Category: სლაიდერი

  • დაივიწყეთ ამ მთავრობით ოდესმე EU-ში შესვლა, არავის უნდა მეორე ორბანი ან მესამე პუტინი – პავილიონისი

    “ევროკავშირში და ნატოში არავის უნდა მეორე ორბანი ან მესამე პუტინი. დაივიწყეთ ამ მთავრობით ოდესმე ევროკავშირში შესვლა. ევროკავშირის და ნატოს კარები იქნება დაკეტილი. ნატოს სამიტზე ჩვენ ვიწევთ ხელს და ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა მოიხსენიონ საქართველო. ამჯერად, ხელი არ აგვიწევია. რატომ? იმიტომ რომ თქვენ აღარ გყავთ მეგობრები. თქვენი მეგობარი არის ორბანი, რომელიც არასდროს არ აიწევს ხელს, თქვენს გაწევრიანებაზე ევროკავშირში და ნატოში, იმიტომ, რომ ის მიყვება რუსეთის ინსტრუქციებს. ამიტომ ეს არჩევნები არის გადამწყვეტი, ვინაიდან ეს არის არჩევნები ევროკავშირის და ნატოს წევრობაზე.

    როცა “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ევროკავშირი გააღებს ყველა კარს, ეს პირდაპირი ტყუილია. ბრიუსელი არ წყვეტს წევრობას, ეს უნდა გადაწყვიტოს ყველა ქვეყანამ და თითოეულს ქვეყანას აქვს  ვეტოს უფლება. როგორც გითხარით, თქვენ მეგობრები აღარ გყავთ, უნგრეთის გარდა. როგორ ფიქრობთ რამდენი ხელი აიწევა ჰაერში თქვენ გაწევრიანებაზე? არცერთი. ვინმეს უნდა ახალი უნგრეთი? პირწმინდად გატყუებენ.”

    აცხადებს, “ქართულ ოცნებაზე” საუბრისას, ლიეტუვას სეიმის ვიცე სპიკერი ჟიგიმანტას პავილიონისი.

  • 1998 წლის შემდეგ, ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში ქონება არ შეუძენიათ – “ოცნება”

    1998 წლის შემდეგ, ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში ქონება არ შეუძენიათ – ამ განცხადებით ეხმაურება, ”ქართული ოცნება” ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის (OCCRP) განცხადებას.

    “საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ტყუილი, თითქოს, ივანიშვილის ოჯახმა, თვეების წინ მოსკოვში ქონება შეიძინა. გამომდინარე იქიდან, რომ 1998 წლის შემდეგ, მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებს, რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენიათ და უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არ გამგზავრებულან, ყალბი ინფორმაცია უტყუარი ფაქტებით მარტივად ვამხილეთ.

    ჩანს, გარკვეული რეპუტაციის მქონე მედიას დისკომფორტი შეექმნა სიცრუეში მხილების გამო და თავის გასამართლებლად მორიგი აბსურდული განცხადება გაავრცელა. OCCRP წერს, რომ მათი სტატია არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს ეხებოდა. რუსეთში არსებული ქონების ფლობა, რასაც ეს ორგანიზაცია “ახლად აღმოჩენილ სკანდალად” გასაღებას ცდილობდა, პირველად სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გახადა საჯარო, როდესაც 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო და კანონის შესაბამისად, ოჯახის წევრების, მათ შორის, მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა.

    ამასთანავე, ორგანიზაციამ, რომელსაც პრეტენზია აქვს “საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე”, უნდა იცოდეს, რომ დეკლარაციის ფორმას იმიტომ აქვს ოჯახის წევრების გრაფა, რომ ის საერთო ქონებად ითვლება და მათი თავის მართლება, თითქოს სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის უსუსური მცდელობაა.

