესის მშენებლობის საკითხს პროკურატურა სწავლობს).

    ფასი გასაიდუმლოებულია, მაგრამ აშკარაა, რომ ივანიშვილი რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს “გააქეშებს”.

    რატომ ყიდის ივანიშვილი მომგებიან ბიზნესს, ასევე ქონებას, რომელსაც ათწლეულები აგროვებდა?!

    აშკარაა, რომ არჩევნებზე ივანიშვილი ყველანაირ ბინძურ მეთოდს გამოიყენებს, მის მორჩილებაში მყოფ სტრუქტურებს ბევრ დანაშაულს ჩაადენინებს და ყველაფრის ფასად ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა, როგორც ჩანს, თავისთვის მაინც აქვს გონებაში გეგმა “ბ” – ჰოდა წასვლისას ქეში ჯობია, ჰესს ვერ წაიღებ…

    აი დანაშაულის ჩამდენ ჩინოვნიკებს და კრიმინალებს ნამდვილად აღარავინ ეყოლება “მიმხედავი”,

    აცხადებს საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    12:08 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

    სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ლენინოვკადან 1 კმ-ში იყო.

    ბიძგები იგრძნობდა დედაქალაქშიც.

  • კამალა ჰარისმა აშშ–ს საპრეზიდენტო კანდიდატად მისი ნომინაციისთვის ბრძოლა დაიწყო

    აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თქვა, რომ ის მადლიერებით იღებს ჯო ბაიდენის მხარდაჭერას, რომელმაც უარი თქვა წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე და დემოკრატიული პარტიის კანდიდატად მისი წარდგენა შესთავაზა. გავრცელებული ინფორმაციით, მან უკვე დაიწყო ბრძოლა ნომინაციისთვის და ცდილობს თანაპარტიელების მხარდაჭერა მოიპოვოს.

    „ჩემთვის პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და ვაპირებ მივაღწიო ჩემს ნომინირებას კანდიდატად. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანოთ ჩვენი ერი – იმისათვის, რომ დავამარცხოთ დონალდ ტრამპი. არჩევნებამდე 107 დღეა. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ – ერთად“, – თქვა მან.

    ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ბაიდენის გადაწყვეტილება არჩევნებიდან გასვლის შესახებ პატრიოტიზმის მაგალითია. „პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში თანამდებობაზე: ეს არის ამერიკელი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება.

    მიუხედავად იმისა, რომ გრძელდებოდა დისკუსიები იმის შესახებ, შეეძლო თუ არა პრეზიდენტს დარჩენა საპრეზიდენტო არჩევნების რბოლაში ტრამპთან დებატებში ცუდი შედეგის შემდეგ, ჰარისი ბაიდენის ერთგული დარჩა.

    დებატების შედეგად სკანდალის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ, მან დემოკრატიული კამპანიის ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა: „ჩვენ გვჯერა ჩვენი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის“.

    დემოკრატებს ჯერ არ ყავთ ოფიციალური კანდიდატურა: მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა, არ შეიძლება ითქვას, რომ მას კონკურენტები არ ეყოლება. კენჭისყრა დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გაიმართება, რომელიც ჩიკაგოში 19 აგვისტოს გაიხსნება.

    მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს,  რომ ჰარისმა უკვე დაიწყო სატელეფონო ზარების განხორციელეა  კვირას გვიან, გამოჩენილი დემოკრატების, მათ შორის დეპუტატებისა და გუბერნატორების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

    ჰარისის გუნდმა მთელი ძალისხმევა დახარჯოს – განუცხადეს წყაროებმა CNN-ს და მოიპოვოს მისი კანდიდატურის რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა პირველი კენჭისყრის წინ, რომელიც როგორც  მის მოკავშირეებს სჯერათ, შესაძლოა 1 აგვისტოს ჩატარდეს.

    „ამ მიზნის მისაღწევად, გუნდი ახლა ძალიან აგრესიულ ოპერაციას ატარებს კონგრესის დელეგატებთან ჩამორეკვით  მათი მხარდაჭერის მისაღებად“, – წერს ტელეკომპანია.

    გუნდმა ასევე დაიწყო ელ.წერილების გაგზავნა ჰარისის სახელით შემოწირულობების მოთხოვნით.

    ერთ-ერთ ასეთ წერილში ვკითხულობ: ”მე კენჭს ვიყრი  შეერთებული შტატების პრეზიდენტად. ჩემთვის პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და ვაპირებ მოვიპოვო და მოვიგო ეს ნომინაცია.“

    ფონდების მოზიდვის პლატფორმა ActBlue-მ თქვა, რომ ჰარისის კამპანიისთვის შემოწირულობების მნიშვნელოვანი ზრდაა, ბაიდენის განცხადებიდან პირველი ხუთი საათის განმავლობაში 27,5 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი თანხა 46,7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

    „შემთხვევითი ამომრჩევლები ენერგიულნი არიან და მზად არიან მხარი დაუჭირონ მას, როგორც დემოკრატიულ კანდიდატს“, – თქვა ActBlue-მ.

