Category: მსოფლიო

  • ბევრი უნდა ისწავლო და ნაკლები იოცნებო – აუსტრევიჩიუსი ღარიბაშვილს

    ეს არის პოლიტიკური ბანდა და არა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული აზროვნება. ბევრი უნდა ისწავლო და ნაკლები იოცნებო.

    ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩიუსი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება : “თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, მაშინ NATO-ს წევრობა რაღა საჭიროა?!”.

  • რუსეთი უკრაინას ყირიმის ხიდზე “ტერორისტულ” თავდასხმაში ადანაშაულებს

    რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ყირიმის ხიდზე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარზე  გამოძიება დაიწყო. კომიტეტი მომხდარს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩადენილ “ტერორისტულ აქტს” უწოდებს.

    “დილის 3.05 საათზე ორმა უპილოტო თვითმფრინავმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა განახორციელა. გამომძიებლების თქმით, 16-17 ივლისის ღამეს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაზიანდა ყირიმის ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი. დაიღუპა ორი ზრდასრული და დაშავდა ერთი ბავშვი,” – ნათქვამია ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.

    ცნობისთვის, დღეს 17 ივლისს,  ყირიმის ხიდზე, რომელიც რუსეთის კრასნოდარის ოლქს ანექსირებულ ნახევარკუნძულთან აკავშირებს,  აფეთქება მოხდა.

  • რთული გზის გავლა გვიწევს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რისი გადალახვა მოვახერხეთ – ზელენსკი

    ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან რთული გზის გავლა გვიწევს მთელი ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ იწყება ეს ყველაფერი, როგორ დაიწყო და რისი გადალახვა მოახერხეს უკრაინელებმა.

    წერს Facebook-ზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, ხანმოკლეა – პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე

    „ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, აუცილებლად ხანმოკლეა, განურჩევლად განადგურების მიზეზებისა“,

    ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას.

  • აფეთქება ყირიმის ხიდზე. დანგრეულია ხიდის 2 მონაკვეთი

    ორშაბათს ღამით, ყირიმის ხიდზე, რომელიც რუსეთის კრასნოდარის ოლქს ანექსირებულ ნახევარკუნძულთან აკავშირებს,  აფეთქება მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხიდზე მოძრაობა შეჩერდა.

    რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ყირიმის ხიდის 145-ე საყრდენის მიდამოში ყუბანის მხრიდან “საგანგებო შემთხვევა” მოხდა. მომხდარის მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ სახელდება.

    თუმცა, ადგილობრივი წყაროები წერენ ორი ძლიერი აფეთქების შესახებ, ხოლო Telegram-ის არხების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს ხიდის ორი მონაკვეთის სერიოზული დაზიანება.  ტამანის მხარეს მონაკვეთი განადგურებულია,  ქერჩის მხარეს კი დაწეული, წერს ტელეგრამის არხი Shot.

    აფეთქებას ბელგოროდის რეგიონიდან ცოლ-ქმარი დაიღუპა, მათი 14 წლის ქალიშვილი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    რუსეთის ხელისუფლებამ დახურა ყველა მოძრაობა ქერჩის სრუტეზე: ხიდის ორივე ხაზი, რკინიგზა და საბორნე გადასასვლელი.

    მატარებლებისა და ბორნების მოძრაობა მალე აღდგება, მაგრამ მათ, ვინც ყირიმში ან ყირიმიდან მანქანით მიემგზავრება, ურჩევენ გაიარონ გზა უკრაინის “მატერიკზე” ოკუპირებული ტერიტორიების ფრონტის ხაზის გავლით. გარდა ამისა, დაგეგმილია ტურისტებისთვის დროებითი განსახლების ცენტრების გახსნა ყირიმის აღმოსავლეთით.

    ეს არის მეორე დიდი ინციდენტი ანექსირებულ ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელ ხიდზე უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. წინა შემთხვევა გასული წლის ოქტომბერში მოხდა.

    უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა უკრაინული გამოცემის Suspilna-ს კომენტარში აღნიშნა, რომ ხიდის ნაწილის განადგურების გამო, უკრაინაში რუსეთის არმიას პრობლემები შეექმნება ლოჯისტიკასთან დაკავშირებით.

    „ნახევარკუნძულს რუსები იყენებენ, როგორც დიდ ლოჯისტიკურ კვანძს უკრაინის ტერიტორიაზე ძალების და აქტივების გადასაადგილებლად. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ლოგისტიკური პრობლემა დამპყრობლებისთვის დამატებითი გართულებაა“, – განაცხადა იუსოვმა. მან ასევე მოიყვანა უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადება, რომელმაც ხიდს “ზედმეტი კონსტრუქცია” უწოდა.

    ოფიციალურად, უკრაინის ხელისუფლებას ხიდის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. თუმცა, BBC-ის წყარომ უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან განაცხადა, რომ ღამის თავდასხმა ყირიმის ხიდზე იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია.

    „ხიდს თავს დაესხნენ წყალზედა დრონებით. ხიდთან მისვლა რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ ეს მოხერხდა“, – ამბობს წყარო. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

  • “ერთ დღეში დავადებინებ გარიგებას“–ტრამპი ზელენსკიზე და პუტინზე

    აშშ–ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, პუტინსა და ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების დადებას აიძულებს.

    “მე დავუკავშირდები პუტინს ზელენსკისთან შეთანხმების დასამყარებლად. ეს ძალიან სწრაფად მოხდება. ზელენსკის ვეტყოდი: “საკმარისია, გარიგება გჭირდებათ”.

    მე ვეტყვი პუტინს: “თუ არ დადებ შეთანხმებას, ჩვენ მათ მივცემთ ბევრს, იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ, თუ საჭირო გახდა.”. ერთ დღეში დავადებინებ გარიგებას“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-ის ეთერში.

  • დანაღმული ველები უკრაინის კონტრშეტევის მთავარ პრობლემად იქცა-Washington Post

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დანაღმული ველების  სიმჭიდროვის გამო ზაპოროჟიეს რაიონში შეტევითი სტრატეგია შეცვალეს. იმის ნაცვლად, რომ რუსეთის თავდაცვა კონტრშეტევაში დასავლეთის ქვეყნების მიერ გადაცემული ჯავაშანმანქანებით და ტანკებით გაარღვიონ, უკრაინის სამხედროები წინ  ფეხით მიიწევენ. ამის შესახებ Washington Post უკრაინის არმიის ჯარისკაცებზე დაყრდნობით წერს.

    რუსული პოზიციების წინ 5-დან 16 კმ-მდე მანძილი ნაღმებით არის მოფენილი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ხანგრძლივმა მომზადებამ კონტრშეტევისთვის რუსეთის ჯარებს მისცა დრო, რომ ბუფერულ ზონაში ტერიტორიები დაენაღმათ, რაც ახლა ართულებს უკრაინის არმიის წინსვლას და იწვევს დანაკარგებს – როგორც აღჭურვილობაში, ასევე ცოცხალ ძალაში.

    შედეგად, შებინდებისას მცოცავი განმნაღმველები ცდილობენ ნაღმების ხელით გაუვნებელყოფას. ამავდროულად, მტერს შეუძლია თვითმფრინავებიდან ჩამოაგდოს ახალი ნაღმები და მათი ძალისხმევა წყალში ჩაყაროს.

    ამერიკელებთან  საუბარში უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ დანაღმულ ველებზე ბრძოლებმა აჩვენა მიწოდებული აღჭურვილობის დაუცველობა, განსაკუთრებით ამერიკული ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანების და გერმანული ლეოპარდის ტანკებისა.

    როგორც ვაშინგტონ პოსტი აღნიშნავს, ნაღმის აფეთქების შემდეგ ასეთ მანქანებში სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობა მცირე დაზიანებებით გადარჩება, მაგრამ ტექნიკა ვეღარ მოძრაობს. გარდა ამისა, ნაღმზე ჩარჩენილი ტანკი ან ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა რუსული არმიისთვის ადვილი სამიზნე ხდება. ტანკის ჯავშანი ვეღარაფერს გიშველის,  რადგან დანაღმული ველი ძალიან ღრმაა და ადრე თუ გვიან ტექნიკა გაჩერდება და ამის შემდეგ ის განადგურდება კონცენტრირებული ცეცხლით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

    გაზეთი წერს, რომ კონტრშეტევამდე უკრაინამ პარტნიორებისგან ტერიტორიების განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობის 15%-ზე ნაკლები მიიღო. რუსული ნაღმების მჭიდრო ველების გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერ არ რისკავს ყველა ბრიგადის და მიღებული აღჭურვილობის გამოყენებას უფრო ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ასევე ყურადღება გაამახვილა ნაღმების გასაწმენდად სპეციალურ აღჭურვილობაზე – სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან კიევში მოლაპარაკების შედეგების შემდეგ, მან განაცხადა, რომ სეულმა უკვე დაიწყო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ასეთი აღჭურვილობის გადაცემა.

    The New York Times ასევე წერს მჭიდროდ მიმობნეულ ნაღმებზე, რომელიც რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის მიმართულებებზე განალაგა. გაზეთი უკრაინელ ექიმებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ დაზიანებების მთავარ მიზეზებს შორის ნაღმებმა არტილერიას გადააჭარბა.

    პლასტიკური ნაღმები ცალკე პრობლემას წარმოადგენს – მათი ფრაგმენტები ჯარისკაცების სხეულში ძნელია ამოსაცნობია, რადგან სამედიცინო ლითონის დეტექტორები მათ ვერ ხედავენ. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა გაჭიანურდება, არის რუსული ავიაცია: „წინასვლასთან ერთად, უკრაინელი ჯარისკაცები სცილდებიან მათი საჰაერო თავდაცვის ზოგიერთი სისტემის ხელმისაწვდომობას და დაუცველნი ხდებიან რუსული  ვერტმფრენების თავდასხმის მიმართ“.

    სწორედ ამიტომ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, რომ დასავლეთმა მას სწრაფად გადასცეს თანამედროვე საბრძოლო ავიაგამანადგურებლები, მაგალითად, ამერიკული F-16.

  • “რატომ უნდა ვთხოვო ვინმეს ნებართვა, რა გავაკეთო მტრის ტერიტორიაზე?”–უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, ვაშინგტონ პოსტთან ინტერვიუში წუხს, რომ არ შეუძლია  საკუთარი შეხედულებებისამებრ ებრძოლოს რუსეთს, რომელიც თავს დაესხა უკრაინას.

    დასავლელმა მოკავშირეებმა, რუსეთთან ომის ესკალაციის შიშით, დააყენეს პირობა, რომ მათ მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებული შორი დისტანციური რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალა არ უნდა გამოიყენებოდეს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.

    ამიტომ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის უკრაინა იყენებს მხოლოდ უკრაინული წარმოების იარაღს.

    “ჩემი ხალხის გადასარჩენად რატომ უნდა ვთხოვო ვინმეს ნებართვა, რა გავაკეთო მტრის ტერიტორიაზე?” – ამბობს ზალუჟნი გამოცემის კორესპონდენტთან ინტერვიუში.

    „რატომღაც უნდა ვიფიქრო, რომ იქ რამის კეთების უფლება არ მაქვს.  რატომ? იმიტომ რომ პუტინი… გამოიყენებს ბირთვულ იარაღს? ბავშვებს, რომლებიც კვდებიან,ეს არ აინტერესებთ. ”

    „ეს არის ჩვენი პრობლემა და ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ მოვკლათ ეს მტერი. ომში თქვენ შეგიძლიათ და უნდა მოკლათ მის ტერიტორიაზე. თუ ჩვენს პარტნიორებს  მათი იარაღის გამოყენების ეშინიათ, ჩვენი იარაღით მოვკლავთ“, – განაცხადა უკრაინის არმიის სარდალმა.

    უკრაინამ ადრეც დაარწმუნა შეერთებული შტატები, რომ არ გამოიყენებს ამერიკელებისგან მიღებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.

    „ჩვენ გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ არ გამოვიყენებთ აშშ-ს და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. მაგრამ თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, სადაც მტერი იმყოფება, მაშინ, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

  • უკრაინელები ხერსონის მიმართულებაზე შეტევისთვის ემზადებიან – უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი

    უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის მიმართულებაზე შეტევისთვის ემზადებიან – ამის შესახებ, ნათქვამია უკრაინის ეროვნული გვარდიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    როგორც ცნობილია, ხერსონის მიმართულებაზე მიმდინარეობს აქტიური სადაზვერვო მოქმედებები. საარტილერიო ცეცხლით იბომბება სიღრმეში მდებარე მტრის პოზიციები და მიდის მზადება შეტევისთვის.

    ამასთანავე, მზადდება პლაცდარმი, ავდეევკის მიმართულებაზე შეტევის გასაფართოებლად.

  • ვაგნერელები უკრაინაში რჩებიან, თუმცა საომარ მოქმედებებში აქტიურად არ მონაწილეობენ – რაიდერი

    “რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან, თუმცა საომარ მოქმედებებში აქტიურად აღარ მონაწილეობენ”,

    ამის შესახებ, პენტაგონის პრესმდივნმა პეტ რაიდერმა განაცხადა.