Category: სლაიდერი

  • გისურვებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! გილოცავთ საქართველო! – უკრაინის საელჩო

    “უკრაინის საელჩო საქართველოში გულწრფელად ულოცავს საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებთ მშვიდობასა და აყვავებას, ბედნიერებას, კეთილდღეობასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! გილოცავთ საქართველო!”

    უკრაინის საელჩო საქართველოში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

     

  • ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!”- დანიის ელჩი

    „ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! დანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას. თავისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტირებულად. გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!”

    საქართველოში დანიის ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

  • ვულოცავთ ქართველ მეგობრებს, გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას – ფიშერი

    ვულოცავთ ქართველ მეგობრებს, გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას – ფიშერი

    ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! ქართველები ყოველთვის დაუღალავად შრომობდნენ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის თავიანთ ქვეყანაში. ჩვენ პატივს ვცემთ და აღფრთოვანებულები ვართ ამ ურყევი ერთგულებით. გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას. გაგიმარჯოს საქართველო!

    საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

  • ”ბელარუსებმა და ქართველებმა იციან: თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ჩვენი მომავალი ევროპაშია”- ტიხანოვსკაია

    “ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!

    ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპულ მისწრაფებებს.

    ბელარუსებმა და ქართველებმა იციან: თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ჩვენი მომავალი ევროპაშია.

    გილოცავთ, საქართველო! სალომე ზურაბიშვილო”

    ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია წერს.

  • “ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს… მათი სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია” – რუბიო

    “ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს.

    ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა ემყარება დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებს.

    ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ”

    ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

  • “მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას კიდევ ერთ სტუდენტს, ლიკა ლორთქიფანიძესაც ედავებიან” – ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა

    17 მაისს, “ქართული ოცნების” დეპუტატისთვის, მარიამ ლაშხისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთ წევრს, ლიკა ლორთქიფანიძესაც ედავებიან. ინფორმაციას თავად მოძრაობა ავრცელებს.

    “მის წინააღმდეგ აღძრულ სამართლებრივ დევნაზე ინფორმაცია შესაბამისი უწყებებისგან ბრალდებულს არ მიუღია. რეჟიმი აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას, ჩვენი პასუხი კი უცვლელია – არ გვეშინია, არ გავჩერდებით! სოლიდარობას ვუცხადებთ ამავე საქმეზე ბრალდებულ სეუ-ს სტუდენტური მოძრაობის წევრ, თათია აფრიამაშვილს, რომლის პატიმრობასაც ითხოვს რეჟიმის პროკურატურა”, – წერია განცხადებაში.

  • “დავაბრუნეთ ტყვეების პირველი ნაწილი – 390 ადამიანი” – ზელენსკი

    “ტყვეების პირველი ნაწილი დავაბრუნეთ. ამ შეთანხმებას თურქეთში მოლაპარაკებების დროს მივაღწიეთ და მნიშვნელოვანია მისი სრულად რეალიზება. დღეს – 390 ადამიანი [დავაბრუნეთ].” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

    “ჩვენ ხალხს უკან, სახლში ვაბრუნებთ. ტყვეების პირველი ნაწილი დავაბრუნეთ. ამ შეთანხმებას თურქეთში მოლაპარაკებების დროს მივაღწიეთ და მნიშვნელოვანია მისი სრულად რეალიზება. დღეს – 390 ადამიანი [დავაბრუნეთ]. შაბათს და კვირას ველოდებით გაცვლის გაგრძელებას. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც გვეხმარება, ვინც 24/7-ზე მუშაობს იმისთვის, რათა უკრაინელები სახლში დაბრუნდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა დავაბრუნოთ, ვინც ტყვეობაშია. ვამოწმებთ თითოეულ გვარს, ინფორმაციას. გავაგრძელებთ ჩვენ დიპლომატიურ სამსახურს, რათა ასეთი ნაბიჯები შესაძლებელი გახდეს”, – წერს ზელენსკი.

  • მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას – ბრიტანეთის საელჩო ზურაბ ჯაფარიძეზე

    “დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით. მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევრო-ატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება.”

    ასე ეხმაურება, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას, ბრიტანეთის საელჩო.

  • ზურაბ ჯაფარიძე აღიარებს, რომ განზრახ დაარღვია კანონი – პაპუაშვილი

    ზურაბ ჯაფარიძე აღიარებს, რომ განზრახ დაარღვია კანონი – პაპუაშვილი

    “ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა კანონი რა არის, აღიარებს, რომ განზრახ დაარღვია კანონი. შემდეგ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გირაოს საშუალებით აღკვეთი ღონისძიებაა გირაო გამოყენებულიყო და განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს. ასე, რომ თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აქ ვინმეს მიმართ პრეტენზიები გაუგებარია.”

    ამბობს “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

  • მე გასაგებია და წინა ხელისუფლების ამბებზე „ჯაფარას“ და მელიას იბარებენ, ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს კი არ ახსენებს „ქოცების კომისია“ – გვარამია

    „ენის ტლიკინს შეეშვით და სამარცხვინო ბოდვას, ვითომ ციხე კურორტია… კარგად ვხედავთ ყველაფერს.

    მე გასაგებია და წინა ხელისუფლების ამბებზე „ჯაფარას“ და მელიას რომ იბარებენ კომისიაზე და ამის მერე ერთი დაიჭირეს და მეორეს მალე დაიჭერენ, საერთოდ რომ არ ყოფილან მაშინ პოლიტიკაში, იმ ხალხს, ამის პარალელურად კი, წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს „ქოცების“ “კომისია”, ამას ვხედავთ კიდეც და რა ჰქვია, ისიც ვიცით.

    დადუმდით ახლა… თორემ მდუმარების აღთქმა კი არ მაქვს მართლა დადებული!“

    ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.