Category: მსოფლიო

  • მოსკოვში მყოფი ლუკაშენკო ცუდად გახდა – უკრაინული მედია

    ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ველორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კრემლში, პუტინის მიერ გამართულ სადილზე დასწრება ვერ შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინული მედია ავრცელებს.

    როგორც UNIAN ტელეგრამ არხზე წერს, ლუკაშენკო მოულოდნელად ცუდად გახდა და მოსკოვი დატოვა. მათივე ცნობით, მისი ესკორტი აეროპორტში სასწრაფო დახმარების მანქანამ მიაცილა.

    ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის დედაქალაქში დღეს 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით ჩავიდა.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფი გაიქცა ბახმუტიდან, სადაც 500-მდე “ვაგნერელი” დაიღუპა – პრიგოჟინი

    მოსკოვში, წითელ მოედანზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ აღლუმის პარალელურად, ”ვაგნერის” ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არ მიაწოდა დაპირებული საბრძოლო მასალა მის ჯგუფს.

    „ვაგნერის“ ლიდერი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფი გაიქცა ბახმუტიდან და დატოვა 2-კილომეტრიანი პოზიცია. მან განმარტა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 72-ე ბრიგადამ სტრატეგიული დასაყრდენი დატოვა, სადაც დაიღუპა 500-მდე “ვაგნერელი”.

    პრიგოჟინი აცხადებს, რომ “ვაგნერმა” მიიღო საბრძოლო ბრძანება, რომ პოზიციების დატოვება ღალატად იქნებოდა აღიარებული. თუმცა, მისი თქმით, საბრძოლო მასალის არარსებობის შემთხვევაში ვაგნერელები პოზიციებს მაინც დატოვებენ.

    “თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად გვყავს ინტრიგების სამინისტრო. ამიტომაც გარბის ჯარი.” – ამბობს პრიგოჟინი.

    ბოლოს პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი დაქირავებულები ბახმუტს ჯერ არ დატოვებდნენ.

  • რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ნამდვილი ომია გაჩაღებული – პუტინი აღლუმზე სიტყვით გამოვიდა

    “რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ნამდვილი ომია გაჩაღებული” – რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ  აღუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინის სიტყვით გამოსვლა დიდწილად ანტიდასავლური ნარატივის მატარებელი იყო.

    პუტინის მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ “კვლავ ნამდვილი ომია გაჩაღებული”.

    „ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაიწყო ნამდვილი ომი. მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასის მაცხოვრებლებს და უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

    პუტინის მტკიცებით, რუსეთს სურს, რომ მომავალი მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური იყოს. მისი თქმით, ნებისმიერი უპირატესობის იდეოლოგია “ამაზრზენი და მიუღებელია”.

    პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ თითქოს ეს ქვეყანა “სახელმწიფო გადატრიალების მძევალი გახდა”. სწორედ ეს რიტორიკა გამოიყენა პუტინმა , წარსულში მსგავსი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.

    “გადაჭარბებული ამბიციები, ამპარტავნება და თავგასულობა აუცილებლად იქცევა ტრაგედიად. სწორედ ესაა კატასტროფის მიზეზი, რასაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის. ის გახდა სახელმწიფო გადატრიალების მძევალი და მის ბაზაზე დანაშაულებრივი რეჟიმის დასავლელი მბრძანებლების სავაჭრო მონეტა, რომელიც მათი დაუნდობელი ანგარებიანი გეგმების განხორციელებაში სჭირდებათ”. – თქვა პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს.
     

  • ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს – გენშტაბი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 24 საათში უკრაინელებმა მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

    “ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 42 შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

  • 8 მაისი ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა, რუსებისთვის ომის, მკვლელობის – პოდოლიაკი

    8 მაისი. ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. ბრძოლაში დაღუპული გმირების გლოვის დღე. და გამარჯვების დღე, რომელიც გვეუბნება: რაც არ უნდა რთული იყოს, სიბნელე ყოველთვის მარცხდება. რა განსხვავებაა რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის? ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები. ჩვენ გვახსოვს საშინელი ფასი, რომელიც ნაციზმზე გამარჯვებისთვის გადაიხადეს. ჩვენ როგორც არავის, ეს ისე გვესმის, რადგან დღეს ნაციზმის (ამჯერად რუსული) რეინკარნაციის მორიგ მცდელობას ვხედავთ. სამყაროს უდანაშაულობის სისხლში დახრჩობის მცდელობა… ისინი [რუსები] აწყობენ ცეკვებს ძვლებზე, ზეიმობენ და ყვირიან: “ჰეი, ბერლინო, ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ!” მათთვის ეს არის ომის დღე. ცეკვის დღე. მასობრივი მკვლელობის ხსენების დღე. და სიძულვილის კულტის ნაწილი…

    წერს ამის შესახებ, Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

  • ფაშინიანი მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

    სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დღეს, 8 მაისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრება და  9 მაისს “გამარჯვების დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

    ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესამსახურში ადასტურებენ.

     

  • ომის დაწყების შემდეგ, ეს იყო ყველაზე მასიური თავდასხმა კიევზე – კლიჩკო

    უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ გასულ ღამეს რუსეთის ყველაზე მასიური თავდასხმა მოხდა კიევზე, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.

    ამის შესახებ მერმა მედიას განუცხადა, სვიატოშინსკის რაიონში ერთ-ერთი ჩამოგდებული თვითმფრინავის ნამსხვრევების ადგილზე ყოფნისას.

    “ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების წყალობით, 36-ვე დრონი ჩამოაგდეს. ეს არის ყველაზე მასიური თავდასხმა ჩვენს ქალაქზე ომის დაწყების შემდეგ”, – ხაზგასმით აღნიშნა კლიჩკომ.
     

    მან აღნიშნა, რომ ამ თავდასხმის შედეგად არც ერთი ქალაქის მცხოვრები არ დაიღუპულა. ამავდროულად, დაზიანებულია მთელი რიგი ობიექტები. კერძოდ, კლიჩკოს თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ასევე საბავშვო ბაღი და სკოლა.

    „5 ადამიანია დაშავებული, ორი საავადმყოფოშია, ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, არც ერთს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“ – განაცხადა მერმა.

    8 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა შეუტიეს კიევის რეგიონს ირანული უპილოტო საფრენი აპარატებით, შაჰედ-136/131-ებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, გამოყენებული იქნა 35 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც თავს დაესხნენ ჩრდილოეთის მიმართულებით – სეშას აეროდრომზე (ბრიანსკის ოლქი).

    ყველა 35 შაჰედ-136/131 გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა.

  • კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას ვაპირებდი, ამერიკელებმა მთხოვეს თავის შეკავება – არახამია

    ”ვაპირებდი ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას, მაგრამ ამერიკელებმა გამაფრთხილეს, არ წახვიდეო… ალბათ, საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები, იქნებოდა დიდი სკანდალი და ამერიკელებმა მთხოვეს თავის შეკავება.

    ისე აუცილებლად ჩამოვიდოდი, დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი ალბათ აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას და იქნება ან ახალი ძალა, ან კოალიცია. ივანიშვილი 10 წელზე მეტია, რაც არის და ის არც მეფეა, არც მონარქი, არც დიქტატურაა. დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება შეიცვლება. მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მას საკადრის პასუხს გასცემს.”

    ამბობს უკრაინის რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია მთავარ არხთან.

  • ყირიმს 22 ჩინური დრონით შეუტიეს

    პრორუსული ტელეგრამის არხების ცნობით, 7 მაისის ღამეს, სულ მცირე 22 დრონი იქნა გაშვებული  რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არსებული სამიზნეებისკენ.

    ანექსირებული ყირიმის მეთაურის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა პირად ბლოგზე გამოაქვეყნა სურათები, რომლებზეც, მისი თქმით, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით დაფრენილი  ერთ-ერთი დრონია ასახულია.

    ის იდენტიფიცირებული იყო, როგორც ჩინური წარმოების Mugin-5 დრონი. მწარმოებლის საიტზე ნათქვამია, რომ მისი ყიდვა 9,5 ათას აშშ დოლარად არის შესაძლებელი.

    ღამით სევასტოპოლის საზოგადოებაში გავრცელდა ცნობები უპილოტო საფრენი აპარატების  თავდასხმის შესახებ.

    თვითმხილველების თქმით, ქალაქში ხმაური გაისმა – სავარაუდოდ საჰაერო თავდაცვის რაკეტების აფეთქების შედეგად. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ნახეს კაზაკთა ყურეში და ფიოლენტში.

    კრიუჩკოვი ამტკიცებს, რომ ყველა დრონი და რაკეტა, რომლებიც ყირიმისკენ იქნა გასროლილი, ჩამოაგდეს.

  • ISW: პრიგოჟინს და კადიროვს სურთ ბახმუტში წარუმატებლობის პასუხისმგებლობა რუსეთის არმიაზე გადაიტანონ

    პრიგოჟინი და კადიროვი ცდილობენ წარმოაჩინონ რეგულარული რუსული არმია, როგორც არაეფექტური და წამოაყენონ პირობები, რათა თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულონ ბახმუტის რაიონში ყველა წარუმატებლობაში, ამბობენ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.

    პრიგოჟინის გადაწყვეტილება ბახმუტზე პასუხისმგებლობა  მისი თანამოაზრის ძალებს გადასცეს ფლანგებზე მოქმედი რუსული საჰაერო-სადესანტო ნაწილების გვერდის ავლით და ქალაქისთვის ბრძოლა ექსკლუზიურად ვაგნერის და ახლა უკვე  კადიროვის ბრძოლად წარმოჩენის მცდელობას ჰგავს, ნათქვამია ინსტიტუტის მორიგ ანგარიშში.

    ეს საშუალებას აძლევს პრიგოჟინს, რომელიც არ ენდობა რუსეთის სამხედრო სარდლობას და მისგან დამოუკიდებლად პოზიციონირებს, გადაირჩინოს სახე, თუ ვაგნერის ძალები ვერ დაიკავებენ ბახმუტს. კადიროვს, თავის მხრივ, შეუძლია რეპუტაციული სარგებელი მიიღოს6 ასეთ გახმაურებულ ოპერაციაში პრიგოჟინის პირადი ავტორიტეტის მხარდაჭერით.

    თუ ჩეჩნური ახმატის ქვედანაყოფის ძალები იგივე სირთულეებს წააწყდებიან, როგორც ვაგნერელებს და ვერ მოახერხებენ ბახმუტის სრულად დაკავებას, პრიგოჟინმა და კადიროვმა შესაძლოა თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულონ მათი ძალების არაადეკვატური მხარდაჭერის გამო.

    და თუ რუსეთის სამხედრო სარდლობა ხელს შეუშლის ვაგნერის შეცვლას ახმატის ძალებით (რადგან გაურკვეველია, შეუძლიათ თუ არა ამ დანაყოფებს ამ მანევრის შესრულება რეგულარული რუსული არმიის მხარდაჭერის გარეშე), პრიგოჟინი, კადიროვი და მათი მოკავშირეები, ალბათ, დაიწყებენ მტკიცებას,რომ თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო  მათ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდა, ჩეჩნური ჯარები სწრაფად აიღებდნენ ბახმუტს, თვლიან ISW-ის ანალიტიკოსები.

    ამავდროულად, კადიროვის მტკიცება, რომ „ახმატი“ შეძლებს ბახმუტში სწრაფად წინსვლას და მის დაკავებას „რამდენიმე საათში“ არის კადიროვის ტიპიური ტრაბახი და უგულებელყოფს ამჟამინდელ ტაქტიკურ ვითარებას, ნათქვამია მოხსენებაში.