Category: სლაიდერი

  • ნიკა გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

    “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას “ქართული ოცნების” ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.ამ ეტაპზე უცნობია, გადაიხდის თუ არა ის გირაოს.

    “30 000 ლარი გირაო 50 დღის განმავლობაში. გადავიხდი თუ არა, ამას ვნახავთ, ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად იმიტომ, რომ ამ ყველაფერს შემხებლობა ექნება არამარტო ჩემზე პირადად, არამედ ჩემს პარტიაზეც, ამიტომ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ არ გადავიხადო” – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

  • მერიის ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა მაისის ბოლოსთვის აღდგება

    თბილისის მერის, კახა კალაძეს განცხადებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან “გაგრის” მიმდებარედ გზის დაზიანებული მონაკვეთისა და საფეხმავლო ბილიკის გამაგრება მიმდინარეობს და მოძრაობა მაისის ბოლოსთვის აღდგება.   მისი თქმით, ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სამშენებლო მოედანი და ხორციელდება გეოლოგიური კვლევა.

    “სავალი გზის აღდგენა მაისის ბოლოსთვის დასრულდება და ავტომობილების გადაადგილება თავისუფალი იქნება. რაც შეეხება ხიმინჯოვანი კედლის მოწყობას, სამუშაოების დასრულება დამოკიდებულია წყლის დონეზე”, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

  • გერმანიას ჯამში 13 პირი ჰყავს დასანქცირებული, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე – ფიშერი

    გერმანიას ჯამში 13 პირი ჰყავს დასანქცირებული, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე – ფიშერი

    “გერმანიას ჯამში 13 პირი ჰყავს დასანქცირებული, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე ” – ამის შესახებ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა BMG tv-სთან  ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.

    “როცა ჩამოვედი საქართველოში პრემიერმა მითხრა, რომ თქვენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები ხართ, ბევრმა იგივე მითხრა, თუმცა 2024 წლიდან ყველაფერი შეიცვალა. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა კრიზისშია. ჩვენი შეფასებით, დემონსტრანტების მიმართ ადამიანის უფლებები დაირღვა, ასევე დაირღვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ევროკავშირში შესასვლელად ადამიანის უფლებების პატივისცემა ფუნდამენტურია, თუმცა ის დაირღვა და თანაც ძალიან მნიშვნელოვნად. ჩვენი პოლიტიკა და ზოგადად აღქმა ისეთია, რომ ადამიანის უფლებები საშინაო პოლიტიკის ნაწილად არ მიგვაჩნია, რადგან არსებობს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტი.

    ჩვენი მოვალეობა მათი დაცვაა. სწორედ ამიტომ დავაწესეთ სანქციები 13 პირის მიმართ, რაც იყო ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. დავუწესეთ სანქციები 13 პირს, რომლებიც ჩვენი შეფასებით პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩავიდნენ ჩვენს ქვეყანაში. ანქციები გზავნილია საქართველოსთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას არ ვეთანხმებით და გთხოვთ, შეწყვიტოთ ეს ქმედება. გერმანიაში ასევე გვაქვს კანონი, რაც გულისხმობს პერსონალური მონაცემების დაცვას და სწორედ ამიტომ არ ვაქვეყნებთ ამ ინდივიდების სახელებს. შესაბამისად, კანონი მიკრძალავს ღიად ვისაუბრო სახელებზე”.- განაცხადა ელჩმა.

  • “არაა გამორიცხული, [ვიზალიბერალიზაციის შეჩერება] გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით” – ქადაგიშვილი

    “არაა გამორიცხული, [ვიზალიბერალიზაციის შეჩერება] გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით” – ქადაგიშვილი

    “არ არის გამორიცხული, რომ ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე ვიზალიბერალიზაცია საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით გამოიყენონ. არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ეს მექანიზმი აამოქმედონ. დაინახეს, რომ არჩევნების წინ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა კონტრპროდუქტიულია, ამიტომ იქნებ ამ მეთოდსაც მიმართონ. ეს ერთ-ერთი ბოლო იარაღია, რაც ხელში უჭირავთ და განსასაზღვრი აქვთ, რომ ამ ბოლო იარაღის გამოყენებითაც თუ ვერ მოახდენენ ქვეყანაში რევოლუციას, შემდეგ საერთოდ კარგავენ ზემოქმედების ბერკეტს, ხალხისთვის ნათელი გახდება, რომ თურმე რაც ჩვენ გვეგონა, რომ კეთილშობილი, პატიოსანი, ღია პროცესია, სინამდვილეში პოლიტიკური შანტაჟის მექანიზმად არის გამოყენებულიო. ეს საფრთხე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მათაც უდგათ. ამიტომ ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად ასაწონ-დასაწონია, საბოლოო ჯამში, გაწირავენ თუ არა ევროკავშირის ინტერესებს მოკლევადიანი პოლიტიკური არაკეთილსინდისიერი მიზნების მისაღწევად”.

    ამის შესახებ, განაცხადა “ქართული ოცნების” პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

  • პესკოვმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს ”რუსეთის განუყოფელი ნაწილი” უწოდა

    კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებს, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებს  “რუსეთის განუყოფელი ნაწილი” უწოდა. ამის შესახებ, მან ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

    ჟურნალისტის კითხვას იქნება თუ არა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინისთვის დაბრუნება ომის დასრულების ერთ-ერთი პირობა, პესკოვმა ასე უპასუხა:

    • “საფუძველშივე არასწორი ფორმულირებაა. ეს რეგიონები რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილებია”. ამიტომ საკითხის ასე დაყენება არ შეიძლება”.- უპასუხა პესკოვმა. 
  • საუბრები ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შესახებ შანტაჟის მექანიზმია.. კატეგორიულად მიუღებელია – კახა კალაძე

    საუბრები ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შესახებ შანტაჟის მექანიზმია.. კატეგორიულად მიუღებელია – კახა კალაძე

    პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვხედავთ შანტაჟს. შანტაჟის მექანიზმია სანქციები როგორც პიროვნულ დონეზე, ისე ქვეყანასთან მიმართებაში, საუბრები ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შესახებ და სხვა ბევრი ელემენტი. ევროპა და ევროპული ღირებულებები რადიკალურად განსხვავდება იმ ბიუროკრატებისგან, რომლებიც დღეს წარმოდგენილნი არიან ბრიუსელში, ცხადია, ყველაზე არ ვსაუბრობ. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე და სხვა ძირითად მიმართულებაზე, თუმცა, დღეს, აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს. ამ ბიუროკრატების ქმედებები და მესიჯები, რომლებსაც დღეს ვისმენთ, არანაირად არ ჯდება ევროპულ ღირებულებებში. ეს ჩვეულებრივი შანტაჟის ელემენტებია. ამ ტიპის დამოკიდებულება არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის, რადგან საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო.

    თუ მათ საბჭოთა კავშირის მსგავსად უნდათ მმართველობა, როდესაც ყველა ერთნაირი უნდა ყოფილიყო და ერთი ცენტრიდან იმართებოდა ყველაფერი, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მიუღებელია ეს მბრძანებლური ტონიც. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებათ იმ ბიუროკრატებს, რომლებიც დღეს ბრიუსელში არიან წარმოდგენილი და ვინც ებრძვის საქართველოს. ჩვენ ვხედავთ ისეთი შანტაჟის მექანიზმებს, როგორიც, მაგალითისთვის, იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მე მახსოვს, როდესაც კანდიდატის სტატუსი ყოვლად უსამართლოდ არ მიანიჭეს ჩვენს ქვეყანას, მაშინ აქ წარმოდგენილი აგენტურა საუბრობდა, თითქოს საქართველომ მილიარდობით ევრო დაკარგა. დღეს ვსვამ მარტივ კითხვას – სად არის დღეს ეს მილიარდობით ევროს გრანტები?

    დღეს, იგივე საუბარია მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხზე, რაზეც სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ. გაცილებით წინ ვართ ყველა პარამეტრით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისზეც ისინი საუბრობენ. გახსნან მოლაპარაკება, მზად ვართ ხელი მოვაწეროთ.

    თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

    დედაქალაქში – ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. 18-19 აპრილს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

  • “თქვენ მონაწილეობთ ჩემს მკვლელობაში. 30 ვერცხლად გაყიდულ სასამართლოს ბოდიშს არ მოვუხდი!”- ჩიკვაიძე მოსამართლეს

    “მკვლელობის მონაწილე ხართ, თქვენ მონაწილეობთ ჩემს მკვლელობაში. 30 ვერცხლად გაყიდულ იზა კელენჯერისეს და 30 ვერცხლად გაყიდულ სასამართლოს ბოდიშს არ მოვუხდი. შენ ხარ მკვლელი დედაკაცი და ამისთვის პასუხს აგებ. მკველო, მურისიძის მონა”.

    ასე მიმართა პატიმრობაში მყოფმა ბიზნესმენმა, გიორგი ჩიკვაიძემ მოსამართლე იზა გელენჯერიძეს სხდომათა დარბაზში, რის შემდეგაც მოსამართლემ ჩიკვაიძე დარბაზიდან გააძევა.

  • ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა

    ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეიტლება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა.

    საბა სორდია 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ პოლიციელთან დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.სორდიას თქმით, მასსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა თვითნებურად დაიწყო მისი ჩანთის შიდა ჯიბის შემოწმება.

  • არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას – ახალი თეატრის დასი

    “არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ” – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი რეჟისორ დავით დოიაშვილის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

    “დღეს არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ. დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე, ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის, თავისუფალი აზრისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს.

    ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც უსამართლო ტყვეობაშია ამჟამად, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ, არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ. ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე.

    ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც ამჟამად უსამართლო ტყვეობაშია, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე, ვერ ვხედავთ!

    არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ”, – წერია განცხადებაში.