Category: მსოფლიო

  • უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს – მალიარი

    „მტერმა ვერ შეასრულა თავისი გეგმები. მათ ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადეს. ჩვენმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს, ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს“,

    უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელ დამცველებს ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაუკარგავთ

  • მოდით ბახმუტში და თავად შეაფასეთ ვითარება! – პრიგოჟინი შოიგუს მიმართავს

    ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მიმართავს და მოუწოდებს მას ბახმუტში ჩავიდეს და სიტუაცია თავად შეაფასოს.

    “ამჟამად კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ბახმუტის დასახლებული პუნქტის 95%-ზე მეტს აკონტროლებს და აგრძელებს იერიშს მისი სრული გათავისუფლებისთვის. ვაგნერის ფლანგებზე, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არიან, მოწინააღმდეგემ რამდენიმე წარმატებული კონტრიერიში შეასრულა.

    რთული ოპერაციული სიტუაციისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გთხოვთ, მობრძანდით ბახმუტის დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული ქვედანაყოფები აკონტროლებენ და თავად შეაფასეთ არსებული ვითარება.

    წინასწარ მადლობას გიხდით, თქვენი თანხმობის იმედი მაქვს”. – მიმართავს პრიგოჟინი შოიგუს.

  • რუსული სამხედრო არხებზე პანიკაა–წერენ უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ

    რუსული ტელეგრამის არხები, რომლებიც უკრაინაში ომს აშუქებენ, დღეს საღამოს დაძაბულობამ მოიცვა. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას უკრაინის დარტყმების შესახებ სხვადასხვა ადგილას, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ეს არის უკრაინის არმიის კონტრშეტევის დასაწყისი. უკრაინული მხრიდან და დამოუკიდებელი წყაროებიდან ჯერჯერობით არც დადასტურება არსებობს და არც უარყოფა.

    რუსი სამხედრო პროპაგანდისტები და ვაგნერთან დაახლოებული არხები იუწყებიან:

    – უკრაინელების წარმატებული თავდასხმების შესახებ ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით. თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენ ვსაუბრობთ მიკროსკოპულ პროგრესზე მთელი ფრონტის მასშტაბით;

    – ხარკოვის რეგიონში სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დიდი მოძრაობის შესახებ – სავარაუდოდ, ფრონტის ყველაზე ჩრდილოეთ სექტორისკენ;

    – უკრაინული საარტილერიო მომზადების შესახებ ფრონტის ამ სექტორზე, სვატოვისა და კრემენნაიას რაიონებში;

    – გორლოვკას მახლობლად მაიორსკის რაიონში უკრაინული შენაერთების თავდასხმის შესახებ (ამის შესახებ ზოგიერთი უკრაინული წყაროც წერს).

  • არჩევნებში დამარცხებული ფინეთის პრემიერ მინისტრი, სანა მარინი ქმარს შორდება

    ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა და მისმა მეუღლემ მარკუს რაიკონენმა თითქმის ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინება გადაწყვიტეს.

    „მადლობელი ვართ ბედის 19 წლიანი ქორწინებისთვის და ჩვენი საყვარელი ქალიშვილისთვის“, – დაწერა მარინმა ინსტაგრამზე.

    წყვილი ოფიციალულრად 2020 წელს დაქორწინდა, იმ დროს, როდესაც პრემიაზე რეაგირების ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა. მათი ქალიშვილი ხუთი წლისაა.

    ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში მარინმა აღნიშნა, რომ ის და მისი ყოფილი ქმარი კვლავ ახლო მეგობრები არიან.

    რაიკონენი ყოფილი ფეხბურთელი და ბიზნესმენია. ისინი ფინეთის პრემიერ-მინისტრის, ვილა კესარანტას ოფიციალურ რეზიდენციაში დაქორწინდნენ. ქორწილს 40 სტუმარი ესწრებოდა, ძირითადად მეგობრები და ახლობლები.

    მოახლოებული განქორწინების შესახებ განცხადებაში მარინმა დაამატა, რომ ისინი „ მომავალშიც განაგრძობენ დროის ერთად გატარებას – როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე ერთმანეთთან.

    სანნა მარინი თანამდებობას მალე დატოვებს მას შემდეგ, რაც მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია აპრილში საყოველთაო არჩევნებში დამარცხდა, თუმცა მცირე სხვაობით.

