Category: სლაიდერი

  • ახალგაზრდებო, ვინც რუსი ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით, რადიკალებმა პოზიცია შეცვალეს და უნდა გადაყლაპოთ, რომ ამ ნაბიჭვრებმა გამოგიყენეს?! – ზარქუა

    ახალგაზრდებო, ვინც რუსი ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით, რადიკალებმა პოზიცია შეცვალეს და უნდა გადაყლაპოთ, რომ ამ ნაბიჭვრებმა გამოგიყენეს?! – ზარქუა

    “ამ რადიკალებს სირცხვილის ნატამალიც არ შერჩათ. ჩვენ ოპოზიციის ამაზრზენ მოქმედებებს, რაც მათ ახასიათებთ, კარგად ვხედავთ – ჯერ მიტინგებს გვიწყობდნენ, რუსეთს სანქციები დაუწესეთ და ფრენები გააუქმეთო, მაგრამ დღეს როგორი შეცვლილი რიტორიკა აქვთ?! რა დონეზე უნდა დაეცე, რომ რიტორიკა ასე შეცვალო – ლაკა, მაინტერესებს, აეროპორტში ახალგაზრდები რომ მიიყვანე და არბენინებდი: ფრენები უნდა შეწყდესო, ახლა როგორ არის?! გვარამიამ თქვა, ჩვენ რუს ტურისტებზე პრობლემა არ გვქონიაო – შეიცვალეთ პოზიცია?! სამარცხვინოები ხართ!

    მინდა ახალგაზრდებს მივმართო, ვინც იქ იდექით, ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით და მართლა გულახდილად გჯეროდათ, რაც გითხრეს – სადა ხართ ბიჭებო? ვინც იმ სიცხეში მიგიყვანათ, კვერცხები გასროლინათ და შემდეგ ჯარიმებიც გადაიხადეთ, ამ ორგანიზატორებმა ახლა პოზიცია შეცვალეს და ამბობენ, ჩვენ რუსი ტურისტების წინააღმდეგი როდის ვიყავითო – რუსული ფულიც კარგია და დახარჯონო, ფრენებიც კარგია და ჩვენი ექსპორტიც უნდა გავიდესო…

    მათ ახლა პოზიცია შეცვალეს და ეს უნდა გაატაროთ?!

    ეს განცხადება,  პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

  • სოფელ მეტეხთან მტკვარში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს

    სოფელ მეტეხთან მტკვარში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს

    გორის მუნიციპალიტეტში 2 კვირის წინ დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს.

    33 წლის კაცი სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ, მდინარესთან გაუჩინარდა.

    სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან მიმდინარეობდა.

    მაშველებმა ცხედარი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მეტეხის სიახლოვეს მდინარეში იპოვეს.

  • ბარაკ და მიშელ ობამებმა არჩევნებში კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადეს

    შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადეს. გავრცელებულ ვიდეოში კამალა ჰარისის ბარაკ და მიშელ ობამასთან გამართული სატელეფონო საუბარი ჩანს, რომელშიც ისინი ვიცეპრეზიდენტს, მხარდაჭერას უცხადებენ.

    “მიშელი და მე შენი მხარდაჭერით მეტად ამაყები ვერ ვიქნებოდით და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვო და ოვალურ ოფისში მოხვდე”. – ამბობს ბარაკ ობამა ჰარისთან სატელეფონო საუბრისას.

  • კვალი არ აგვრევია, დათვი შეგვხვდა და ტყეში ამიტომ წამოვედით – სვანეთში ნაპოვნი ახალგაზრდა

    კვალი არ აგვრევია, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც, დაახლოებით, 200 მეტრში დათვი შეგვხვდა და ამის გამო, გადავიფიქრეთ. ამის მერე, ტყეში წამოვედით და 5 დღე ვიარეთ. ტელეფონი ორივეს დაგვიჯდა. ღამეს კარავში ვათევდით. ჩამოვედით ტყით, პირველივე ოჯახს ვკითხე მაღაზია და თქვენ გეძებენ სავარაუდოდო”,

    თქვა სვანეთში ნაპოვნმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, გოგიტა ფარჯიანმა.

    გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებიც 21 ივლისის შემდეგ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ ლენტეხის ცენტრში ჩავიდნენ.

  • ორივე საღსალამათია, მხიარულად ესაუბრნენ ტელეფონით – დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი

    სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდა იპოვეს. ინფორმაციას ახლობელი, ანა წერედიანი ავრცელებს.

    ამ დროისთვის, ისინი უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, მათ თავად შეძლეს ტყიდან გამოსვლა.

    ახალგაზრდების ახლობელი რუსთავი ორთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ “ორივე იპოვეს, ორივე კარგად არის, ორივე საღსალამათია… ძალიან მხიარულად და ძალიან კარგად ესაუბრნენ ტელეფონით”.

