Category: სლაიდერი

  • რუსეთმა, ჩვენი ტერიტორიების მხოლოდ 1%-ის დაკავება შეძლო. ულტიმატუმებს არ ვიღებთ, უკრაინა მტკიცედ დგას და არ მარცხდება! – ერმაკი

    „პუტინის სიტყვებს ფასი არ აქვს, თუ ამას რეალური ნაბიჯები არ მოჰყვება. მოკავშირეებთან ერთად რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა უნდა ვაიძულოთ. ჩვენ ულტიმატუმებს არ ვიღებთ. ვითარება რთულია, მაგრამ უკვე 1000 დღეზე მეტია ვიბრძვით და ამას გავუძელით. უკრაინა მტკიცედ დგას და ის არ მარცხდება.[…] ბუდაპეშტის მემორანდუმის შეცდომას აღარ გავიმეორებთ. მხოლოდ ჩვენს მოკავშირეებს – აშშ-ს, ევროპასა და „მსურველთა კოალიციას“ ვენდობით. უკრაინაში ჯარების განთავსების მზადყოფნა უკვე რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურა“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი Corriere della Sera-სთან ინტერვიუში აცხადებს.

  • კანონის წინაშე ყველა თანასწორია,მინდა ვისარგებლო ამ უფლებით – დათაშვილი სასამართლოზე

    “ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო. ბევრი რამ არის არალოგიკური და არგუმენტირებული. ეს შუამდგომლობა დაკავებაზე გამოუშვა ერთმა მოსამართლემ, მეორემ წინასწარ პატიმრობაში გამიშვა, მესამემ პატიმრობაში დამტოვა, იძულებით ფსიქიატრიული ექსპერტიზა დამინიშნეს და ა.შ. მეც ვეთანხმები ადვოკატს. ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება – კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მეც მინდა ვისარგებლო ამ უფლებით”.

     

    დღეს,  თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებლის და აქტივისტის, ნინო დათაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.დათაშვილმა დღევანდელ სხდომაზე მისი საქმის დეტალების შესახებ ისაუბრა.

  • ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ზამთარში რაკეტა “ფლამინგოს” მასობრივ წარმოებას დაიწყებს

    ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ზამთარში რაკეტა “ფლამინგოს” მასობრივ წარმოებას დაიწყებს

    უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რომ უკრაინა ზამთარში რაკეტა “ფლამინგოს” მასობრივ წარმოებას დაიწყებს.

    РБК-Україна ციტირებს ზელენსკის სიტყვებს, რომელთა მიხედვითაც რაკეტა უკვე გამოცადეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს მისი ქვეყნის მფლობელობაში ყველაზე ეფექტური რაკეტაა.

    “ჯერჯერობით ეს არის ყველაზე წარმატებული რაკეტა, რაც გაგვაჩნია. ის 3 000 კილომეტრს ფარავს, ეს მნიშვნელოვანია.” – თქვა ზელენსკიმ.

    უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფლამინგოზე დამატებითი დეტალების გასაჯაროება ნაადრევი იქნება მანამ, სანამ მათი დიდი რაოდენობით გამოყენება არ შეეძლებათ.

    “დეკემბერში ჩვენ მეტი გვექნება. დეკემბრის ბოლოს ან იანვარ-თებერვალში კი დაწყებული უნდა იყოს მასობრივი წარმოება. უნდა დავაკვირდეთ წარმატებებს გამოცდის დროს, უნდა დავაკვირდეთ ამ პროგრამის დაფინანსებას.” – თქვა ზელენსკიმ.

