“მშვიდად განისვენე, პაპო ფრანცისკე! ღმერთმა დალოცოს ის და ყველა, ვისაც ის უყვარდა”!
Category: სლაიდერი
-

მშვიდად განისვენე პაპო ფრანცისკე! – დონალდ ფრანცისკე
-
“საკნიდან უფრო მძაფრად ჩანს ყველა უსამართლობა” – გელა ხასაიას წერილი იზოლატორიდან
“საკნიდან უფრო მძაფრად ჩანს ყველა უსამართლობა”- “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი გელა ხასაია იზოლატორიდან წერილს ავრცებს.
წერილი ზაჰესის იზოლატორიდან:
ვისაც მართლა გწამთ და გჯერათ, იმ ადამიანებს გილოცავთ!
რაღაც მივჯღაბნე და მინდა გაგიზიაროთ, თუ დაგაინტერესებთ.
სასამართლოს დაწყებამდეც ვგრძნობდი, რომ
ჩამსვამდნენ, ამისთვის დილიდანვე ვემზადებოდი. სიმართლე გითხრათ, მეგონა, უფრო მეტ დღეს მომისჯიდნენ. მოსამართლეზე არ გავბრაზებულვარ, წინასწარ ხომ ვიცოდი, რომ ის მოსამართლე კი არა, ჩვეულებრივი მონა იყო. გავბრაზდი შსს-ს იმ გოგოზე, განა იმიტომ, რომ მისგან სამართლიანობას ველოდი, არა, უბრალოდ გამაბრაზა იმან, რომ ბედნიერებას განიცდიდა ჩემი ციხეში გამოკეტვით. მთელი პროცესი ნიშნისმოგებით მიყურებდა და ამაზრზენად იცინოდა, არც კი მალავდა, რომ უდიდეს სიამოვნებას გრძნობდა თითქმის მისი თანატოლის უსამართლოდ ციხეში გაშვებით. ეს ქალი არის ძალაუფლებისგან
ბოროტი, ბედნიერი და ყველაფერზე წამსვლელი. ყველაზე უინტელექტო ქალია ნინო წილოსანის შემდეგ. მარტივად რომ მიგახვედროთ, ის გოგოა, ტიკტოკზე გაპრანჭვის ვიდეოებს რომ დებს და “მიაგის” სიმღერებს ადებს. რასაც მაღლა უბრძანებენ ყველაფერს გააკეთებს, მორალისა და სამართლისგან დაცლილი.აქ, საკანში, მეგონა რომ გამიჭირდებოდა, მაგრამ არა, მე როგორ მივცე საკუთარ თავს წუწუნის უფლება მაშინ, როცა ჩემი მეგობრები დღეებსაც ვერ ითვლიან. არ იციან რამდენ ხანში დატოვებენ ციხეს. მე ვიცი მაინც, რომ 12 დღეში ( უკვე 6-ში) გარეთ ვიქნები.
აქ სულ საბაზე, გიორგიზე, ირაკლიზე და ყველა რეჟიმის ტყვეობაში მყოფ მეგობარზე მეფიქრება. ყველას მეგობრად ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი მე საერთოდ არ მიცნობს – მე კი ვიცნობ მათ და ეგეთი მეგობრები მინდა მყავდეს – სიმართლისთვის მებრძოლი, იდეის ერთგული და გაუტეხელი მეგობრები.
საკნიდან უფრო მძაფრად ჩანს ყველა უსამართლობა. ახლა კიდევ უფრო მეტის გაკეთება მინდა, რომ ეს ხალხი, რაც შეიძლება მალე დავიხსნათ ტყვეობიდან.
შსს-მ ჩემი პატიმრობის მიზნად განაცხადა, “ჭკუას ისწავლის და გაჩერდებაო.” ჭკუა ნამდვილად ნასწავლი მქონდა მანამდეც, მაგრამ, ახლა უფრო მძაფრად მაქვს ბრძოლის სურვილი, რადგან პატიმრებს ისე ვჭირდებით, როგორც არავის სხვას. გაჩერება კი არა, ტემპს უნდა მოვუმატოთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. ხვალ და ზეგ რა იქნება არ ვიცი, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ მე და ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
პ.ს 26-მდე რუსთაველზე ჩამანაცვლეთ!
ამ “მორწმუნეებმა” დედაჩემთან დარეკვის უფლება არ მომცეს, მილოცვაც პრობლემა გახდა. ერთი კვირა დაიცადე და მერე დაგარეკინებთო. ალბათ, დედაჩემს უნდა ვთხოვო, რომ ერთი კვირის მერე დადგეს მისთვის ეს დღესასწაული, რომ შევძლო მილოცვა.
წერილი დაწერილია 20 აპრილს.”- წერს გელა ხასაია.
-

აჯილდოებდნენ დამნაშავეებს, მათზე შური უნდა გვეძია – პუტინი სუმის დაბომბვაზე
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, სუმის ცენტრზე სარაკეტო იერიში “შურისძიება” იყო.
“იყო თუ არა სამოქალაქო ობიექტი? იყო. მაგრამ იქ მიმდინარეობდა მათი დაჯილდოება, ვინც კურსკის ოლქში დანაშაულები ჩაიდინა”. – თქვა პუტინმა.
როგორც თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, “ამ ადამიანებზე შური უნდა გვეძია”.
“უკრაინის ხელისუფლება თავდაპირველად ცეცხლის შეწყვეტას ადამიანის სიცოცხლით თამაშად განიხილავდა, იქ, როგორც ჩანს, ვიღაც უფრო ჭკვიანი გამოჩნდა, დიდი ალბათობით, უცხოელი კურატორი, რომელმაც ასეთ ინიციატივაზე უარის თქმა ურჩია – ეს წამგებიანი პოზიციაა”.
-
ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ – ზურაბიშვილი
„მქონდა პატივი, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ვწვეოდი და ჩვენს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის კავშირების გასაძლიერებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შევთანხმებულიყავი“,
ამისშესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილისოციალურ ქსელში წერს.
-
პარლამენტთან პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა
პარლამენტთან, დაკავებები დაიწყო – როგორც ცნობილია, დაკავებულია 2 მოქალაქე დავით გუნაშვილი და ლევან ძაძაზე.
დაკავებამდე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ.
მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, პოლიციამ გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანა.
პარლამენტთან ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან და სოლიდარობის აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა გუშინ, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 2 პირს მხარდაჭერა გამოუცხადეს. დაკავებულები – გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე სამართალდამცველებს აღდგომას ულოცავდნენ, რასაც მათი დაკავება მოჰყვა.
-

პირდაპირ ნაცმოძრაობის აქტივისტებში ჩაეწერა – მაჭარაშვილი ფიშერზე
არაერთხელ ვნახეთ, რომ გერმანიის ელჩი პირდაპირ ნაცმოძრაობისაქტივისტებში ჩაეწერა. ეს სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ფაქტია. გარდა ამისა, სხვათა შორის, ის იმასაც კადრულობს, რაც ნაცმოძრაობისზოგიერთ წევრსაც არ უკადრებია.
-

