Category: სლაიდერი

  • “ლიბერალური ფაშიზმის ბულინგს ვერ გაუძლეს” – მერია მგზავრების მიერ კონცერტის გაუქმებაზე

    “ლიბერალური ფაშიზმის ბულინგს ვერ გაუძლეს” – ასე ეხმაურება, თბილისის მერია ჯგუფ მგზავრების მიერ კონცერტის გაუქმებას.

    “როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ მგზავრების კონცერტი არ შედგება. სამწუხაროა, რომ მგზავრებმა ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ”, – წერია მერიის განცხადებაში.

    ცნობისთვის, გუშინ  მგზავრებმა თბილისის მერიის მიერ დაორგანიზებული კონცერტი გააუქმა: “მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია“, – დაწერა ჯგუფმა.

  • მოკლულია 3 ტერორისტი, ვამოწმებთ შესაძლებლობას, რომ ერთ-ერთი ტერორისტი იაჰია სინვარია – IDF

    ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ სავარაუდოდ, “ჰამასის” ახალი ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლეს. სავარუდოდ, სინვარის ცხედარი ღაზაში 17 ოქტომბერს მოკლული 3 ტერორისტიდან ერთ-ერთია.

    “ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციების შედეგად სამი ტერორისტი ლიკვიდირებულია. ისრაელის თავდაცვის არმია ამოწმებს შესაძლებლობას, რომ ერთ-ერთი ტერორისტი იაჰია სინვარია”, – აღნიშნეს IDF-ში.

    სინვარი ჰამასის ლიდერი ივლისში, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გახდა.

  • “ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატოს წევრი ვიქნებით!” – ზელენსკი ტრამპთან საუბრის დეტალებს ასაჯაროებს

    “ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატოს წევრი ვიქნებით!” – ამის შე­სა­ხებ უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ,  აშშ-ის ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან და მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატთან, დო­ნალდ ტრამ­პთან საუბრისას გა­ნა­ცხა­და.

    “დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი — უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა — უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატოს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით”, –  განაცხადა  ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

  • სისულელეს რომ იტყვი ადამიანი, წარმოუდგენელია – კალაძე ბორელზე

    „მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ევროპულ მეგობრებსა და ბატონ ბორელსაც, მაგრამ სისულელეს რომ იტყვი ადამიანი, წარმოუდგენელია. ამ ქვეყანაში ხალხი ხომ ცხოვრობს არა, ყოველდღიურობაში ხომ გრძნობენ თავისუფალია, არ არის თავისუფალი, ბიზნეს ართმევს ვინმე, არ ართმევს. ხომ შეუძლებელია ისეთი რაღაც დააბრალო და მოიგონო, რაც არ არსებობს. ”,

    „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას „სისულელეს” უწოდებს.

  • უკრაინა გახდება ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი – მარკ რუტე

    “უკრაინა მომავალში შეუერთდება ნატოს და გახდება ალიანსის 33-ე ან 34-ე წევრი. შესაძლოა, მას ვინმემ დაასწროს, თუმცა, უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. ეს არის ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით ვაშინგტონში.[…]ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, ეს არის ჩვენი გზავნილი პუტინისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ზელენსკიმ და უკრაინამ რუსეთთან საუბარი ძალის პოზიციიდან დაიწყოს. მაგრამ, სანამ ეს დრო დადგება, მას ჩვენი მხარდაჭერის იმედი შეუძლია ჰქონდეს და პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ შევწყვეტთ [უკრაინის] დახმარებას”

    განაცხადა ამის შესახებ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

  • არჩევნების გაყალბების პირობებში, 1 დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 90 ლარი – ოქრიაშვილი

    ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა 113 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად. ეს ამ მოკლე პერიოდისთვის ძალიან დიდი თანხაა.

    რატომ ველოდები ლარის გაუფასურებას? საქართველოს ფინანსური სისტემა ინტეგრირებულია დასავლურ ფინანსურ სისტემასთან, პრაქტიკულად, მის ნაწილს წარმოადგენს. მმართველმა პარტიამ ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა დასავლეთს და ეს ომი ეხება ყველა სფეროს, მათ შორის, ფინანსურს. გამოდის, დასავლეთისთვის ომის გამოცხადებით, ოცნება ომს უცხადებს დასავლურ და ამით საკუთარი ქვეყნის საფინანსო სისტემას. ეს ყველაფერი იწვევს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და მომავალში დაბრკოლებებს შეუქმნის მის შემოდინებას.

    არჩევნების გაყალბების და ოცნების მიერ ხელისუფლების უკანონოდ მითვისების პირობებში, ლარის კურსი იქნება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი. ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარიც და შესაძლოა, “გაკუპონდეს“ კიდეც.

    ლარის კურსი პირდაპირაა  დამოკიდებული ოცნების ქმედებებზე – დარჩებიან ხელისუფლებაში?! ახლანდელი  500-ლარიანი პენსია დოლარში შეიძლება 6 ან 7 დოლარი გახდეს, ან 2027 წელს 3 500-ლარიანი ხელფასის რეალური ღირებულება 100-150 დოლარი იყოს.

    ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონი ივანიშვილი მოწყვეტილია რეალობას. შეგახსენებთ, ასე იყო ადრეც, როცა საჩხერელ ფერმერებს მიუწოდა, პირადი ბანკირი აიყვანეთო.

    არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ მინდა, ყველა დავაფიქრო – თუ ოცნება დარჩება ხელისუფლებაში, საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან  საბოლოოდ გაფუჭდება , ქართველი ხალხის შემოსავლები და ხელფასები ლარში სასტიკად გაუფასურდება.

    26 ოქტომბერს შევცვალოთ ეს ხელისუფლება!

    წერს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის სიის მე-11 ნომერია

  • ჰელსინკის კომისია ენმ-ის საარჩევნო კამპანიის განაყოფად იქცა – იონათამიშვილი

    ძალიან უხერხული ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ განაყოფად იქცა. ისიც ფაქტია, რომ არჩევნებზე ამ განაყოფს არანაირი შედეგი არ ექნება […] ქართველ ხალხს ის ხელისუფლება ჰყავს, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული და ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს განასახიერებს.

    ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა.

  • “ოცნების” ინიციატივა მოუბოდიშოს ცხინვალს კონფლიქტის დარეგულირების იმედს იძლევა – მარია ზახაროვა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და აღნიშნა, რომს საქართველოს ხელისუფლები ბოლოდროინდელი ინიციატივა მოუხადოს ბოდიში “სამხრეთ ოსეთის ხალხს 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომისთვის, გარკვეულ იმედებს იძლევა”.

    “საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხები ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ეგიდით განიხილება.

    ჩვენი საერთო პრიორიტეტები ჩვენს აფხაზ და სამხრეთ ოს მოკავშირეებთან უცვლელი რჩება. ეს არის თბილისის მხრიდან ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ხელშეკრულება, ასევე ამ რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება. რეგიონში განვითარებული გეოპოლიტიკური რეალობის მიმართ მხარეების მიდგომებში დარჩენილი ფუნდამენტური განსხვავებების გათვალისწინებით ამ საკითხებში პროგრესზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია.[…]ჩვენ გვესმის, რომ არც საქართველოში, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში არავის არაფერი დაავიწყდება. მაგრამ ერთია მეხსიერების არდავიწყება და შენახვა, მეორეა წინსვლა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და იმ წინააღმდეგობების დასაძლევად, რომლებიც მძევლად სააკაშვილმა აიყვანა”. – განაცხადა ზახაროვამ.

  • არ ვიცი, ქვეყანაში ჩემზე პროევროპელი ადამიანი რამდენი დადის – კახა კალაძე

    “არ ვიცი, ქვეყანაში ჩემზე პროევროპელი ადამიანი რამდენი დადის “- ამ სიტყვებით ”ქართული ოცნების”  აღმასრულებელი მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ  “ოცნების” ავტორიტარული გეზი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს საფრთხეში აგდებს.

    ”ეს არის სიყალბე და რაღაც ვირტუალური სამყაროს შექმნა, რისი მცდელობაც აქვთ – რაც 2012 წლამდეც იყო. მაშინაც იგივე დამოკიდებულება და მდგომარეობა იყო. რაღაც ვირტუალური საქართველო შექმნეს და გარედან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ თურმე, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი დემოკრატიის შუქურა იყო […] დღეს სიტუაცია პირიქითაა. ქვეყანაში გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ნამდვილი დემოკრატია […] ამ მოცემულობაზე კი გვეუბნებიან, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. ეს ძალიან დიდი სიყალბე და სიცრუეა […]არ ვიცი, ქვეყანაში ჩემზე პროევროპელი და თუნდაც პროამერიკელი ადამიანი რამდენი შეიძლება დადიოდეს, მაგრამ ჩემთვის პირველი და უმნიშვნელოვანესი ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლოა. პირველ რიგში, მე პროქართველი ვარ და პროქართულ პოლიტიკას ვატარებ […] ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას პატივს ვცემთ, მაგრამ ამ ტიპის განცხადებები ამ ურთიერთობებისთვის დამაზიანებელია. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ როგორც კი არჩევნები დასრულდება და რუსეთ-უკრაინის ომი მილევად რეჟიმში გადავა, ყველაფერი დალაგდება”. – განაცხადა კალაძემ.

  • გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად – ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე

    გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად – ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე

    “ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს, ეს გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად. იმ ადამიანებისთვის გაკეთდა, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ თუ ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ იმ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

    ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს… სუს-დან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ მშვიდობიან თანაცხოვრებაში”

    აცხადებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი  გრიგოლ ლილუაშვილი.