    ოთხი წლის წინ 37 წლის სანა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი გახდა. ბოლო არჩევნებში მან წააგო პარტია “ეროვნულ კოალიციასთან“,  რომელსაც ხელმძღვანელობდა პეტერი ორპო და მემარჯვენე პოპულისტურ პარტია “ნამდვილ ფინელებთან“, რომელსაც რიკა პურა ხელმძღვანელობდა.

    ფინეთის მმართველი პარტია თითქმის ყოველი არჩევნების შემდეგ იცვლება. ამავდროულად, ქვეყნის ზოგადი კურსი პრაქტიკულად უცვლელი რჩება, რადგან არცერთი პარტია არ იღებს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას და იძულებულია კოალიციური პარტნიორები ეძებოს.

    მარინის პარტიამ გაზარდა მანდატების რაოდენობა პარლამენტში, მაგრამ მისმა კოალიციურმა პარტნიორებმა ადგილები დაკარგეს.

    მიუხედავად იმისა, რომ მარინის მთავრობა ოფიციალურად გადადგა, ის ქვეყნის მართვას გააგრძელებს იმ დრომდე, სანამ პეტერი ორპო და “ეროვნული კოალიცია“ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკებებს არ დაასრულებს, რაც სავარაუდოდ ივნისისთვის მოხდება.

    მიუხედავად წაგებული არჩევნებისა, სანნა მარინის პირადი რეიტინგი მაინც მაღალია. ბევრმა წარმატებად მიიჩნია, რომ მან ფინეთი ნატოში შეიყვანა და ქვეყანა კოვიდ-19-ის პანდემიას წარმატებით გაუმკლავდა.

    ბოლო დროს მისი რეიტინგი ოდნავ შემცირდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო წვეულებიდან, სადაც ის მღეროდა, სვამდა და ცეკვავდა.

    ბრალდებებზე, რომ ის ძირს უთხრის “ფინეთის რეპუტაციას და უსაფრთხოებას” თავისი საქციელით, მარინმა თქვა, რომ ვიდეო გადაიღეს პირად ოთახში, სადაც მან საღამო მეგობრებთან ერთად გაატარა.

    მას ნარკოლოგიური ტესტის გავლაც კი მოუწია, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ, ქვეყნის პარლამენტმა მოხსნა ბრალდებები მის წინააღმდეგ არასათანადო ქმედებებში.

    თუმცა, ყველა ფინელი არ იყო უკმაყოფილო მათი პრემიერის საქციელით. სოლიდარობის ნიშნად ბევრმა ქალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოები, რომლებშიც ასევე მღერიან და ცეკვავენ.

  • ჭურვების პრობლემა მალე აუცილებლად გადაიჭრება, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს – პრიგოჟინი

    “მსურს მივმართო მათ, ვინც იღებს, ან მიიღო გადაწყვეტილება, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს შეუერთდეს. ყველა პრობლემა, რომლებიც დღეს ჭურვებთან დაკავშირებით არსებობს, აუცილებლად გადაიჭრება ახლო მომავალში, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. სანამ გაივლით მომზადებას ჩვენს სასწავლო-სავარჯიშო ბანაკებში, გვექნება ყველაფერი, რაც საჭიროა. […] გუშინ მოგვივიდა სამხედრო განკარგულება, რომელშიც ხაზგასმით იყო ნათქვამი, პირველი, რაც მთავარია – პოზიციების დატოვება სამშობლოს ღალატად გამოცხადდებაო. ამას ჩვენ გვეუბნებიან. თუ არ იქნება საბრძოლო მასალები, ჩვენ პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინ ღალატობს სამშობლოს. […] ბიჭებო, წავუჭერთ იმათ, ვინც ჭურვებს უჭერს. ჭურვები რომ გაათავისუფლონ. თუ არ გაათავისუფლებენ, მათი შეკავების გამო, საჭირო იქნება ჯერ მათი ტრა*ში ხმარება, შემდეგ კი ციხეში ჩასმა”

    ”ვაგნერის” ჯგუფის დამფუძნებელი რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი ავრცელებს რეკრუტირების პროპაგანდისტულ ვიდეოს, რომელშიც ის გაწევრიანების მსურველებს ეუბნება, რომ საბრძოლო მასალებთან არსებულ ყველა პრობლემას ახლო მომავალში ნებისმიერ ფასად გადაჭრიან.

  • ბახმუტთან უკრაინელების კონტრშეტევისას 72-ე ბრიგადის რუსული ნაწილები განადგურდნენ–უკრაინის შეიარაღებული ძალები

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 საჰაერო შემტევი ბრიგადის მეთაურმა ანდრეი ბილეცკიმ განაცხადა, რომ გუშინ, ბახმუტთან უკრაინის ჯარების წარმატებული ადგილობრივი კონტრშეტევის შედეგად, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს რუსული არმიის 72-ე ბრიგადის ნაწილებს.

