Category: სლაიდერი

  • ეს ნამდვილად თანასწორი პარტნიორობაა – ზელენსკი  მინერალების შეთანხმებაზე

    ეს ნამდვილად თანასწორი პარტნიორობაა – ზელენსკი მინერალების შეთანხმებაზე

    დღეს ჩვენმა სამთავრობო გუნდმა შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ჩვენ გვაქვს შეთანხმება. ის ხელმოწერილია და რატიფიკაციისთვის უმაღლეს რადას წარედგინება და დაინტერესებულები ვართ, რომ მასთან დაკავშირებით, არანაირი შეფერხება არ წარმოიშვას.

    ჩვენმა ყველა წარმომადგენელმა კარგი სამუშაო გაწიეს. შეთანხმება მნიშვნელოვნად შეიცვალა მომზადების პროცესში. ახლა ეს ნამდვილად თანასწორი პარტნიორობაა – ისეთი, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს უკრაინაში მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის. ასევე ქმნის მისი ინდუსტრიებისა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისი სამართლებრივი პრაქტიკის მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შესაძლებლობებს.

     

    განაცხდა ამის შესახებ,  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • რეჟიმი საქართველოში ოპოზიციის გაჩუმებისა და დაშინების მცდელობებს განაგრძობს – აუსტრევიჩუსი

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია “ახალის” პრესსპიკერი მირანდა ბაღათურია და “გირჩი – მეტი თავისუფლების” პრესსპიკერი ანა ყურაშვილი პოლიციელის სავარაუდო შეურაცხყოფისთვის დააჯარიმა. რეჟიმი საქართველოში ოპოზიციის გაჩუმებისა და დაშინების მცდელობებს განაგრძობს.

    წერს ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი, სოციალურ ქსელში.

     

  • მოსამართლემ 11 პოლიტპატიმარი პატიმრობაში დატოვა

    თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დატოვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პოლიტპატიმარი: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი პატიმრობაში დატოვა.

    დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის წარმომადგენლები შესავალი სიტყვით გამოვიდნენ. ამასთან, სხდომაზე გადაისინჯა სინდისის პატიმრებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

    სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ დაკავებულებიც.

    მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

  • პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება… – კალაძე

    პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება… – კალაძე

    “პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ასევე, დედაქალაქის მერი. ჩემთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რიგითი ჯარისკაცი ვარ, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული როგორც ქალაქის წინაშე, ასევე, პარტიული მუშაობის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება კანდიდატურებს, პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება… თუ ირაკლი კობახიძე იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ”.

    განაცხადა თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

  • ამ ქალბატონს კლიმაქსის პრობლემა დაუდგა  – ზარქუა იუკნევიჩიენეზე

    ამ ქალბატონს კლიმაქსის პრობლემა დაუდგა – ზარქუა იუკნევიჩიენეზე

    ქალბატონი რასა ბატონ კუბილიუსთან ერთად პერესტროიკით გორბაჩოვის მთავრობასთან თანამშრომლობდა. ამ მორალის ადამიანი ჩვენ აქ დემოკრატად გამოგვეცხადა და მორალს გვიკითხავს და ქართველებს, ვინც მმართველ პარტიას დაუჭირა მხარი, რა სიტყვებით ამკობს. მე მგონია, ამ ქალბატონს კლიმაქსის პრობლემა დაუდგა და იმიტომაც აკეთებს ასეთ განცხადებებს.

    ამბობს ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეზე.

  • საქართველოს ერთადერთი პოლიტიკა აქვს, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციას გულისხმობს და მასთან თანხვედრაში – დავითაშვილი

    საქართველოს ერთადერთი პოლიტიკა აქვს, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციას გულისხმობს და მასთან თანხვედრაში – დავითაშვილი

    ჩვენი გადაწყვეტილებები პასუხისმგებლიანია და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებთან სრულად თანხვედრაშია. პირველში რიგში, ჩვენი გადაწყვეტილებებით საქართველოს მოსახლეობის წინაშე ვაგებთ პასუხს […] ევროინტეგრაციის პროცესი, ის, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, არ შეჩერებულა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველა იმ შედეგს იღებს, რასაც, დღეის მდგომარეობით, ევროინტეგრაციის პროცესისგან უნდა იღებდეს.

