“1795 წელს, თბილისში საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა, რომლის დროსაც დახოცეს მთელი მოსახლეობა, უსასტიკესი, ცინიკური გზებით, თბილისელებს ხიდზე აძალებდნენ შეეფურთხებინათ ღვთისმშობლის ხატისთვის და ვინც უარს ამბობდა, მათ არაადამიანურად აწამებდნენ[…]
ამის შემდეგ, ერეკლე მეფემ, მუხლმოდრეკით, (ვიმეორებ) მუხლმოდრეკით! სთხოვა რუსეთს შეფარება.
და ვინ უჭერდა მხარს მათ, ვინც თბილისში ხალხს ხოცავდა? ბრიტანეთი. არამხოლოდ მხარს უჭერდა, ისევე როგორც ახლა იქცევა უკრაინაში, აძლევდა შეიარაღებას, ასწავლიდა ბრძოლას, უხდიდა ხელფასებს სპარსელ სამხედროებს. ბრიტანეთი ჩვენთან დიდ თამაშს აწარმოებდა[…]
მათ არაფერი გამოუვიდათ ამ თამაშში. ჩვენ გამოგვივიდა, ჩვენ მივიერთეთ საქართველო და მაშინ ქართველი იყვნენ 50 000, როდესაც ჩვენ მივიღეთ, უკრან გავუშვით, გავათავისუფლეთ, რომელთაც ეს თავისუფლება კარგად ვერ გამოიყენეს, რამდენიმე მილიონი, არ მახსოვს მაშინ რამდენი იყვნენ, 2 მილიონი იქნებოდნენ[…]
თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და წელს ომი დასრულდა, ჩვენ კიდევ ვიხილავთ ახალ ერეკლე მეფეებს, რომლებიც დედა-რუსეთს სახლში დაბრუნებას სთხოვენ.”
Category: სლაიდერი
-
ერეკლე მეფემ, მუხლმოდრეკით,სთხოვა რუსეთს შეფარება! და კიდევ ვიხილავთ ახალ ერეკლე მეფეებს, რომლებიც დედა-რუსეთს სახლში დაბრუნებას სთხოვენ – სიმონიანი
-
იერიშები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე მიგვაქვს – პესკოვი სუმის დაბომბვაზე
კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი 13 აპრილს უკრაინულ ქალაქ სუმიზე მიტანილ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავს.
“ჩვენ არმიას იერიშები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე მიაქვს”. – თქვა პესკოვმა პრესბრიფინგზე 13 აპრილის იერიშისა და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარის შესახებ, რომ რუსეთმა “შეცდომა დაუშვა”.
-
პრევენციულად, არაფერი გაუკეთებია გამხლეჩი საკითხების გადასაწყვეტად – მელია ზურაბიშვილის პლატფორმაზე
“სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე:
იყო 2 გამხლეჩი საკითხი, რომელზეც უნდა მომხდარიყო შეჯერება:
1.საგამოძიებო კომისია, მასში მონაწილეობა/არმონაწილეობა – რომელიც ვითომ შეთანხმდა
2.ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობა – რომელიც ვერ შეთანხმდა
გამარჯვება შეიძლება მხოლოდ პოზიციის სიცხადით, ახლა ყველა ვაკეთებთ გახარიას შეფასებას იმ პოზიციით, რომელიც გამოხატა.
გამოხატული პოზიცია ან მოგვეწონება ან არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის უპოზიციობა არის კიდევ უფრო დიდი პრობლემა.
სალომემ როგორი შეფასებაც არ უნდა გაუკეთოს დღეს, უკვე დამდგარ ფაქტს არ ცვლის, არ ცვლის იმას რომ პრევენციულად მას საერთოდ არაფერი გაუკეთებია გამხლეჩი საკითხების გადასაწყვეტად.
სამომავლოდ თუ გვინდა ერთობა, ერთობა უნდა მოხდეს ფუნდამენტურ და რეალურ საკითხებზე და საზოგადოებას ტყუილი არ უნდა ვაკადროთ, თითქოს შენ რაიმე მნიშვნელოვანს აკოორდინირებ.”წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.
-
მზად ვართ, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
“ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კვლავ უკავშირებს ჩვენს პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, გადახედვას არ ექვემდებარება.
მაგრამ, ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა ყოველმხრივ კიდევ უფრო განვავითაროთ, ამისთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობაა.
საქართველოსთვის რუსეთი მრავალი მიმართულებით საკვანძო ბაზრად რჩება, კერძოდ, ღვინის პროდუქტებისა და ხილის მხრივ. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგორესურსებისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია”
-
სასამართლომ მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა
რეჟიმის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათე დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა. ბრალდების მხარემ სასამართლოს დევიძის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა. მათი განცხადებით, დევიძის მხრიდან არსებს ახალი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის საფრთხე. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.
მომდევნო სხდომა 30 აპრილს ჩაინიშნა.
პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დააკავა.
