Category: სლაიდერი

  • იმედგაცრუებული ვარ მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით – ბაიდენის წერილი ზურაბიშვილს

    აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის.

    “მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის 16 წლისთავზე.

    ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს, ასევე ვხედავთ კრემლის მუდმივ მცდელობას, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, გაზარდოს თავისი დომინირება ოკუპირებულ რეგიონებზე. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

    მინდა ასევე აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით. იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

    32 წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს”, – ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.

  • უკრაინა აშშ-ს ნებართვას სთხოვს, გამოიყენოს ATACMS-ები რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმებისთვის – The Washington Post.

    უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ნებართვა სთხოვა, გამოიყენოს ATACMS-ები რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმებისთვის, – წერს ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი პრეზიდენტ ზელენსკის გარემოცვიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

    წყაროს თქმით, ასეთი გადაწყვეტილება უკრაინელ სამხედროებს საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ კონტროლი კურსკის ოლქის ტერიტორიებზე, რაც უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებისთვის აუცილებელ ბერკეტს მისცემს.

    მანამდე პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ არ უჭერს მხარს ამერიკული იარაღით დარტყმებს რუსეთში, მაგრამ აღნიშნა, რომ კურსკის რეგიონში განვითარებული მოვლენები აუცილებელია უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად და ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად.

    უკრაინელები აგრძელებენ იერიშს, რუსეთში კურსკის ოლქზე. გასული ღამის განმავლობაში საზღვრისპირა და საზღვრის მახლობლად მდებარე ოლქებზე იერიშები უკრაინელებმა იერიში. ერთ-ერთი სამიზნე, ლიპეტსკის ოლქში, მდებარე “სირსკოეს” სამხედრო აეროდრომი იყო, რომელსაც იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

    ოლქის გუბერანტორი, იგორ არტამონოვი, ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

    ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ცნობები, აეროდრომზე იერიშის შედეგად, დაზიანდა თუ არა რუსული ავიაცია.

    ამასთანავე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სულ ღამის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე 75 დრონი ჩამოაგდეს. მათი მტკიცებით, აქედან 26 უვნებელყვეს ბელგოროდის ოლქში, 19 – ლიპეცკის ოლქში, 7 – კურსკის ოლქში, 5 – ბრიანსკის ოლქში, 4 – ვორონეჟის ოლქში, 1 კი – ორიოლის ოლქში. ამას გარდა, ირწმუნებიან, რომ 5 დრონი ჩამოაგდეს ოკუპირებულ ყირიმში, 8 კი – შავი ზღვის აკვატორიაში, სადაც, მათივე მტკიცებით, გაანადგურეს 7 უპილოტო კატერიც.

  • უკრაინელებმა ლიპეცკის სამხედრო აეროდრომი დაბომბეს – განადგურდა 700-მდე პლანირებადი ავიაბომბი

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში საზღვრისპირა და საზღვრის მახლობლად მდებარე ოლქებზე იერიშები მიიტანა. ერთ-ერთი სამიზნე, ლიპეცკის ოლქში, მდებარე “სირსკოეს” სამხედრო აეროდრომი იყო, რომელსაც იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

    უკრაინის უშიშროების ძალების, СБУ-ს ინფორმაციითაეროდრომის დაბომბვის შედეგად განადგურდა რუსი ოკუპანტების 700-მდე პლანირებადი ავიაბომბი, რომლითაც რუსები უკრაინულ ქალაქებს ბომბავენ აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტებზე.

    ოლქის გუბერანტორი, იგორ არტამონოვი, ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

    ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ცნობები, აეროდრომზე იერიშის შედეგად, დაზიანდა თუ არა რუსული ავიაცია.

    ამასთანავე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სულ ღამის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე 75 დრონი ჩამოაგდეს. მათი მტკიცებით, აქედან 26 უვნებელყვეს ბელგოროდის ოლქში, 19 – ლიპეცკის ოლქში, 7 – კურსკის ოლქში, 5 – ბრიანსკის ოლქში, 4 – ვორონეჟის ოლქში, 1 კი – ორიოლის ოლქში. ამას გარდა, ირწმუნებიან, რომ 5 დრონი ჩამოაგდეს ოკუპირებულ ყირიმში, 8 კი – შავი ზღვის აკვატორიაში, სადაც, მათივე მტკიცებით, გაანადგურეს 7 უპილოტო კატერიც.

    რუსეთში მაღალი სიმძლავრის ჭკვიანი პლანირებადი ბომბების სერიული წარმოება სპეციალურ სამხედრო ოპერაციამდე დაიწყო. მართვად პლანერულ ბომბებს უკრაინის სარდლობამ ომის დასაწყისში,  „საგანგებო საფრთხე” უწოდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ ისწავლეს მათი ჩამოყრა ან ნავიგაციის „ჩახშობა“ — ნატოს საზენიტო-სარაკეტო სისტემების NASAMS, Iris-T-სა და Patriot-ის გამოყენებითაც კი.
  • მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

    86 წლის ასაკში მსახიობი, მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.

