Category: სლაიდერი

  • ჩვენს კოალიციას გვაქვს შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, ვაპირებთ, გავაცნოთ გეგმები – ჯაფარიძე

    “ჩვენს კოალიციას გვაქვს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ვაპირებთ, მას გავაცნოთ ის გეგმები და ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს მის კომპეტენციაში, მას შეუძლია, ხელი შეუწყოს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მნიშვნელოვან პარტნიორად მოვიაზრებთ პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, შესაბამისად, ეს შეხვედრაც ამიტომ არის დაგეგმილი”,

    „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.

  • რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმის მიერ ნაცემი ტედ ჯონასი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი 2 000 ლარით დააჯარიმა. ჯონასი გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. მისი თქმით, გადაწყვეტილება “უსამართლო და უკანონოა” და საქმეში მის წინააღმდეგ “არანაირი ხელშესახები მტკიცებულება არ დევს”.

    ”დამნაშავე  ვარ წვრილმან ხულიგნობასა  და პოლიციის „კანონიერი“ მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობაში. 2000 ლარი ჯარიმა, მაგრამ მაინც ვიღიმით. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქართული სასამართლოები არ მოქმედებენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და არ აკისრებენ პოლიციას პასუხისმგებლობას ცრუ ჩვენების გამო (რომ აღარაფერი ვთქვათ უკანონო ძალადობაზე, მაგრამ ჩვენ ეს უკვე ვიცოდით). წინ და წინ : კანონის უზენაესობისკენ, დემოკრატიის, სუვერენიტეტის, კეთილდღეობისა და ევროპისკენ!” – წერს ფეისბუქზე ტედ ჯონასი

  • კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე – ოლაფ შოლცი

    „მადლობა ასეთი კარგი და მეგობრული შეკითხვისთვის. ჩვენ ყველას გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ერთად მივიღოთ და გავიმარჯვოთ. კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე“,

    ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 2025 წელს გაიმართება.

  • საფრანგეთის ელჩს მოვუწოდებდი, გამოაქვეყნონ, იხდის თუ არა ივანიშვილი საფრანგეთში რაიმე ტიპის გადასახადს – გვარამია

    საფრანგეთის ელჩს მოვუწოდებდი, გამოაქვეყნონ, იხდის თუ არა ივანიშვილი საფრანგეთში რაიმე ტიპის გადასახადს – გვარამია

    “სწორხაზოვან ტყუილებს რა აზრი აქვს არ ვიცი, იმიტომ რომ ციფრებში არსებობს სტატისტიკა და ელჩმაც გამოაქვეყნა. მე ელჩს მოვუწოდებდი სხვა რამის გამოქვეყნებას, გვითხრან, იხდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში რაიმე ტიპის გადასახადს, მე მაინტერესებს ეს. მე გპასუხობთ არა, იპარავს ევროკავშირიდანაც ათეულობით თუ ასეულობით მილიონს და საქართველოშიც იგივეს აკეთებს”,

    პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია საქართველოში საფრანგეთის ელჩს მიმართავს.

  • Reuters/Ipsos-ის კვლევით, ტრამპს ამომრჩევლის 42%, ხოლო ჰარისს 44% უჭერს მხარს

    Reuters/Ipsos-ის 22-23 ივლისს ჩატარებულ ონლაინ გამოკითხვის  შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც,  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი 2%-ით უსწრებს რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს.

    ჰარისს ამერიკელების 44% უჭერს მხარს, ტრამპს – 42%.

    გამოკითხვაში მონაწილეობა აშშ-ს 1,241-მა მოქალაქემ მიიღო, რომელთაგან 1,018 რეგისტრირებული ამომრჩეველია.

    Reuters/Ipsos-ის წინა კვლევაში, 15-16 ივლისს, ჰარისს და ტრამპს 44%-იანი მხარდაჭერა ჰქონდათ, ხოლო თვის დასაწყისში რესპუბლიკელი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ერთი პროცენტით უსწრებდა.

    Reuters აღნიშნავს, რომ ეროვნული გამოკითხვები აჩვენებს მნიშვნელოვან ტენდენციებს ამერიკის მოსახლეობაში, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი ჩვეულებრივ წყდება რამდენიმე საკვანძო შტატში, რომლებიც მუდმივად მერყევი არიან.

     

     

  • წყენებზე მაღლა დადგომის, შერიგების და გამარჯვების დროა – ელისაშვილი

    წყენებზე მაღლა დადგომის, შერიგების, ერთობისა და გამარჯვების დროა.

    წერს ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და მისი და მამუკა ხაზარაძის ერთობლივ ფოტოს ავრცელებს.

  • დონალდ ტრამპს კამალა ჰარისთან დებატები სურს

    დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას კამალა ჰარისთან დებატები სურს.

