Category: მსოფლიო

  • ISW: რუსი სამხედო მეთაურები ცდილობენ დაარწმუნონ პუტინი თავდაცვაზე გადავიდეს

    რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და არმიის შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი სავარაუდოდ აცნობიერებენ უკრაინის კონტრშეტევის საფრთხეს, მაგრამ პუტინის დაჟინებული მოთხოვნით ისინი აგრძელებენ კონტრაქტორების გაგზავნას უაზრო შეტევითი ოპერაციების გასაძლიერებლად, ნათქვამია აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტის ახალ მოხსენებაში.

    კრემლის წყაროები ადრე იტყობინებოდნენ, რომ პუტინი კომპეტენციას ლოიალობას ამჯობინებს და ეს ხელს უშლის შოიგუს და გერასიმოვს ფოკუსირებას ეფექტური თავდაცვისთვის ოპტიმალური პირობების შექმნაში –  მათ უწევთ ელიტარული ქვედანაყოფების გაწირვა  მძიმე ბრძოლებში უმნიშვნელო მოგებისთვის.

    ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის პოტენციური შეტევის მოლოდინში, რუსეთის სამხედრო სარდლობა იძულებულია გააძლიეროს პოზიციები ყირიმში, იქ წვევამდელების გაგზავნით.

    ISW-მ ადრე აღნიშნა, რომ 2022 წლის მაისში შოიგუმ და გერასიმოვმა ვერ დაარწმუნეს პუტინი მობილიზების აუცილებლობაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს იმ მომენტში ძალიან სჭირდებოდა იგი ძალების აღდგენისთვის.

    შესაძლებელია,  რუსეთის სამხედრო სარდლობამ ნაწილობრივ გამოასწორა ადრე დაძაბული ურთიერთობები ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან, რათა  პუტინი რუსული საინფორმაციო სივრცის მეშვეობით დაერწმუნებინა, შეაჩეროს შეტევითი ოპერაციები, იტყობინება ISW.

  • რუსეთი უახლოვდება ნიურნბერგ-II-ს – რეზნიკოვი

    “რამშტაინ-11-ის შედეგები: რუსეთი უახლოვდება ნიურნბერგ-II-ს. ამ ფორმატის ყოველი შეხვედრა არა მხოლოდ უფრო სასარგებლო “საჩუქრებს” აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, არამედ მიზნად ისახავს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას”

    წერს ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი “რამშტეინის” შეხვედრის შემდეგ.

  • რუსეთი ძალიან მცირე წინსვლისთვის უზარმაზარ რესურსს ხარჯავს – გენერალი მარკ მილი

    ვფიქრობ, Abrams-ის ტანკები, როდესაც ის მიეწოდება და მიაღწევს თავის ოპერატიულ შესაძლებლობებს, ძალიან ეფექტური იქნება ბრძოლის ველზე. ინტენსიური ბრძოლები ბახმუტსა და მის ირგვლივ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. რუსეთი ძალიან მცირე წინსვლისთვის უზარმაზარ რესურსს ხარჯავს. უკრაინული ძალებისგან განსხვავებით, რომლებიც ძალიან მოტივირებული არიან, იბრძოლონ საკუთარი ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ცხოვრების წესისთვის. რუსებს ლიდერობა აკლიათ, აკლიათ ნება. მათი მორალური განწყობა ძალიან დაბალია, დისციპლინა კი ნადგურდება.

    განაცხადა ამერიკელმა გენერალმა, მარკ მილმა “რამშტაინის” შეხვედრის დროს.

  • რუსეთმა უკრაინაზე 9 მაისს შესაძლოა მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანოს – ჰუმენიუკი

    უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია ჰუმენიუკი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაზე 9 მაისს შესაძლოა მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანოს.

    ჰუმენიუიკი ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე 9 მაისს მიიტანოს, თავიანთი “წმინდა თარიღის” აღსანიშნავად. თუმცა, იქვე, ჰუმენიუკი აღნიშნავს, რომ მტრის სისასტიკის გათვალისწინებით, კონკრეტულ თარიღებს არ უნდა ელოდონ და შეტევა ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი.