-
მელიას იმ ფორმით დაკავებას ემხრობოდით, “უჩინარმა კაცმა” პოზიცია შეგაცვლევინათ – გახარია წულუკიანს
მელიას იმ ფორმით დაკავებას ემხრობოდით, “უჩინარმა კაცმა” პოზიცია შეგაცვლევინათ – გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ არალეგიტიმური პარლამენტის კომისიაზე 20 ივნისთან დაკავშირებით საუბრისას 2021 წელს ნიკა მელიას დაკავებაც გაიხსენა.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, 20 ივნისს, მე ამ შენობაში ვიცავდი სახელმწიფოს . არა პარტიას, არა ხელისუფლებას , არა ცალკეულ ადამიანებს, არამედ ვიცავდი სახელმწიფოს. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, რასაც ვამბობ – მაშინ დარწმუნებული ვიყავი , რომ გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, იყო იდიოტური შეცდომა. მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ იმიტომ, რომ ის პროცესები რომელიც მოხდა 2021 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს რაც მოხდა 20 ივნისს და ამის ცოცხალი მაგალით ხართ თქვენ ქალბატონ თავმჯდომარე. სწორედ იმ ღამეს თქვენ, როგორც სხვა ბევრი, როდესაც ინფორმაციას გაწვდიდით და საქმის კურსში გაყენებდით მიმდინარე ოპერატიულ მდგომარეობაზე, როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე მთავრობას, თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს, მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა. ზუსტად მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ თქვენ, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ნაცების ოფისს მიანიჭებდით პენიტენციური დაწესებულების ნომერს და თვლიდით, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა, თუმცა, მაშინაც, 2021 წლის 18 თებერვალს, უჩინარი კაცი, როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვის პროცესში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი და ზუსტად 1 საათში ყელა თქვენგანი გაქრა” განაცხადა გახარიამ
-
სპეცსაშუალებების გამოყენების ბრძანება მე არ გამიცია, ჭავლის, ცრემლმდენი გაზის – კი – გახარია
“ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს, გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმში”
განაცხადა გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე.
-

ინგლისის ისტორიიდან გამომდინარე და მხოლოდ მწუხარება შეგვიძლია გამოვთქვათ – კობახიძე სანქციებზე
ეს არის გაუგონარი მოვლენა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჯონ ლოკის და სხვა დიდი მოაზროვნეების ქვეყანა, ინგლისში ვითარდებოდა სამართლებრივი პრინციპები ისტორიულად და დღეს ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს უფარდებენ ფაქტობრივად სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა იმ ისტორიიდან გამომდინარე, რომელიც გამოიარა დღემდე ინგლისმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩვენ მხოლოდ მწუხარება შეგვიძლია გამოვთქვათ ამ ყველაფრის გამო “
აცხადებს “ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე.
-
ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს
ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს. - „დაახლოებით ერთი საათის წინ დამირეკა ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მითხრა რომ ერთ საათში მელოდებოდა გენერალური დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში. მოვედი და გამაცნეს გადაწყვეტილება – „შიდა მოკვლევის ვადები დღე-დღეზე იეწურება, შიდა მოკვლევის მიხედვით დირექტორმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გავეთავისუფლებინე სამსახურიდან. ამ გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამაცნო თინათინ ბერძენიშვილმა” – ამბობს ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი.
- „40 წელი ვიმუშავე საზოგადობერივ მაუწყებელზე… ზუსტად ორი წუთის წინ, საზმაუს დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხაილოვამ და თამარ შუბლაძემ, ასე თავის ქნევით მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ, უნდ გაგიშვათო. რა თქმა უნდა ეს საქმე წავა სასამართლოში… დისციპლინარული მოკვლევა ახსენეს, რის საფუძველზეც გამიშვეს მაგრამ მოკლვევის შედეგი არავის გაუცვნია, რომ აი ამის გამო, აი ამის გამო გიშვებთ”. – თქვა ნინო ზაუტაშვილმა.
- „დაახლოებით ერთი საათის წინ დამირეკა ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მითხრა რომ ერთ საათში მელოდებოდა გენერალური დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში. მოვედი და გამაცნეს გადაწყვეტილება – „შიდა მოკვლევის ვადები დღე-დღეზე იეწურება, შიდა მოკვლევის მიხედვით დირექტორმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გავეთავისუფლებინე სამსახურიდან. ამ გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამაცნო თინათინ ბერძენიშვილმა” – ამბობს ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი.
-
ალბათ, ადამიანის უფლებების დარღვევაში იმას გულისხმობენ, ცენტრალური გამზირების გადაკეტვისთვის, ადამიანები უწყინარი 5 000 ლარით რომ ჯარიმდებიან – წილოსანი
„ალბათ, ადამიანის უფლებების დარღვევაში იმას გულისხმობენ, რომ ცენტრალური გამზირების გადაკეტვისთვის, საბოტაჟის მოწყობისთვის, ადამიანები უწყინარი 5 ათასი ლარით რომ ჯარიმდებიან მხოლოდ და ამ ჯარიმასაც თავისივე გამოგზავნილი ფულებით უხდიან NGO წარმომადგენლები.”
აცხადებს “ოცნების” პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი “იმედის” ეთერში, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას.