ქობულეთში, მაშველებმა, ზღვაში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ქობულეთში, მაშველებმა, ზღვაში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“უკრაინამ ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტი განახორციელა. ისინი, რა თქმა უნდა, მიიღებენ დამსახურებულ სასჯელს იმის გამო, რაც გააკეთეს”
აცხადებს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი.
“სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც 4 არასრულწლოვანი ცხოვრობდა, დენი ჩაუჭრეს. სახლში დარჩენილმა ბავშვებმა სანთელი აანთეს, რამაც სავარაუდოდ ხანძარი გამოიწვია. ხანძრის შედეგად 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა…
ბავშვი სიღარიბის გამო ოჯახიდან არ უნდა გაიყვანონ, ოჯახში უნდა იზრდებოდეს, სადაც სახელმწიფომ უნდა შეუქმნას არსებობის ელემენტარული პირობები. არ შეიძლება დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა ამაზე არ ზრუნავს, არ აინტერესებს, ვერ ხედავს ამ ბავშვებს… მხოლოდ ჭირისუფლად ჩამოდგომა იციან არჩევნებზე ხმების დაკარგვის შიშით…
არ ვიცი ამ საშინელი, შემზარავი ამბის გარდა საერთოდ რაზე უნდა იფიქრო ან ილაპარაკო დღეს. ეს გაზულუქებული, კორუმპირებული, რუსეთის მოყვარული ხელისუფლების წარმომადგენლები კი მთელი დღეა მხოლოდ ევროპას და ამერიკას გაჰყვირიან…”
ასე ეხმაურება, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ზუგდიდში, გასულ ღამეს დატრიალებულ ტრაგედიას. ზუგდიდში ხანძარს ორი ბავშვი, 6 წლის ტყუპი ძმები ემსხვერპლნენ.

მძიმე ნარკოტიკები უკვე ყველგან ყველაზე დიდი პრობლემაა. სად ხდება მსგავსი ნარკოდანაშაული? იქ, სადაც სამართალდამცავი ორგანოები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა წილში არიან. პირდაპირ ვამბობ, ამ ნარკოტრაფიკის წილში ქოცები არიან. როგორც კი მათ მოვაშორებთ, ეს ნარკომანია ქვეყანაში დასრულდება.
ჩაუჯდნენ წილში, ანადგურებენ ახალგაზრდა თაობას, წამლით მოსპეს რეგიონები – ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე: შსს, სუსი, პროკურატურა. ამიტომ აღმოაჩინეს ბულგარეთში საქართველოდან გატანილი ამხელა ნარკოტიკული ნივთიერებები.
ასე გამოეხმაურა, კოალიცია ერთიანობის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბულგარეთში, ბურგასის პორტში, საქართველოს გავლით 436 კილოგრამი ჰეროინის შეტანას.

საქართველოს გავლით იყო ნარკოტრაფიკი, როგორც გაეროს სპეციალური სააგენტოს მოხსენებებში ვკითხულობთ – 2012 წლამდე რამდენიმე ფაქტი იყო, აღმოჩენებიც საკმაოდ დიდი იყო და ვერ დააბრალებთ ჩვენს შსს-ს და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ არ იბრძვის.
თუ ასეთი რამ მოხდა, ალბათ მისი წარმომავლობაც გაირკვევა და ტრაფიკის გზაც გამოვლინდება – სამწუხაროა, თუკი ასეთი ფაქტი მოხდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ამით გახარებული იყოთ და პოლიტიკურ ველზე რაღაც უპირატესობა მოიპოვოთ.
[…] შეიძლება არც არის სიმართლე, რაღაც გაიგეთ, სადღაც აღმოაჩინეს, დაიწერა და ნუ, დაწერას რა უნდა.
საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები საკმაოდ წარმატებულად იბრძვიან ნარკოტიკების წინააღმდეგ, არაერთი ქსელია გამოვლენილი, რომელიც თქვენი ბელადების დროს არსებობდა.

მოვისმინე ალექსანდრ სირსკის მოხსენება კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციისა და ჩვენი თავდაცვითი ქმედებების შესახებ. მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს. გარდა ამისა, დავავალე შს მინისტრს და სხვა ჩინოსნებს, სამხედრო ოპერაციის ჩატარების ტერიტორიაზე შეიმუშაონ ჰუმანიტარული გეგმა.

„ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოღალატეობრივ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” რუსეთის მხარეს დგას. ირიბი მინიშნებაა, რომ ომი არ იქნებოდა, უკრაინას პროვოცირება რომ არ მოეხდინა. ამ განცხადებას ორმხრივი დანიშნულება აქვს: ერთი მხრივ, ის ესხმის წინა ხელისუფლებას და ფაქტობრივად, საქართველოში რუსეთის აგრესიას ამართლებს და დამნაშავედ ქართული მხარე გამოჰყავს; და მეორე მხრივ, ეს ანალოგი ვრცელდება უკრაინასთან დაკავშირებით. ეს არის “ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება. კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” დაადგა ღალატის გზას. აი, ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ის არის რუსეთის მოკავშირე და ის ამ არჩევნებში უნდა დამარცხდეს თუ გვინდა, ქვეყანა დაადგეს ევროპული განვითარების გზას.
„ქართული ოცნება” 12 წელია იმეორებს იმას, რომ დამნაშავე არის ქართული მხარე. ამართლებდა რა, რუსეთის აგრესიას საქართველოში და მას განიხილავდა, როგორც საქართველოს ხელისუფლების ე.წ პროვოკაციულ ნაბიჯებზე რეაგირებას. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ეს თემა კიდევ უფრო გაამწვავა და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ინტერვიუ გამოქვეყნდებოდა თუ არა. დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ეწევა ამ ინტერვიუსი”,
ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„არ ვიცი ჰელსინკის ჯგუფს რა ამოცანები და მიზნები აქვს, როდესაც ასეთ მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავს ვიკავებ, რომ უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო მათი ეს საქციელი. ყველაზე რბილი იქნებოდა გაუაზრებლობა და ინფორმაციის არ ქონა, მაგრამ ეჭვი მაქვს, ერთიც აქვს და მეორეც და უბრალოდ, სულ სხვა მიზანი აქვთ. “მიზანი” ერთია და ნათელი, საქართველო რამენაირად იყოს დადანაშაულებული, მშვიდობისმყოფელი ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს ხელის ბიჭების და გოგოების ხროვა, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს გარედან ბრძანებულს” [IPN]
ამბობს “ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე, რომ ოპოზიციის შევიწროებისთვის “ოცნება” თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.
[პუტინის განცხადება, რომ უკრაინის მიერ კურსკში შეჭრა ომია რუსეთსა და დასავლეთს შორის] პუტინის პროპაგანდის სასაცილო ნაწილია, რომელსაც იგი ომის დაწყების დღიდან ებღაუჭება: რომ მას მოუწია უკრაინაში შეჭრა; რომ იგი გარშემორტყმულია NATO-ს მიერ; რომ NATO-სა და აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი ამტკიცებს, რომ ეს დასავლეთის ომია რუსეთის წინააღმდეგ; რომ ეს NATO-ს ომია რუსეთის წინააღმდეგ; რომ ეს აშშ-ს ომია რუსეთის წინააღმდეგ. ეს, უბრალოდ, უაზრო ტყუილების გროვაა.
ერთადერთი ხალხი, ვინც უკრაინასთან ომშია, რუსები არიან. სწორედ ისინი შეიჭრნენ უკრაინაში. უკრაინა მხოლოდ თავს იცავს ამ აგრესიის წინააღმდეგ. ეს არის რუსეთის აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ, მოკლედ და მარტივად. ყოველთვის იყო, დასაწყისიდან.
მაგრამ არ შეცდეთ: ეს პუტინის ომია რუსეთის წინააღმდეგაც. და თუ მას ეს არ მოსწონს, თუ ეს მას მცირე დისკომფორტს უქმნის, მაშინ გამოსავალი მარტივია: მას უბრალოდ შეუძლია დატოვოს უკრაინა და დაასრულოს [ომი].
ბულგარეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შავი ზღვის პორტ ბურგასში, დაახლოებით 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს.
საოლქო პროკურატურის ინფორმაციით ჰეროინი ტრაილერში ოფიციალურად დეკლარირებული ტვირთის შიგნით იყო დამალული. ნარკოტიკების ღირებულება 38 მილიონ დოლარად არის შეფასებული
ტრაილერი ივლისის ბოლოს ჩამოვიდა სახმელეთო მარშრუტით ყირგიზეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტის ბათუმში, საიდანაც ის ბურგასში გადაიტანეს. ბულგარეთიდან კი ის საბერძნეთის ალექსანდროპოლისში უნდა გადასულყო.
ტრაილერმა ეჭვი იმის გამო გააჩინა, რომ ის უჩვეულოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული პორტში, განუცხადა ჟურნალისტებს ნარკოტიკების დეპარტამენტის უფროსმა ივან სოკოლოვმა და დასძინა, რომ რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად დამალული ჰეროინი აღმოაჩინეს.
„ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის და არც ამ ტრანსსასაზღვრო დანაშაულში მონაწილე პირები გამოვლენილა“, – განაცხადა საოლქო პროკურორმა გეორგი ჩინევმა.
ბულგარეთში ნარკორეალიზაციისთვის ბრალდება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბულგარეთმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპისკენ მიმავალი ნარკომანიის გზაზეა, ბოლო წლებში გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნარკომანიის პრევენციის მიზნით.