  • რუსეთმა შავ ზღვაში ორი წყალქვეშა რაკეტმზიდი შეიყვანა

    რუსეთმა შავ ზღვაში „კალიბრით“ აღჭურვილი ორი წყალქვეშა რაკეტმზიდი შეიყვანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათი პასუხისმგებლობის ზონაში, ვითარება რთულია

    მათი მონაცემებით, შავ ზღვაში რუსეთს 1 ერთეული გემი ჰყავს, მათ შორის არის 2 წყალქვეშა სარაკეტო მატარებელი, რომელიც აღჭურვილია “კალიბრის” 8 რაკეტით.

  • NATO-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება – სტოლტენბერგი

    “NATO-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება” – ამის შესახებ განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. ახლა მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ უკრაინამ რუსეთის დამარცხება შეძლოს.

    “როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია არ განმეორდება, რომ რუსეთს აღარ შეეძლება განაგრძოს თავდასხმა და კვლავ ომის წარმოება უკრაინის წინააღმდეგ და გააგრძელოს ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა”, – განაცხადა სტეოლტენბერგმა.

  • SBU-მ პრორუსი ოლიგარქის, ვადიმ ნოვინსკის აქტივები დააყადაღა

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] სანქცირებული ოლიგარქის, ვადიმ ნოვინსკის 144 მილიონი გრივნის აქტივები დააყადაღა. დაყადაღებულია 18 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რომელსაც პრორუსი ოლიგარქის კომპანიები სს „უკრტრანსგაზის“ საწყობებში ინახავდნენ და ცდილობდნენ გასხვისებას მესამე პირების სასარგებლოდ, უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების თავიდან ასარიდებლად.

    SBU-ს თანამშრომლებმა გამოავლინეს კრიმინალური სქემა, რომლის მიხედვით, ნოვინსკიმ ხელახლა დაარეგისტრირა გაზის წარმოების საკუთარი საწარმოები რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ რამდენიმე პირზე.

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება აგრესორი სახელმწიფოს დახმარებისთვის მიმდინარეობს და გრძელდება მოკვლევა დანაშაულის ყველა გარემოების დასადგენად და დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად.

    ვადიმ ნოვინსკი უკრაინის რადას დეპუტატი იყო. პარლამენტი მან 2022 წლის ივლისში დატოვა.

     

  • NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

    NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა. მისი ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.

    Reuters-ის ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ სტოლტენბერგმა პატივი მიაგო ომის დროს დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს და დაათვალიერა დაზიანებული რუსული სამხედრო ტექნიკა, რომელიც გამოფენილია კიევის ცენტრალურ მოედანზე.

  • უკრაინის კონტრიერიშის წარმატებას მჯერა, თუმცა ომი წელს არ დასრულდება – ბენ უოლესი

    “უკრაინის კონტრიერიშის წარმატებას მჯერა, თუმცა ომი წელს არ დასრულდება” – აცხადებს,  გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი.

    უოლესი ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა რუსეთი “არ დაიშლება ჯადოსნური ჯოხის მოქნევით.”.

    “საკმაოდ რთული სათქმელია, თუ რა მასშტაბის დანაკარგები შეიძლება აიტანოს პუტინმა, მანამ სანამ გაიაზრებს, რომ მისთვის თამაში დასრულდა. მე უბრალოდ ვცდილობ გავიაზრო, რომ ვერცერთი კონტრიერიში ვერ მიგვიყვანს რუსეთის არმიის უეცარ ჩამოშლამდე”,- განაცხადა უოლესმა.

    თავდაცვის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დანაკარგები უკვე 220 ათასს აჭარბებს ვლადიმირ პუტინი არ აპირებს უკან დახევას.

  • Patriot-ის სისტემა რუსული სამიზნეების 150 კმ-მდე მანძილზე ჩამოგდებას შეძლებს – იგნატი

    გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა რუსულ სამიზნეებს 150 კმ-მდე მანძილზე ჩამოაგდებს  – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა ეროვნული ტელეთონის ეთერში განაცხადა.  იგნატმა ასევე აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.

    “რაც მალე დაიწყებს (Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა – რედ.) საბრძოლო დავალებების შესრულებას, მით უკეთესი იქნება, ჩვენ შევძლებთ რეაგირებას და გავაკეთებთ იმას, რაზეც დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს”, – თქვა მან.