Category: სლაიდერი

  • ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება – მდინარაძე შს მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ

    რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ჭორიკანა ტელევიზია. მეც გამიგია ეს ჭორები და „ფორმულამ“ ეს ჭორი კიდევ უფრო განავრცო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება“,

    ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე, გავრცელებული ინფორმაციას, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება.

  • კარგად გვესმის, როგორია შეთანხმება, რომელიც მახემდე მიგვიყვანს – ლავროვი

    კარგად გვესმის, როგორია შეთანხმება, რომელიც მახემდე მიგვიყვანს – ლავროვი

    “მარტივი არ არის გარიგების ძირითად კომპონენტებზე დათანხმება. მათი განხილვა მიმდინარეობს.[…]ახლა, როცა გვთავაზობენ ნორმალურ (როგორც დონალდ ტრამპი ამბობს) “შეთანხმებებს”, ჩვენ ამას დადებითად აღვიქვამთ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ როგორ გამოიყურება ორმხრივად სასარგებლო შეთანხმება, რაზეც უარი არასდროს გვითქვამს, და როგორია შეთანხმება, რომელიც მორიგ მახემდე მიგვიყვანს”

    განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა .

  • თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი ომს გააგრძელებენ – ზელენსკი

    თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი ომს გააგრძელებენ – ზელენსკი

    „34 დღის წინ უკრაინამ ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დადებითი პასუხი გასცა. უკვე 34 დღეა, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღიად ამბობს. პუტინი კვლავ ომის გაგრძელებაზეა ორიენტირებული. რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები აუდიტორიას იმ იდეისთვის ამზადებენ, რომ დიპლომატია არანაირ შედეგს არ გამოიღებს.[…] ყველას გვსურს, რომ ეს დასრულდეს. მშვიდობაა საჭირო და ის ხანგრძლივი უნდა იყოს. უკრაინას ეს ომი არასდროს სურდა. როდესაც ომი დასრულდება მსოფლიო ნათლად გაიგებს: ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთს, აგრესორს, აიძულეს მშვიდობას დათანხმებულიყო. იმავე აგრესორს, რომელიც უკრაინის მიწაზე 2014 წელს მოვიდა, 11 წლის წინ. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მრავალი წლის განმავლობაში არ გაგრძელდეს“

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

  • “ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს პარლამენტს” – ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

    “ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს პარლამენტს” – ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

    “ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს პარლამენტს” – აცხადებს, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა.

    “მაგისტრ მოსამართლესთან მქონდა გამოკითხვა, დაადასტურეს, რომ მე ვარ და შემდეგ იყო ალბათ, 5-6 კითხვა, რომლითაც ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, მქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ გამოძახებული ვიყავი კომისიაზე, რაზეც დავუდასტურე, რომ ვიყავი, მაინც აზუსტებდნენ, „მესიჯი მივიღე თუ არა“.

    საბოლოო ჯამში, როცა გაარკვიეს ინფორმაცია, ერთადერთი კითხვა დამისვეს, რატომ არ მივედი იმ რაღაც ცირკის დაძახებულზე.

    ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების იმ შედეგებს, რაც ცესკომ გამოაქვეყნა და, შესაბამისად, დაკომპლექტებულ პარლამენტს და შემდეგ დაკომპლექტებულ მთავრობას.

    გვყავს უზურპატორი ხელისუფლება, რუსების მიერ დასმული, მათ აღიარებს მარტო „ჰამასი“, „ჰესბოლა“, ვენესუელა, ნიკარაგუა, ქვეყნები, რომლებიც არიან რუსების სატელიტები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა მათ არ აღიარებს.

    ვუთხარი, რომ მე პრინციპულად ვდგავარ ცივილიზებული, დასავლური სამყაროს, თავისუფლების მხარეს და არც ერთ შემთხვევაში ამ კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ. ამით დაამთავრეს და წამოვედი”. – წერს ჯაფარიძე.

     

     

  • ბრიტანეთმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან £752 მილიონი გამოუყო

    დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და არტილერიის შესაძენად, გაყინული რუსული აქტივებიდან 752 მილიონი ფუნტი სტერლინგი (990 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყო.

    “მსოფლიო ჩვენს თვალწინ იცვლება, გლობალური არასტაბილურობით, მათ შორის უკრაინაში რუსული აგრესიით, გარდაიქმნება,” – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რეიჩელ რივზმა.