    „მე ჯო ბაიდენთან დებატებს დავთანხმდი, მაგრამ მე მასთან (კამალა ჰარისი) დებატები მსურს. მათ მსგავსი პოლიტიკა აქვთ. ვფიქრობ, დებატები საპრეზიდენტო რბოლისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ტრამპმა.

    21 ივლისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება, კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. იმავე დღესვე, 59 წლის კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის სტატუსით დაიწყო მზადება დემოკრატიული პარტიის ყრილობისთვის, რომელზეც კანდიდატი ოფიციალურად უნდა დასახელდეს.ყრილობა 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიხსნება.

  • დროგამოშვებით წვიმა – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    დროგამოშვებით წვიმა – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

    თბილისში 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33, ხოლო 26-27 ივლისს +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან და 27 ივლისს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან და 27 ივლისს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 27 ივლისს აგრილდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება, ხოლო 27 ივლისს დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით +26, +28 გრადუსი იქნება, ხოლო 27 ივლისს დაიკლებს.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 ივლისს აგრილდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 ივლისს დაიკლებს.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

  • ხელისუფლების ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს – კახა ოქრიაშვილი

    ხელისუფლების ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს – კახა ოქრიაშვილი

    სამწუხარო რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში. “ოცნებამ“ პრაქტიკულად გაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც პირველ რიგში, გამოიხატა ანტიდემოკრატიული, მათ შორის, ე.წ. რუსული კანონების მიღებით. არადემოკრატიული მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყნები, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, ავიწროებენ ოპოზიციას, არ ტარდება სამართლიანი არჩევნები, არ არის თავისუფალი სასამართლო და შედეგად, ყველაფერი შიშით იმართება, არასდროს მოხვედრილან და ვერც მოხვდებიან ევროკავშირში. მაგრამ ამავდროულად, “ოცნების“ მთელი პროპაგანდა, პრემიერიდან რიგით დეპუტატამდე, იმაზეა აგებული, რომ საქართველო 2030 წელს  ევროკავშირის წევრი გახდება.

    თუ ოცნება დარჩება ხელისუფლებაში, ვერასდროს გავხდებით დასავლეთის ნაწილი.

    დღეს “ოცნება“ ორმაგ თამაშს თამაშობს და არსებობს დიდი საშიშროება, ამ ორმაგი თამაშით ქვეყანა ომში გახვიოს. ამ ხელისუფლების სიტყვას არ ენდობა არც დასავლეთი და აღარც რუსეთი. რუსეთმა იცის, რომ ქართული ოცნება “აფერისტი“ პოლიტიკური ძალაა, რომელმაც 2012 წელს მიცემული დაპირება არ შეუსრულა. ისევე, როგორც არ შეუსრულა დაპირებები დასავლეთს და ახლა ჩინეთის მოტყუებას ცდილობს. სამწუხაროდ, ისეთი თამაშები, როცა არ გაგაჩნია არც ეკონომიკა, არც თავდაცვისუნარიანობა და აღარც შენს სიტყვას აქვს ფასი, ცუდად მთავრდება. “ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე და კატასტროფამდე მიგვიყვანს.

    მე მხოლოდ ქართველი ხალხის იმედი მაქვს.

    ეს არჩევნები, ერთის მხრივ, იქნება – “ოცნება“, ომი, ემიგრაცია, ძალადობა, სიტყვის გატეხა, რეგრესი, ხოლო მეორეს მხრივ, ხალხი და კოალიციური ხელისუფლება, მშვიდობა, განვითარების პერსპექტივა, პროგრესი და შესაძლებლობების ფანჯარა ყველა მიმართულებით!

    აცხადებს დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.

  • 2012 წლიდან, საფრანგეთი საქართველოს 945 მილიონი ევროთი დაეხმარა

    2012 წლიდან, საფრანგეთი საქართველოს 945 მილიონი ევროთი დაეხმარა – შესაბამის ანგარიშს,  საფრანგეთის საელჩო აქვეყნებს.  €724 მლნ. საბიუჯეტო სესხებს მოხმარდა, სესხების ოდენობამ კერძო სექტორში185 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო გრანტებში დაიხარჯა – 35 მლნ. ევრო.

    თანხები საელჩოს ცნობით, შემდეგნაირად გადანაწილდა:

    • 415 მლნ. ევრო ჩაიდო ენეგრეტიკაში;
    • 201 მლნ. ევრო – სოციალურ დაცვაში;
    • 185 მლნ. ევრო – კერძო სექტორში;
    • სასმელი წყალი და წყალარინება – 96 მლნ. ევრო;
    • სარწყავი სისტემა – 49 მლნ. ევრო.