Category: სლაიდერი

  • კანადა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 5 მილიარდ დოლარს გადასცემს – ტრუდო

    „ეს არ არის ის კონფლიქტი, რომელიც უკრაინას სურდა ან მისი პროვოცირება მოახდინა. ეს ომი დაიწყო ერთი მიზეზის გამო – რუსეთის სურვილის გამო – წაშალოს უკრაინის ისტორია და გააფართოოს თავისი იმპერიის ტერიტორია. რუსეთის ფედერაციის ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი თავდასხმა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ მიიღოს ხანგრძლივი მშვიდობა, რისი მიღწევაც შეუძლებელია, თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინელები არ ისხდებიან.[…] ჩვენ ასევე გადავცემთ უკრაინის დახმარების პირველ ტრანშს 5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომელიც დაფინანსდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით“,

    ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კიევში მიმდინარე ღონისძიებაზე „დაუჭირე მხარი უკრაინას“ განაცხადა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები როგორც პირადად, ასევე ონლაინ რეჟიმში ესწრებიან.

  • “სრულ სიგიჟეს მედავებიან. აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას” – სანდრო ცნობილაძე

    “ყველას მოგესალმებით. ანერვიულეს 81 წლის დედა. წაიღეს ჩემი ლეპტოპი და ტელეფონი. სრულ სიგიჟეს მედავებიან. აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. მიყვარხართ ყველა”

    სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძე მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს.

  • ქართველებს განსხვავებული მომავალი უნდათ, იმისგან, რაშიცაა ჩართული ხელისუფლება – ვალტონენი

    დღეს ჩვენ გვექნება საუბარი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს სურს სხვა მომავალი, რაც განსხვავდება იმისგან, თუ რაშია ჩართული მათი ხელისუფლება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ შექმნილი სიტუაციით. ეუთო ოდირის დასკვნამ მისცა ძალიან კარგი ინიციატივა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ მოითხოვონ ახალი არჩევნები.

     

    თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენიმ ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ.

  • უკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები “ყველა ყველაზე” ფორმატში – ზელენსკი

    „ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომლებიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ, რადგან არ არსებობს ნდობა რუსეთის მიმართ. ჩვენ გვჭირდება სიტუაციები, რომლებიც მიუთითებს ომის დასრულებაზე. რეალური მდგომარეობა. ახლა ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება. ათასობით, ზუსტად ათასობით ადამიანი, რომლებიც რუსეთში არიან დაკავებული და ზოგიერთი მათგანი არა 2022 წლიდან, არამედ ბევრად უფრო ადრე, 2014 წლიდან. რუსეთმა უნდა გაუშვას უკრაინელები. უკრაინა მზადაა გაცვალოს ყველა ყველაზე და ეს არის სამართლიანი ვარიანტი“,

    განაცხადა ამის შესახებ, კიევში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • მაქსიმუმ, ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და კვარაცხელიას გოლები..ყოველდღე მივალ აქციაზე – სანდრო ცნობილაძე

    წაღებულია დისკები, ლეპტოპები, ტელეფონი – მაქსიმუმი არის ჩემგან ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები, – ამის შესახებ სპორტულმა კომენტატორმა, სანდრო ცნობილაძემ მედიასთან მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

    „დილას რამდენიმე ადამიანი მოვიდა. ერთი რამ ფაქტია, საერთოდ რაიმე რომ ჰქონოდათ ჩემ წინააღმდეგ, ახლა მე აქ არ ვიდგებოდი, დამაკავებდნენ. შემოვიდნენ დილას, 11:00 საათი იყო. მეძინა, გაღვიძებულიც არ ვიყავი. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. შესაბამისად, ასე შემოსვლის ფორმა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ამოიღეს ლეპტოპები, დისკები… სასაცილოა, დისკი იყო 9 აპრილის ფილმი გაციფრულებული, 90-იანი წლების რაღაცები, რაც დედაჩემს ჰქონდა და მერე არის გაციფრულებული. ეს დისკებია წაღებული. წაღებულია ლეპტოპები. იქ საფეხბურთო ამბებია იმ დისკებზე. მთელი ცხოვრებაა ტელევიზიაში ვარ, ფეხბურთს ვემსახურები და საფეხბურთო კომენტატორი ვარ. შესაბამისად, ესენია წაღებულია. ჩემი ტელეფონი აქვთ ამოღებული. იყო იქ ჩემი შვილის მისამართით, რომ ტელეფონს წაგართმევ და ა.შ. მოკლედ, დილით დამაწიოკეს. [ქალის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე] არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის ჩემთვის სასაცილო ამბავი. მაქსიმუმი არის ჩემგან ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები. დანარჩენი, ჩემი დაკვირვებითა და შეხედულებით, არის უბრალოდ ჩვეულებრივი შანტაჟის მეთოდი. ყველამ კარგად იცის, ყველა შემთხვევაში, ყოველდღე ვიდგები აქციებზე, ყოველდღე მივალ, გავაპროტესტებ. სრულიად გასაგებია, რა უშლით ნერვებს“, – განაცხადა სანდრო ცნობილაძემ.

  • მურმანსკის პორტში გემზე ამოვიდა ФСБ… 6 საათი მკითხავდნენ რუსეთი ოკუპანტია თუ არა..”-ქართველი მეზღვაური

    “მურმანსკის პორტში გემზე ამოვიდა ФСБ… 6 საათი მკითხავდნენ რუსეთი ოკუპანტია თუ არა..”- ქართველი მეზღვაური  გიორგი ნაგერვაძე  სოციალურ ქსელში წერს, რომ მურმანსკის პორტში ყოფნისას, გემზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ФСБ] თანამშრომლები ავიდნენ, რომლებმაც ის იძულებით დაკითხეს და 6 საათის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას.

    ქართველი მეზღვაურის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

    “მოგესალმებით ყველას, ეს პოსტი ეხება ყველა საქართველოს მოქალაქეს და მითუმეტეს მეზღვაურებს. მურმანსკის პორტში ვიყავით რუსეთში. ამოვიდა გემზე ფეესბე, ქართველები ერთად შეგვკრიბეს,შემდეგ ყველა თავის კაიუტაში წაგვიყვანეს. 1 საათი დამკითხეს, ტელეფონი გამომართვა შეამოწმა ყველაფერი, რაღაც სპეციალური კოდი აქვთ და იმ კოდით ძვრებიან ყველგან. მინახეს 2022 წელს ნაყურები რუსეთი უკრაინის ომის ვიდეოები, აქციის ვიდეოები, რუსკი კარაბლ იდი ნა ხუი და ეგეთები. აქციის სურათები და ასე შემდეგ. მე საერთოდ არ მახსოვდა 2022 წელს რას ვუყურე და რა დავალაიკე.რო გამხსენებოდა კი წავშლიდი მაგრამ არ გამახსენდა. შემდეგ წამიყვანეს ფეესბეს შენობაში, ჩამკეტეს ოთახში, დამაყენეს გამხადეს წელს ზემოთ, სურათები მიღეს, თითის ანაბეჭდები ამიღეს, შემდეგ ისევ ჩამკეტეს და 1 საათში ისევ მოვიდნენ კამერით და დამიწყეს დაკითხვა. 6 საათის განმავლობაში მკითხავდნენ თან იწერდნენ. ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე. კითხვები იყო ასეთი : რუსეთი უკრაინის ომში რუსეთს ვუჭერ მხარს თუ უკრაინას, მყავს თუ არა უკრაინაში ნათესავები , ბოლოს როდის გადავრიცხე ფული უკრაინის დახმარების ფონდში, პუტინი მიყვარს თუ არა, ზელენსკის ვუჭერ მხარს თუ არა, ვისი ბრალია უკრაინა რუსეთის ომი, 2008 წელს საქართველო რუსეთი ომის დროს მინდოდა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოში ყოფნის დროს აქციაზე ხშირად ვიძახი პუტინ ხუილოს თუ არა, დამიწვავს თუ არა რუსეთის დროშა აქციაზე ყოფნის დროს,აქციაზე რო დავდივარ ფულს რამდენს ვიღებ, რატო არ მაქვს რუსეთის მხარდამჭერი ვიდეოები, დედაჩემი ვინაა, ჩემი ცოლი ვინაა, ვეწევი თუ არა მარიხუანას ან ჩემი ცოლი ეწევა თუ არა. აფხაზეთი საქართველოა თუ არა, რუსეთი ოკუპანტია თუ არა. ძალიან დიდ ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე. ფსიქოლოგიაზე მირტყამდნენ რო რამე მეთქვა ავყოლოდი საბაბი მიმეცა რო გაველახე. იწეოდნენ ჩემსკენ ნაგლურად დამცინავად მელაპარაკებოდნენ. აქ ბევრი ქართველები გვყავდა და ზოგ ზოგიერთებს ფეხები დავატეხეთო მეუბნებოდნენ. შენც ჭკუით იყავი თუ გინდა აქედან გახვიდეო. ვცდილობდი არ ავყოლოდი რადგან ვერავინ ვერ მიშველიდა. მინდოდა რო იქედან გამოვსულიყავი თავი დამეღწია. შემდეგ წამიყვანეს სხვა ოთახში ხელი მომაწერინეს რაღაცეებზე, ისეთი რაღაცეები დაწერეს რაც არ მიქნია. შენ 32 წლის ხარო და ეხლა 50 წლიანს მოგცემთ და 50 წელში 82 კი იქნებიო, ლამის გული გამიჩერდა მეთქი 50 წელი ციხეში მიშვებენ თქო. შემდეგ კი მეუბნება უფროსი: მაგრად გაგიმართლა რო აქედან გიშვებთო და 50 წლიან დეპორტს გაძლევთო. მოკლედ 50 წლიანი დეპორტი მომცეს და დამაბრუნეს გემზე. მაგრად მაწვალეს. ვფიქრობდი გემზე აღარ დამაბრუნებენ მეთქი. მე რაც იქ ვიწვალე სხვამ არ მინდა იგივე გაიაროს იმიტო რო შეიძლება ვერ გაუძლოს და ცუდ მდგომარეობაში ჩავარდეს. ჩვენ სანამ შევიდოდით პორტში მანამდე 4 ქართველი წაუყვანიათ ისე უცემიათ რო საავადმყოფოში წაუყვანიათ. ასე რომ კიდევ კარგად გავუძელი წნეხს. ეხლა კარგად ვარ, გამოვედით რუსეთიდან, დიდება საქართველოს აფხაზეთი და ოსეთი საქართველოა.” – წერს გიორგი ნაგერვაძე.

  • დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობს – კაია კალასი

    დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობს – კაია კალასი

    “ვისაუბრებთ საქართველოზეც, მოვლენების განვითარება საკმაოდ შემაშფოთებელია. ვმსჯელობთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჯერჯერობით, ვერ მოვახერხეთ ორი ევროპული ქვეყნის დარწმუნება, რომ ასევე დაეთანხმონ ამას, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობას”

    თქვა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

    სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრეცლდება.

    „სანდრო ცნობილაძესთან მივარდნენ სახლში, ჩხრეკაზე. კომენტატორებზე გადმოვიდა უკვე რეჟიმი“ – წერს ტატო ბაციკაძე სოციალურ ქსელში

  • აქციების მონაწილე პედაგოგი ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს

    აქციების მონაწილე პედაგოგი, სოფო როინიშვილი ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს

    “სამსახურიდან გამათავისუფლეს!
    ცეცხლი ოლიგარქიას!
    დამხობა რეჟიმს!”- წერს როინიშვილი სოციალურ ქსელში.

    “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, პედაგოგი პროევროპული აქციების უწყვეტი მონაწილეა, რის გამოც ის ვარაუდობდა, რომ სამსახურში პრობლემები შეექმნებოდა.

  • უკრაინამ დაიცვა მოლდოვა ომის საშინელებისგან – მაია სანდუ

    ომის სამი წელი, მსხვერპლის სამი წელი, გამბედაობის სამი წელი. უკრაინამ დაიცვა მოლდოვა ომის საშინელებისგან. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ, ჩვენი გული და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხთანაა. დიდება უკრაინას!

    წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ X-ზე. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წელი გავიდა.