    ეს თანხა, სამი ტრანშიდან მეორეა, რომელთა საერთო ოდენობა 2.26 მილიარდ ფუნტს შეადგენს. პირველი 6 მარტს იყო.

    2024 წლის ოქტომბერში “დიდი შვიდეულის” (G7) ქვეყნები უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემაზე შეთანხმდნენ.

  • “ოცნების” რეპრესიები 700-მდე საჯარო მოხელეს შეეხო – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

    “”ოცნების” რეპრესიები 700-მდე საჯარო მოხელეს შეეხო” –  შესაბამის განცხადებას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI)  ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით, გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.

    ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, ოთხჯერ შეიტანა რეპრესიული ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში. მნიშვნელოვნად გააუარესა საჯარო მოხელეთა სამართლებრივი დაცვა და ფაქტობრივად გააუქმა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობა იყო.

    “ქართული ოცნების” მიერ ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის დათრგუნვის მცდელობებიდან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საჯარო სამსახურის სრულად პარტიის დაქვემდებარებაში მოქცევაა. ამ მიზნისთვის „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიის ხელშემწყობი კანონები მიიღო და პარალელურად, დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება, რომლებიც ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის გამო პროტესტს საჯაროდ გამოხატავდნენ.

    „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე ოთხჯერ შეიტანა რეპრესიული ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში. მნიშვნელოვნად გააუარესა საჯარო მოხელეთა სამართლებრივი დაცვა და ფაქტიურად გააუქმა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობა იყო.

    რეპრესიები შეეხო ათობით საჯარო უწყებაში მომუშავე 700-მდე თანამშრომელს:

    პოლიტიკური ნიშნით 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს ათობით საჯარო სტრუქტურიდან. ყველაზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა შემდეგი სტრუქტურებიდან: თავდაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები, იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, პრობაციის ეროვნული სააგენტო, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), სიღნაღის, ლაგოდეხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭო, მთავრობის ადმინისტრაცია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. გაუქმდა საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრი და საჯარო სამსახურის ბიურო.

    ამ უწყებებში, ძირითადად რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით, გაათავისუფლეს ან თანამდებობიდან გადააყენეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.

    “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში გაუქმდა საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვის გარანტიები:

    შუა რგოლის მენეჯერების გათავისუფლებისთვის არანაირი სამართლებრივი დასაბუთების არსებობა აღარ არის საჭირო და მათი სამსახურიდან გათავისუფლება სამიოდე დღით ადრე შეტყობინებით გახდა შესაძლებელი; მნიშვნელოვან თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი დაბრუნდა; რეორგანიზაციის წესი გამარტივდა და იმ შემთხვევაშიც თუ პირი უკანონოდ გაუშვეს რეორგანიზაციის გამო, განაცდურის მხოლოდ ერთი თვე აუნაზღაურდება; დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირები აღარ მიიჩნევიან უვადოდ დანიშნულ საჯარო მოხელეებად და გათავისუფლდებიან მინისტრის გათავისუფლების შემდეგ.

    რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ხელოვნების და აკადემიური სივრცის კონტროლს:

    რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება პროფესიული თეატრების შემოქმედებით გუნდებს ართმევს თეატრის დირექტორის შერჩევაში მონაწილეობის შესაძლებლობას და დირექტორებს საკუთარი შეხედულებით დანიშნავს და გაათავისუფლებს მინისტრი ან მერი. საჯარო მოხელეები სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეძლებენ,” – წერია განცხადებაში.

  • რუსული მხარე ადასტურებს რომ სუმი ისკანდერ-M-ის ტიპის რაკეტებით დაბომბა

    რუსული მხარე ადასტურებს, რომ 13 აპრილს უკრაინის ქალაქ სუმს  ორი „ისკანდერ-M“ ტიპის რაკეტით დაარტყეს. ინფორმაცია  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ   დარტყმის “სამიზნედ” უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის სარდლობის შტაბის შეხვედრის ადგილი დაასახელა.

    რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშს სუმში  34 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 2 ბავშვი.

    დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი.

  • მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესი 28 აპრილს გაიმართება

    ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ პროცესზე, პროკურატურის 2 მოწმე გამოიკითხა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი, მიხეილ დარჩია და ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი, არჩილ ანთაძე. ორივე მზია ამაღლობელის დაკავებასა და შემდგომ პროცესებში მონაწილეობდა.

