Category: სლაიდერი

  • “დროა, ოლიგარქის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს” – ფოტიგა

    “სანდო ქართველი ექსპერტები “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ფულის რუსულ ფესვებზე მიუთითებენ. დონორები ან პირდაპირ არიან კავშირში რუსეთთან, ან რუსულ ბაზარზე არიან დამოკიდებული. ისინი ასევე მჭიდრო კავშირში არიან ბიძინა ივანიშვილთან ან მისი ოჯახის წევრებთან. დროა, ოლიგარქის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს”,

    წერს ბიძინა ივანიშვილისა და “ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა X-ზე.

  • მოსალოდნელია, არჩევნების გაყალბებას სანქციები მოყვეს, ამიტომ სებ-ი სამომავლო რისკების დაზღვევას ცდილობს – გიორგი კეპულაძე

    ძირითადი ეფექტი არის ის, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებამ ისედაც გაუფასურებული კურსი შეინარჩუნოს როგორმე. გარკვეული რისკი ბაზარმა დაინახა და შესაბამისად, ის ცდილობს, რომ აკუმულირება მოახდინოს სავალუტო რესურსის და ამგვარად დააზღვიოს ის რისკი, რაც შეიძლება მომავალში ჰქონდეს. მოლოდინი არის ის, რომ თუ ხელისუფლება არასწორ შედეგებს დაიწერს და არჩევნებს გააყალბებს, არ არის გამორიცხული, რომ ამას მოყვეს სანქციები, ვალუტის გაუფასურება. სხვა მენეჯმენტის პირობებშიც, მე დარწმუნებული ვარ, ეროვნული ბანკი ასე ღიად არ ჩაერეოდა წინასაარჩევნოდ სავალუტო ბაზარზე, თუმცა დღევანდელი მენეჯმენტი ეროვნული ბანკის არ გამოირჩევა დამოუკიდებლობით და ძირითადად “ქართული ოცნების” პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვება”,

    ასე აფასებს “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ნათია თურნავას მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებას.

    ცნობისთვის, დღეს  გამართულ სავალუტო აუქციონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.

  • ივანიშვილს საიმედო სიგნალები აქვს, ამიტომ მშვიდად შეხვდება მარცხს – ეკა ბესელია

    “მაქვს ინფორმაცია, რომ ამ მხრივ აქვს მას [ივანიშვილს] საიმედო სიგნალები და ამიტომ შვიდად შეხვდება მარცხს, გართულებების გარეშე. ყველა ვინც ამბობს, რომ არ შეეგუებიან, ყველაფერს გააკეთებენ, არ დათმობენ, გულისხმობენ რადიკალური ფორმების გამოყენებას, ნუ აშინებთ ამ ხალხს. არაფერს არ გააკეთებს, მიიღებს ამ ციფრებს. არავითარ რადიკალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, ამის რესურსი არ აქვს და ძალიან მშვიდობიანად მოხდება ხელისუფლების გადაბარება… ეს მინდა ამომრჩეველმა იმიტომ იცოდეს, რომ არ დაიზაფრონ და არაფრის შეეშინდეთ“

    აცხადებს მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებლი ეკა ბესელია.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 27 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

    ქ. თბილისში 24-25 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

  • მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან! – ოქრიაშვილი

    საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უამრავ ადამიანს შევხვდი და კიდევ ერთხელ პირადად დავრწმუნდი, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროპა. 26 ოქტომბერს წყდება, ვიქნებით ევროპაში თუ არა!  უკვე ყველასთვის ნათელია, რომ „ოცნება“ და მისი მოკავშირე სატელიტები – იაგო ხვიჩიას „გირჩი“, ალტინფო-ს „კონსერვატიული მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგნი არიან. მოგიწოდებთ, უარი უთხრათ მათ, ხმა მისცეთ ოთხ მსხვილ პროევროპულ პოლიტიკურ ძალას და გამარჯვება გარანტირებულია.

    რა გვინდა ევროპაში და რატომ გვინდა ევროპული დემოკრატია?! იმიტომ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ადამიანის უფლებები. მდიდარი ღარიბს, ძლიერი სუსტს ვერ ჩაგრავს და თუ ადამიანს ობიექტურად დაბალი შემოსავალი აქვს, სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მას საზოგადოება მხარში უდგება – ანუ რეალურად მუშაობს და ყოველდღიურ ცხოვრებაშია გატარებული სამართლიანობის პრინციპი.

    _____

    მოგმართავთ თქვენ, მასწავლებლებო, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებო, ექიმებო, ექთნებო, ლაბორანტებო – თუ გსურთ ევროპული შემოსავალი, მაშინ აირჩიეთ ევროპა. 26 ოქტომბერს თქვენ თვითონ წყვეტთ თქვენს ბედს, თქვენი ქვეყნის, თქვენი შვილების, თქვენი ოჯახების მომავალს!

    მოგმართავთ პოლიციელებს, ჯარისკაცებს, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებს – გსურთ ევროპული შემოსავალი? მაშინ აირჩიეთ ევროპა, მიეცით ხმა ოთხ მსხვილ პროევროპულ პარტიას და არა „რუსულ ოცნებას“ და მის სატელიტებს!

    მოგმართავთ თქვენ, კერძო სექტორში დასაქმებულებს, მიუხედავად დარგისა, დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, მრეწველობითა და ვაჭრობით დასრულებული – გინდათ ბიზნესის სწრაფი პროგრესი და თქვენი შემოსავლების უსწრაფესი ზრდა, არ დაგეზაროთ, მიდით არჩევნებზე, აირჩიეთ პროევროპული პოლიტიკური ძალა!

    კარგად იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ესტონეთის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 4-ჯერ დიდია, ვიდრე საქართველოსი, არადა ჩვენც და ესტონეთიც ერთი საბჭოთა წარსულის ქვეყნები ვართ. და რას ნიშნავს რომ მათი ეკონომიკა ჩვენსაზე 4-ჯერ დიდია?! ეს ნიშნავს, რომ ესტონეთში ოთხჯერ დიდია ხელფასები, პენსიები, შემოსავლები, და ა.შ. აი, ამიტომ გვინდა ევროპა. მოდით არჩევნებზე  და ხმა მიეცით 4-ჯერ მეტ შემოსავალს!

    26 ოქტომბერს მოდით არჩევნებზე, ერთად გავუშვათ ხელისუფლებიდან „41 ნომერი“, თავისი ტყუილი დაპირებებით და გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან!

    წერს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი

  • უსამშობლო ადამიანები ბედნიერები იყვნენ, რომ თითქოს, ახალი სკვერი რა დღეშია – კალაძე

    უსამშობლო ადამიანები ბედნიერები იყვნენ, რომ თითქოს, ახალი სკვერი რა დღეშია – კალაძე

    “უსამშობლო ადამიანები ბედნიერები იყვნენ, რომ თითქოს, ახალი სკვერი რა დღეშია” – ასე გამოეხმაურა, თბილისის მერი, კახა კალაძე დაზიანებული წყლის მილის შედეგად, ზღვისუბნის პარკში, საფეხმავლო ბილიკზე მიწის ჩატანის ფაქტს.

    “გუშინ ერთ-ერთ ფერდზე წყლის მილი დაზიანდა, რამაც პატარა ფერდის ჩამორეცხვა გამოიწვია, მიწა ჩამოიტანა და უნდა გენახათ, ეს უსამშობლო ადამიანები როგორი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ, რომ რამდენიმე დღის წინ გახსნილი სკვერი, თითქოს, რა მდგომარეობაშია. არადა, არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა, პატარა პრობლემა გამოიწვია, რაც შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს. კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ არ უხარიათ ქვეყნის წარმატება, ქალაქის განვითარება და წინსვლა.

    თუმცა, 26 ოქტომბერს ამ ადამიანებს შესაბამისი პასუხი გაეცემათ, როცა მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს – რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდეს განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და აღორძინება […] მინდა, ყველას, ვისაც თბილისის წინსვლა არ უხარია, ვუთხრა, რომ ეს ქალაქი საცხოვრებლად ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. თავისი სილამაზით, შენობა-ნაგებობებით, გამწვანებული სივრცეებითა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით”. – თქვა კალაძემ.

  • მიხარია, რომ აზიარებთ ამ კლიპს, ბევრი ადამიანი ნახავს – პაპუაშვილი ოცნების კლიპზე

    მიხარია, რომ აზიარებთ ამ კლიპს, ბევრი ადამიანი ნახავს – პაპუაშვილი ოცნების კლიპზე

    “თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ცოლ-ქმრობა რუსული მოვლენაა, მაშინ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახი და ცოლ-ქმრობა, ეს არის რუსული მოვლენა.

    მიხარია, რომ ამ საკითხით დაინტერესდით და მიხარია, რომ აზიარებთ ამ კლიპს, ჩვენ კლიპს ნახავს ბევრი ადამიანი და განსაკუთრებით, თქვენმა მაყურებელმა უნდა ნახოს ეს კლიპი ბევრჯერ”.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქართული ოცნების ახალ საარჩევნო კლიპს ბრიფინგზე გამოეხმაურა.

  • როგორ შეიძლება შეედავო რუსეთს, როცა თვითონ არღვევ წესებს – პაპუაშვილი

    როგორ შეიძლება შეედავო რუსეთს, როცა თვითონ არღვევ წესებს – პაპუაშვილი

    “დღეს რუსეთს რას ედავება მსოფლიო? ედავება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უპატივცემულობას, რომ არ შეიძლება წესები დაარღვიოს ერთმა ქვეყანამ სხვის მიმართ, და როგორ შეიძლება, შეედავო და რა მორალური უპირატესობა გაქვს, რომ შეედავო რუსეთს თუნდაც წესების დარღვევაში, როცა შენ თვითონ არღვევ ამ წესებს და ერევი სხვა ქვეყნის არჩევნებში.”

    ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “იმედის” ეთერში. 

  • 23 ოქტომბერს მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან – შსს

    23 ოქტომბერს მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან – ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    ”როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია 23 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიება.

    აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში, ცალკეულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა.

    პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც შეუერთდებიან.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან ღონისძიების ადგილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.

    მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.

    ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა, 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეკრების დასრულებამდე იმოქმედებს.

    მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება”.- ნათქვამია განცხადებაში.

  • ”ოცნების” ღონისძიების გამო ხვალ თავისუფლება-რუსთაველზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება

    თბილისის მერიის ინფორმაციით, ქართული ოცნების პარტიული დასკვნითი ღონისძიების გამო, ხვალ, 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. შეზღუდვა 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე იმოქმედებს.

    “გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ პანდუსამდე, ხოლო რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე; მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით; ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება და ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩიდან, მაჩაბლის ქუჩის გავლით.

    პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრას მძღოლები სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით, შემდგომ კი ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ; მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების საშუალებით.

    მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, შეძლებენ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ.

    შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიებზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც რუსთაველის გამზირიდან მოძრაობდა ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, ამჯერად ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, შემდეგ კი მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს; გორგასლის ქუჩიდან და ავლაბრის მოედნიდან მოძრავი ავტობუსები მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას თავდაპირველად მოუხვევენ პუშკინის ქუჩის დასაწყისში, შემდეგ კი გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.

    ავტობუსები: N301, N309, N310, N337 და N345 ბარათაშვილის ხიდიდან მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით გადაინაცვლებენ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზისკენ, შემდეგ კი მგზავრთა მომსახურებას დადგენილი სქემით განახორციელებენ. აღნიშნული ავტობუსები უკუმიმართულებით მოძრაობისას ისარგებლებენ იმავე გზასავალით, ხოლო პუშკინის ქუჩის დასაწყისთან მოხვევის შემდეგ გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.

    თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე იმოქმედებს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.