    საუბარია რუსეთის სახმელეთო ჯარების მესამე არმიის კორპუსის 72-ე მოტომსროლელ ბრიგადაზე, რომელიც  ორენბურგის რეგიონში 2022 წელს ჩამოყალიბდა.

    ბილეცკის თქმით, „დივიზიის მე-6 და მე-8 ასეული მთლიანად განადგურდა ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობასთან ერთად“.

    ასევე, ბილეცკის თქმით, ოპერაციის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ ჩაიგდეს  რუსი სამხედროების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ხოლო ვაგნერის  მე-3 შემტევმა რაზმმა მძიმე დანაკარგები განიცადა.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იუწყება, რომ შეტევითი ოპერაციების შედეგად მთლიანად გაათავისუფლეს ტერიტორია 3 კმ სიგანესა და 2,6 კმ (1,6 მილი) სიღრმეზე, მაგრამ ამ ტერიტორიის ზუსტი კოორდინატები არ ვრცელდება.

    ზოგიერთი წყაროს თანახმად, ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ 72-ე ბრიგადის ჯარისკაცები გაიქცნენ.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

    ბახმუტი რჩება უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ სექტორად, სადაც ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლია.

  • აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო

    შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დამატებით 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. პაკეტში შემავალი შეიარაღების სრული სია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 9 მაისს გამოაქვეყნა. დახმარება უზრუნველყოფილია არა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან, არამედ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ნაწილია, რომლის ფარგლებშიც აშშ შეიარაღებას თავდაცვის ინდუსტრიისგან ან პარტნიორებისგან ყიდულობს.

    USAI-ის პროგრამის თანახმად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარებას პარტნიორებისგან იყიდის და ის არ იქნება პენტაგონის რესურსებიდან.

    დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:

    • საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და საბრძოლო მასალა
    • დასავლური გამშვები მოწყობილობების, რაკეტებისა და რადარების უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ინტეგრაციისთვის საჭირო აღჭურვილობა
    • დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა
    • 155 მმ საარტილერიო ჭურვები
    • კომერციული სატელიტური გამოსახულების მომსახურება
    • წვრთნებში, შეიარაღების შეკეთებასა და მომსახურებაში დახმარება

    “აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინამ შეძლოს დააკმაყოფილოს ბრძოლის ველზე მისი გადაუდებელი და გრძელვადიანი საჭიროებები”, – თქვა პენტაგონმა.

  • რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი ორიჰივი დაბომბეს

    რუსმა ოკუპანტებმა ზაპორიჟიეს ოლქის ქალაქ ორიჰივზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ინფორმაციას ოლქის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

    “9 მაისს მტერმა ზაპორიჟიეს ოლქის ქალაქ ორიჰივზე განახორციელა ავიაიერიში. მტრის აგრესიის შედეგად განადგურდა 10 კერძო სახლი და დაზიანდა მშვიდობიანი მოსახლეობის კიდევ 20 სახლი”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს – ზელენსკი

    მადლობა გადავუხადე ურსულას ევროკავშირის მზადყოფნისთვის, სასწრაფოდ მიაწოდოს უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი.

    უკრაინა ყოველდღე აჩვენებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის ეფექტურობას. ტერორისტების ჩამოგდებული ყოველი რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს აგრესორი.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან პრესკონფერენციისას.

  • უკრაინამ დემარშის წერილი გაუგზავნა ქვეყნებს, რომლის ლიდერებიც მოსკოვში აღლუმს დაესწრნენ

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ მათ დემარშის წერილი გაუგზავნეს ქვეყნებს, რომლის ლიდერებიც მოსკოვში წითელ მოედანზე აღლუმს დაესწრნენ.

    “შეხვედრამდე ერთი ღამით ადრე, რუსეთის ფედერაციამ 25 ფრთოსანი რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით, მათ შრის 15 კიევში, იმისთვის რომ უფრო მეტი სიკვდილი და უფრო მეტი დესტრუქცია გამოეწვია უკრაინულ მიწაზე,” – წერს ნიკოლენკო. 

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, უკრაინა აღნიშნული ქვეყნების ლიდერების მონაწილეობას ღონისძიებაში, ომის დამნაშავესთან ერთად, რომელიც თავს იწონებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ომის გაჩაღებით, განიხილავს როგორც ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯს უკრაინელი ხალხის მიმართ.