Category: სლაიდერი

  • სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 500 ლარით დააჯარიმა

    სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 500 ლარი დააჯარიმა. მას   აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან, თავად კი ამბობს, რომ იმ დროს აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

    “ეს იყო 27 დეკემბერს, საღამოს 8 საათსა და 17 წუთზე მედავებიან, როდესაც რეალურად სამწუხაროდ იმ დროს არ ვიყავი. სანაპიროზე მაკდონალდსში [ვიყავი]… კადრში ვარ, მაგრამ ის კადრი რომელი რიცხვისაა, ვერ გეტყვით”, – ამბობს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

  • არ ვაპირებ ჯარიმის გადახდას! ქვითრები, რომელსაც წერენ დასანქცირებული მოსამართლეები, შეუძლიათ თავისთვის რელიკვიად შეინახონ – უგულავა

    „ამ დავის იურიდიული თუ არსებითი ნაწილის განხილვას არ ვაპირებ, რადგან ეს აბსურდია. ცალსახაა ერთი რამე, ხელისუფლებას ფიზიკურ ტერორთან ერთად ფინანსური ტერორი აქვს დაწყებული. ეს საქმეები ფინანსური ტერორია ადამიანების წინააღმდეგ. ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს ადამიანებს, თითო სოფელს, 5 მილიონს პირდებოდა, 5000-ლარიანი ჯარიმით ასაჩუქრებს საკუთარ მოქალაქეებს. დაახლოებით, 3 მილიონი ლარის ამოღება უნდათ საკუთარი მოქალაქეების ჯიბიდან. მე არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი, ვერავის მოვუწოდებ ასე იმოქმედონ, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ადამიანების დაშინებას ისახავს მიზნად. ის ქვითრები, რომელსაც წერენ დასანქცირებული მოსამართლეები, შეუძლიათ თავისთვის რელიკვიად შეინახონ”

    აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა.

  • მზია ამაღლობელს დღეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება – ნონა ქურდოვანიძე

    “მზია ამაღლობელს დღეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება” – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელი სრულ შიმშილობას აგრძელებს და მას დღეს ვივამედში დამატებითი კვლევები ჩაუტარდება.

    “მზია ამაღლობელი აგრძელებს სრულ შიმშილობას და აქ რჩება დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, თუმცა მისი პოზიცია ასევე არის უცვლელი, რომ ის მოითხოვს, დააბრუნონ უკან ციხეში. თუ ჩატარდა ყველა გამოკვლევა, მისი პოზიციაა, რომ ის აქ აღარ უნდა დატოვონ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სამედიცინო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით და აქ არაა მხოლოდ მისი სურვილი აქ გადამწყვეტია სამედიცინო ჩვენება როგორი იქნება. როგორც მას აქვს ინფორმაცია, იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება და ამის შემდეგ გადაწყდება, როგორი იქნება გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. როგორც მას უთხრეს ექიმებმა, დღეს ჩაუტარდება დამატებითი კვლევები და გადაწყვეტენ, მას აქ დატოვებენ თუ იქნება ისეთი მდგომარეობა, რომ შესაძლებელი იქნება უკან დაბრუნება”- თქვა ქურდოვანიძემ.

  • ”500 მმ-იანი მილი აღდგენილია, გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო -“თბილისი ენერჯი”

    დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია. ინფორმაციას თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

    “გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. ამისთვის თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან.
    შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000 -მდე აბონენტს შეუწყდა.

    ქსელში გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო.
    ეს პროცესი დროს და სიფრთხილეს მოითხოვს, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით იყოთ – შეამოწმეთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში.

    გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას სმს-ით მიიღებთ.
    თბილისი ენერჯი კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო.
    გაზმომარაგების აღდგენა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება 11 თებერვალს დღის ბოლომდე.” ნათქვამია ინფორმაციაში.

  • მეც ვყოფილვარ ”ოცნების” რეჟიმის კაცი წარმომადგენლებისგან ძალადობის მსხვერპლი – ბოკუჩავა

     დიქტატურაში არცერთი ადამიანი არ არის დაცული, ადამიანის უფლებების დაცვა ზოგადად ნიველირებულია და ამას ვხედავთ დღეს ჩვენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგებიან მოწყვლადი ჯგუფები.

    ჩვენ არაერთხელ გვიხილავს ივანიშვილის რეჟიმის დამოკიდებულება ზოგადად ქალების მიმართ. ქალი აქტივისტები იქნებიან ეს, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებზეც პირადად თავდასხმებს ახორციელებდა, ქალი ჟურნალისტები, რომლებზეც თავზეხელაღებით, დამიზნებით, მიზანმიმართული სისასტიკით უსწორდებოდნენ მათ შორის, TV პირველის ჟურნალისტებს სწორედ ივანიშვილის სახელით და ხელით მის მიერ დაქირავებული მოძალადე დაჯგუფებები და ე.წ. ტიტუშკები და სინამდვილეში კრიმინალები და დამნაშავეები.

    ასევე ქალი პოლიტიკოსები, მე ძალიან არ მიყვარს ხოლმე საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ მეც არაერთხელ გავმხდარვარ მსხვერპლი ძალადობის ივანიშვილის რეჟიმის კაცი წარმომადგენლების მხრიდან. არამხოლოდ სექსუალური შევიწროების და თავდასხმის და ვერბალური შეურაცხყოფის, რაც ასევე ძალიან ხშირად გვიხილავს.

    მე პირველი დღეც კი მახსენდება ჩემი პარლამენტის სხდომათა დარბაზში 2012 წელს, როდესაც 29 წლის ვიყავი და სწორედ გენდერული ნიშნით გამომარჩია იმდროინდელმა რუსული ოცნების დეპუტატმა და მას მერე ყოფილა უამრავი ამგვარი შემთხვევა, ფიზიკურ ძალადობასაც კი არ მორიდებიან. მათ შორის, სამარცხვინო, დეფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი პაპუაშვილი, რომელიც მაშინ რიგითი დეპუტატი იყო და ჩემს მიმართ ძალადობის შემდეგ დააწინაურა ივანიშვილმა.

    ქვეყანაში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა არის სერიოზული პრობლემა, სადაც ფემიციდი არის სერიოზული და სამწუხაროდ მზარდი პრობლემა და ნაცვლად იმისა, რომ დღეს პოლიცია გადიოდეს კვალიფიკაციას, ტრენინგებს, იმისთვის, რომ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ზომები გამოიყენებოდეს, იქნება ეს ჩხრეკისა თუ სხვა, კანონიერი მოთხოვნისა, პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ ისევე, როგორც ყველა სხვა მიმართულებით ადამიანთა უფლებების სფეროში, ამ მიმართულებითაც უკან და უკან მივდივართ და კიდევ უფრო დაუცველი ხდება თითოეული ქალი, საქართველოს მოქალაქე რეჟიმის პირისპირ.

    განაცხადა  ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.

  • “მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ, უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ” – კაია კალასი და მარტა კოსი

    “მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ, უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ” – ამის შესახებ ვკითხულობთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი  / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსის  ერთობლივ განცხადებაში.

    “გავხდით მოწმენი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს უფრო მეტად შორდება.

    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული მიღება საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს. ეს ცვლილებები არსებითად გამოუთხრის ძირს გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების უფლებებს, ისევე როგორც მედიის თავისუფლებას.

    ეს მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარების სერიოზულ რეგრესს ასახავს და არ ამართლებს არანაირ მოლოდინს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ.

    მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE / ODIHR) დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად.

    საქართველოს ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის ჩასახშობად დაშინების ტაქტიკასა და ძალადობას მიმართა. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავიანთი ფუნდამენტური უფლებების განხორციელების გამო დევნის სამიზნე გახდნენ. დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც აზრს თავისუფლად გამოხატავს. ამჟამად მოშიმშილე მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.

    მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ნდობისა და დიალოგის აღსადგენად არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს. ბოლო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის რეკომენდაციები სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას.” – ნათქვამია გავრცელებულ  განცხადებაში. 

  • ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა

    “ოცნების” მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა,  მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნათია თურნავა დანიშნა.

    ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას  წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.

    საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა დანიშნა.

    ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.

    ნათია თურნავა  2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე  სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.

    ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა, დიდი ბრიტანეთის ქამბრიის უნივერსიტეტში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. გავლილი აქვს სწავლება ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI) და სხვა ინსტიტუტებში. იყო  თბილისის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი.

    წლების განმავლობაში ნათია თურნავას მაღალი თანამდებობები ეკავა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მანამდე კი მინისტრის პირველი მოადგილე. ის ასევე გახლდათ სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

    აღსანიშნავია, რომ სებ-ის ისტორიაში ნათია თურნავა გახდა პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.” ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

    ნათია თურნავა  2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე  სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.

  • მუდმივად ითხოვს უკან დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში..მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს – მზია ამაღლობელის ადვოკატი

    “ეს ადამიანი წევს. მისი სიცოცხლე რომ შენარჩუნებული იქნას, ამ ტიპის გადასხმები მიმდინარეობს. მისი პოზიცია არის, სამწუხაროდ, და ეს დღეები მუდმივად ითხოვს უკან დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

    მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს. მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე იყოს თავად. პროცესი დანიშნულია 4 მარტს. არ ვიცი, რამდენად ეს შესაძლებელი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ის ამბობს, რომ სანამ ამ კლინიკაში კვლევები უტარდებოდა და ეს აუცილებელი და სავალდებულო გადასხმები, ვთქვათ, ეს გააძლებინებს კიდევ რაღაც პერიოდი მის ორგანიზმს იმისთვის, რომ პროცესისთვის შეძლოს ფეხზე დგომა”,

    აცხადებს მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი.