    გარდა ამისა, აღნიშნულ ორგანიზაციას ჰქონდა მცდელობა, ოფშორების ქართული კანონის თემა შემოეტანა დღის წესრიგში, მაგრამ ამ საკითხში ჩაყოლას არანაირი აზრი არ აქვს. კანონი რომ გამართული, სამართლებრივად დახვეწილი და საქართველოსათვის მხოლოდ სიკეთის მომტანია, ეს საზოგადოებას კარგად მოხსენება. ხოლო მედიასთან, რომელიც დეკლარაციის მარტივ წესებში ვერ ერკვევა, ოფშორის რთულ არქიტექტურაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.

    კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება, როდესაც თავი შევიკავეთ ამ  ორგანიზაციასთან თანამშრომლობისგან. იმედს ვიტოვებთ, სხვა დროს მსგავსი შინაარსის სტატიები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს მაინც დააკმაყოფილებს” – აცხადებს ქართული ოცნება.

  • WHO-მ „მაიმუნის ყვავილის” ეპიდემია გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აფრიკაში მიმდინარე მაიმუნის ყვავილის (Mpox) ეპიდემია ჯანმრთელობის გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

    ვირუსის ახალმა მომაკვდინებელმა შტამმა, აფრიკის ოთხ, აქამდე ვირუსით ხელუხლებელ, პროვინციამდე მიაღწია. ახალი ეპიდემია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიწყო, სადაც უკვე 14 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა და 500-ზე მეტი გარდაიცვალა. კონგოდან დაავადება გავრცელდა აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის ათზე მეტ ქვეყანაში.

    ამ ვირუსული დაავადების ეპიდემია 2022-2023 წლებშიც იყო. წლევანდელი აფეთქება უფრო საშიში შტამის გავრცელებამ გამოიწვია.

    Mpox, ცნობილი როგორც მაიმუნის ყვავილი, არის ვირუსული დაავადება, რომელიც ადვილად ვრცელდება ადამიანებსა და ინფიცირებულ ცხოველებს შორის.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს მჭიდრო კონტაქტით, შეხებით, კოცნით ან სექსუალური გზით. ვირუსი შესაძლოა ასევე გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე თეთრეულით, ტანსაცმლით და ნემსით. მაიმუნის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ციებ-ცხელება, მტკივნეული გამონაყარი, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, ენერგიის ნაკლებობა, მარტივი დაღლა და გაფართოებული ლიმფური კვანძები.

  • უკრაინელებმა ერთდროულად რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანეს

    უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით,  ოთხშაბათს ღამით მათ,  ერთდროულად რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს. მათივე ცნობით, სამიზნე იყო საწვავის და საპოხი მასალების საწყობები და თვითმფრინავების იარაღი.

    აეროდრომებზე განლაგებულია ავიაცია, გამანადგურებელი-ბომბდამშენები – Су-34, გამანადგურებლები – Су-35 და სხვა სამხედრო თვითმფრინავები.

    „14 აგვისტოს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად იერიში მიიტანეს ვორონეჟის ოთხ აეროდრომზე. რუსეთის ფედერაციის კურსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში. დაზიანდა სამხედრო აეროდრომები – „ხალინო“, „სავასლეიკა“, „ბორისოგლებსკი“ და „ბალტიმორი“, – ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.

  • იტალიაში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

    იტალიაში, ნეაპოლში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

    როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 27 წლის კაცი სან ფერნანდოში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დააკავეს.

    ჩხრეკისას ახალგაზრდა კაცის ზურგჩანთიდან ტანსაცმელი და 6 ცალი სუნამო ამოიღეს.

    ბრალდებულს კრიმინალური წარსული აქვს და ადრეც იყო დაკავებული, თუმცა რა საქმეზე უცნობია.

    ის იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.

  • უკრაინა კურსკის რეგიონში ბუფერული ზონის შექმნას გეგმავს

    უკრაინა კურსკის რეგიონში ბუფერული ზონის შექმნასა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული და საევაკუაციო დერეფნების შექმნას გეგმავს.  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.

    “ჩვენი სამხედრო გეგმაა, გავხსნათ ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, როგორც რუსეთის, ასევე, უკრაინის მიმართულებით”, – წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი Telegram-ზე.

    უკრაინას სურს, აღნიშნულ ტერიტორიაზე წვდომა ჰქონდეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, როგორიცაა წითელი ჯვარი და გაერო.

    “ბუფერულ ზონებში საკვების, წამლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სხვა საჭირო ნივთების მიწოდება უნდა ხდებოდეს” – ამბობს უკრაინის ადამიანთა უფლებების კომისარი, დმიტრო ლუბინეცი

  • ყველა მსჯავრდადებულის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია – პატიმრების მოწამვლასთან დაკავშირებით პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

    სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

    საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდადებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტერო ვირუსული ინფექციის სიმპტომებს. მდგომარეობის შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, მსჯავრდადებულთა ნაწილი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

    ექიმ-სპეციალისტთა მიერ მათი მდგომარეობა შეფასებულ იქნა როგორც სტაბილური, მსუბუქი ხარისხის დარღვევებით. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და დაბრუნდებიან დაწესებულებაში სასჯელის მოხდის ადგილას.

    კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე ყველა მსჯავრდადებულის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია, იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“, – ნათქვამია განცხადებაში.

     

  • გამოძიება ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძის ქონებას ეხებოდა – OCCRP

    ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში არსებული ქონების შესახებ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, გამომძიებელი ჟურნალისტების ორგანიზაცია (OCCRP) ოფიციალური განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება, არა ივანიშვილის ქონებას, არამედ მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის ქონებაზე იყო.

    “ქართული ოცნების პრესსპიკერის, გიორგი გრძელიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ: ბიძინა ივანიშვილს1998 წლის შემდეგ რუსეთში უძრავი ქონება არ შეუძენია, ხოლო გამოქვეყნებული გამოძიება ცრუ ინფორმაციაზე იყო აგებული.

    მიუხედავად ამისა, OCCRP-ის, ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში არ უხსენებია, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავად შეისყიდა უძრავი ქონება მოსკოვში – გამოძიება ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძის ქონებას ეხებოდა.

    ხვედელიძის ქონების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ქართულ მედია გამოცემებთან (აი, ფაქტი, სტუდია მონიტორი, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, GMC) თანამშრომლობით ჩატარდა; მათ შორის იყო ერთ-ერთი რუსული გამოცემა (iStories), რომელიც საზღვარგარეთ ოპერირებს”. – ნათქვამია  განცხადებაში.

    OOCRP-მა და მედია პარტნიორებმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს თანაავტორობით ჩატარებული გამოძიების შემდეგ 9 აგვისტოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ცოლი რუსეთში ფლობს მინიმუმ 14.7 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთს, რომელიც მას მიმდინარე წლის  დასაწყისში გადაეცა.

  • კურსკში წინ წავიწიეთ, დილიდან 100-ზე მეტი რუსი სამხედროა ტყვედ ჩავარდნილი – ზელენსკი

    “შემდგომ პროგრესს ვაღწევთ კურსკის რეგიონში – დღის დასაწყისიდან სხვადასხვა რაიონში 1-2 კილომეტრამდე. ამავე პერიოდში 100-ზე მეტი ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცია. ეს დააჩქარებს ჩვენი ბიჭებისა და გოგოების სახლში დაბრუნებას”

    აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • უკრაინელებმა, კურსკში, რუსული ავიაგამანადგურებელი Су-34 ჩამოაგდეს

    უკრაინელებმა, კურსკში, რუსული Су-34 ჩამოაგდეს – შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

    “დღეს, ღამით კურსკის ოლქის ტერიტორიაზე საბრძოლო დავალებების შესრულების დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარაკეტო ჯარების ძალისხმევითა და საშალებებით განადგურებულ იქნა რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი Су-34.” – ამბობენ უკრაინის გენშტაბში.