ვიზალიბერალიზაციის თემა ორი მხრივ არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, აღარაფერი დაგრჩებათ და გამოყენებულია საზოგადოებაზე მორალური წნეხი. მაგრამ, მთავარი რაც არის, ეს კამპანია არ მოდის არც ბრიუსელიდან, არც რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან, ეს მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია.
ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზეც წუხან და შეჩერება სურთ, არა, ეს მოყვება მათ მოქმედებებს. ხან ყოველდღიურად ლანძღავენ ევროპის დედაქალაქებს, აქაურ ელჩებს, მუქარის ტონით ესაუბრებიან. ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმ გადაწყვეტილების, რომელიც მიღებულ იქნა გასული წლის 28 ნოემბერს და მივდივართ იქითკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია.
[…] არანაირად ევროპა არ სჯის საზოგადოებას. გავიხსენოთ ის, რომ კან დიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოს, რადგან ევროპამ დაინახა, რამდენად იყო ქართული საზოგადოება მონდომებული და იცაცვდა კბილებით ევროპული ინტეგრაციის გზას. საზოგადოების მიმართ არანაირად არ არის სურვილი შეწყდეს ის შეღავათები, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ თუ რეჟიმი ასე გააგრძელებს ყველა მხრივ, ყველა გზით საქართველოს პარტნიორებისგან ჩამოშორებას, ქვეყნის იზოლაციას, ამაზე არის პასუხისმგებლობა ივანიშვილის და იმ კლანის, რომელიც მართავს ამ ქვეყანას რუსული წესებით. ამიტომ, ამ საკითხზე პროპაგანდას არ უნდა მოუსმინოთ.
Category: სლაიდერი
-
ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის კამპანია არ მოდის ევროპიდან, მოდის ამ რეჟიმიდან – ზურაბიშვილი
-
Police.ge-ზე ქვითრების გამოქვეყნება დაიწყო – შსს SMS ჯარიმებზე
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული (შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა) ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე.
ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს”, – წერს შსს.
-

ქუხს და გრგვინავს ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც საკმაოდ სერიოზულ დახმარებას უწევს ოპოზიციას – ვოლსკი
„ნუ ვიტყვით იმას, რომ [ოპოზიციას] რესურსი არ გააჩნია. სერიოზული ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. ქუხს და გრგვინავს ბრიუსელის გარკვეული ოფიციოზი დავარქვათ თუ ბიუროკრატია, საკმაოდ სერიოზულ დახმარებას უწევს, მაგრამ რესურსზე როცა ვლაპარაკობთ, ეს არის ნგრევის რესურსის არსებობაში შეჯიბრება ოპოზიციურ ფლანგზე, ვინ უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობისათვის. ისედაც მსოფლიოში არსებული პრობლემების ფონზე, საქართველოში ვის მეტი პრობლემის შექმნა შეუძლია, ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს და სერიოზული მხარდაჭერა მოდის ევრობიუროკრატიისგან. ეს ფაქტია. ეს არის მათი რესურსი, მაგრამ ეს რესურსი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, ვინაიდან ამაში საფრთხეს ხედავენ. საფრთხეს ქვეყნისათვის და საკუთარი ოჯახებისთვის, შვილებისათვის. იმ სტაბილურობას, რომელსაც მივაღწიეთ, გარკვეული განვითარება, პროგრესი მოსდევს, რომელიც ყველა საერთაშორისო კვლევაშია დაფიქსირებული. არავინ ამბობს, რომ პრობლემები გადავლახეთ. პრობლემები არსებობს, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების მიხედვით, საქართველო პირველ ათეულში იმყოფება მსოფლიოში ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველა მაჩვენებლით. ზოგს ეს უხარია, ზოგს კიდევ ეს ისტერიკაში აგდებს. ეს არის ფაქტები. ამ ფაქტებიდან გამომიდინარე, ვფიქრობ, წარმატების ძალიან მცირე შანსი აქვს რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ვინც არის მომხრე დესტაბილიზაციის და საქართველოს ცეცხლოვან პროცესებში ჩართვის,“
ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
-
ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ შსს გზის გადაკეტვაზე ვიდეოჯარიმების შაბლონებს იყენებს
იურისტი ნიკა სიმონიშვილის თქმით, შსს-მგზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებ-გვერდზე გამოქვეყნება ისე დაიწყო, რომ ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც მისი თქმით, ფორმალურად კანონის დარღვევაა.
“შსს-მ გზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებგვერდზე გამოქვეყნება დაიწყო. დღეს ბევრმა ადამიანმა მიიღო ამის შესახებ მესიჯი და მოკლე სამართლებრივ გზამკვლევს დაგიწერთ, რა უნდა გააკეთოთ.
შსს-ს მესიჯში წერია, რომ სატრანსპორტო საშუალებაზეა მოსული ჯარიმა, თუმცა ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს შსს და ჯარიმა რეალურად მანქანის გამო არაა მოსული. შეიძლება სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ ამაზე ნუ გავაკეთებთ მთელ აქცენტს.
აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოქვეყნება ისე დაიწყეს, ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც ფორმალურად კანონის დარღვევაა. თუმცა გასაგებია, ეს რატომაც გააკეთეს, ამდენი ჯარიმის ჩაბარებას ვერ აუდიოდნენ და გაიმარტივეს საქმე.
მიუხედავად ამისა, ეს ჯარიმა უნდა გაასაჩივროთ აუცილებლად. რა ვადაში და როგორ?
გამოქვეყნების დღე არის დღეს და დღეიდან 30 დღის ვადაში ჩაგეთვლებათ საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად. შესაბამისად, ამ 30 დღის გასვლიდან 10 დღე არის ბოლო ვადა, როცა შესაძლებელი არის გასაჩივრება, თუმცა შეგიძლიათ ხვალვე შეიტანოთ საჩივარი.
ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ გასაჩივრებით ამ ჯარიმის მოქმედებას გააჩერებთ, ამიტომ არ დაიზაროთ”, – წერს ის.
-
ვიზალიბერალიზაცია მეგობრული ჟესტია თუ შენ მას სახმალაოდ და სანქციების დასადებად გამოიყენებ, რომელ მეგობრულ ურთიერთობაზეა საუბარი? – მაჭარაშვილი
“სამწუხარო მოცემულობაა ის, რომ ევროკავშირის მხრიდან ჯერ კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა სავაჭროდ და მანიპულაციებისთვის. კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, უკვე მოლაპარაკებების გახსნის მექანიზმი იყო გამოყენებული მანიპულაციებისთვის. ახლა ვიზალიბერალიზაცია ხდება მანიპულაციის საშუალება. საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ ის საფუძვლები, რის გამოც ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, ჩვენ არ დაგვირღვევია, შესაბამისად, ზოგადად, რატომ დგება ეს საკითხი, მათ შორის, “ნაცმოძრაობის”, მხრიდან დღის წესრიგში? გეტყვით რატომაც დგება. ზუსტად იმიტომ, რის გამოც კანდიდატის სტატუსის მიუღებლობა დგებოდა, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვიყავით ყველა მონაცემით, მაგრამ იმათ მისცეს [სტატუსი] და ჩვენ არა. ე.ი. მანიპულაციის საშუალება იყო. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება ამას. ვიზალიბერალიზაცია იმას ნიშნავს, რომ ეს არის მეგობრული ჟესტი ორივე მხარის მხრიდან და თუ შენ ამ ვიზალიბერალიზაციას, მოლაპარაკებების გახსნას, კანდიდატის სტატუსს სახმალაოდ და სანქციების დასადებად გამოიყენებ, რომელ მეგობრულ ურთიერთობაზეა საუბარი?! მე შეგახსენებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებს და მე მგონი, ამით დამტკიცდება ყველაფერი – აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა შეერთებულ შტატებს და ახლა რატომ გვიკვირს ჩვენ რომ ევროკავშირის ის ბიუროკრატია, სამწუხაროდ, უსამართლოდ მოექცევა საქართველოს?!”
ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
-
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავა იქნება
ირაკლი კობახიძის ბრძანებით, არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტო შეიქმნა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ამ სააგენტოს თამარ ზოდელავა უხელმძღვანელებს.
სააგენტოს შექმნას ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 15 აპრილს მოაწერა ხელი, ხელმძღვანელად თამარ ზოდელავას დანიშვნაზე ბრძანება კი 22 აპრილს გამოქვეყნდა.
სააგენტო ადმინისტრაციის შენობაში, თბილისში, ინგოროყვას №7-ში განთავსდება.

