Category: სლაიდერი

  • უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის ომში იმაზე მეტხანს იბრძვის, ვიდრე მსოფლიოში ვინმე ელოდა – ზელენსკი

    „დღეს სრულმასშტაბიანი ომის 1 276-ე დღეა. .უდავოა, რომ ძლიერი და ქმედითი უკრაინული არმია ყველაზე საიმედო უსაფრთხოების გარანტიაუკრაინა რუსეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის ომში იმაზე მეტხანს იბრძვის, ვიდრე მსოფლიოში ვინმე ელოდაა ჩვენი ხალხისთვის. თუმცა, ჩვენ ასევე გვჭირდება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ყველასგან, ვინც მშვიდობას ეძებს. ყოველ დღე, შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უკრაინამ უნდა მიაღწიოს თავის მიზნებს და ეს მიზნები სამართლიანია: სიცოცხლის დაცვა, დამოუკიდებლობის დაცვა და უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობის უზრუნველყოფა“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

  • “საბავშვო ბაღებს იაფფასიან რძეს აწვდიდნენ” – ტენდერიდან ₾20,000-ის დაუფლებისთვის 2 პირი დააკავეს

    სამეგრელოში, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, 2025 წელს, გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები.

    მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა, ბრალდებულების მიერ, სამეგრელოს რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის ხდებოდა დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმის მიწოდება, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ – ზურაბიშვილი მუსელიანცის განაჩენზე

    მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ – ზურაბიშვილი მუსელიანცის განაჩენზე

    „ტერორი საქართველოში – მოსამართლე გიორგი არევაძემ მომიტინგე არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ეს მე-14 აქტივისტია, რომელიც 2024 წლის ნოემბრის შემდეგ ევროკავშირის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების შემდეგ დააპატიმრეს.

    მაშინ, როცა რომ მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ. ეს სამართლიანობა არ არის – ეს რეპრესიაა“,

    ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩილ მუსელიანცის მიმართ გამოტენილ განაჩენს.

  • არჩილ მუსელიანცს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

    აქციების დროს დაკავებულ არჩილ მუსელინცს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რაც შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უფრო დიდმა სასჯელმა შთანთქა და მუსელიანცს ჯარიმის გადახდის ვალდებულება მოეხსნა.

    ის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის პარალელურად დააკავეს. სინდისის პატიმარს იზოლატორში მიყვანამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეუზღუდეს ადვოკატის ყოლის შესაძლებლობა და ოჯახის წევრების მიმართ დაემუქრნენ. ამ საქმეზე არავინ დასჯილა.

    არჩილ მუსელიანცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ცნობისთვის, პროკურატურის მტკიცებით, მუსელიანცის ქმედებით სახელმწიფოს “534 ლარის ზიანი მიადგა“.

  • რუსეთს სინამდვილეში მშივდობა არ უნდა, დროს აჭიანურებს – ფინეთის თავდაცვის მინისტრი

    ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის თქმით, რუსეთს არ სურს მშვიდობა და დროის გაჭიანურებას აგრძელებს.

    „როგორც ჩანს, რუსეთს სინამდვილეში მშვიდობა არ სურს.[…] რუსეთი დროს აჭიანურებს და თვლის, რომ ამ გზით ის უფრო მტკიცე იქნება, ვიდრე დასავლური დემოკრატია“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.

     

  • ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ კიდევ 44 პირი დააკავა – ბოლო ორი თვეში ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით სულ 1 417 პირია დაკავებული – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით, კიდევ 44 პირი დააკავეს.

    დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

    “დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზით სისტემატურად ყიდდნენ.

    სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

    პოლიციამ, დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები. ხოლო, ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • ტრამპს სურს პუტინმა და ზელენსკიმ, მისი პირდაპირი ჩართულობის გარეშე დააორგანიზონ შეხვედრა – The Guardian

    შეერტებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რომ პუტინმა და ზელენსკიმ შეხვედრა მისი მონაწილეობის გარეშე დააორგანიზონ.  შესაბამის ინფორმაციას გამოცემა The Guardian აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

    როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება,  დონალდ ტრამპი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან უკან დგამს ნაბიჯს და სურს, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა მისი პირდაპირი ჩართულობის გარეშე დააორგანიზონ შეხვედრა.

    ასევე წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში ტრამპმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ ის ზელენსკისთან და პუტინთან სამმხრივ შეხვედრას მხოლოდ მას შემდეგ უმასპინძლებს, რაც ისინი ჯერ ერთმანეთს შეხვდებიან.

  • ”ბაიდენი უკრაინას უკან შებრძოლების უფლებას არ აძლევდა. მხოლოდ – თავდაცვის..”-ტრამპი

    ”ბაიდენი უკრაინას უკან შებრძოლების უფლებას არ აძლევდა. მხოლოდ – თავდაცვის..”-ტრამპი

     „ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა, ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე შეტევის გარეშე. ეს იგივეა, სპორტში გყავდეს შესანიშნავი გუნდი, რომელსაც ფანტასტიკური დაცვა ჰყავს, მაგრამ თავდასხმაში თამაშის უფლება არა აქვს. გამარჯვების შანსი არ არსებობს! ასეა უკრაინასა და რუსეთის შემთხვევაში. უნამუსო და უკიდურესად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის. როგორ გამოვიდა ეს? ეს ომი არასდროს იქნებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“,

    წერს ამის შესახებ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

  • უკრაინელებმა იერიში მიიტანეს რუსულ მატარებელზე რომელსაც ფრონტზე საწვავი გადაჰქონდა

    უკრაინელებმა იერიში მიიტანეს, ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის სადგურის მახლობლად არსებულ რუსულ მატარებელზე რომელსაც ფრონტზე საწვავი გადაჰქონდა – იერიშის შედეგად, მნიშვნელოვნად გართულდა რუსეთის სამხრეთ სამხედრო დაჯგუფებისთვის მომარაგების უზრუნველყოფა.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ინფორმაციით, ოპერაცია 21 აგვისტოს ღამით ჩატარდა და მისი შედეგად დაზიანდა მოწინააღმდეგის მოძრავი შემადგენლობა.

  • “ექსპერტიზაში წერია რომ ნინო დათაშვილი ფსიქიკურად სრულად ჯანმრთელია! ” – ადვოკატი

    “ექსპერტიზაში წერია რომ ნინო დათაშვილი ფსიქიკურად სრულად ჯანმრთელია! და მიუხედავად ამ შედეგისა, პროცედურა იყო დარღვევით ჩატარებული და ამიტომ არ უნდა დაერთოს საქმეს” – განაცხადა  ნინო დათაშვილის ადვოკტმა, ელისო რუხაძემ. 

    პროკურატურამ საქმეში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის დართვა და დასაკითხთა სიაში 2 ექსპერტის, თამარ ნიკოლოზიშვილის და დავით მაღრაძის დამატება მოითხოვა.

    პროკურატურამ ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
    სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა, ანუ სასამართლოს დადგენილება სტაციონარში გადაყვანას ეხებოდა.7 აგვისტოს სასამართლო პროცესზე ადვოკატმა თამარ გაბოძემ თქვა, რომ ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაღრაძე „ჩუმად შეაპარეს ნინო დათაშვილის საკანში”, სადაც მან ამბულატორიული ექსპერტიზა ჩაატარა.