    “პანაშვიდი კვირას და ორშაბათს, დაკრძალვა სამშაბათს, 13 აგვისტოს (თბილისის ზღვის სასაფლაო, მარიამ ეგვიპტელის სახელობის ტაძრის წინ, სარიტუალო დარბაზი)”. – წერს Facebook-ზე მსახიობის შვილი, შორენა მახარაძე.

  • რუსეთმა ომი ჩვენს მიწაზე დაიწყო იგრძნოს რა გააკეთა! – ზელენსკი კურსკზე

    რუსეთმა ომი ჩვენს მიწაზე დაიწყო იგრძნოს რა გააკეთა! – ზელენსკი კურსკზე

    დღეს მთავარსარდალი [ოლეკსანდრ] სირსკისგან უკვე სამი შეტყობინება მივიღეთ – პროდუქტიული შეტყობინებები, სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება. მე მადლიერი ვარ ყოველი მებრძოლის, ყოველი სამხედროსი და მეთაურის, რომლებიც უკრაინის პოზიციების დაცვას უზრუნველყოფენ და ჩვენს თავდაცვით ამოცანებს ასრულებენ. უკრაინელებმა უკვე იციან, როგორ მიაღწიონ მიზნებს. მიზნების მიღწევა ომში ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. რუსეთმა დაიწყო ომი ჩვენს მიწაზე და ახლა უნდა იგრძნოს, თუ რა გააკეთა. ჩვენ ვისწრაფვით, რომ მიზნებს მშვიდობიან პირობებში, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ. და ეს მოხდება.

    თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესნკიმ კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

  • გერმანია “ვერ ხედავს პრობლემას” მათ მიერ კიევისთვის გადაცემული იარაღის რუსეთში გამოყენებაზე 

    გერმანია “ვერ ხედავს პრობლემას” მათ მიერ კიევისთვის გადაცემული იარაღის რუსეთში გამოყენებაზე  – შესაბამისი განცხადება, გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკუს ფაბერმა გააკეთა და თქვა, რომ გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული იარაღი, ხდება უკრაინული იარაღი.

    “როდესაც იარაღი გადადის უკრაინაში, ის ხდება უკრაინული იარაღი. ეს ეხება ყველა მასალას, მათ შორის Leopard-2. უკრაინაზე რუსეთის მიერ თავდასხმის გამო, ორივე სახელმწიფოს ტერიტორია ომის ზონას წარმოადგენს. იარაღის გამოყენება ექვემდებარება საერთაშორისო სამართლის დებულებებს”,

     

  • სერგეი შამბა აცხადებს, რომ ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ უარყო, რომ ოჩამჩირეში ახალი რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა აშენდება.

    ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო გამოცემა Ria Novosty წერს.

    “რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არ მიდის”. – თქვა შამბაბ.

    აქვე შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 5 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს.

  • უკრაინის არმიამ იცის როგორ უნდა გაგვაოცოს და როგორ მიაღწიოს მიზანს! – ზელენსკი კურსკის ოლქზე

    “ყველა ხედავს, რომ უკრაინის არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს და იცის, როგორ მიაღწიოს შედეგებს. ამას მოწმობს ბრძოლის ველი, სადაც ჩვენმა ჯარისკაცებმა არა მხოლოდ გაუძლეს ოკუპანტების უზარმაზარ ძალას, არამედ ანადგურებენ მას ისე, როგორც ეს აუცილებელია უკრაინის – ჩვენი სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის დასაცავად”,

    აცხადებს, ამის შესახებ, უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • სუჯას ცენტრი უკრაინელებს უკავიათ, იბომბება რკინიგზა და სახმელეთო გზები – რა ხდება კურსკის ოლქში

    აგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე, რუსეთში, კურსკის ოლქში განვითარებულ უკრაინულ იერიშზე წერს.

    ”უკრაინული შეტევა კურსკის ოლქზე [13:00 საათის შეჯამება | 08.08.2024]:
    – უკრაინული შტურმი, რომელიც ძალიან წააგავს ბლიცკრიგის ტაქტიკას – გრძელდება: – დანაყოფებმა ივანიცა მალაია ლოკნია აიღეს და ივანიცას უტევენ. შტურმია ანასტასევკას და რადუტინას მიმართულებითაც. ჩართულია მექანიზებული ნაწილები, სწრაფმავალი მობილური ჯგუფები რუსების სიღრმეში გადაადგილდებიან, საუბრობენ მოიერიშე ავიაციის მოქმედებაზეც. შეტევის ამ მიმართულებას კურჩატოვამდე შეიძლება მივყავდეთ, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. როგორც რუსები ჩივიან როსგვარდიის რეზერვი კია ადგილზე შეყვანილი, მაგრამ ზღუდეებით გამაგრებული არ არის. უკრაინული სატანკო ნაწილები და სტრაიკერები საგზაო მაგისტრალის გარდა ველებსა და მინდვრებს მიუყვებიან. რუსების თავდაცვის ყველა ზღუდე გადალახულია.

    – უკრაინელთა შეტევის მეორე მიმართულება კორენოვოა. ქალაქი კიდევ ერთი რაიონული ცენტრია, რომლის აღებას ან შემოვლასაც (და ალყაში მოქცევას) უკრაინელები ცდილობენ. ქალაქიდან მოსახლეობა გარბის. იბომბება რკინიგზა და სახმელეთო გზები. რუსული სამხედრო რეზერვი რამდენჯერმე მოჰყვა დრონებით დაბომბვის ქვეშ.

    – შეტაკებები გრძელდება სუჯას აღმოსავლეთ ნაწილში (ქალაქი მდინარის ორ ნაწილზეა აშენებული). სუჯას ცენტრი უკრაინელთა ხელშია. გუშინ რუსებმა შემთხვევით საკუთარი სამხედრო კოლონა დაბომბეს ამ მიმართულებაზე და დიდი ხანი ცდილობდნენ უკრაინულად გასაღებას. ერთ-ერთი რუსი სუჯადან ყვებოდა, როდესაც ვკითხეთ უკრაინელებს თუ რა ვქნათ ჩვენო, უკრაინელებმა გვიპასუხეს უკრაინის ჰიმნი ისწავლეთო.

    – წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ქალაქი კურსის შემოგარენი. რკინიგზის ხაზი რამდენიმე ადგილასაა განადგურებული. რკინიგზა რუსული ლოჯისტიკის მთავარი არტერიაა.
    – გუშინ საღამოს მონაცემებით 300 რუსი სამხედროა ტყვედ აყვანილი.
    – უკრაინული ნაწილები გადასროლილი არიან რუსეთის ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების საზღვართანაც. რუსები შიშობენ რომ ეს ან ცრუ მანევრია ან იქაც აპირებენ იერიშის წამოწყებას უკრაინელები. ფაქტია, რომ რუსები რეზერვებს ვერ ხსნიან ამ მონაკვეთიდანაც.
    – რუსები ვარაუდობენ რომ დაახლოებით 10 ათასი უკრაინელი სამხედრო უტევს რუსეთის ტერიტორიას. საუბარია რომ კიდევ 15 ათასი საზღვარზეა მობილიზებული და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაერთოს ბრძოლაში.

    – მთელს კურსკის ოლქში გამოცხადებულია საგანგებო/სამხედრო მდგომარეობა.
    – უკრაინელთა იერიშის სამიზნე შესაძლოა პოლიტიკური იყოს. თუკი მათი სვლა ფართომასშტაბიანი რეიდი, პრევენციული დარტყმა და რუსების რიგებში პანიკის შეტანა არ არის, მაშინ უკრაინელები დაკავებული ტერიტორიის ოკუპაციას დაიწყებენ. ეს კი შემდგომში ცეცხლის შეწყვეტას გამორიცხავს, რასაც რუსეთი ასეოდენ ცდილობს და დასავლელ ზოგიერთ პოლიტიკოსშიც ყიდის ამ იდეას. ცეცხლის შეწყვეტა უკრაინული ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია. მაგრამ არის მეორე ვარიანტიც – მოლაპარაკების დაწყების შემთხვევაში ტერიტორიების ფლობა უდიდესი უპირატესობაა და გაცვლის საშუალებას იძლევა. როგორც არ უნდა იყოს, ომიდან მესამე წელს რუსეთის ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მარია ზახაროვა საჩივარს საჩივარზე წერს. მარგარიტა სიმონიანი კი ლოცვისკენ მოუწოდებს რუსეთს. სურეალიზმია რაც ხდება.

    – ევროკავშირი და აშშ დისტანცირდა ამ ოპერაციიდან – მათ აღნიშნეს, რომ უკრაინის უფლებაა დაიცვას თავი და როგორ შეძლებენ ამას ეს უკრაინელთა გადასაწყვეტიაო.

    – კურსკის ოლქის შტურმის ფონზე პუტინის ერთ-ერთი საყვარელი პროპაგანდისტი, ბელგოროდელი ევგენი პადდუბნი მძიმედაა დაჭრილი და მომაკვდავია. ვინ არის პადდუბნი? იგი Россия-24-სა და Россия-1-ის სამხედრო კორესპონდენტი და პუტინის ფავორიტია. იგი მონაწილეობას იღებდა 2014 წლის სამხედრო გაშუქებასა და საინფორმაციო პროპაგანდაში უკრაინის წინააღმდეგ. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი 2014 წლის აჯანყებისა დონბასშიც – მისი შეთხზულია ამბები უკრაინული ნაციზმის შესახებ.

    შემდეგ წავიდა სირიაში და იქ უჭერდა მხარს რუსეთის სისხლიან ქმედებებს. მისი განმარტებით ყველა ტერორისტი იყო ვინც ასადის რეჟიმს არ უჭერდა მხარს.

    2022 წლიდან კვლავ უკრაინას დაუბრუნდა და დაიწყო სამხედრო კამპანიის მხარდაჭერა და ანტი-უკრაინული განწყობების შექმნა რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იყო სანქცირებულიც. უშუალოდ შეხვდა პუტინი და დააჯილდოვა კიდეც.

    – რაც მთავარია უკრაინელები ოფიციალურად ამ ოპერაციაზე დუმან. ყველა ინფორმაცია არის რუსული. ეს კი ძალიან სწორი მიდგომაა უკრაინელთა მხრიდან.

    – დონეცკის ოლქში რუსებმა 5 აგვისტოს ნიუ-იორკის გარეუბანში 38-ე სკოლაზე დროშა დაკიდეს. მათთვის ნიუ-იორკის აღებას არამხოლოდ სამხედრო არამედ ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს – სახელიდან გამომდინარე, რომ მერე თქვან უკრაინაში არსებული ნიუ-იორკი ავიღეთო. მაგრამ უკრაინელებმა დროშა დრონით ააფეთქე და თავიანთი დროშა აღმართეს. ნიუ-იორკი უკრაინელთა ხელშია.
    – შესავალში ვახსენე, რომ უკრაინელების მიმდინარე ოპერაცია ძალიან წააგავს ბლიცკრიგის ტაქტიკას. მოდი ავხსნი რატომ. ბლიცკრიგი შედგება რამდენიმე კომპონენტისაგან:
    1. დარტყმა მოულოდნელ და ნაკლებად გამაგრებულ ადგილას;
    2. სწრაფი გარღვევა და თუ საჭიროა გამაგრებული პოზიციების შემოვლა, რაც მოწინააღმდეგეს ალყის განცდაში აგდებს და პოზიციების მიტოვებას იწყებს;
    3. მექანიზებული ნაწილები ცენტრში სწორხაზოვნად მიიწევენ, ფლანგებზე კი სტანდარტული დაწოლა ხდება, რაც მცველებს უკან დახევას აიძულებს;
    4. შემტევ ნაწილებს წინა ხაზს უსუფთავებს არტილერია და ავიაცია, ზურგს კი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები უმაგრებენ.
    5. საინფორმაციო ვაკუუმი – ეს ბლიცკრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მტერმა არ უნდა იცოდეს ზუსტად სად ხარ და ინფორმაცია უნდა იყოს ბუნდოვანი და დამაბნეველი.
    ჯერჯერობით ყველაფერი წინაა. ვნახოთ.

  • რუსეთს შეეძლო დაუსჯელად დასხმოდა თავს მეზობელ ქვეყნებს და თვალთმაქცურად მოეთხოვა… საკუთარ ტერიტორიაზე ხელშეუხებლობა – პოდოლიაკი

    ნებისმიერი ესკალაციის, დაბომბვის, საბრძოლო მოქმედებების, იძულებული ევაკუაციის, ჩვეული ცხოვრების ფორმატის ნგრევის მიზეზი, მათ შორის თავად რუსეთის ტერიტორიაზეც, კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ჩათვლით, მხოლოდ ერთია: თავად რუსეთის უწინაპირობო აგრესიის ფაქტი – მისი მცდელობა, დაიპყროს სხვისი ტერიტორიები და უგულებელყოს საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლებიც ცხადად აყალიბებენ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს.

    კარგადაა ცნობილი “რუსეთის თვითგანადგურების” კონცეფციის ავტორიც: სუბიექტი პუტინი. ამიტომაც, დასკვნები სრულიად აშკარაა… რუსეთს უცვლელად სჯეროდა, რომ მასზე არ ვრცელდებოდა შემზღუდველი ნორმები და ამიტომაც შეეძლო დაუსჯელად დასხმოდა თავს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებს და თვალთმაქცურად მოეთხოვა… საკუთარ ტერიტორიაზე ხელშეუხებლობა.

    თუმცა, ეს არის ომი, რომელსაც საკუთარი წესები აქვს და რომელშიც აგრესორი მუდამ მოიმკის იმას, რაც დათესა…

    წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში მიმდინარე იერიშთან დაკავშირებით.