Category: სლაიდერი

  • გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილისგან მიღებული მუქარის წერილის გასაჯაროებას გეგმავს

    წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთავრდებოდა ჩემი პასუხისმგებლობაში მიცემით, დაახლოებით ერთი წლის ვადაში – თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლიგარქისგან წერილი მიიღო, რომელშიც ივანიშვილი ემუქრებოდა.

    “ამ წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთავრდებოდა ჩემი პასუხისმგებლობაში მიცემით, დაახლოებით ერთი წლის ვადაში. მე მთავაზობდნენ რომ გადამეხადა 5000 ბიტკოინი ჩემი  თავისუფლებისთვის. თუ ამას არ გადავიხდიდი ეს თანხა ყოველთვიურად 500 ბიტკოინით გაიზრდებოდა. ამას ჰქვია კრიმინალური “სჩოტჩიკი”. ეს წერილი არის მიღებული მას შემდეგ რაც გამოძიება დაიწყო.

    ჩემს წინააღმდეგ გამოძიება იმიტომ დაიწყო, რომ მე უარი ვთქვი ივანიშვილს წავყოლოდი იმ სიგიჟეში და ანტიქართულ საქმეში, რასაც დღეს ჩადის. იმ დროს გადაწყვიტა ივანიშვილმა ჩემზე შურისძიება და თანხის გამოძალვა. შესაბამისად ივანიშვილი იყენებს თავის აბსოლუტურ პოლიტიკურ ძალაუფლებას იმისათვის, რომ მე ადამიანი, რომელიც ვდგავარ ჩვენი დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე, გამაჩუმოს, შური იძიოს და გამომძალოს თანხა.” – აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი “მთავარ არხთან”.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ, უარყოფითი პასუხი გასცა.

    გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

  • ოცნებამ და მათმა პროპაგანდამ ჩემთვისაც მოიცალა – ნონა ქურდოვანიძე

    “ყველანაირად კრიზისში მყოფ ქვეყანაში ქართულმა ოცნებამ და მათმა პროპაგანდამ ჩემთვისაც მოიცალა და 2 დღეა ავრცელებენ დაჭრილ ვიდეოს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილმა ინგლისური სუბტიტრებიც დაურთო და დატვიტა. არ ვიცი ამით თუ უნდა ტრამპის ყურადღება მიიპყროს.” –  წერს საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.

  • “რუსეთი მინიმუმ სრულმასშტაბიან ომამდე არსებულ საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს” – ზელენსკი

    “რუსეთი მინიმუმ სრულმასშტაბიან ომამდე არსებულ საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს. ეს იქნებოდა დიალოგის დაწყების სამართლიანი შესაძლებლობა”.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში.

  • “ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი… “იმედი” 24/7 ავრცელებს ამერიკის სიძულვილს. სანქციები მოდის” – უილსონი

    “ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი და ფლობს უამრავ კორუფციულ აქტივს მისი ბოსისთვის, რომელიც საქართველოს ყიდის ჩინეთის კომუნისტურ რესპუბლიკას, ომის დამნაშავე პუტინს და ირანის რეჟიმს. მისი პროპაგანდისტული ჯგუფი, ტელეკომპანია “იმედი”, 24/7 ავრცელებს ამერიკის სიძულვილს. სანქციები მოდის”

    წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ზე და ირაკლი რუხაძის ბიზნეს აქტივების შესახებ სქემას აქვეყნებს.

     

    ცნობისთვის, ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას, როგორც აშშ-ის მოქალაქეს, “ვერ დაასანქცირებს”.

  • ზურაბიშვილი თეთრი სახლის კორესპონდენტებსა და საგარეო პოლიტიკის რეპორტიორებს შეხვდა

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თეთრი სახლის კორესპონდენტებს, საგარეო პოლიტიკის რეპორტიორებსა და Christian Monitor Science-ის წევრებს შეხვდა. ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

    “შეხვედრა თეთრი სახლის კორესპონდენტებთან, საგარეო პოლიტიკის რეპორტიორებთან და Christian Monitor Science-ის წევრებთან”, – წერია ინფორმაციაში.

  • “შერატონში” მომხდარ თავდასხმაზე პროკურატურამ ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნო

    სასტუმრო “შერატონში” მომხდარ თავდასხმაზე პროკურატურამ ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიება დაიქვემდებარა – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს.

    “საქართველოს პროკურატურამ დააკმაყოფილა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადება ზვიად ქორიძეზე “შერატონ ბათუმის” სასტუმროში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების თავდასხმის ფაქტზე და ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნო. შსს-ს მიერ საგამოძიებო ქვემდებარობის წესის დარღვევით დაწყებული გამოძიება პროკურატურამ გადაიბარა. ზვიად ქორიძე აპირებს მიმართოს პროკურატურას განცხადებით, რათა მიაწოდონ მას ინფორმაცია საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

    გარდა ამისა, დღეს ზვიად ქორიძემ საჩივრით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და ბათუმის სასტუმრო “შერატონის” ხელმძღვანელობის მიერ ზვიად ქორიძისთვის სასტუმროს ფოიეში განლაგებული ვიდეომონიტორინგის კამერების ჩანაწერების გადაცემის შესახებ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების კანონიერების შესწავლა მოითხოვა”, – წერია განცხადებაში.

    ქორიძემ ფორმულას ეთერში აღნიშნა, რომ შერატონის მხრიდან კადრების მოწოდების პრობლემა კვლავ არის.

    “დღეს აჭარის პროკურატურიდან მაცნობეს, რომ დაზარალებულად ვარ ცნობილი. შესაბამისად ყველა იმ უფლებამოსილებით აღჭურვილი, რაც ასეთ სისხლის სამართლის საქმეში აქვს დაზარალებულს.

    ისევ არის პრობლემა კადრების მოწოდების, რომელსაც შერატონ ბათუმი ფლობს და რამდენადაც ვიცი, არც ბატონ გახარიას მიუღია ეს კადრები და არც მე”, – განაცხადა ქორიძემ.

  • ” თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება” – ჟურნალისტები მზია ამაღლობელს შემშილობის შეწყვეტას სთხოვენ

    მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ.

    “მზია, ჩვენ, შენი მეგობრები და კოლეგები, პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ფასდაუდებელია. გვჯერა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, ერთად გასაკეთებელი, წინ გვაქვს. მე-11 დღეა შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს. ყველანი შენ გვერდით ვართ, შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალამოცემულები, და გთხოვთ, იფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება”, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

    ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, რეჟიმის პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო.

    “ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და პროტესტის ნიშნად ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც შიმშილობა გამოაცხადა”- წერს ავსაჯანიშვილი.

    მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს კიდვ ერთი პატიმარი, რეზო კიკნაძეც.

    ნეტგაზეთის და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი 1 კვირაა შიმშლობს და მხოლოდ წყალს იღებს.

  • რუსეთი EU-სთვის არსებით საფრთხე წარმოადგენს..ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს.. თავდაცვის ხარჯები უნდა გავზარდოთ – კალასი

    “რუსეთი ჩვენი უსაფრთხოებისთვის არსებით საფრთხეს წარმოადგენს დღეს, ხვალ და იქამდე, სანამ ჩვენ განვაგრძობთ თავდაცვაზე იმაზე ნაკლების დახარჯვას, ვიდრე საჭიროა.ამბობენ, რომ “რუსეთის მიმართ ქორი” ვარ. მე კი ვფიქრობ, რომ რუსეთის შესახებ უბრალოდ რეალისტური ვარ.[…] დრო რუსეთის მხარეს არ არის, თუმცა, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ჩვენს მხარესაა. რადგან ჩვენ ჯერჯერობით არ ვაკეთებთ საკმარისს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ეჭვები იმის შესახებ, რომ ომის თავიდან ასაცილებლად მეტის დახარჯვაა საჭირო, თუმცა, ამავდროულად ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ ომისთვის”.

    აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი.

  • ვერ დავტოვებთ ქართველ ხალხს პუტინის ამარა და უნდა გამოვიჩინოთ სითბო და მხარდაჭერა იმ ხალხის მიმართ, ვინც ქუჩაში იბრძვის – ევროპარლამენტარი

    “ყველაფერი ნათელია: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ხალხს, ვინც არჩევნები მოიპარა, ეს გაუვიდეთ. ეს განგაშის ზარია, ბატონებო. დე ფაქტო ხელისუფლებამ, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი აკონტროლებს, მიიღო რეპრესიული კანონები და, გარდა ამისა, აქტივისტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრება ოპოზიციური ხმების ჩახშობას ემსახურება.

    ინციდენტები, რომელთა დროსაც სამიზნე ოპოზიციის ლიდერები გახდნენ, სრულიად მიუღებელია. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველი ხალხის გვერდით და მოვითხოვოთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ისევე როგორც ახალი სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების დანიშვნა. ჩვენ ვერ დავტოვებთ ქართველ ხალხს პუტინის ამარა და უნდა გამოვიჩინოთ სითბო და მხარდაჭერა იმ ხალხის მიმართ, ვინც ქუჩაში იბრძვის”.

    განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანტონიო ლოპეზ ისტურიზმა საქართველოს შესახებ დებატების დროს.

  • როცა თბილისელს შეუსრულდება 100 წელი, მერია ჯილდოდ 10 000 ლარს გადასცემს – კალაძე

    როცა თბილისელს შეუსრულდება 100 წელი, მერია ჯილდოდ 10 000 ლარს გადასცემს – კალაძე

    “როდესაც ადამიანს უსრულდებოდა 100 წელი, დედაქალაქის მერია გადასცემდა ჯილდოს 1 000 ლარის სახით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო 10 000 ლარი იქნება.

    მაგალითად, გასულ წელს 57 ადამიანს ჩაერიცხა თანხა, აქედან 23-ს შეუსრულდა 100 წელი, 34-ს – 101 და მეტი.[…] განცხადებას თან უნდა ერთვოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის გაცემული საინფორმაციო ბარათი. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე უკვე ისარგებლეს აღნიშნული პროგრამით, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ “

    აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.