  • რომ ვხედავდე ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, მე ვიქნებოდი მისი პირველი მტერი – მეუფე იაკობი

    რომ ვხედავდე ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, მე ვიქნებოდი მისი პირველი მტერი – მეუფე იაკობი

    ”რომ ვხედავდე, ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, მე ვიქნებოდი პირველი მტერი ხელისუფლების. სახარებასაც თუ ვნახავთ, უფალი ამბობს, რომ უფალო, უფალო, ვინც მეუბნება, იმას კი არ სწამსო. ესენიც რუსეთს იმიტომ იძახიან, რომ თავიანთი რუსობა დამალონ. პირდაპირ გეტყვით, რომ დღეს ამერიკული და ევროპული ფულით, ფაქტობრივად, რუსეთი თავის საქმეს აკეთებს.

    ვინ მოიგო იმით, რაც თბილისში ხდებოდა? მოიგო ისევ და ისევ რუსეთმა, მოიგო ბრჭყალებში ევროპამ, მოიგო ბრჭყალებში ამერიკამ. რუსეთს მოაგებინეს ისე, რომ ფულის ჩადებაც არ უხდება”.

    თქვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა IMEDI Live-ის ეთერში.

  • საქართველო, დაამარცხე ” ოცნება”.. დაიბრუნე ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან – კინზინგერი

    ქართული ოცნების პარტია კორუმპირებულია და რუსეთის გვერდითაა. ქართველებს აქვთ შანსი გაასწორონ გემი. თუ ამას არ იზამენ, ვშიშობ, საქართველო დაიკარგება.

    საქართველო, დაამარცხე ქართული ოცნების პარტია. დაიბრუნე ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან. აშშ-ის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაატაროს.

    წერს სოციალურ ქსელ X-ზე ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

  • ”ორშაბათს მათგან შემოვიდა ზარი, რომ აცდენენ გზას” – ადგილობრივი სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებზე

    “ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ ლასილის უღელტეხილით ლენტეხში, ორშაბათს მათგან შემოვიდა ზარი, რომ აცდენენ გზას” – აცხადებს ამის შესახებ, მესტიის მკვიდრი, ვიკა ფილფანი “მთავარი არხის” ეთერში,  გადაცემა “დღის სტუმარში”.ფილფანი ასევე აღნიშნავს, რომ დაკარგულმა პირებმა,  გამოუგზავნეს კადრები იმ ადგილიდან, სადაც იმ დროისათვის იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში ნისლია, ტერიტორიის გარჩევა და ამოცნობა შესაძლებელია.

    “ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ ლასილის უღელტეხილით ქვემო სვანეთში, ლენტეხში, მარშრუტი ერთდღიანია და ისინი გავიდნენ კვირას. მოლოდინი იყო რომ კვირასვე იქნებოდნენ ადგილზე, თუმცა ორშაბათს მათგან შემოვიდა ზარი, რომ აცდენენ გზას და ვეღარ აგნებდნენ, გარკვეული მიზეზების  გამო. ეს მიზეზები ჩვენთვის უცნობია, შესაძლოა ყოფილიყო ამინდი, ან გარეული ცხოველისთვის თავის არიდება. ეს ორი ვარაუდია. ამის შემდეგ მათი კვალი ქრება” – ამბობს ვიკა ფილფანი.

  • რუმინეთში რუსული დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

    რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუმინიტა ოდობესკუ აცხადებს, რომ რუმინეთში რუსული დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.  ინფორმაცია მოკავშირეებს უკვე მიაწოდეს.

    “რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მორიგი საშინელი თავდასხმები განხორციელდა. ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ჩვენ უკვე ვაცნობეთ ჩვენს მოკავშირეებს და ამ საკითხზე მათთან კოორდინაციაში ვართ. რუმინეთი კატეგორიულად გმობს ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს”, – წერს ლუმინიტა ოდობესკუ X-ზე.

  • “უტოპიური მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება” – მდინარაძე ემიგრანტებს დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე

    “უტოპიური მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება” – მდინარაძე ემიგრანტებს დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე

    “მოთხოვნები, როდესაც არის უტოპიური, შეუძლებელი, წარმოუდგენელი, რაც ვერ მოახერხა ვერავინ ვერასდროს და ეს მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რაღაცაზე იყვირონ, ასეთი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, თორემ, ჩვენც მოვუწოდებთ, ძალიან ვთხოვთ, ყველა ემიგრანტს, ჩვენ პატივცემულ მოქალაქეებს, რომ ადვილი არ არის, აქ საქართველოში როცა ცხოვრობ, სახლთან არის საარჩევნო უბანი და ეს არ ხდება, ასე არ ლაგდება უცხოეთში. ზოგისთვის ახლოს არის, ზოგისთვის შორს, მაგრამ იქნებ რამენაირად, მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მოახერხოს საარჩევნო უბანზე მისვლა. “

    აცხადებს “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის შესაძლებლობაზე.