Category: სლაიდერი

  • “ქართული ოცნება” ეყრდნობა შავ ფულს თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან-ჰელსინკის კომისია

    აშშ-ის ჰელსინკის კომისია პლატფორმაზე X აქვეყნებს განცხადებას “ქართული ოცნების” მხრიდან შავი ფულის გამოყენების შესახებ თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან.

    “‘ქართული ოცნება’ ეყრდნობა შავ ფულს, თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მსოფლიოს გარშემო, საიმისოდ, რომ დააფინანსოს თავისი ოპერაციები და შეავიწროვოს მისი ოპოზიცია.

    სახელმწიფო დეპარტამენტი უნდა დაუპირისპირდეს ამ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც აფინანსებენ ‘ქართული ოცნების’ ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ”–წერს ჰელსინკის კომისია.

    „ქართული ოცნების“ მიერ თაღლითური ქოლცენტრების გამოყენებაზე საუბარია  ჰელსინკის კომისიის წევრი ამერიკელი კონგრესმენების წერილშიც, რომელიც მათ 31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს გაუგზავნეს და ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს.

    ჰელსინკის კომისია, ანუ  აშშ-ის “ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია” არის აშშ-ის ხელისუფლების კომისია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში. კომისიის ცხრა წარმომადგენელი სენატის წევრია, ცხრა – წარმომადგენელთა პალატის, სამი – აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური პირია.

  • დავით ქაცარავამ ახალი პოლიტიკური პარტია დააარსა

    ანტი-საოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ახალი პოლიტიკური პარტია, ჩვენ დააარსა. შესაბამის ინფორმაციას,  ქაცარავა მის ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს.

    “ხალხი მზად არის, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა – “ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!”

    ვინ და – ჩვენ!

    ჩვენ არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც მე და ჩემმა თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა ხალხის დაკვეთით და ხალხისთვის შევქმენით!

    ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია და ამიტომაც, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა!

    ჩვენ გელოდებით ყველას, ვინც თვლის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია!

    ჩვენ ვიბრძვით ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის!

    ჩვენ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალებსა და იმ სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს, რომლებსაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში უკან არასოდეს დაუხევიათ!

    მოკლედ, ჩვენ დავიწყეთ!” – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

  • რასაც მათი მხრიდან ვისმენდით სიცრუის კამპანიაა, რაც ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს – კალაძე სენატორების ვიზიტზე

    რასაც მათი მხრიდან ვისმენდით სიცრუის კამპანიაა, რაც ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს – კალაძე სენატორების ვიზიტზე

    განცხადებების დონეზე, რასაც მათი მხრიდან ვისმენდით სიცრუის კამპანიაა, რაც ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს.

    გვიმტკიცებდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა.

    როცა რაიმეს არასწორად ვაკეთებ, თუ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მითხრა, რას ვაკეთებ არასწორად.

    არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია კანონთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდათ – იმიტომ.

    ეს სწორი დამოკიდებულება არ არის.

    პატივს ვცემთ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, მზად ვართ მეგობრობისთის და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.

    აღნიშნული ურთიერთობები რაც არის, ვფიქრობ, დღეს ჩიხშია შესული, საჭიროებს გადატვირთვას.

    ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახი კალაძე  ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინისა და კონგრესმენის, მაიკ ტერნერის ვიზიტს საქართველოში.

  • ხელისუფლებას შუა ველის დაბრუნების ეშინია, დღეს ეს შუა ჩვენი პლატფორმაა – კუპრაძე

     ეშინიათ იმ შუა ველის დაბრუნების, რომლის გაქრობის ბრძანებაც გასცა მათმა ბელადმა, ბიძინა ივანიშვილმა და დღეს ეს შუა დაბრუნდა, რომელსაც წარმოადგენს ჩვენი პლატფორმა, ძლიერი საქართველო, რომლის შემადგენლობაშიც შედის – ლელო, პარტია ხალხისთვის (ანა დოლიძის ლიდერობით), თავისუფლების მოედანი (ლევან ცუცქირიძის მოძრაობა).

    განაცხადა პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ TV პირველთან.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    13 აგვისტოს დილიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს. ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ხვალ დილიდან გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ს დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

  • მტერი, რა თქმა უნდა, მიიღებს ღირსეულ პასუხს! – ვლადიმერ პუტინი

    მტერი, რა თქმა უნდა, მიიღებს ღირსეულ პასუხს! – ვლადიმერ პუტინი

    „მტერი, რა თქმა უნდა, მიიღებს ღირსეულ პასუხს და ყველა ის მიზანი, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, უდავოდ მიღწეული იქნება.[…] მაგრამ რა მოლაპარაკებებზეა საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც ურტყამენ მშვიდობიან მოსახლეობას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ან ცდილობენ შექმნან საფრთხე ბირთვული ენერგიის ობიექტებზე? რაზე შეიძლება მათთან საუბარი?“

    ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

  • რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა კურსკის ოლქში 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს

    რუსული მხარის ცნობით, ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. შესაბამისი განცხადება, მთავრობის სხდომაზე, კურსკის გუბერნატორის მოვალეობების შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გააკეთა.

    ამასთანავე, სმირნოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქში სიგრძეში 12, ხოლო სიგანეში 40 კილომეტრით არიან შესულები.

    სმირნოვის თქმით, ამ დროისთვის კურსკის ოლქიდან ევაკუირებულია 121 000 ადამიანი.

  • მაშველებმა გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილი ცხედარი იპოვეს

    მაშველებმა გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილი ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.

    “სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეცტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები”, – ნათქვამია განცხადებაში.

    არჩილ ბადრიაშვილს, სვანეთში მდებარე მწვერვალ შხელდაზე ექსპედიციაში სამი ადგილობრივი მოყვარული ალპინისტი ჰყავდა წაყვანილი. 10 აგვისტოს საღამოს ამინდი მოულოდნელად გაუარესდა. მწვერვალიდან დაშვების პროცესში მეხი ახალგაზრდა სპორტსმენთან ახლოს დაეცა და არჩილი კლდიდან გადააგდო. გადარჩენილმა სამმა ახალგაზრდამ რუსული სიგნალის დაჭერა შეძლო და იქაურმა მხარემ შეატყობინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მაშველებმა სამი ალპინისტის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ვერტმფრენმა არჩილ ბადრიაშვილის ცხედარს გუშინ, 11 აგვისტოს საღამოს მიაგნო, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე, გარდაცვლილი სპორტსმენის ამოყვანა ჯერ ისევ ვერ ხერხდება.

    არჩილ ბადრიშვილმა 2022 წელს ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო, “ოქროს ძალაყინი” ორ ქართველთან, გიორგი ტეფნაძესა და ბაქარ გელაშვილთან ერთად პაკისტანის იქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე (ზღვის დონიდან 7223 მეტრი) ასვლის გამო მიიღო. არჩილი ამ პრესტიჟულ პრიზზე კიდევ სამჯერ იყო წარდგენილი. გასულ თვეში ბადრიაშვილმა კიდევ ერთი აუსვლელი მწვერვალი – ინდოეთში მდებარე ნანდა შორი დაიპყრო.

  • რუსულმა ნოუჰაუმ ბრძოლის ველზე ეფექტურობა უკვე დაამტკიცა – პუტინი

    მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბევრმა საშინაო ნოუ-ჰაუმ, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია, ბრძოლის ველზე საკუთარი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. მეტიც, მათი მთავარი მახასიათებლები მუდმივად იხვეწება და უმჯობესდება. თავდაცვის ქარხნების კონსტრუქტორების, ინჟინრების, მეცნიერების, შრომითი კოლექტივის სამუშაო აქტიურად გრძელდება სპეციალურ სამხედრო ოპერაციისგან მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით.

    განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

  • ”მოვალ კურსკში და დავდგები იმ ტყვიების წინ, რომელსაც თქვენ ესვრით რუსებს“ – ცეცხლაძე ომში მებრძოლ ქართველებს

    ”მოვალ კურსკში და დავდგები იმ ტყვიების წინ, რომელსაც თქვენ ესვრით რუსებს” – ასე მიმართავს, რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევით ოპერაციაში მონაწილე ქართველ მებრძოლებს.

    „კურსკის რაიონში ქართველი  დაქირავებულების გამოჩენა თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგაა მიმართული. მოვუწოდებ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მყოფ ყველა ქართველს, დაყარეთ იარაღი და დაუბრუნდით ოჯახებს! ეს არ არის თქვენი ომი.მე პირადად მოვალ კურსკში და დავდგები იმ ტყვიების წინ, რომელსაც თქვენ ესვრით რუსებს“, – ამბობს ცეცხლაძე.