Category: სლაიდერი

  • სულ რომ შიშში ხარ, ეგ მშვიდობა არ არის, ეგ ომია შენი ხალხის, ქვეყნის, მომავლის წინააღმდეგ! – გიორგი ბახუტაშვილი

    ”რაციონალურადაც რომ შევხედოთ, სულ მართალი ხომ ვერ იქნები? ხომ ადამიანები ვართ, ჩვენი შეცდომები გვაქვს, ჩვენი მინუსები გვაქვს და ჩვენი დემონები გვყავს, სულ მართალი ხომ ვერ იქნები? ეგეთი ადამიანის და ეგეთი სისტემის გვერდით, ყოფნა რომელიც სულ მართალია სახიფათოა აბა რა არის?! […] სულ რომ შიშში ხარ, სულ რომ რაღაცის გეშინია, ამოწმებ, კარი ხომ ჩაკეტილია სულ ბრახუნს რომ ელოდები, ეგ ცხოვრებაა?! რაც მთავარია ეგ ის მშვიდობა არ არის, რომლითაც ყურები გამოგვიტენეთ. ეგ მშვიდობა არ არის, ეგ ომია შენი ხალხის, შენი ქვეყნის და შენი მომავლის წინააღმდეგ!”

     

    განაცხადა მსახიობმა, გიორგი ბახუტაშვილმა, ახალი თეატრის წინ საპროტესტო მანიფესტის დროს.

  • “თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა მოხვდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო…ალბათ თავისუფლებაც ეს არის… მენატრებით “- ანდრო ჭიჭინაძის წერილი

    “სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო, როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი, ცოტა მომიწევს. როცა ვამბობ თქვენ, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად. ნაცნობებს და უცნობებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული პირველ რიგში საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული. ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. ალბათ, ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის – გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში. როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის. მენატრებით. “

    წერს, პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე წერილში.

  • ჟურნალისტი ნიკა კაცია მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა

    ჟურნალისტი ნიკა კაცია მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა და პროკურორის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

    ნიკა კაციას, ექიმი გიორგი ახობაძის მსგავსად ნარკოდანაშაულს ედავებიან.

    2024 წლის 7 დეკემბერს ნიკა კაცია დააკავეს, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

  • “ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი, 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში” – თემურ ქათამაძე

    ბათუმში დაკავებული თემურ ქათამაძე [ჯაფარ ილმაზი] აცხადებს, რომ  მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. ამის შესახებ თემურ ქათამაძე ბათუმელებისთვის გაგზავნილ წერილში წერს.

    „11 იანვარს ბათუმის სამმართველოს წინ მიმდინარე აქციაზე უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა. ამ ცემის შემდეგ ოფიცერი თენგიზ კვირკველია დამემუქრა ასეთი სიტყვებით: „ბოლოს შენც მოხვდი აქ, მედროშე ბაბუ! მე შენ გიცნობ, უწყების პასუხი ჩაგაბარე. შენ ახლა მოგიწევს დეპორტი“.

    მე ვუპასუხე: „აჰა, შენ ის ხარ, ვინც ჩამაბარა ყალბი დოკუმენტი იაგო დავითაძის [ხელვაჩაურის პოლიციის მოქმედი უფროსის] წინააღმდეგ საჩივრის შეწყვეტისთვის?“…

    ჩემი ცემა-ტყეპის დროს უცენზურო შეურაცხყოფა მომაყენეს – „დედა, მამა, ბაბუა, ბებია, აკვანში ჩვილი შვილი, ჯიშ-ჯილაგზე შემაგინა 10-მა პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის მონაწილეობით. ასევე რასისტული სიტყვებით „შენო ძაღლო და თურქო, რა გინდა საქართველოში, გაეთრიე აქედან“.

    მე ვუპასუხე: „თურქს ნუ მეძახით, მე თურქი არ ვარ, მე სულით და გულით ქართველი ვარ-მეთქი“.

    მიპასუხეს – „მაშინ საქართველოში რატომ არ დაიბადე? საქართველოს მოქალაქეობა არ გაქვს?“  ვუპასუხე, რომ 10 წლის განმავლობაში სამჯერ მივმართე [საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად].

    შემდეგ ჩემი თანდასწრებით იგივე კაბინეტში გელა ბასილაძის [ჩემი ცემა, შეურაცხყოფის მხილველი, ის ბრძანებას აძლევდა მოძალადე პოლიციელებს] თენგიზ კვირკველიას და ბექა ღომიძის მეთაურობით… შეადგინეს ყალბი დაკავების ოქმი…“ – ვკითხულობთ წერილში, რომელიც „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძემ ციხიდან გამოუგზავნა.

    ცნობისთვის,თემურ ქათამაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ორჯერ დააკავა. 16 იანვარს ის თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი, ხელმეორედ დააკავეს. 18 იანვარს მას 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.  17 იანვარს მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

  • გთვლით მკვლელად… უგრძნობი გადაწყვეტილებით, არ მომეცით საშუალება მიმეხედა დედისთვის – ახობაძე პროკურორს

    “თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილიანობის რისკი… ის, რაც მე შემოგთავაზეთ აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივად – ვიქნებოდი მე მისამართზე – საბურთალოზე თუ ვიქნებოდი გლდანში, დანარჩენი ყველა თავისუფლება, რომლებიც შეზღუდული იყო… მათ შორის შემოგთავაზეთ, თუკი, რამე კიდევ არის, რაც გამომრჩა-თქო, დაამატეთ და მე იმას შევასრულებ-მეთქი. არცერთი არ გაითვალისწინეთ და არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის…
    თქვენი გადაწყვეტილებით და აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის გამო, გთვლით მკვლელად. იძულებული გავხდით, დედაჩემი გადაგვეყვანა იმდენი კონტაქტის მქონე ადგილას, ჰოსპიტალში.
    თქვენ, თქვენი დაუსაბუთებელი, უსისხლო და უგრძნობი გადაწყვეტილებით არ მომეცით საშუალება, ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა, რაც ჩემს თითოეულ პაციენტს აქვს მიღებული და ამიერიდანაც ექნება. ასეთი შინაგანი რწმენით ვარ ექიმი…
    თქვენ არ მიეცით ქართველ დედას იმის საშუალება, რომ თავისი ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა. მე მინდა გკითხოთ ამხანაგო გობეჯიშვილო, თქვენ დედა ხომ გყავთ და მინდა მიხვიდეთ და კითხოთ დედას, რომ ასეთ კაცს, რაც მე აქამდე ვილაპარაკე – როგორ შეაფასებდა ამ კაცს, როგორც პიროვნებას?

    ამ სიტყვებით მიმართა პროკურორს ექიმმა გიორგი ახობაძემ, რომელსაც დედა სწორედ მისი პატიმრობის დროს გარდაეცვალა

  • “შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ – ქურდოვანიძე მზია ამაღლობელის წერილს ავრცელებს

    “დღეს ვნახე მზია ამაღლობელი. აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ” – წერს ამის შესახებ სოციალურ ქსელში საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

    “როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის უსამართლობის გამო.
    ,,დემოკრატია არ არის საჩუქარი, ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ – ესაა მზია ამაღლობელის სათქმელი.” წერს ქურდოვანიძე.

  • ვინ ეკითხება ბიზნესმენს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას? – კობახიძე

    ვინ ეკითხება ბიზნესმენს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას? – კობახიძე

    [კრიზისს ელის] ნაწილი, რომელსაც აქვს პოლიტიკური მიკერძოება. ვინ ეკითხება ბიზნესმენს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას? ასეთი ადამიანები, ვისაც აქვს პოლიტიკური მიკერძოება, მუდმივად საუბრობენ კრიზისზე, რომელიც არასდროს დადგა მადლობა ღმერთს, ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში.

    თქვა ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

  • გამყიდველობის კიდევ ერთი დონე –  „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო უცხო სახელმწიფო იყოს – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე

    გამყიდველობის კიდევ ერთი დონე – „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო უცხო სახელმწიფო იყოს – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე

    „ეს არის გამყიდველობის კიდევ ერთი დონე. საქართველოს ექს-პრეზიდენტი „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო იყოს უცხო სახელმწიფო, პაიკი შორეულ თამაშში: „თუ ამერიკას სურს იყოს პირველი, იყოს ძლიერი, არ შეიძლება 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყანამ დაამციროს. დამამცირებლად მოიხსენიებს საქართველოს მოქალაქეებს“

    ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს, რომ თუ ამერიკას სურს იყოს პირველი, ძლიერი, არ შეიძლება 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყანამ დაამციროს.

  • სანამ საქართველოში არ შეწყდება დემოკრატიის უკუსვლა, პროგრამების აღდგენას არ ვგეგმავთ – გარეთ უორდი

    იცით, რომ სანქციებს წინასწარ არ ვაანონსებთ, თქვენ ახსენეთ განცხადება, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში გაკეთდა, მე კი მთავრობის წარმომადგენელი ვარ.

    გასულ დეკემბერს ჩვენ რამდენიმე მაღალჩინოსანს დავუწესეთ სანქციები და გამოვხატეთ ჩვენი წუხილი პროტესტის დროს გამოვლენილ სისასტიკეზე და ადამიანთა უფლებების დარღვევებზე. ჩემი მესიჯია, რომ პროტესტის უფლება უნდა იყოს დაცული.

    ჩვენმა საგარეო მდივანმა მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ ვაჩერებთ პროგრამებს საქართველოს მთავრობასთან, აქვე ითქვა, რომ ჩვენ ვაჩერებთ თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობას და კონტაქტებს პოლიტიკურ დონეზე, იქამდე სანამ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ დასრულდება – ესაა ჩვენი პოზიცია და ასეც შენარჩუნდება.

    იქამდე სანამ არ შეწყდება დემოკრატიული უკუსვლა, არ ვგეგმავთ პროგრამების აღდგენას საქართველოში.

    ამბობს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი TV პირველთან ინტერვიუში.

  • სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანი 5 000 ლარით დააჯარიმა

    სასამართლომ, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

    ჟორჟოლიანს საპროტესტო აქციაზე გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდნენ.