კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო. შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულება და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს. ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც. ამიტომ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯართან ერთად სახელმწიფოს დაცვა ევალება საზოგადოებასაც, განსაკუთრებით კი დღევანდელი ჰიბრიდული ომების ეპოქაში. ჯარისა და ხალხის, ერისა და ბერის, მთელი საზოგადოების ერთსულოვნება არის უმთავრესი საწინდარი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის, ბრძოლისუნარიენობისა და წინააღმდეგობის გზაზე.
Category: სლაიდერი
-

შეშლილი სამყაროს შემხედვარე, სიბრძნე გადაგვარჩენს – პაპუაშვილი
-
ჭიათურის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად მონიტორინგი განხორციელდება – შსს
დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ, ამასთან, ადგილზე “მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით” მობილიზებულნი იქნებიან შსს-ს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები.
“მიმდინარე წლის 30 აპრილს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ჯორჯიან მანგანეზის შვილობილი კომპანიის, შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება” – წერს შსს.
-
ვერცერთი რეჟიმი ვერ გადაგვიწყვეტს, დავეხმაროთ თუ არა ჩვენს თანამოქალაქეებს, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ – ლომჯარია
„პასუხი მოეთხოვებათ სამართლებრივად და პასუხს აგებენ პირები, ის უწყებები, რომლებიც არიან ჩართული პოლიტიკურ რეპრესიებში, ვინაიდან მიმდინარე გამოძიებას არ აქვს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი. ეს პირველ რიგში იციან ამ უწყებების წარმომადგენლებმა და ამიტომაც იყო, რომ დღეს მხოლოდ ერთმა უწყებამ ვერ გაბედა შესულიყო ჩხრეკის ჩასატარებლად. სრულიად გაუგებარი სამართლებრივი პროცედურა იყო, როდესაც რამდენიმე უწყების წარმომადგენელი ერთდროულად მონაწილეობდა მოქალაქეების ჩხრეკაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი უწყება ვერ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას. მათ იციან, რომ ჩადიან დანაშაულს და მათ უნდათ, რომ ყველა უწყება იყოს თანამონაწილე დანაშაულის და არა კონკრეტული უწყება. ეს მათ შიშებზე მიანიშნებს და ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ მათ იციან, რომ ჩადიან დანაშაულს და კრიმინალს და უნდათ, რომ იყვნენ თანამონაწილეები კრიმინალში და ყველამ ერთად აიღოს პასუხისმგებლობა.“,
ასე ეხმაურება „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორი ნინო ლომჯარია რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.
-
ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.
“გაცნობებთ, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ, რისთვისაც მოწვეული ბრძანდებით მიმდინარე წლის 11 აპრილს, 13.00 საათზე”, – ნათქვამი იყო ნიკა მელიასთვის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში.
პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება გუშინ, 28 აპრილს წარუდგინა. ის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე 11 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა.
-
პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
პროკურატურა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.
თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურა ნიკა მელიას გუშინ ბრალდება წაუყენა, დღეს კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
-
თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა
ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] სასამართლომ ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ უარი უთხრა.
ბათუმელ მედროშეს ქვეყნიდან გააძევებენ.
- “თემურ ქათამაძეს სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ეს იქნებოდა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ის ქვეყანაში დარჩენილიყო… დაიწყება გაძევების პროცედურა… სასამართლომ უარი გვითხრა მოწმეების დაკითხვაზეც, რომლებიც დაადასტურებდნენ მნიშვნელოვან გარემოებებს ამ კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო მტკიცებულებები, სასამართლომ მაინც არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და შსს-ს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში,” – განუცხადა თემურ ქათამაძის ინტერესების დამცველმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, მარიამ გაბროშვილმა გამოცემა “ბათუმელებს”.
-
მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ტურავას უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა.
იუსტიციის ახალ მინისტრად ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2 აპრილს პაატა სალია დანიშნა.
-

“სამართალდამცავი უწყება ვალდებულია არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო! ” -იოსელიანი ჩხრეკაზე
“სამართალდამცავი უწყება ვალდებულია არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო! ” – საქართველოს სახალხო დამცველი დღეს, სამოქალაქო აქტივიდებისა და ფონდების დამფუძნებლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმიანება.
“სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდნენ არასრულწლოვნები.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.
სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში,”-ნათქვამია განცხადებაში.
-

ტერორის მიზანია პროტესტის ჩახშობა – უნდა ვუპასუხოთ გაზრდილი წინააღმდეგობით – სამადაშვილი
“ტერორის მიზანია პროტესტის ჩახშობა – უნდა ვუპასუხოთ გაზრდილი წინააღმდეგობით” – ასე ეხმაურება, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი დილიდან პროკურატურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებს.
“დღეს დილას, 5 სხვადასხვა ლოკაციაზე რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით და მეთოდოლოგიით, რეჟიმი შეიჭრა სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში. ჩვენ პირველ რიგში, გვსურს, რომ ყველას გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ვუთხრათ მათ, რომ მათ გვერდით იდგება რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, ისევე როგორც თითოეული მოქალაქე ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს გადარჩენა იმ მომავლისგან, რომელსაც დღეს ჩვენ გვიმზადებს რუსეთი და რომლის ამოცანა არის ორი:
პირველი, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხვა და განადგურება, იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანას მართავს პირდაპირ რუსეთიდან ადმინისტრირებული ძალა, წინააღმდეგობის ხაზი დღეს გადის სწორედ საქართველოს მოქალაქეებზე და საზოგადოებრივ პროტესტზე, რომელსაც უკვე მრავალი თვეა წარმატებით ახორციელებს ჩვენი საზოგადოება.
ამ ტერორის მიზანია პროტესტის, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩახშობა და ამას უნდა ვუპასუხოთ გაზრდილი წინააღმდეგობით. კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა განაცხადოს, რომ არ მოხდება საქართველოში დემოკრატიის გაუქმება. არ მოხდება საქართველოს ევროპული მომავლის წართმევა, იმიტომ რომ სწორედ ეს არის მეორე ამოცანა, რომელსაც რუსეთი ცდილობს, რომ განახორციელოს ჩვენს ქვეყანაში”. – განაცხადა სამადაშვილმა.
-

პროკურატურა ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.
სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს”, – წერია უწყების განცხადებაში.