  • მოითხოვეს ჩემი სამსახურიდან გაშვება ან დარჩენა, გაჩუმების სანაცვლოდ; არ გავჩუმდი და გამიშვეს ჩოგბურთის ფედერაციიდან – ნინო დვალი

    “ეს მახინჯი  რეჟიმი მომწვდა და მოკლედ დავწერ,  რა ულტიმატუმის წინაშე დამაყენეს.
    თუ სამსახურის შენარჩუნება მინდა,  უნდა გავჩუმდე და ხმა არ ამოვიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში,  პრობლემებს შეუქმნიან ორგანიზაციას, სადაც ვმუშაობ. ანუ, მოითხოვეს ჩემი სამსახურიდან გაშვება  ან  დარჩენა , გაჩუმების სანაცვლოდ.
    ხოდა, მე არ გავჩუმდი და  გამიშვეს
    ჩოგბურთის ფედერაციაში, სადაც 13 წელია ვმუშაობ, მუშაობენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები, ხელმძღვანელიდან დაწყებული, დარაჯით დამთავრებული.
    რადგან ქართული ოცნება და სპორტის სამინისტრო ასე აკვირდება
    რიგითი მოქალაქეების ფეისბუქ პოსტებს და მათ გადადგილებას, ამ დაკვირვების შედეგად  უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ სამსახურის დაკარგვის შიში უსამართლობაზე თვალს არ დამახუჭინებს და ჩირგვში არ დამსვამს,    მაგრამ იმასაც უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ჩემთვის ძვირფას თანამშრომლებს  პრობლემებს არ შევუქმნიდი. ჩემი ცხვირის და ჯიბის მიღმაც ვიყურები და მიღმა დაუჯერებელ უსამართლობას და ბოროტებას ვხედავ. წარმომიდგენია, ჩემსავით  რამდენს მიადგნენ ასე, ულტიმატუმებით, დაშინებით.
    სოლიდარობა ყველას, ვინც შეძლებს და შეეწინააღმდეგება ამ რეჟიმს  და მათაც, ვისაც სურვილი დიდი, მაგრამ ძალა არ აღმოაჩნდება . ეს რეჟიმი ქვეყანას სწრაფი ტემპით მიაქანებს ჯოჯოხეთისკენ და ახლა საქართველოს ისტორიაში   ერთ-ერთი   საშიში პერიოდია, რომელიც ძალიან ჰგავს 1937 წელს.
    ამ რეჟიმს ჩემი მტერი შეეგუა .
    ამ რეჟიმს ჩემი მტერი გაურიგდა.
    ოლიგარქიულ ცეცხლში დაიწვება ყველა, ვინც ქვეყანას ვნებს.
    დამხობა რეჟიმს, თავისუფლება ტყვეებს, ცეცხლი ოლიგარქიას! “

    წერს ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ნინო დვალი. 

  • ჩემი პასუხია “შეტევაზე -შეტევით” – რეჟიმის პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ისევ შიმშილობა დაიწყო

    რეჟიმის პატირმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შიმშილობა დაიწყო – ის უკვე მე-4 დღეა შიმშილობს.  ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი რეჟიმის პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილს აქვეყნებს.

    “ჩემს ერთგულ თანამებრძოლებს:

    მე ნიკოლოზ ჯავახიშვილი სრულ დაუმორჩილებლობას ვაცხადებ არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. ვგმობ ძალადობას სტუდენტებზე, ჟურნალისტებზე, ქალებზე და ქართველ ხალხზე.

    ვშიმშილობდი არაადამიანურ პირობებში (ჯანმრთელობის მდგომარეობა დამიმძიმდა მომიწია ისევ დაბრუნება) საბოლოოდ მოვედი სრულ მზადყოფნაში და ისევ დავიწყე შიმშილობა ყველა მოშიმშილეს და რეჟიმის ტყვეს ვუცხადებ სოლიდარობას.

    განა რამდენს დაგვიჭერენ?!

    არ ვიცი რამდენად შევძლებ დაუმორჩილებლობას აქედან მაგრამ ვეცდები შიმშილობით მაინც!

    მადლობას გიხდით ყველას თქვენი გულშემატკივრობისთვის და სამშობლოს ერთგულებისთვის ჯანმრთელობას გისურვებთ მოშიმშილეებს.

    ჩემი პასუხია “შეტევაზე – შეტევით”.

    არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. დავეხმაროთ ერთმანეთს და ბოლოს ვიცი, ჩვენ, ქართველი ხალხი გავიმარჯვებთ,

    ჩამოინგრევა ეს რეჟიმი, ჩვენც გამოვალთ და სამართალი იზეიმებს.

    მინდა თხოვნით მოგიწოდოთ, სრული დაუმორჩილებლობისკენ და არდანებებისკენ, გავიმარჯვებთ სახელოვნად,” – წერია წერილში.

    ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შიმშილობა მეორედ დაიწყო მანამდე მან შიმშილობა 5 დღით შეძლო, 16 კილო დაიკლო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყვიტა.