Category: სლაიდერი

  • წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს

    წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს

    პროკურატურა “ძლიერი საქართველოს” კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს გამოკითხვაზე იბარებს. ინფორმაციას ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ გამოკითხვა ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუძვლო გამოძიებას უკავშირდება. ჯაფარიძე პროკურატურაში მისვლაზე უარს ამბობს და მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვას ითხოვს.

    “თბილისის პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი მარტა ყიყინაშვილი. მოწმის სახით სურთ ჩემთან გასაუბრება.  პირველ რიგში, მათ მიერ გამოგზავნილ წერილში არ არის მითითებული, თუ რომელი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სურთ ჩემი მოწმის სახით გამოკითხვა.  ეს ყველაფერი მხოლოდ  ჩემი ადვოკატის განხორციელებული სატელეფონო ზარის შედეგად დაზუსტდა.  რა თქმა უნდა, აღნიშნული გამოკითხვა უკავშირდება ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუძვლო გამოძიებას. შესაბამისად ვსარგებლობ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლით მონიჭებული უფლებით და მზად ვარ  ადვოკატთან ერთად ჩვენების მისაცემად, პროკურატურის ნაცვლად  გამოვცხადდე მაგისტრატ მოსამართლესთან.” წერს ჯაფარიძე

  • 2018-ში აღმოვაჩინეთ შეუსაბამობა ყვარლის ბაგის რძეში და ფერმას დავუბრუნეთ – სანტე

    2018-ში სწორედ ჩვენ აღმოვაჩინეთ შეუსაბამობა ყვარლის ბაგის რძეში და ფერმას დავუბრუნეთ –  ასე ეხმაურება, კომპანია სანტე რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიება.  კომპანია აცხადებს, რომ  ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რძე უბრუნდება მწარმოებელ ფერმას და არ გიყენებენ.

    “სანტე 1997 წლიდან დღემდე უმსხვილესი რძის გადამამუშავებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც წლის განმავლობაში 20 მილიონ ლიტრამდე რძეს იბარებს და ამუშავებს. თანამშრომლობს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე მსხვილ ფერმებთან, და გარდა ამისა, ფლობს რძის ჩაბარების პუნქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

    სანტეს დანერგილი აქვს რძის ხარისხის კონტროლის უმკაცრესი სტანდარტები. მათ შორის არის: რძეში ანტიბიოტიკის შემოწმება, ცხიმისა და ცილის იდენტიფიცირება, რძის მიკრობიოლოგიური ანალიზი.

    ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რძე უბრუნდება ფერმას და არ გამოიყენება წარმოების პროცესში. 2018 წელს სწორედ სანტემ აღმოაჩინა შეუსაბამობა ყვარლის ბაგის რძეში, კერძოდ, ანტიბიოტიკები, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებითაც დასტურდება და ამ მიზეზით უარი განაცხადა რძის მიღებასა და წარმოებაში მის გამოყენებაზე.

    საწარმოში დანერგილი ხარისხის კონტროლის ევროპული და უმკაცრესი  შიდა სტანდარტები, ასევე ISO, HACCP,  არის გარანტია იმისა, რომ რძე, რომელიც შეუსაბამოა ხარისხის სტანდარტებთან, არ გამოიყენება წარმოებაში.

    სანტე არის კომპანია, რომელიც ყოველთვის აწარმოებს უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო რძის პროდუქტებს მთელი საქართველოსთვის” – ნათქვამია განცხადებაში.

    საქონლის ფერმა ქათმის სკინტლს ძროხების საჭმელში ურევდა – “სანტე”, “სოფლის ნობათი”, “აგროჰაბი” „ყვარლის ბაგისგან“ რძეს ყიდულობს

  • საქონლის ფერმა ქათმის სკინტლს ძროხების საჭმელში ურევდა – “სანტე”, “სოფლის ნობათი”, “აგროჰაბი” „ყვარლის ბაგისგან“ რძეს ყიდულობს

    “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ლაშა პაპაშვილის  საქონლის ფერმა  „ყვარლის ბაგა“ ქათმის სკინტლს ძროხების საჭმელში ურევდა, აღნიშნული ფერმისგან რძეს კი ყიდულობს “სანტე”, “სოფლის ნობათი”, “აგროჰაბი” და “ყვარლის ბაგის” შვილობილი “რძის ლაბორატორია”.