    ჩვენ ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის არ გადაგვიხედავს […] ობიექტურად თუ ვისაუბრებთ, საქართველოს ერთადერთი პოლიტიკა აქვს, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციას გულისხმობს და მასთან თანხვედრაშია.

    თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.უ

  • პროკურატურა “ახალის” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” პრესსამსახურების პატიმრობას ითხოვს

    პროკურატურა “ახალის” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” პრესსამსახურების, მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილისთვის პატიმრობას ითხოვს.

    მოსამართლე სათათბიროთ არის გასული.

    მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან.

  • “საზმაუს სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით – “რეალურ სივრცეს” ხურავენ” – ზაუტაშვილი

    “საზმაუს სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით – “რეალურ სივრცეს” ხურავენ” – საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლებული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნინო ზაუტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “ახლა თბილისში არ ვარ, მაგრამ უნდა დავწერო. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით “რეალურ სივრცეს” ხურავენ. დითირამბებს უმღერიან ხალხურს და საჭირო პროექტად მოიხსენიებენ. სიმღერის წინააღმდეგი ნამდვილად ვერ ვიქნები, მაგრამ თუ საჭიროებაზე მიდგა საქმე, “რეალური სივრცე” ზუსტადაც რომ ყველაზე საჭირო პროექტი იყო საზოგადოებისთვის. მაგრამ მისი დახურვა დიდი ხნის წინ დაევალა ვასიკო მაღლაფერიძეს და მის გულითად მცველებს, თინათინ ბერძენიშვილს, რუსუდან მანჯგალაძეს და ბელა ოსიპოვას. ასე გააგრძელეთ გოგო-ბიჭებო. ისე, “ბონიემი” გამოვიდოდა თქვენგან და აქციეთ გადაცემად. უდიდესი რეიტინგი გექნებათ. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. რეალურ სივრცეს თქვენ ვერ მოსპობთ, ის დიდხანს იცოცხლებს. შევხვდებით სადმე კონცერტზე. ტრადიციული ტექსტით დავამთავრებ, ვაი თქვენს პატრონს”, – წერს ზაუტაშვილი.

  • ლაშა ჯიოშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს

    TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს.

    ჯიოშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

    ჯიოშვილის თანახმად, მან პოლიციელი საგზაო წესების დარღვევაში ამხილა, ამ დარღვევაზე კი, მისივე მტკიცებით, პოლიციას რეაგირება არ ჰქონია. ამ ფაქტის გამო მან სისტემას შეაგინა, ოქმიც ამ მიზეზით შეუდგინეს.

  • ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი გახდა

    სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი გახდა. ამ პოსტს აქამდე ნინო დოლიძე იკავებდა.

    “ლევან ნატროშვილი 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურსა და აკადემიურ სექტორში 17-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

    ნატროშვილი საარჩევნო და კარგი მმართველობის თემებზე 2012 წლიდან მუშაობს. ის არის პოლიტიკურ საკითხებზე ეუთო/ოდირის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრი და არჩევნების სერტიფიცირებული დამკვირვებელი. ის 2012 წლიდან საქართველოში გამართულ ყველა საერთო არჩევნებზე სხვადასხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თანახელმძღვანელობდა. ამასთანავე, ნატროშვილი არის ათეულობით კვლევისა და ანგარიშის ავტორი, თანაავტორი და ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს მას საკონსულტაციო მომსახურება გაუწევია ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და ევროპის საბჭო (CoE). ნატროშვილი რამდენიმე პრესტიჟული აკადემიური სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია და ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრისა და მაგისტრის, ასევე, კენტუკის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ვაჭრობის მაგისტრის ხარისხებს. ის ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის დოქტორანტია”, – წერია ინფორმაციაში.