Category: მსოფლიო

  • ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში აფეთქება მოხდა – დაიღუპა 1 თანამშრომელი

    რუსეთში, ურალის ატომურ სადგურზე აფეთქება მოხდა – რუსული სამთავრობო გამოცემა Ria Novosti წერს, რომ ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა არ კონკრეტდება მისი ვინაობა.

    შემთხვევა დღეს, 14 ივლისს ადგილობრივი დროით 9:13 საათზე მოხდა.

    ავარია ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში მოხდა, როგორც ცნობილია დაირღვა დაქვეითებული ურანის ჰექსაფტორიდით სავსე ბალონის ჰერმეტულობა.

    • „სიტუაცია ლოკალური ხასიათისაა და შემოიფარგლება საწარმოო უბნის ტერიტორიით.
      არ არსებობს მოსახლეობის დასხივების, ტერიტორიის ქიმიური დაბინძურების, გარემოს რადიოაქტიური და ქიმიური დაბინძურების საფრთხე“, – ნათქვამია რუსეთის ფედერალური სამედიცინო – ბილოგიური სააგენტოს განცხადებაში.

    ურალის ელექტროქიმიური ქარხნის 24 თანამშრომელი დამატებით შემოწმებას გადის, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – წერს რუსული გამოცემა TASS-ი.

    ეს არის ურანის გამდიდრების უდიდესი ობიექტი მსოფლიოში.

    მოსახლეობას სთხოვენ, სიმშვიდე შეინარჩუნონა, დარჩნენ სახლებში და არ გააღონ ფანჯრები.

    ქარხანამ განაცხადა, რომ რადიაციის დონე ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ნორმალურია.

  • ამერიკელებს რომ ეს სურდეთ, ხვალ დილით მშვიდობა იქნებოდა – ორბანი ომის დასრულებაზე

     „ამერიკელებს რომ ეს სურდეთ, ხვალ დილით მშვიდობა იქნებოდა. რატომ არ სურთ მათ ეს? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი ნატო-ს სამიტზე ვერ მივიღეთ.[…]უკრაინამ სუვერენიტეტი დიდი ხნის წინ დაკარგა “,

    ამის შესახებ,  უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-თან საუბრისას განაცხადა.

  • პუტინის უახლოეს კაბინეტებშიც ჩვენი წყაროები გვყავს – კირილ ბუდანოვი

    პუტინის უახლოეს კაბინეტებშიც ჩვენი წყაროები გვყავს  – ამის შესახებ, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს.

    “ჩვენ ჩვენი წყაროები გვყავს. პუტინის უახლოეს კაბინეტებშიც, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ვიცით ხოლმე რა ხდება”, – ამბობს ბუდანოვი Reuters-თან ინტერვიუში.

  • “ვაგნერი” უბრალოდ არ არსებობს! – ვლადიმერ პუტინი

    “ვაგნერი” უბრალოდ არ არსებობს! – ამის შესახებ,  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  კრემლის ღონისძიებაზე, განაცხადა  რომელსაც  “ვაგნერის” 35 მეთაური, მათ შორის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინიც ესწრებოდა. რუსულმა “კომერსანტმა”  ვლადიმერ პუტინს ჰკითხა, დარჩებოდა თუ არა “ვაგნერი” საბრძოლო შენაერთად.

    “ვაგნერი არ არსებობს! ჩვენ არ გვაქვს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ! ის უბრალოდ არ არსებობს! ასეთი იურიდიული პირი არ არსებობს”, – თქვა პუტინმა.

  • NATO-ს სამიტამდე, მაკრონის რეზიდენციას ადამიანის მოჭრილი თითი გაუგზავნეს – მედია

    ფრანგული მედიის ცნობით, NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეზიდენციას ადამიანის მოჭრილი თითი გაუგზავნეს. ინფორმაციას,  გამოცემა Valeurs actuelles რეზიდენციის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მედიის ცნობით, მოჭრილი თითი ერთჯერად აკეტში იყო  მოთავსებული, რომელიც  სასახლის კორესპონდენციის განყოფილებამ 9 -10 ივლისის შუალედში მიიღო.

    გავრცელებული ცნობით, უკვე დადგენილია თუ ვის ეკუთვნის მოჭრილი თითი. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით განცხადებას არ ავრცელებს.

  • NYT: თეთრი სახლი განიხილავს უკრაინისთვის ATACMS რაკეტების მიწოდებას

    თეთრი სახლი აწარმოებს არასაჯარო დისკუსიებს უკრაინაში ATACMS შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების შესაძლო მიწოდების შესახებ, იუწყება New York Times ორ ამერიკელ და ერთ ევროპელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით.

    გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, რომლებიც ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ, შესაძლოა საქმე ეხებოდეს რამდენიმე მართვადი “ხმელეთი–ხმელეთის“ მართვადი რაკეტის მიწოდებას, რომლებიც დარეზერვებულ იქნა უსაფრთხოების სხვა საფრთხეებზე საპასუხოდ.

    მაისში დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაუგზავნა Storm Shadow შორი დისტანციის საკრუიზო რაკეტები, ხოლო საფრანგეთმა ვილნიუსში ნატოს სამიტზე პირობა დადო, რომ უკრაინას იდენტურ საჰაერო ბაზირების SCALP რაკეტებს მიაწოდებს.

    კიევი დიდი ხანია ითხოვს ATACMS რაკეტებს, რომელთა დიაპაზონი დაახლოებით 300 კმ-ია (დაახლოებით 60 კმ-ით მეტი, ვიდრე Storm Shadow და SCALP).

    პენტაგონის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აშშ-ს ATACMS-ის არსენალი შედარებით მცირეა და რაკეტები გამოყენებული იქნა პენტაგონის სხვა სამხედრო გეგმებში, მათ შორის კორეის ნახევარკუნძულზე.

    მას შემდეგ, რაც რაკეტის განვითარება დაიწყო 1980-იან წლებში, მხოლოდ დაახლოებით 4000 რაკეტის წარმოება მოხდა, განაცხადა Lockheed Martin-ის წარმომადგენელმა სამშაბათს.

    მათი უკრაინაში გადატანა საფრთხეს შეუქმნის სხვა „ცხელი წერტილების“ უსაფრთხოებას, წერს NYT.

  • NATO-ს სამიტის პარალელურად, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

    ვილნიუსში ნატოს სამიტის გახსნის პარალელურად, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე  საჰაერო განგაში გამოცხადდა.

    უკრაინის საჰაერო ძალები უკრაინის მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ.

    როგორც ცნობილია, ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, Savasleyka-ს აეროდრომიდან MiG-31K გამანადგურებელი აფრინდა.

  • საფრანგეთი უკრაინას შორის მანძილის რაკეტებს გადასცემს

    საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა NATO-ს ვილნიუსის სამიტის დაწყების წინ თქვა, რომ, მისი გადაწყვეტილებით, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემენ.

    “სიტუაციისა და კონტრშეტევის გათვალისწინებით, რომელსაც უკრაინა ხელმძღვანელობს, მე გადავწყვიტე გავზარდო იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება, რათა უკრაინელებს შემდგომი დარტყმის შესაძლებლობა მივცე, ჩვენი დოქტრინის სიცხადისა და თანმიმდევრულობის შენარჩუნებით, ანუ უკრაინას საშუალება მისცეს დაიცვას თავისი ტერიტორია”, – განაცხადა მაკრონმა.

  • ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე, ვილნიუსში მივემართებით – ზელენსკი

    “ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბრებს. უკრაინა წარმოდგენილი იქნება ნატოს სამიტზე ვილნიუსში, რადგან საქმე პატივისცემას ეხება. მაგრამ პატივისცემას უკრაინაც იმსახურებს.

    ახლა, როდესაც ვილნიუსისკენ მივემართებით, ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

    უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის ნატოში მიპატიჟებისთვის და არც ნატოს წევრობისთვის. ამავე დროს, უკრაინის ნატოში მიწვევისთვისაც კი რაღაც ბუნდოვანი პირობებია გათვალისწინებული. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის ნატოში მიწვევისთვის და არც მისი ნატოს წევრად ქცევისთვის.

    ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა გამოიყენება იმისთვის, რომ უკრაინის ნატოში წევრობა გამოყენებულ იქნას რუსეთთან ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, რომ გააგრძელოს ტერორი. გაურკვევლობა სისუსტეა. მე ამის შესახებ ღიად ვისაუბრებ სამიტზე.”

    ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი twitter-ზე წერს და აღნიშნავს,  უკრაინა ვილნიუსში NATO-ს სამიტს დაესწრება.

  • უკრაინამ 5 კვირაში თითქმის იმდენი ტერიტორია გაათავისუფლა, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო – ISW

    უკრაინამ 5 კვირაში თითქმის იმდენი ტერიტორია გაათავისუფლა, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო – ამის შესახებ, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი.

    ანალიტიკოსები ყოველდღიურ ანგარიშში უკრაინის კონტრშეტევებზე წერენ და აცხადებენ, რომ  4 ივნისს უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, ISW-ის შეფასებით, რომელიც ეყრდნობა საკუთარ სახმელეთო კონტროლის მონაცემებს, უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს დაახლოებით 253 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მონაცემები განსხვავდება ISW-ის გამოთვლებისგან.