    ლაშა პაპაშვილის ნედლი რძის მწარმოებელი კომპანია ქათმის ნაკელს “ჩირინას” ხელმძღვანელის” რევაზ ვაშაკიძის მეფრინველეობის ქარხნიდან ყიდულობდა, თუმცა მოგვიანებით სასამართლოში უჩივლა და ამტკიცებდა, რომ ნაკელი ისეთ ნივთიერებებს შეიცავდა, რომელმაც რძე გაუფუჭა, საქონელი კი დაუხოცა.  პაპაშვილის კომპანია „ყვარლის ბაგა“ ძროხებს 1 წლის განმავლობაში აჭმევდა „ბიუ ბიუსგან“ ნაყიდ ქათმის სკინტლს, შემდეგ კი სასამართლოში უჩივლა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის 4,7 მილიონი ლარი მოითხოვა.

    მოსამართლე, რომელმაც “ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ლიანა კაჟაშვილია.

    შეიძლება ფერმერი პირუტყვს სკინტლს აჭმევდეს?

    საქართველოს მთავრობის დადგენილება ნაკელის საკვებად გამოყენების აკრძალვის შესახებ 2023 წელს ამოქმედდა, ევროკავშირში კი დაახლოებით 20 წლის წინ.შესაბამისი ევროდირექტივის მიღების მიზეზი ცხოველური საკვებიდან, მათ შორის ქათმის ნაკელიდან, საქონლის და შემდეგ ადამიანების დაავადება და სიკვდილი გახდა.

    FAO-ს ექსპერტი, ვეტერინარი მიხეილ სოხაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ევროპაში ნაკელის საქონლის საკვებად გამოყენების აკრძალვა დაკავშირებულია ბრიტანეთში დაავადების გავრცელებასთან, რასაც 90-იან წლებში ადამიანების გარდაცვალება მოჰყვა.

    • “პირველი პრობლემა იყო ღრუბლოვანი ენცეფალოპათია 1992-93 წლებში ინგლისში, სადაც 100 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა იყო და 5 მილიონამდე პირუტყვი დახოცეს მაშინ. ეს გადამდებია ადამიანზე და სადღაც 200-მდე ადამიანის გარდაცვალების ფაქტია დადასტურებული. ეს იყო ნიშანი, რომ საკვებად ცხოველური ნარჩენის, მათ შორის ნაკელის გამოყენებისთვის უნდა გადაეხედათ.შემდეგი დიდი პრობლემა არის ის, რომ ექსკრემენტები, როგორც წესი, დაბინძურებულია, მათ შორის შეიძლება იყოს სხვადასხვა ბაქტერიები, სოკოები, განსაკუთრებით ისეთი საშიში ბაქტერია, როგორიც არის სალმონელა.ბაქტერიები, ანტიბიოტიკები, ღრუბლოვანი ენცეფალოპათია შეიძლება ცხოველის რძიდან ან ხორციდან გადავიდეს ადამიანზე.აქედან გამომდინარე მიიღო ევროკავშირმა 2002 წელს შესაბამისი დირექტივა, საქართველოში კი 2023 წელს შევიდა ძალაში მთავრობის შესაბამისი დადგენილება და აიკრძალა ნაკელის გამოყენება ძროხის საკვებად.”, – უთხრა მიხეილ სოხაძემ რადიო თავისუფლებას

    სპეციალისტებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ განსაკუთრებით საშიშია ნამჯაში არეული ნაკელით ძროხების კვება.

    “ჩირინას” ნაკელი ნამჯაში იყო არეული, რადგანაც ქათმის ფერმაში სითბოსთვის იატაკზე ნამჯას ყრიდნენ და ექსკრემენტები, დაახლოებით 40 დღის განმავლობაში გროვდებოდა ნამჯასთან ერთად და შემდეგ მიჰქონდა “ყვარლის ბაგას” და ძროხებს აჭმევდა.

    “ნებისმიერი ქვეშსაფენი, ნამჯა იქნება ეს თუ ნახერხი, არის ბრწყინვალე, შესანიშნავი გარემო ბაქტერიების გამრავლებისთვის. ორგანიზმიდან გამოსულ ფეკალიაში, ექსკრემენტში ასეთ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება პათოგენების რიცხვი”, – ამბობს მიხეილ სოხაძე.

    რადიო თავისუფლების მოძიებული ინფორმაციით, ნაკელის მთავარი უპირატესობა მისი სიიაფეა. სხვა მხრივ, თუნდაც ქერი ბევრად უსაფრთხო, სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევა, ვიდრე ნაკელი.

    დოკუმენტების მიხედვით, “ყვარლის ბაგა” “ ჩირინას” 1 კგ ნაკელში 5-6 თეთრს უხდიდა, იმ დროს თუნდაც ქერის საშუალო წლიური ფასი დაახლოებით 10-ჯერ ძვირი, 1 კგ 50 თეთრი იყო.

    ჯამში ყვარლის ბაგამ “ჩირინასგან” 2700 ტონა ნაკელი იყიდა და ქერის ფასთან შედარებით, შესაძლოა, 1 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი ლარი დაეზოგა.

    უსაფრთხოა რძის პროდუქტი?

    კანონით და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, ძროხების უსაფრთხო კვებაზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორი, ანუ ამ შემთხვევაში “ყვარლის ბაგა” უნდა ყოფილიყო.“ყვარლის ბაგა” აგებდა პასუხს პროდუქტის – რძის – ხარისხზეც, რაც პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, რით კვებავდნენ ძროხებს.

    სასამართლოში ფერმის ვეტერინარმა განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში ძროხებს ისე კვებავდნენ “ჩირინას” ნაკელით, პრობლემების დაწყებამდე ლაბორატორიულად ერთხელაც არ შეუმოწმებიათ.

    ვეტერინარის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, “ყვარლის ბაგა” იმ დროს საკუთარ წარმოებულ რძესაც არ ამოწმებდა ანტიბიოტიკებზე, ამიტომაც მასში ანტიბიოტიკი არა თავად ფერმამ, არამედ მისმა კლიენტებმა აღმოაჩინეს, რომლებიც ფერმის რძეს ყიდულობდნენ.
    სასამართლოს მასალების მიხედვით, კომპანია “სანტემ” და “ვიმ-ბილ-დანმა” (“სოფლის ნობათი”) აღმოაჩინეს რამდენჯერმე ანტიბიოტიკი “ყვარლის ბაგის” რძეში.

    “ყვარლის ბაგის” შესახებ 2018 წელს (იმ წელს, როცა “ჩირინას” ნაკელით ძროხების კვება დაიწყეს) გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ მათი რძის მომხმარებლები ფლაგმანი კომპანიები “სანტე“ , “აგროჰაბი“, “პეპსიკო“ (ანუ “ვიმ-ბილ-დანი”) არიან.

    რადიო თავისუფლებამ ჩამოთვლილ კომპანიებს ჰკითხა, ამოწმებდნენ თუ არა “ყვარლის ბაგიდან” მიღებული რძის ყველა პარტიას და რამდენჯერ აღმოაჩინეს მასში ანტიბიოტიკი? ასევე იცოდნენ თუ არა, რომ რძის მიმწოდებელი იმ პერიოდში ევროპაში აკრძალულ საკვებს, ქათმის ნაკელს, იყენებდა ძროხების გამოსაკვებად.

    კომპანია “სანტემ” მოგვწერა, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურთ.

    “სოფლის ნობათის” მფლობელმა კომპანია “პეპსიკომ” მოგვწერა, რომ, “სამწუხაროდ, მაგ პერიოდის არქივი არ არის შენახული, კანონით, სამწლიანი ვადა ვრცელდება დოკუმენტების შენახვაზე. ზოგადად, თუ რძის ან ნებისმიერი ინგრედიენტის ხარისხი არ შეესაბამება “პეპსიკოს” დადგენილ სტანდარტსა და კანონმდებლობის მოთხოვნას, ჩვენი მხრიდან ასეთი ინგრედიენტი ხარვეზდება და წარმოებაში არ დაიშვება.”

    კითხვაზე, იცოდნენ თუ არა, რომ რძის მიმწოდებელი იმ პერიოდში ევროპაში აკრძალულ საკვებს, ქათმის ნაკელს, იყენებდა ძროხების გამოსაკვებად, პეპსიკომ მოგვწერა, რომ არა.

    “აგროჰაბმა” გვიპასუხა, რომ იმ პერიოდში რძეს ყიდულობდნენ “ყვარლის ბაგისგან”, არ იცოდნენ, რომ ძროხებს ნაკელს აჭმევდნენ.

    შემოწმებასთან დაკავშირებით კი ეს მოგვწერეს: “აგროჰაბი ყოველთვის, ყველა პარტიაზე ამოწმებს რძეს ანტიბიოტიკზე. დაფიქსირების შემთხვევაში რძეს არ ვღებულობთ. შემოწმების შესახებ ამ ხანდაზმულობის რეესტრი არ გვაქვს.”

    სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში კლიენტებმა “ყვარლის ბაგის” რძეში დაახლოებით 10-ჯერ აღმოაჩინეს ანტიბიოტიკების კვალი, მაგრამ არა რძის ყველა შესყიდულ პარტიაში.

    თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს ლოგიკას მივყვებით და “ჩირინას” ნაკელის ყველა პარტია ანტიბიოტიკით იყო გაჯერებული, რით აიხსნება, რომ რძეში ხან იყო ანტიბიოტიკის კვალი, ხან – არა?

    ამის მეცნიერული, ლაბორატორიული ახსნა “ყვარლის ბაგას” სასამართლოზე არ წარმოუდგენია, არც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს არ უცდია გამოკვლევა.

    სასამართლოს მასალებით ირკვევა, რომ “ყვარლის ბაგა” თავადაც იყენებდა ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინს ძროხების სამკურნალოდ, სპეციალისტები რადიო თავისუფლებას უხსნიან, რომ ანტიბიოტიკის გამოყენების შემდეგ ძროხის რძე საკვებად არ გამოდგება დაახლოებით 8 დღის განმავლობაში. თუ “ყვარლის ბაგა” ამ ვადას ზუსტად არ დაიცავდა, ის რძეში აღმოჩნდებოდა. “ყვარლის ბაგაში” ამბობენ, რომ ამ ვადას ყოველთვის იცავდნენ.

    გამოძიების სრულად სანახავად გადადით ბმულზე. 

     

     

  • ”ცხადია, შევუერთდებით ფორმატს. მაგრამ არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია”. – ბოკუჩავა

    “სალომე ზურაბიშვილის ფორმატთან დაკავშირებით:
    ნაციონალური მოძრაობა არ ემიჯნება არც ერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ ოპოზიციურ მუშაობას ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, რაოდენ დაბალი არ უნდა იყოს ჩვენი მოლოდინები მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ეს მოლოდინი ეფუძნება გასულ 5 თვეს, რომლის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას იღებდა ყველა შეხვედრაში სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით, მაგრამ ვიხილეთ ძალიან ლიმიტირებული შედეგით ერთიანი პოზიციების ფორმირების თვალსაზრისით.
    ერთიანი პოზიციები არ არსებობს ოპოზიციაში ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე როგორიცაა 2008 წლის ომის კომისია და პარტიების აკრძალვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
    სალომე ზურაბიშვილს ქონდა მყარი პოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც, შეიცვალა აზრი გახარიას პოზიციის გათვალისწინებით.
    ვითანამშრომლებთ აღნიშნულ ფორმატთან საკითხების მიხედვით საჭიროების შესაბამისად (ad hoc საფუძველზე). იქნება საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე პოლიტ პატიმრების გათავისუფლების და საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნამდე? ცხადია, შევუერთდებით ფორმატს. მაგრამ დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია.”

    წერს ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. 

  • “მე ძალების გაერთიანების ნებისმიერი მცდელობის მომხრე ვარ” – ზურა ჯაფარიძე

    “მე ძალების გაერთიანების ნებისმიერი მცდელობის მომხრე ვარ” – ზურა ჯაფარიძე

    “მე ძალების გაერთიანების ნებისმიერი მცდელობის მომხრე ვარ. გუშინ რაც ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ორი მოთხოვნაა რაზეც შეჯერებული ვართ: ა) ახალი საპარლამენტო არჩევნები და ბ) პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ორივე მოთხოვნას ვიზიარებ.

    ასევე, სადაც უკვე არსებობს კოორდინაციის პრაქტიკა რომელიც მუშაობს, მაგალითად საგარეო ფრონტზე, მანდაც ჩართული ვარ. თუ რამე ახალი მიმართულება გაჩნდება, სადაც შესაძლებელი იქნება კოორდინაცია (ნეტავ), არც იქ ჩართვის პრობლემა მაქვს.

    თუმცა მთავარი და სასწრაფო მგონია 1. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება (მაგ. რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა რაიმე ნაბიჯით) 2. რეჟიმის დამარცხების გზაზე/სტრატეგიაზე ერთიანი, გასაგები პოზიციის ჩამოყალიბება, რომელსაც მოქალაქეებს ავუხსნით და მერე მათთან ერთად შევასრულებთ.”

    წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

  • კოორდინაცია შედგა, პროტესტი არ დაშლილა – ზურაბიშვილი

    კოორდინაცია შედგა, პროტესტი არ დაშლილა – ზურაბიშვილი

    “გადავწყვიტეთ ერთობლივად, რომ მოვამზადოთ [ევროსაბჭოს სესისთვის], ევროსაბჭოში იქნება 7 აპრილიდან სესია, სადაც იქნება მიღებული საქართველოზე ალბათ ძალიან მკაცრი რეზოლუცია, სადაც სწორედ პოლიტიკური პატიმრების საკითხი პირველ პლანზე, ასევე ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებულია ამ დღეებში და რომელიც ცდილობს, რომ ერთის მხრივ FARA-თი მთელი სამოქალაქო საზოგადოება ჩაახშოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს გზები იქნეს მონახული. ჩვენ არავითარ შემთხვევაში, არ ჩავთვალოთ, რომ იმიტომ რომ ხელისუფლება ყოველდღიურად იღებს ახალ რეპრესიულ კანონებს, ეს იმის ნიშანია, რომ რამენაირად თვითონ ძლიერდება. არა ძლიერდება პირიქით პროტესტი, იმიტომ რომ უფრო მეტი ხალხი ხვდება იმას, თუ რას აკეთებს ეს ხელისუფლება, რა მიმართულებით მიდის.

    და უფრო მეტი ადამიანი უერთებდა იმ ჩვენს გზავნილს და გზას, რომელიც გუშინ გამოვაცხადე და ასახავს აქ შემოსული პარტიების ერთიან პოზიციას, რომ ჩვენ მივდივარ არჩვენების გზაზე, მშვიდობიან გზაზე და ჩვენ მივაღწევთ არჩევნებსაც და პოლიტ.პატიმრების გათავისუფლებასაც”. – თქვა ზურაბიშვილმა.

    როგორც საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა განაცხადა, ესაა პარტიების შეჯერებული პოზიციები, რაც არ გამორიცხავს რომ შემდეგ პარტიებმა თავიანთი ხედვებიც წარადგინონ.

    “დღეს კოორდინაცია შედგა. ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები იმ მთავარ გამოწვევებზე და საკითხებზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს”.

    აცხდებს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

    ცოტა ხნის წინ, ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიების ნაწილს შეხვდა.

  • მომიქსიეს პროპაგანდისტული არხები, რატომ არ ითხოვ კადრების გასაჯაროებასო. ანუ მე უნდა მოვითხოვო ჩემი ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროება – ხოშტარია

    მომიქსიეს პროპაგანდისტული არხები, რატომ არ ითხოვ კადრების გასაჯაროებასო. ანუ მე უნდა მოვითხოვო ჩემი ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროება – ხოშტარია

    “პოლიციაში ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა არ აკმარეს ქოცებმა. ახლა მომიქსიეს პროპაგანდისტული არხები, კუდში დამსდევენ და რატომ არ ითხოვ კადრების გასაჯაროებასო.

    ანუ მე უნდა მოვითხოვო ჩემი იძულებითი და ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროება. ანუ ის არ მეყო, ახლა კიდე უნდა სამყაროს ვაყურებინო. ყოჩაღ, კარგად მოგიფიქრებიათ

    1. შსს-‘ საკუთარ განცხადებაში ფაქტიურად დაადასტურა ფაქტი და მეტიც, აქეთ გადაწყვიტა ჩირქის მოცხობა და მოიგონა რაღაც წამალი, რითიც გაშიშვლების ახსნა მოუნდათ.

    2. შეიგნეთ და გაიგეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან (არცერთზე არ ვყოფილვარ), არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან და საერთოდ არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან.

    3. ნუ ფაფხურობთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთ და მაინც დაისჯებით ყველა ფაქტისთვის და ყველა ადამიანის ღირსების შელახვისთვის”

    წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

  • გადავწყვიტეთ, რომ მოვემზადოთ – ევროსაბჭოში იქნება 7 აპრილიდან სესია, სადაც საქართველოზე იქნება ძალიან მკაცრი რეზოლუცია” – ზურაბიშვილი

    “კოორდინაცია დღეს შედგა, ის კოორდინაცია, რომელიც გუშინ იქნა გამოცხადებული, თავისი წესებით, რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები მთავარ საკითხებზე, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში…

    ეს არის ასეთი ფორმის კოორდინაცია, რომელიც დღეს იწყებს მუშაობას. შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელი პროტესტი ყველას გვაძლევს ძალიან დიდ იმედს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო და ვერ დაშალა ეს პროტესტი. ეს პროტესტი არსებობს საზოგადოებაში და საზოგადოებას როცა ეძლევა საშუალება, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს გამოჩნდება, მაგრამ არის მუდმივი და ვერავინ ვერ აშინებს ამ პროტესტის მონაწილეებს.

    ჩვენ შევთანხმდით, დღეს მიმდინარეობს კიდევ ერთი შეტევა პოლიტიკურ სპექტრზე. პოლიტიკური დევნა იღებს ახალ ეტაპს და ჩვენც ამაზე ვართ შეთანხმებული, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პროცესების ერთ-ერთი მიმართულება. ვნახავთ, როგორი იქნება დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმა, მაგრამ ამითაც პოლიტიკურ სპექტრს ვერ შეაშინებენ.

    ჩვენ ასევე ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მოვამზადოთ, ევროსაბჭოში იქნება 7 აპრილიდან სესია, სადაც საქართველოზე იქნება ალბათ ძალიან მკაცრი რეზოლუცია და სწორედ პოლიტიკური პატიმრების საკითხი იქნება პირველ პლანზე. ასევე იქნება ყველა ის ახალი კანონი რაც მიღებულია ამ დღეებში, რომელიც ცდილობს რომ FARA-თი ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩაახრჩოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ამაზე ვმუშაობთ… ჩვენ მივდივართ არჩევნების გზაზე, ჩვენ მივდივართ მშვიდობიან გზაზე, ჩვენ მივაღწევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც”

    განაცხადა საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. 

  • ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება და არც მისი წამება – კალაძე

    ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება და არც მისი წამება – კალაძე

    ეს ჩვეულებრივი სისულელე და პოლიტიკური სპეკულაციაა. ელენე ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება და არც წამება. წამება იყო მათი ხელწერა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ – აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ. ეს იყო რეალური ფაქტები, არსებობს კონკრეტული კადრები, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების წამება. დღეს, ისინი შეიძლება სხვადასხვა სახელით გამოდიან, მაგრამ მაშინ ერთნი იყვნენ და ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ. ამდენი წელია ხელისუფლებაში ვართ, არასდროს არავის არავინ უწამებია. ეს არ არის ქართული ოცნების ხელწერა. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა, ყველასთან გვაქვს ერთი მიდგომა, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.

    თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

  • იმედია მომავალ წელს, მოლაპარაკებები გაიხსნება, რათა 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი – სამხარაძე

    „საქართველოს აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის ჩვენ მზად არ ვართ გავხდეთ კავშირის წევრი, მაგრამ გვჯერა, რომ მომდევნო 5 წელიწადში, კერძოდ 2030 წელს, განვახორციელებთ ყველა საჭირო რეფორმას გაწევრიანების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რათა 2030 წლისთვის მზად ვიყოთ ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩნდება კითხვა, არის თუ არა მზად ევროკავშირი გაფართოებისთვის, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად დგას…

    ნატოში ინტეგრაციას არ აქვს ასეთივე ძლიერი მხარდაჭერა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ქართველები უბრალოდ დაიღალნენ ნატოში მიღების მოლოდინით. მას შემდეგ, რაც 2008 წელს, ბუქარესტში გაიმართა სამიტი, როდესაც ნატოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, მას შემდეგ და დღემდე – გავიდა 17 წელი – ჩვენ არ მიგვიღია არანაირი სიგნალი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. შესაბამისად, ამან გამოიწვია იმედგაცრუება საქართველოს მოქალაქეებში, რის გამოც ჩვენ ვხედავთ ნატოს მხარდაჭერის შემცირებას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერასთან შედარებით. და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სავარაუდოა, რომ ნატოში ინტეგრაციის ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

    თუ მომდევნო 15 წელიწადში ჩვენ აღმოვჩნდებით იმავე პოზიციაში, ანუ გავაგრძელებთ კაკუნს ევროკავშირის კარზე და არ გვექნება პოზიტიური გამოხმაურება, რა თქმა უნდა, იგივე მოხდება ევროკავშირთან მიმართებით. პირადად მე იმედი მაქვს, რომ ანალოგიური არ განმეორდება ევროკავშირთან დაკავშირებით. ასევე იმედი მაქვს, რომ წელს თუ არა, მომავალ წელს, მოლაპარაკებები გაიხსნება, რათა საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის პოტენციური წევრი“,

    ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე რუმინულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს.