Category: სლაიდერი

  • როცა გამხელენ, რომ ხარ ნაცი, თმენით უნდა შეხვდე, გახარიამ ვერ მოითმინა და მიიღო პასუხი – კობახიძე

    როცა გამხელენ, რომ ხარ ნაცი, თმენით უნდა შეხვდე, გახარიამ ვერ მოითმინა და მიიღო პასუხი – კობახიძე

    ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი, ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება.

    როდესაც გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი და ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე, ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი, მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია. კიდევ ვიმეორებ – როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, გეკისრება თმენის ვალდებულება.

    ამბობს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ.

  • დგებუაძემ ამაღლობელს განყოფილებაში სახეში შეაფურთხა, შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა – საია

    ”მზია ამაღლობელის თქმით,  დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამდენჯერმე შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა, ასევე, სახეში შეაფურთხა”- ამის შესახებ, ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    დღეს,  საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ დღეს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით.

    “მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

  • უფრო და უფრო მეტად უტევს რეჟიმ მათ, ვინც ითხოვს სამართლიან არჩევნებს, ამერიკა ხედავს ამას და ჩვენ ვიმოქმედებთ – უილსონი

    უფრო და უფრო მეტად უტევს რეჟიმ მათ, ვინც ითხოვს სამართლიან არჩევნებს, ამერიკა ხედავს ამას და ჩვენ ვიმოქმედებთ – უილსონი

    “მე ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. სულ უფრო და უფრო მეტად უტევს რეჟიმი ფიზიკურად მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამერიკა ხედავს ამას და ჩვენ ვიმოქმედებთ. ქართველი ხალხი არ უნდა დააშინონ”,

    აცხადებს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.

  • ვგმობთ ”ოცნების” ძალადობას ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, მოქალაქეების მიმართ – აშშ-ის საელჩო

    ”ვგმობთ ”ოცნების” ძალადობას ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, მოქალაქეების მიმართ”- საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

    “შეერთებული შტატები გმობს პარტია ქართული ოცნების მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ.

    მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად – რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა.

    საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

  • ძალადობა პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტების, მომიტინგეების თვითნებური დაკავება მიუღებელია – უორდი

    “საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკანასკნელ დღეებში, უფრო მეტი ღრმად შემაშფოთებელი ფაქტების მომსწრენი გავხდით. ძალადობის განახლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ და ჟურნალისტებისა და მომიტინგეების თვითნებური დაკავება მიუღებელია. მოვუწოდებთ ქართული ოცნების ხელისუფლებას უზრუნველყოს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა. საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. სწორედ ამიტომ, დღეს, ევროპის საბჭოში, დიდი ბრიტანეთი შეუერთდა ევროპელ პარტნიორებს და მკაცრად დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ”

    დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • ხელისუფლების კანონის ჩარჩოდან გასვლის ინციდენტები არეულობის რისკს ზრდის – კვირიკაშვილი

    ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ მათი მომხრეების მხრიდან კანონის ჩარჩოდან გასვლის ბოლო ინციდენტები ზრდის ქვეყანაში არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების რისკს. რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ამა თუ იმ ოპონენტის ქმედება, საბოლოოდ მაინც ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა. ამაზე ყველას გვმართებს დაფიქრება და ისევ და ისევ, პირველ რიგში მათ, ვის ხელშიცაა ძალაუფლება.

    წერს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

  • “ახალი წლების მერე დაწყებულია რეპრესიების ახალი ტალღა… ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს” – ზურაბიშვილი

    “ახალი წლების მერე დაწყებულია რეპრესიების ახალი ტალღა… ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს” – საქართველოს მეხუთე  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო დღეებში, ოცნების რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და თავდასხმებს ეხმაურება და ვიდეომიმართვას ავრცელებს:

    “ფაქტია, რომ ახალი წლების მერე დაწყებულია ახალი ტალღა რეპრესიების, დაჭერების, დაშინების, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. ჩვენ გადავედით რუსული რეჟიმი ახალ ეტაპზე,რომელიც აშკარად ხმარობს ყელა იმ საშუალებებს რაც ახასიათებდა თავის დროზე და ახასიათებს დღესაც პუტინის რეჟიმს.

    ამის მაგალითია ის, რაც მოხდა აბუ დაბიში მოქალაქის მიმართ. დეპუტატებს, რომლებსაც სხვა თუ არაფერი გააჩნიათ და უნდა გააჩნდეთ თმენის ვალდებულება, მაგრამ არ ჩანს არასად ეს მოთმინება, პირიქით, როგორც ჩანს დეპუტატები არიან პირდაპირ, ინსტრუქცია აქვთ ამისთვის, თუ მათი ნებით ხდება, მაგრამ არიან გამოყენებული ამ ძალადობაში.

    ის რაც მოხდა ამ ღამეს, გიორგი გახარიას მიმართ არის ასევე სრულიად წარმოუდგენელი. არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველა მოქალაქეს ეხება, არვის მიმართ ძალადობა არ შეიძლება..[…] მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის პროვოცირება კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ დაგვაშინოს რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, ეს არის წარმოუდგენელი. არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები – იქნებიან ეს დეპუტატები თუ კერძო ადამიანები, რომლებიც თავს ნებას აძლევენ სოციალურ ქსელში გააჟღერონ ძალადობის გზავნილები, ესენიც არიან მონაწილე ძალადობრივი რეჟიმის. ასე, რომ ერთ მხარესაა რეჟიმი და მეორე მხარეს საზოგადოება. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

  • გახარია მარტო იმყოფებოდა, მას ლაჩრულად 10-მდე პირი თავს დაესხა – სიჭინავა

    ”გახარია მარტო იმყოფებოდა, მას ლაჩრულად 10-მდე პირი თავს დაესხა ”-აცხადებს გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი წევრი ბერდია სიჭინავა. ასევე მისი თქმით, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას სახლში აგრძელებს.

    „როგორც თქვენთვის კარგადაა ცნობილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი ანგარიშსწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი და მის გუნდს.

    გუშინ, გახარია იმყოფებოდა ბათუმში, დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტების, რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად.

    ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში, სასტუმრო შერატონის ლობიში გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას, გიორგი იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი.

    სასტუმრო შერატონის მთელი პერიმეტრი, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირსიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად.

    სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა, შესაბამისად, ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ ამის შემდეგ.

    გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მკურნალობს სახლში.

    ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე. ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, აბსოლუტურად ყველა მათგანს გაეცემა შესაბამისი პასუხი”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

  • გიორგი გახარიას თავს დაესხნენ – ის კლინიკაშია გადაყვანილი

    ბათუმში, პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა სასტუმრო შერატონში მოხდა. ინფორმაციას  მთის ამბების რედაქტორი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს და აცხადებს, რომ გიგახარიას ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესხნენ თავს.

    “რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, “შერატონში”, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი”, – წერს მთივლიშვილი

  • “გზის გადაკეტვის გამო სასამართლოში მიბარებენ” – ლექს-სენი

    რეპერი ლექსო ქავთარაძე, იგივე ლექსენი წერს, რომ გზის გადაკეტვის გამო სასამართლოში იბარებენ.

    “მოსამართლე ნინო ენუქიძე მიბარებს სასამართლოში გზის გადაკეტვის გამო… ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად”, – წერს რეპერი.