Category: სლაიდერი

  • უკრაინაში ნიღბიანმა პირებმა, დაარბიეს ტაძარი, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს გამოეყო

    უკრაინაში, ქალაქ ჩერკასში, წმინდა მიქაელის ტაძარში, რომელიც უკრაინის ეკლესიას გადაეცა, მოსკოვის ეკლესიის მხარდამჭი ნიღბიანი პირები შეიჭრნენ და დაარბიეს.

    დღს დილას, სამხედრო კაპელანმა ვოლოდიმირ პედკომ განაცხადა, რომ სვიატო-მიხაილოვსკი კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდა. მან კონფესიის მიუხედავად მოქალაქეებს ერთობლივ ლოცვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

    ტაძარში 100-მდე თავდამსხმელი შეიჭრა და მრევლის ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა.არსებული ინფორმაციით, მათ გატეხეს შესასვლელი ჭიშკარი და ტაძრის ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეიჭრნენ.

    ტაძარში პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავების ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

  • ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სიარული – ევროპისკენ თუ მის საპირისპიროდ – ბორელი

    “საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა აშკარაა. ამ ქვეყანაში არჩევნები იქნება და ეს იქნება ჭეშმარიტების მომენტი. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სიარული – ევროპისკენ თუ მის საპირისპიროდ. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ქართველებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რადგან საკითხი მათ ქვეყანას ეხება.”

    აცხადებს ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელი.

  • კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნებია, ქართველი ხალხი გადაწყვეტს ქვეყნის მიმართულებას – ნაუსედა

    საქართველო სერიოზული პრობლემაა. ტარდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტს ქვეყნის მიმართულებას. თუ ისინი დარჩებიან და შეინარჩუნებენ იგივე სტატუს-კვოს, როგორიც დღესაა, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს შანსი ექნება, რომ წინ წაიწიოს და იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. პროევროპული ძალების გამარჯვების შემთხვევაში გვექნება სხვადასხვა გზის მოლოდინი და ამას მივესალმებით.

    განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. დღეს ევროპის საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.

  • საქართველოში ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი და ახალი კორონავირუსი – ივანე ჩხაიძე

    საქართველოში ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი და ახალი კორონავირუსი – აცხადებს ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე.მისი თქმით, აღნიშნული ვირუსები, გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობს.

    “ამჟამად, საქართველოში ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, რინოვირუსი, ახალი კორონავირუსი, რომლითაც არის გამოწვეული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი, შემდეგ არის ადენოვირუსი და პარაგრიპი, რომლის ცოტა შემთხვევაა დადასტურებული. ჯერ ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ არის დადასტურებული.

    ეს ვირუსები, ძირითადად განაპირობებენ მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობის მწვავე რესპირაციულ ინფექციებს. გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნები მიმდინარეობს. ეს შეიძლება იყოს ბრონქიტი, იშვიათია ფილტვის ანთება, როგორც გართულება. ახლა, ვინმეს თუ სჭირდება დახმარება, ძირითადად მიმართულია პირველადი ჯანდაცვის რგოლისკენ. მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, ისინი არიან ჩართულები მდგომარეობის მართვაში. როდესაც გრიპი გამოჩნდება და მოიმატებს შემთხვევები, აქცენტი გადავა სტაციონარულ რგოლზე. ამ დროს, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ხშირია.

    ჯერ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შეესაბამება ოქტომბრის თვეში არსებულ ვითარებას, არ არის განსაკუთრებული მატება. უფრო მეტიც, ვირუსული ინფექციების ის სიხშირე, რომელიც ახლა გვაქვს ქვეყანაში, შედარებით ნაკლებია წინა წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით. წინა წელს უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე ახლა არის.

    კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ ხასიათდება სასუნთქ სისტემაზე უპირატესი ზემოქმედებით, არ აქვს უნარი სწრაფად დააზიანოს ფილტვი, ფილტვების ანთება გამოიწვიოს, ან კლინიკაში მოთავსება. ის აგრესიული მიმდინარეობით არ გამოირჩევა,” – ამბობს ივანე ჩხაიძე.

  • იგივე გავლენა შეიძლება ჰქონდეს, რაც 2012-ის აქციას.. – მარგველაშვილი პროევროპულ მარშზე

    ვფიქრობ, [პროევროპულ მარშს] დაახლოებით იგივე გავლენა შეიძლება ჰქონდეს, რაც 2012 წელს გვქონდა ჩვენს ძალიან დიდ აქციას, რომელმაც შემატა ძალა არამარტო ამომრჩეველს… მობილიზება და ძალის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დონეზე. სიმართლე გითხრათ, დღეს რომ ადამიანი ვარაუდობს, მისცეს თუ არა ქართულ ოცნებას ხმა, მე აღარ წარმომიდგენია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს – ანუ უკვე ჩამოყალიბებულია ქართული ოცნების ამომრჩეველი. მნიშვნელოვანია, არა ქართული ოცნების ამომრჩეველი, არამედ ამომრჩეველი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და ნათლად დაინახავს იმას, რომ ის არ უნდა დარჩეს სახლში და არ თქვას, რომ არ წავალ არჩევნებზე. ამ ადამიანებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძალის ჩვენება.

    აცხადებს ამის შესახებ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, ”ძლიერი საქართველოს” წევრი გიორგი მარგველაშვილი. პროევროპული მარში 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

  • პოლარიზაცია სრულდება ავტოკრატიით, მაგალითად ჩრდ. კორეა – თორნტონი კობახიძეს

    “დიახ. პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად სრულდება ავტოკრატიით, როდესაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია არსებობს. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა – პოლარიზაციაზე სანერვიულო არავის აქვს”,

    ამის შესახებ, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი ლორა თორნტონი  X-ზე წერს, რითიც ეხმაურება,  საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

  • მიმართულების ასეთი დრამატული ცვლილება საშიშია..მიუღებელია ქართველთა უმრავლესობისთვის – იან კელი

    “კობახიძე ისეთი არჩევანის სიგნალს იძლევა, რომელიც ერთდროულად საპირისპიროსკენ ცვლის მიმართულებას და საშიშია – აღმოსავლეთისკენ ორიენტირებული ერთპარტიული მმართველობა დასავლური სტილის პლურალიზმის ნაცვლად. ეს საშიშია, ვინაიდან მიმართულების ასეთი დრამატული ცვლილება მიუღებელია ქართველთა უმრავლესობისთვის და, შესაბამისად, იძულებით იქნება შემოღებული”,

    ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგანცხადებას, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

  • საქართველოს მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების გამო UEFA-მ ალბანეთის ნაკრები €35 000-ით დააჯარიმა

    UEFA-ს ეთიკისა და დისციპლინის კომისიამ საქართველოსთან და უკრაინასთან გამართული მატჩების დროს მომხდარი ინციდენტების გამო,ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ჯამში, 41 250 ევროთი დააჯარიმა.

    10 სექტემბერს,  ალბანელი გულშემატკივრების მიერ საქართველოს ჰიმნზე სტვენის გამო UEFA-მ ფედერაცია €12 500-ით, სტადიონზე კიბეების ბლოკირებისთვის €18 000-ით, ხოლო მატჩის დროს მოედანზე ნივთების სროლისთვის  €4 750-ით დააჯარიმა.

    ხოლო 7 სექტემბერს უკრაინასთან მატჩის დროს გულშემატკივრების მოედანზე შევარდნისთვის ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 6 000 ევროთი დააჯიმდა.

  • საქართველო და მოლდოვა ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან – მიშელი

    “ევროპული საბჭო განიხილავს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის რიგ საკითხებს, მათ შორის მდგომარეობას მოლდოვასა და საქართველოში. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას”,

    აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი  წერილში, რომელიც მან გაუგზავნა ლიდერებს და 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სხდომაზე მოიწვია.

  • 26 ოქტომბრის შემდეგ, ამ ქვეყანაში სუს-ი გაუქმდება – ვაშაძე

    26 ოქტომბრის შემდეგ, ამ ქვეყანაში სუს-ი გაუქმდება – ვაშაძე

    მარცხდებიან და ათას სისულელეს იგონებენ […] 26 ოქტომბრის შემდეგ, ამ ქვეყანაში სუს-ი გაუქმდება, აღარ იარსებებს […] დიახ, ამაზე ხელი ყველა ოპოზიციურ პარტიას გვაქვს მოწერილი, რომ ვაუქმებთ სუს-ს და პოლიტიკურ პოლიციას.

    ასე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.