    არაპროგნოზირებადი კონგრესი

    ჰარისი არ არის ერთადერთი პოტენციური კანდიდატი. სხვა შესაძლო კანდიდატებს შორის იყვნენ მიჩიგანის გუბერნატორი გრეტჩენ უიტმერი, კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი და აშშ-ს ტრანსპორტის მდივანი პიტ ბუტიჯიგი. ნიუსომმა უკვე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ჰარისს.

    ”ძლიერი, უშიშარი, გამძლე. იმ დროს, როდესაც სასწორზე ჩვენი დემოკრატია და ჩვენი მომავალი დევს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისზე უკეთ აღჭურვილი არავინაა, რომ წინ აღუდგეს დონალდ ტრამპის ბნელ გეგმებს და წარმართოს ჩვენი ქვეყანა ჯანსაღი მიმართულებით“, – თქვა მან განცხადებაში.

    როგორც BBC-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ენტონი ცურკერი აღნიშნავს, დემოკრატების კონგრესი ამჯერად ნამდვილად არ იქნება წინა წლების მსგავსად საგულდაგულოდ დაგეგმილი და გამოზომილი შეხვედრა  ტელემაყურებლებისთვის წარსადგენად.

    ის აღნიშნავს, რომ თუნდაც პარტიამ კამალა ჰარისს დაუჭიროს მხარი, რთული იქნება იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება ყრილობის დარბაზში.

    ”და კონგრესი გახდება სრულიად არაპროგნოზირებადი, თუ ჰარისი ვერ გააერთიანებს  პარტიის წევრებს თავის გარშემო. ყრილობა გადაიქცევა ამაღელვებელ და ცოცხალ პოლიტიკურ თეატრად, ამერიკულ საზოგადოებას მსგავსი არაფერი უნახავს“, – თვლის ცურკერი.

  • ტრამპის მოგების შემთხვევაში ჩვენი რეგიონი დამშვიდდება, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება – კობახიძე

    ტრამპის მოგების შემთხვევაში ჩვენი რეგიონი დამშვიდდება, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება – კობახიძე

    “ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მით უმეტეს ამხელა ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით, ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება რეგიონში მშვიდობა, საქართველოს მიმართაც დამოკიდებულებაც შეიცვლება, ეს არის ერთადერთი რაც შეიძლება, ითქვას ამასთან დაკავშირებით, დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი”,

    აცხადებს ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.

  • ტერიტორიული კომპრომისის შემთხვევაში, ზელენსკის რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს – კლიჩკო

    “რა ნაბიჯსაც იგი გადადგამს, ჩვენი პრეზიდენტი [ზელენსკი] პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკზე წავა. ცხადია, ომი უნდა მოვიგოთ, მაგრამ სიტუაცია უფრო და უფრო რთული ხდება, ეს დამოკიდებულია მოკავშირეების მხრიდან წამოსულ დახმარებაზე, კოშმარი იქნება, თუკი დამატებით ორი წლით მოგვიწევს ომი.[…]ზელენსკის სავარაუდოდ რეფერენდუმის ჩატარება მოუწევs.[…] მისთვის [ზელენსკისთვის] გამოსავალი შესაძლოა ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა იყოს, იმის მსგავსად რაც ისრაელში 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ მოხდა”.

    აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.

  • საარჩევნო სიას ცესკოში 2 თვეში, ბოლო დღეს წავარგენთ – ირაკლი კობახიძე

    სამი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე, სიის წარდგენამდე – 2 თვე. ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცესკოში. ჩვენც ასე ვიმოქმედებთ, სია შევა ბოლო დღეს. მანამდე, ალბათ, სიის გარკვეული ნაწილი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

    აგვისტოს დასაწყისიდან ჩვენ გავალთ რეგიონებში. გვექნება აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა ფორმატში. წინასაარჩევნო პერიოდი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეთ ჩვენს წარმომადგენლებს მოსახლეობასთან და ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ.

    […]  ჩვენ ღირსებით გავაგრძელებთ ევროპისკენ სვლას, მიუხედავად სერიოზული წნეხისა, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

    განაცხადა  პერმიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების საარჩევნო სიასთან დაკავშირებით.

  • ბაიდენი მორჩა, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები” მიღწეული იქნება – მედვედევი

    ბაიდენი მორჩა, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები” მიღწეული იქნება – მედვედევი

    “ბაიდენი მორჩა. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება”,

    ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნას.

  • ბაიდენმა აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში აღადგინა – ბლინკენი

    “ყოველთვის იყო და რჩება ჩემი ცხოვრების სიამაყედ, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან ბოლო 22 წლის განმავლობაში ვმუშაობ. მან აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში აღადგინა და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ამ რეკორდის გაგრძელებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში”,

    ასე გამოეხმაურა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას კანდიდატურის მოხსნასთან დააკვშირებით.