    სხდომაზე პროკურატურის ორივე მოწმე პოლიციელმა განაცხადა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ლოყაზე სიწითლე აღენიშნებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ დარჩიამ დგებუაძის მიერ “განცდილ ტკივილზე” საუბრისას სხდომათა დარბაზში სიცილი ვერ შეიკავა.

    მომდევნო პროცესი 28 აპრილს გაიმართება.

    საქმეს ლიტვის, ლატვისაა და ესტონეთის მიერ სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ სახელაშვილს არ აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით.

  • შემოვიდა ივანიშვილი, დაიწყო მართვა და ბოლომდე წაიღო პროცესი – გახარია მელიას დაკავებაზე

    “შემოვიდა ივანიშვილი, დაიწყო მართვა და ბოლომდე წაიღო პროცესი”.- პარტია გახარია – საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია  თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიაზე მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პრემიერმინისტრობის პოზიციის დატოვების ფაქტსა და ნიკა მელიას 2021 წლის 23 თებერვალს, ენმ-ს ცენტრალურ ოფისში დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

     

    “იმ ღამეს დაიწყო საპოლიციო ძალების მომზადება და რაღაც მომენტში მე გამიჩნდა აზრი, რომ დავიწყოთ საუბარი, იქნებ  დღეს კი არ დავაკავოთ გამთენიისას, დავაკავოთ ხვალ საღამოს, ან ზეგ საღამოს. დღეებზე იყო აქ საუბარი. იქ დაპირება იყო გაცემული, რომ დასაკავებელია და ამ დაპირებას მე ყოველთვის ვასრულებდი და შევასრულებდი.

    ამის შემდეგ, ვუკავშირდები პოლიტსაბჭოს ყველა წევრს, ვუკავშირდები მთავრობის ყველა წევრს და ვეუბნები, რომ მეგობრებო დილით ადრე, 8 საათი შემოგთავაზეთ თუ არ ვცდები, პოლიტსაბჭოს სხდომა ხომ არ მოვაწყოთ , რომ   როგორ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ რეალურად, დავინახე სერიოზული შეჯახების რისკი არსებობდა.

    ამასობაში მე ჩემი კაბინეტის წევრებთან – შს მინისტრთან, სუს-თან, ყველასთან კავშირზე ვარ, ინფორმაციები მომდის. ამ მიწერილზე ქალბატონმა თეამ, მე ეს ტექსტები მახსოვს- როდესაც თქვენ ამბობდით , რომ დღეს, ამ პირობებში, ამ გარემოში ამ შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს , ამიტომ ჯობია ეს გადავავადოთ, რამდენი ხანიც საჭიროა, რომ დაწყნარდეს სიტუაცია . ვციტირებ, თქვენ მოიწერეთ ეს – თუ საჭიროა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს პენიტენციური დაწესებულების ნომერი მივანიჭოთ…ამის შემდეგ ბევრი, პოლიტსაბჭოს და მთავრობის წევრებიც, მე არ ვიტყვი ახლა უმრავლესობას , მაგრამ ძალიან ბევრი იყო ჩემს აზრზე. მერ უცებ ეს ხალხი ყველა გაქრა. ეს იყო ის უხილავი კაცის ხელი  . ამის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრი რომელიც მთავრობის ხელმძღვანელს უნდა ექვემდებარებოდეს , რომელსაც ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი – აბა გდდ-ის ძალებში რა ხდება? უბრალოდ სიმართლეს ვერ მეუბნებოდა . მარტივი რამ მოხდა – პროცესის სამართავად , მე არ ვიცი კონკრეტულად თქვენთან თუ სხვა ყველასთან , შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. მე ეს ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა, ჩემი გადადგომა გამოწვეული იყო იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი და მინისტრები, რომელსაც უმართავს ადამიანი რომელმაც 1 თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ, ასეთი პრემიერი არავის აღარ სჭირდებოდა. “ განაცხადა გახარიამ.

  • პესკოვის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ ნაბიჯები გადადგას

    კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ ნაბიჯები გადადგას

    “ზუსტი ვადები არ არსებობს, მაგრამ ის, რომ რუსეთი მზად არის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგას ნაბიჯები, ეს მართლაც ასეა”. – განაცხადა პესკოვმა.

    მისი თქმით, რუსეთისთვის საინტერესოა კეთილი ურთიერთობების დამყარება ყველა იმ ქვეყანასთან, ვინც ამისთვის მზად არის და ვისაც ამის სურვილი აქვს.