Category: სლაიდერი

  • უკრაინელებმა დონეცკში კიდევ ერთი რუსული “სუ-25” ჩამოაგდეს

    უკრაინული მხარის ცნობით, გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა 23 ივლისს კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს.

    ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფი “ხორტიცას” ცნობით,  საბრძოლო თვითმფრინავი  დონეცკის რეგიონში, პოკროვსკის მიმართულებით ჩამოაგდეს.

    აღნიშნულმა ბრიგადამ ამ თვეში მეორე სუ-25 გაანადგურა.

  • გვინახავს რუსეთის ჩარევა მსოფლიო არჩევნებში.. ქართველების გადასაწყვეტია მომავალი – სახ.დეპი

    გვინახავს რუსეთის ჩარევა მსოფლიო არჩევნებში.. ქართველების გადასაწყვეტია მომავალი – სახ.დეპი

    “ჩვენ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში და ყოველთვის ყურადღებით ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი”,

    სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

  • უკრაინამ რუსულ პორტზე დრონებით იერიში მიიტანა

    კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის თქმით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით, ქერჩში მდებარე პორტ კავკაზზე იერიში მიიტანა.

    “დღეს დილით კავკაზის პორტში საბორნე გემს დრონები დაესხნენ თავს. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ხანძარი ლოკალიზებულია, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სამწუხაროდ, ეკიპაჟის წევრებსა და პორტის თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს და მეგობრებს”, – დაწერა მან.

    გუბერნატორის მტკიცებით, იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

    გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც 23 ივლისის ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 75 უკრაინული დრონი გაანადგურა.

  • დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნაზე.. ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინებაა – ხმალაძეს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

    “დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნაზე.. ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინებაა ” – აცხადებს ამის შესახებ, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ნადიმ ხმალაძე, რომელიც მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კითხვები ტერორიზმის და “სახელმწიფო ამბოხის” საქმეებს ეხებოდა.

    “დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე. ჩემს საქმიანობაზე წარსულში. ოღონდ ძალიან შორს წარსულში. დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნასთან დაკავშირებით და ჩვეულებრივი, რაღაც ყოფითი კითხვები. არც შენობაზე ყოფილა საუბარი, არც კონკრეტულად ვინმე პირზე, ზოგადი საუბარი იყო – ხომ არ მაქვს ვინმესთან უცხოეთში კავშირი. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება, შეშინება თუ რაღაც ასეთი”, – განაცხადა ნადიმ ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    ამასთანავე, დღეს უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა კიდევ ერთი ვეტერანი კონსტანტინე ჯღამაია, რომელმაც მას შემდეგ, რაც გაიგო რა საქმეზე იბარებენ, გადაწყვიტა რომ მანაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვოს.

    სუს-სგან შეტყობინება გამოკითხვის შესახებ მიიღეს ომის სხვა ვეტერანებმაც – ვაჟა ცეცაძემ,  ბესო ბენდელიანმა და ლაშა ჭიღლაძემ.

  • რუსეთში, ”რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს 6.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

    თათრეთის უზენაესმა სასამართლომ რადიო თავისუფლების ადგილობრივი ბიუროს ჟურნალისტს, ალსუ კურმაშევას 6.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

    Associated Press-ი ინფორმაციას  სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს და აცხადებს, რომ კურმაშევას რუსული არმიის შესახებ “ყალბი” ამბების გავრცელებას ედავებოდნენ.  საქმეს კი გრიფით საიდუმლო ადევს და განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

    ”რადიო თავისუფლების ” აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა ალსუ კურმაშევას სასამართლო პროცესი და გამოტანილი ვერდიქტი დაგმო და მას “სამართლიანობის დაცინვა” უწოდა.

    ალსუ კურმაშევა 2023 წლის 2 ივნისს  ყაზანის აეროპორტში უშიშროების ძალებმა დააკავეს. კურმაშევა რუსეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეა. მას დაკავებისას ორივე პასპორტი ჩამოართვეს და კიდევ ერთი საქმე აღუძრეს ორმაგ მოქალაქეობაზე, კერძოდ შეუტყობინებლობის გამო. გამოძიების პერიოდში ყაზანის დატოვება აეკრძალა. რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ კი ის დამნაშავედ ცნეს და 10 000 რუბლით დააჯარიმეს.2023 წლის 18 ოქტომბერს, ჟურნალისტი ისევ დააკავეს და ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-3 ნაწილით („რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა, წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს უცხოური აგენტების რეესტრში ჩასართავად საჭირო დოკუმენტები. რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლომ კურმაშევას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    თვენახევრის შემდეგ, 2023 წლის 11 დეკემბერს გამოძიებამ მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსი სამხედროების შესახებ “ყალბი” ინფორმაციის გავრცელებისთვის. ბრალდების საფუძველი წიგნის სახელად  „არა ომს“ გავრცელება გახდა, წიგნში მოთხრობილია 40 რუსის ისტორია, რომლებიც უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ გამოდიან”.

     

  • სასამართლოს ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში! – მსხილაძე

    ”სასამართლოს ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში!”  – ასე აფასებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის საბჭოს წევრად წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეაჩერა.

    “დღეს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა, სასამართლოს ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ  უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი. მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესის საბჭოს წევრი.  თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ ; ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა;
    ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში” აღნიშნავს გიორგი მსხილაძე და მიმართავს როგორც საერთაშორისო საზოგადოებასა და ორგანიზაციებს, ისე ეუთო|ოდირს რომლის მეთვალყურეობითაც ჩატარადა გასაუბრებები, მოახდინონ რეაგირება”.- განაცხადა მსხილაძემ. 

  • საქალაქო სასამართლომ, პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის საბჭოს წევრად წიქარიშვილის დანიშვნაზე, შეაჩერა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ შეაჩერა. ამის შესახებ, შესაბამის ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

    “2024 წლის 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მ. კ-ს სარჩელი, მოპასუხე – საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.

    მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კ.წ. დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის დანიშვნის დავალება.

    ამავე სარჩელით, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა სამართალწარმოების დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინებით საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა).

    თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, მ. კ-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ბოდვაა, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, ”ოცნება“ გადარჩება – აქუბარდია

    „საქართველოსთვის მნიშვნელობა არ აქვს ტრამპს აირჩევს ამერიკელი ხალხი თუ დემოკრატების ლიდერს. ერთი მხრივ, გვახსოვს ტრამპის პრეზიდენტობაც, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ კრიტიკა ამ პერიოდში. იმავდროულად, ვიცით, ტრამპის დამოკიდებულება, განსაკუთრებით, ჩინეთთან მიმართებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად გაიხადა და აშშ ჩაანაცვლა. ამიტომ, აბსოლუტურად ზედაპირული და ხელოვნურია ის სიხარული, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, „ქართული ოცნება“ გადარჩება. ეს არის ბოდვა და მორიგი მანიპულაცია. ამიტომ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო პოსტზე, მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება იმ ინსტიტუციური დამოკიდებულების, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით არსებობს, ისევე როგორც, დემოკრატიასთან დაკავშირებით. დემოკრატიის ხაზს „ქართულმა ოცნებამ“ რომ გადაუხვია, ამიტომაც არის ურთიერთობები გადახედილი და ამიტომაც არის დაკეტილი კარი ნატო-სა და ევროკავშირში”.

    ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • როგორი ამინდი იქნება 26 ივლისამდე

    როგორი ამინდი იქნება 26 ივლისამდე

    26 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

    თბილისში 23-24 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25 ივლისს მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 23-24 ივლისს დღისით +33, +35, 25 ივლისს კი +27, +29 გრადუსი იქნება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 და 25 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსია მოსალოდნელი.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 23 და 25 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსს ვარაუდობენ.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 23-24 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, ხოლო 25 ივლისს +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

  • ევროპის მშვიდობის ფონდმა სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის €10 მილიონის დახმარება დაამტკიცა

    ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა.

    შესაბამისი  ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

    ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი სომხეთს დახმარებას ევროპის სამშვიდობო ფონდიდან გადასცემს.

    “ამ დახმარების მიზანია, ხელი შევუწყოთ სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქალაქეების დაცვის ხარისხის გაუმჯობესებაში. დახმარება მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას და მისი შეიარაღებული ძალების შეთავსებადობის დაჩქარებას ქვეყნის შესაძლო სამომავლო საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობისთვის, მათ შორის, ევროკავშირის მიერ წარმოებულში. კონკრეტულად, დამტკიცებული დახმარება ხელს შეუწყობს ბატალიონის ზომის ქვედანაყოფისთვის სრულფასოვანი კარვების ბანაკის უზრუნველყოფას”. – წერია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.