გაუგებარია, თუ როგორ ღიად სურს ევროკავშირს ნაციზმის იდეოლოგიის დაბრუნება – ლავროვი
არ არსებობს სიტყვა, რომლითაც ამ ფენომენს დავახასიათებდი და, გულწრფელად, ახლა ირონიულად არ ვამბობ ამას: გაუგებარია, თუ როგორ ღიად სურს ევროკავშირს, დააბრუნოს ნაციზმის ევროპული იდეოლოგია, სადაც ის [ნაციზმი] დაიბადა, სადაც ის განადგურდა, კატეგორიულად აიკრძალა ნიურნბერგის პროცესით, და ახლა ევროპის ტერიტორიაზევე ხელახლა ცოცხლდება და ამ პროცესის ხელმძღვანელები ბრიუსელის ბიუროკრატიის წარმომადგენლები არიან.
ეს ძალიან სამწუხარო მოვლენებია, შემაშფოთებელი მოვლენები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ მოვითმენთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ამ იდეოლოგიამ თავი ვერ აწიოს, ერთხელ და სამუდამოდ განადგურდეს, და უზრუნველვყოთ, რომ ევროპა დაუბრუნდეს თავის ღირებულებებს, რომელიც არ გულისხმობს ყველას თმის ერთ სტილზე შეჭრას და ყველასთვის იარაღის მიბჯენას იმისთვის, რომ თავს დაესხან ევროპის კონკურენტებს… მათ წინააღმდეგ, ვისი ღირებულებებიც და ხედვებიც არ მოსწონთ ევროპელ ლიდერებს, ფიურერებსა და კომისრებს და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული დედაქალაქების უმრავლესობაში მივიღებთ ისეთ ადამიანებს, ვისაც არ სურს საკუთარი ფესვების დათმობა და გარკვეულ ბიუროკრატიასთან დამორჩილება, განსაკუთრებით ისეთთან, რომელსაც აშკარად ნაციზმის სუნი ასდის.
-
უვიზოს გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია – არასამთავრობოები
უვიზოს გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია-სამოქალაქო ორგანიზაციები, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
“ვეხმაურებით ივანიშვილის მაღალჩინოსნების – მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლების – განცხადებებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ეს განცხადებები აღმაშფოთებელია და ცხადყოფს: ქართული ოცნება თავად აცნობიერებს, რომ მათი ქმედებებისა და პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ევროპულ მომავალს სერიოზული საფრთხე ექმნება. სწორედ ამიტომ ცდილობენ, ჯერ გაამართლებინონ საზოგადოებას ის, რასაც თავად ემსახურებიან – საქართველოს ევროპული პერსპექტივის ნგრევა გაამართლონ და გააუფასურონ.
იმ დროს, როდესაც ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ხალხის დაკვეთის შესაბამისად, წლებია იბრძვის საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის, კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის მისაღწევად, ქართული ოცნება მიზანმიმართულად აყენებს საფრთხის ქვეშ ამ მიღწევებს. მათთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა – თუნდაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმების ფასად.
მეორე მხრივ, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება და ქართველებისთვის ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა არა ქართველი ხალხის, არამედ რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესშია.
ჩვენი პოზიცია ნათელია – საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მიმართონ სანქციები არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების მიმართ, ვინც არაკონსტიტუციური კანონების მიღებას, რეპრესიებსა და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი ჯგუფების დევნას ემსახურება. თუმცა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკითა და ანტიდასავლური პროპაგანდით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს, რითააცქართველი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება. რეჟიმი ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობლობას პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით. მათ ზუსტად იციან უვიზო მიმოსვლის გაუქმების აღდგენას ბევრი წელი დაჭირდება.
დასავლელმა პარტნიორებმა უკვე გააუქმეს უვიზო რეჟიმი ოცნების მაღალი თანამდებობის პირებისთვის – მათ შორის, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის, ბევრს კი – პირდაპირ აუკრძალეს კონკრეტულ ქვეყნებში შესვლა. ახლა ივანიშვილის „ოცნებას“ იგივე ბედი სურს ქართველი ხალხისთვის.
ჩვენ, ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს არ მოხდეს. ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი! ეს არის საქართველოს მოქალაქეების რუსეთთან შეურიგებელი ბრძოლის, მრავალწლიანი უდიდესი შრომისა და დასავლური არჩევანის შედეგი – და არა იმ ხელისუფლების, რომელიც დღეს საქართველოს მომავლის წინააღმდეგ და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს”. – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- ღია სივრცე კავკასია
- გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია- ეკო
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“
- პრევენცია პროგრესისთვის
- ყვარლის ევროკლუბი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდი.
- ევროპის ფონდი
- კანონის უზენაესობის ცენტრი
- სამართიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- საქართველოს რეფორმერების ასოციაცია (GRASS)
- შშმ პირთა ინტეგრაციისა და გავნითარების ასოციაცია „ჰანგი“
- სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
- დემოკრატიის მცველები
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
- საფარი
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
-
ხონში ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ხონში ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, დაშავდა ორი.
როგორც ცნობილია, მანქანა ლეხაინდაროს ხიდიდან წყალში გადავარდა.
მასალა განახლდება.
-

კაია კალასი სიმპათიური ქალია, მაგრამ რასაც ჩასძახებენ, იმას ამოიძახებს – ვოლსკი
„რაც შეეხება კაია კალასს, სიმპათიური ქალია. არის გარკვეული ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ემსახურებიან გარკვეულ მიზანს. მათ შორის არის კაია კალასიც. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოიძახებს. არავინ ეკითხება კაია კალასს, რატომ აკეთებს მისი ქმარი ბიზნესს რუსეთში. რატომ იშოვა მილიონობით დოლარი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს“,
ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.