Category: სლაიდერი

  • “ივანიშვილის საიდუმლო ოფისი მოსკოვში” – ბიძინა ივანიშვილის მორიგი სატელეფონო ჩანაწერი ვრცელდება [აუდიო]

    “ივანიშვილის საიდუმლო ოფისი მოსკოვში” – Cyber Kmara მორიგ ბიძინა ივანიშვილის მორიგ სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს, საიდანაც ირკვევა ოლიგარქი  მის ასისტენტს, ვალენტინა მოროზოვას ესაუბრება. Cyber Kmara-ს მტკიცებით,  ოოფისს  ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რუსი ანდრეი დრიომინი მართავს, რომელსაც ივანიშვილი “ჩემს პროტეჟედ” მოიხსენიებს.  ივანიშვილი მისი სიცოცხლის გახანგრძლივების ექიმისთვის ბინის შერჩევის პროცესში თავად იყო ჩართული.

    Cyber Kmara წერს, რომ ფარული აუდიომასალა ადასტურებს, რომ ივანიშვილს მოსკოვთან კავშირი არასდროს შეუწყვეტია და მას იქ საიდუმლო ოფისიც  აქვს განთავსებული.

    ივანიშვილისა და მოროზოვას საუბარი 2020 წლის 17 ოქტომბერს შედგა.

    ამასთანავე, 16 ოქტომბერს, იმავე Youtube-არხზე გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე, რუსულ კომპანია ფსიხოდემიის წარმომადგენელთან, ილიასთან, ქოუჩინგის კურსის დეტალებს არკვევს.

  • ბიძინა ივანიშვილი საზოგადო მოღვაწე და ჭეშმარიტი პატრიოტია – იონათამიშვილი

    ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ პოლიტიკური ლიდერი არაა. ის არის საზოგადო მოღვაწე და ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი. ივანიშვილი დღეს საქართველოში მშვიდობის, სტაბილური განვითარებისა და პროგრესის გარანტია […] მას შანტაჟით ვერასდროს ვერავინ აიძულებს, რომ საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებზე რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს.

    თქვა ქართული ოცნების წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

  • ზურაბიშვილს ტექნიკურად გადავაყენებთ და შეუძლია დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი უკვე დეკემბრიდან – კობახიძე

    ზურაბიშვილს ტექნიკურად გადავაყენებთ და შეუძლია დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი უკვე დეკემბრიდან – კობახიძე

    „ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს დაახლოებით ერთ თვეში და შეუძლია დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი უკვე დეკემბრიდან.[…] სალომე ზურაბიშვილი არის აბსოლუტურად უინტერესო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. მას არც რეიტინგი აქვს, არც არანაირი პოზიციები და 1 თვეში იმპიჩმენტის წესით დატოვებს თავის თანამდებობას. აქედან გამომდინარე მის არავითარ ქმედებას არავითარი ინტერესი არა აქვს ჩვენი გადმოსახედიდან“

    ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხავს იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ტექნიკური მთავრობის შესახებ კონსულტაციებს მართავს.

  • დასავლეთს სურს მოლდოვა NATO-ს რუსოფობ დანამატად აქციოს – ზახაროვა

    მოლდოველები ხედავენ, რა იმალება რეალურად ევროკავშირში მოლდოვის წევრობის მიღმა და ხვდებიან დასავლეთის რეალურ ზრახვას. მისი(დასავლეთის) საბოლოო მიზანია რესპუბლიკა სუვერენიტეტის არ მქონე NATO-ს რუსოფობ დანამატად აქციოს.

    თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

  • ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით ჩვენი კოალიციის ეშინია – ნაცვლიშვილი

    გუშინ რუსი ოლიგარქის ინტერვიუს მოვუსმინეთ და ამ ქვეყანაში უკლებლივ ყველამ დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე საქართველოს წარსულია. ეს სუსტი და შეშინებული კაცი ვერ და არ იქნება ამ ქვეყნის მომავალი, მით უმეტეს, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ, ძლიერი საქართველო არ ვაპირებთ, საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობა საქართველოსთვის საშიში და უკიდურესად სამარცხვინოა.

    ბიძინა ივანიშვილი არის წარსული. ძლიერი საქართველო კი წარსულის რეალური ალტერნატივაა და სწორედ ამიტომ, ივანიშვილს განსაკუთრებით ჩვენი კოალიციის ეშინია. ეს გუშინდელ ინტერვიუშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მას ეშინია 9 ნომრის, იმიტომ, რომ ზუსტად იცის, მისგან განსხვავებით, ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვემსახურებით და არა ოკუპანტის. მას ეშინია ჩვენი, იმიტომ, რომ მისგან განსხვავებით, ჩვენ საარჩევნო დაპირებების შესრულებას ვაპირებთ და თან ზუსტად ვიცით, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ.

    აცხადებს  კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი

  • თქვენი შვილები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, გთხოვთ, წადით  არჩევნებზე; ჩვენ გელოდებით – ჰერჩინსკი

    თქვენი შვილები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, გთხოვთ, წადით არჩევნებზე; ჩვენ გელოდებით – ჰერჩინსკი

    ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მოახლოებულ არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

    “ნება მომეცით, ჩემი გულიდან წამოსული სიტყვები გითხრათ. ოთხ დღეში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ წახვიდეთ არჩევნებზე და აირჩიოთ თქვენი მთავრობა. არჩევნები არის დემოკრატიის ფესტივალი. ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია აირჩიოს საკუთარი და შვილების მომავალი. თუ შეიძლება, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც გამოხატავს თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს.

    ორი დღის წინ მე თბილისში კიდევ ერთხელ ვნახე ევროკავშირის უამრავი დროშა. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, ეს იყო სიამაყის, სიხარულის, ბედნიერების მომენტი. მე უამრავი ადამიანი ვნახე ქუჩაში, თითქმის ყველა იქ იყო, და მე ვნახე ახალგაზრდები, თქვენი შვილები, რომლებიც უკეთეს მომავალს იმსახურებენ, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში და არ უნდა ეძებდნენ უკეთეს ცხოვრებას სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ ლამაზ საქართველოში.

    როგორც იცით, სამწუხაროდ, ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისტორიულად არის გაუარესებული. საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და ევროკავშირის ლიდერები მკაფიოდ აცხადებენ, რომ ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებია.

    ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, გულსატკენია, როდესაც ვხედავ, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირის წევრობისკენ, საქართველო კი, ნაცვლად ამისა, სულ უფრო შორდება ამ მიზანს. შეხედეთ, რა ხდება მოლდოვაში: ხალხი გავიდა, მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში და აირჩია ევროპული მომავალი. სხვაობა ძალიან მცირე იყო, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, გთხოვთ, წახვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა საკუთარ მომავალს და საკუთარი შვილების მომავალს.

    ევროკავშირი არის წარმატების ისტორია. ეს არის მშვიდობის პროექტი, განვითარებისა და ღირსეული ცხოვრების გარანტია ყველასთვის და არამხოლოდ რამდენიმე მდიდარი ადამიანისთვის, რომლებიც ლიმუზინებით დადიან.

    შეხედეთ ჩემს ქვეყანას, რომელიც 30 წლის წინ ბანკროტი იყო, ახლა კი წარმატების მაგალითია სწორედ ევროკავშირის წყალობით. ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდა,   საშუალება მიეცა, რომ უდიდესი ცივილიზაციური ნახტომი გაეკეთებინა და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდება. მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ჩვენის მხრივ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ გასულ დეკემბერს მივიღეთ თქვენთვის კარის გახსნის გადაწყვეტილება. ჩვენ გელოდებით და ახლა თქვენ უნდა შემოხვიდეთ ამ ღია კარში. ვერავინ გააკეთებს ამას თქვენს მაგივრად. ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. ეს თქვენი ქვეყანაა და თქვენი არჩევანია.” – აღნიშნა ჰერჩინსკიმ. 

  • 26 ოქტომბერს საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს – ჯო უილსონი

    მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დამნაშავე პუტინი ქვეყნის ნაწილის უკანონო ოკუპაციას ახდენს, მოლდოვის მომავლის მოსაპარად სისხლიან ფულსა და ბანდიტებს გზავნის, მამაცმა მოლდოველებმა სუვერენიტეტი და კეთილდღეობა აირჩიეს. 26 ოქტომბერს საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს.

    წერს ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე.

  • პატივს ვცემ თქვენს ნებისმიერ არჩევანს, რომელიც ამ ხელისუფლებას შეცვლის – ხაზარაძე

    პატივს ვცემ თქვენს ნებისმიერ არჩევანს, რომელიც ამ ხელისუფლებას შეცვლის – ხაზარაძე

    რამდენიმე დღეში საქართველოს ექნება შანსი, უარი უთხრას ბოლო 12 წლის შეუსრულებელ დაპირებებს. ჩვენ უარი უნდა ვუთრათ მთავრობას, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს.[…]

    თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს კოალიციას, ძლიერ საქართველოს, N9-ს.

    ამ არჩევნებზე ჩვენ ვისახავთ 3 მთავარ მიზანს:

    1. ეს არის რუსეთის გავლენისგან საქართველოს გათავისუფლება დაუყოვნებლივ და ევროპული გზის გაგრძელება.
    2. პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა.
    3. 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა, მეგაპროექტების განხორციელება, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვა დიდი პროექტები.

    დღეს თქვენს წინაშე მინდა, ავიღო ვალდებულება არამხოლოდ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ, არამედ იმაზეც, როდის შევასრულებთ ამ დაპირებებს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ძლიერი საქართველოს ლიდერობით შექმნილი მთავრობა გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს პირველ 3 კვირაში სამი პრიორიტეტის შესასრულებლად. […]

    ჩვენ ხელახლა ჩავატარებთ ანაკლიის პორტის ტენდერს, რათა შეირჩეს დასავლური, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია და ანაკლიის პორტის მშენებლობა სრულად დასრულდეს. აქვე მინდა გითხრათ, ჩვენი გეგმის მიხედვით ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ანაკლიის პორტის აქციების შეთავაზება მოხდება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. […]

    ჩემი დიდი სურვილია, რომ ძლიერი საქართველო, N9 იყოს თქვენი არჩევანი, მაგრამ ამავე დროს, პატივს ვცემ თქვენს ნებისმიერ არჩევანს, რომელიც შეცვლის ამ ხელისუფლებას. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არჩევნებზე წახვალთ და ხმას მისცემთ, რადგან თუ ასე არ მოიქცევით, მეორე დღეს იქნებით იმედგაცრუებულები, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვით.

    განაცხადა ამის შესახებ, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

  • “გილოცავთ მოლდოველ ხალხს! თქვენ ეს შეძელით!” – ურსულა ფონ დერ ლეიენი

    “გილოცავთ მოლდოველ ხალხს და თქვენ [მაია სანდუს]. თქვენ ეს ისევ შეძელით! რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ფონზე, მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელია, ძლიერია და ევროპული მომავალი უნდა!”

    წერს ამის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.

  • გუშინ მარშზე იდგა ორჯერ მეტი ხალხი, ვიდრე ივანიშვილის მთავარ მიტინგზე 2012-ში – სააკაშვილი

    გუშინ მარშზე იდგა ორჯერ მეტი ხალხი, ვიდრე ივანიშვილის მთავარ მიტინგზე 2012-ში – სააკაშვილი

    ძალიან ვამაყობ გუშინდელი ხალხის ერთიანობით. BBC-ს ჟურნალისტმა თბილისიდან ჩართვისას ხალხის რაოდენობას “ძალიან შთამბეჭდავი” უწოდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვანახეთ მსოფლიოს, რომ მზად ვართ გამარჯვებისთვის და წინ ვერავინ დაგვიდგება. გუშინდელი დღე იმითაც იყო ნიშანდობლივი, რომ ერთმანეთის გვერდით იდგა 3 წამყვანი ოპოზიციური ძალის აქტივი და იქვე იყო პრეზიდენტი და ყველანი ძალიან მეგობრულად იყვნენ განწყობილი ერთმანეთის მიმართ. ისე ცნობისთვის გუშინ მარშზე იდგა ორჯერ მეტი ხალხი, ვიდრე ივანიშვილის მთავარ საარჩევნო მიტინგზე 2012-ში.

    წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.