-
“საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი”- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
„საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება მთავარ მეზობლებთან – აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან – ჩვენთვის შეუმჩნეველი არ რჩება, მაგრამ ამავდროულად, საჭიროა პრაქტიკული დადასტურება და რეალური ნაბიჯები. ჩემი აზრით, შესაძლოა ეს იყოს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება, რომელიც ვერანაირ კრიტიკას, ვერანაირ დროს ვერ უძლებდა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის რეალობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. მეორე – ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე გავამახვილებთ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებში ყურადღებას – არის სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც. ამის შემდეგ შეგვიძლია სხვა რამეზე ვისაუბროთ“,
აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი.
-
სასამრთლოსთან პოლიციამ ერთი პირი დააკავა
სასამართლოსთან მობილიზებულმა სამართალდამცავებმა, ერთი პირი, გიორგი ჩხეიძე დააკავეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რეჟიმის პოლიციამ ეს პირი მანქანაში ჩასვა და ადგილიდან გაიყვანა. აქტივისტების თქმით, დაკავებული რეჟიმის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლისძმა, გიორგი ჩხეიძეა. “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, საბა სხვიტარიძის საქმეზე გამართულ სხდომა ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე წარიმართა.
დაპირისპირება, სხვიტარიძის საქმის მოწმე სალომე ედიშერაშვილის გამოსვლას მოჰყვა. ედიშერაშვილი პროცესზეც პოლიციის კორდონით მივიდა, სხდომაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. სასამართლო დარბაზში 10-მდე პოლიციელი იჯდა, რის გამოც, საბა სხვიტარიძის ოჯახის წევრები სხდომაზე შესვლას ვეღარ ახერხებდნენ.ედიშერაშვილი ის გამომძიებელია, რომელსაც სხვიტარიძე მის მიმართ განხორციელებული წამების თვითმხილველად ასახელებს. რეჟიმის პატიმრის თქმით, სწორედ ედიშერაშვილის კაბინეტში, მის თვალწინ სცემეს ოლიგარქის პოლიციელებმა ის, თუმცა გამომძიებელ ქალს ამაზე რეაგირება არ ჰქონია.
ადვოკატებმა პროცესზე აღნიშნეს, რომ საქმეში მრავალი პროცედურული დარღვევაა და შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ძალის გადამეტებას, რაც არ გამოკვლეულა.
-

“ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი…”- კალაძე
“ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი – დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი… შანტაჟი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და გრძელდება. ჯერ იყო კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემა, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა. ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმად. წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება”
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
პატიმრობის 100 დღე – მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების სიმბოლო გახდა – ზურაბიშვილი
“100 დღე გავიდა მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან. ის გახდა პრესის თავისუფლების სიმბოლო რეგიონში დამოუკიდებელ მედიაზე მზარდი დევნის ფონზე,”
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.