  • შშ-ის პოლიტიკა უკრაინის ნატო-ში არმიღების შესახებ სიახლეს არ წარმოადგენს – ზელენსკი

    „ამაში სიახლე არაფერია. აშშ ამ საკითხში ნათლად საუბრობს. ისინი ნათლად ამბობენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში ყოფნას. ეს მათი ორი პოზიციაა. სწორედ ამიტომ ამბობენ ამას – მე-5 მუხლის მსგავსად, მაგრამ ეს უნდა იყოს მტკიცე გადაწყვეტილება. ისრაელს შესაბამისი გარანტიები აქვს. თუ აშშ-სგან მტკიცე გარანტიები უკრაინასაც იქნება, მაშინ ისინი იმუშავებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

    ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივნის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ვეტო დაადოს უკრაინის ნატოში წევრობას, ნათელია.

    „ეს მოკავშირეების გადაწყვეტილებაა და აქ ჩვენ საერთო ხედვა გვაქვს“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

  • ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ ვითარების აგრესიულად დაძაბვას ვხედავთ – ლავროვი

    ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ ვითარების აგრესიულად დაძაბვას ვხედავთ – ლავროვი

    “ევროკავშირის მხრიდან როგორი დიპლომატიური ნაბიჯები შევამჩნიეთ? სანამ მათ შევაფასებთ, ისინი უნდა ვიხილოთ. ჯერ მხოლოდ ვითარების საკმაოდ აგრესიულად დაძაბვას ვხედავთ, საკმაოდ მოუხერხებელ და არაეთიკურ მცდელობებს, რომ ტრამპის ამერიკული ადმინისტრაციისა და პირადად აშშ-ს პრეზიდენტის პოზიცია შეცვალონ.[…] როგორც ამას ამ კვირაში ორშაბათს ვაშინგტონში ბატონი ზელენსკის თანხლების დროს დავაკვირდით. იქ ევროპელების მხრიდან არანაირი კონსტრუქციული იდეა არ გაგვიგია”.

    განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

  • ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კორონავირუსზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს – ბუწაშვილი

    ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კორონავირუსზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს – ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება, როგორც PCR -ით, ასევე, სწრაფი ტესტით,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კოვიდზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს. ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება როგორც PCR -ით, ასევე სწრაფი ტესტით. სიმპტომებია ზოგჯერ მხოლოდ მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ ასევე, აღენიშნებათ ხველა. არის დიარეით მიმდინარე შემთხვევებიც”, – წერს ინფექციონისტი.

  • ხაბეიშვილის, შეკრების იდეა ბევრს არ მოსწონს..გამოდით უფრო გაბედულები, ჭკვიანები და ხალხი თქვენ გამოგყვებათ – მანჯგალაძე

    ხაბეიშვილის, შეკრების იდეა ბევრს არ მოსწონს..გამოდით უფრო გაბედულები, ჭკვიანები და ხალხი თქვენ გამოგყვებათ – მანჯგალაძე

    „ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლება სამ მთავარ საყრდენზე დგას:ძალადობა; მოსყიდვა; პროპაგანდა.

    პროპაგანდა ეყრდნობა გზავნილს: „პუტინი მაგარია“. ისტორიულად ეს ახალი არ არის, ოდესღაც შაჰ-აბასის მომხრე მოღალატე ქართველებიც რაღაც მსგავსს ამბობდნენ.

    მოღალატეები არასდროს გვაკლდა, ბუნებრივია, დღესაც არიან. სწორედ ახლა, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ისე, როგორც არასდროს. ვიცი, ვაშაძის ერთიანობის გეგმა ყველას არ მოსწონს, მაშინ თქვენი უკეთესი გეგმა მოიტანეთ.

    აიტანეთ ერთმანეთი, ტალახის სროლას მერეც მოასწრებთ. ასევე ვიცი, ხაბეიშვილის 4 ოქტომბრის შეკრების იდეა ბევრს არ მოსწონს. კარგი, მაშინ თქვენ იყავით ინიციატორები: გამოდით უფრო გაბედულები და ჭკვიანები და ხალხი თქვენ გამოგყვებათ. დღეს მთავარი ამოცანაა გავერთიანდეთ და გადავრჩეთ. რეჟიმი ჩვენს დაქსაქსულობაზეც დგას. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, და არა უსასრულო ლაპარაკი და ერთი და იგივე წრეზე სირბილი.

    ერთიანობა ახლა ჩვენი ერთად გადარჩენის გზა და საქართველოს მომავლის გარანტიაა.

    ვინც ამას ებრძვის მტრის მსახურია არ უნდა ბევრი მტკიცება ამას“,

    ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

  • პუტინი არის კაციჭამია ჩვენს კარიბჭესთან, არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები – მაკრონი

    2007-2008 წლებიდან მოყოლებული პრეზიდენტი პუტინი იშვიათად ასრულებდა ვალდებულებებს. ის მუდმივად იყო დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა და ცდილობდა საზღვრების გადასინჯვას საკუთარი ძალაუფლების გაფართოების მიზნით.

    რუსეთი სამუდამოდ გახდა დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა და პოტენციური საფრთხე ყველა ჩვენგანისთვის. ქვეყანა, რომელიც ბიუჯეტის 40%-ს ასეთ შეიარაღებაში დებს, რომელსაც 1.3-მილიონიანი არმია ჰყავს მობილიზებული, ერთ დღეში არ გადაიქცევა მშვიდობიან, ღიად დემოკრატიული სისტემის მქონე სახელმწიფოდ.

    ამიტომ, მათ შორის თვითგადარჩენის მიზნითაც, მას [პუტინს] ჭამის გაგრძელება სჭირდება. ასე რომ, ის არის მტაცებელი, კაციჭამია ჩვენს კარიბჭესთან. არ ვამბობ, რომ ხვალ საფრანგეთს დაესხმება თავს, მაგრამ საბოლოოდ ის ევროპელებისთვის არის საფრთხე. არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები.

    ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი LCI-სთან ინტერვიუში.

  • რუსებმა, ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ბუშის დროს-საქართველოს ნაწილი, ჩემ დროს არაფერი – ტრამპი

    რუსებმა, ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ბუშის დროს-საქართველოს ნაწილი, ჩემ დროს არაფერი – ტრამპი

    როდესაც ბარაკ ჰუსეინ ობამამ ყველაფერი დათმო, მან უთხრა მათ [უკრაინელებს], უბრალოდ დათმეთ. არ იქნება არანაირი ბრძოლა. მათ ის რუსეთს დაუთმეს და ეს იყო სინამდვილეში ამ ქვეყნისთვის [უკრაინისთვის] კატასტროფული ხანგრძლივი პერიოდის დასაწყისი. ეს იყო დასაწყისი. და არავინ საუბრობს ამაზე. თუ მე ამ მიწას დავთმობდი, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა გაზეთის პირველ გვერდზე ვიქნებოდი. როდესაც ობამამ დათმო, ისინი არ აკეთებენ ამას. ისინი ამაზე არც კი საუბრობენ. წარმოგიდგენიათ?

    მე მას [რუსეთს] ყირიმი არ მივეცი. ყირიმი ულამაზესია და მათ [უკრაინამ] ეს ადგილი ობამას გამო დათმეს. პრესა კი ამაზე არც კი საუბრობს. ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ნაწილი რესპუბლიკელი პრეზიდენტის დროს წაართვეს. მათ ყირიმი წაიღეს ობამას დროს და საქართველოს დიდი ნაწილი წაიღეს ბუშის დროს. კარგი. მაგრამ ჩემ დროს რა წაიღეს? არაფერი წაუღიათ.

    ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

  • “სილა რეჟიმს” სტენსილის გამო აქტივისტი 2 000 ლარით დააჯარიმეს

    აქტივისტი თამარ კურატაშვილი “სილა რეჟიმს” სტენსილის გაკეთების გამო  2 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ მიიღო.

    6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ეს სტენსილი კურატაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელ ჭიშკარზე გააკეთა.