Category: მსოფლიო

  • უკრაინელები რეიდებს ღამით ახორციელებენ, რომლის შედეგად რუსების სამხედრო მორალი ქვეითდება – 7 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 7 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს:

    “საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ხერსონის რაიონში. სატანკო ბრძოლა მიმდინარებს დუდჩანი-ბერისლავი-კახოვკას გზაზე. რუსები ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დიდი რაოდენობით მომარაგების ფონზე ცდილობენ უკრაინელთა შეტევის ტემპი დააგდონ და თავდაცვის ახალი ხაზი შექმნან. სწორედ ამიტომ ინტენსიურად მუშაობს რუსული არტილერია მთელს ხერსონის რაიონში. გვხვდება რუსული ჩასაფრებებიც. ამ ეტაპზე, უკრაინული არმიის შეტევამ მილოვემდე ჩააღწია. დასახლება მდინარე დნეპრის სანაპიროზე მდებარეობს.
    ხერსონის რაიონში უკრაინული არმია ცდილობს სუხანოვე დაიკავოს. მდელოებზე ბრძოლა ძალიან რთულია და როგორც ჩანს უკრაინული არმია ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემთხვევაში ერთსა და იმავე ადგილას უაზრო ბრძოლას არ აგრძელებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი რუსული თავდაცვა სუხანოვესა და ბოროზენსკეს მიდამოში ჩამოყალიბდა, უკრაინელები სხვა მიმართულებიდან შეეცდებიან შეტევაზე გადასვლას.

    დონეცკის რაიონში, პისკიდან დასავლეთით რუსებმა პერვომაისკეზე წამოიწყეს ინტენსიური იერიში. რუსებმა დიდი რაოდენობით დონეცკელი სეპარატისტული დანაყოფები ჩართეს საბრძოლო მოქმედებებში. უკრაინელებს დასახლება და მისი მომიჯნავე ტერიტორია ძალიან კარგად აქვთ გამაგრებული. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ზოგადად, დონეცკის რაიონის ამ ნაწილში დეფაქტო ხელმძღვანელობის აღებას კადიროვი და მისი ერთგული ლიდერები ცდილობენ, ისევე როგორც ის სამხედრო ხელმძღვანელობა, რომლებიც სირიაში რუსულ იერიშებს წარმართავდა.
    უკრაინელები რეიდებს ღამით ახორციელებენ ხოლმე. ეს მათი ტექნიკური უპირატესობის (წვრთნა, ღამის ხედვის აპარატები) ჭკვიანური გამოყენებაა. ასეთი რეიდების შედეგად რუსული სამხედრო მორალი ძალიან ქვეითდება.

    ლიმანში მასობრივ სამარხებში ერთი და ორი წლის მოკლული უკრაინელი ბავშვების ცხედრებიც კი აღმოაჩინეს. ესაა გენოციდი და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ მოწყობილი რუსეთის მიერ.“ – აცხადებს გიორგი კობერიძე.

  • ყირიმის ხიდი აფეთქებულია – სამანქანო ხიდი ჩაინგრა, სარკინიგზო იწვის

    ყირიმის ხიდი აფეთქებულია – ცეცხლი სარკინიგზო ხაზზე ნავთობის ცისტერნას უკიდია.  აფეთქების შედეგად, სამანქანო ხიდი ჩაინგრა, სარკინიგზო იწვის.

    შემთხვევა დღეს დილით გამთენიისას მოხდა. ყირიმის ხიდზე ამ დროისთვის ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია.

    ჯერჯერობით, განმარტება უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

  • ილონ მასკმა უპასუხა ბრალდებებს, რომ Starlink–ის ინტერნეტის გამოყენებისას უკრაინელ სამხედროებს პრობლემები აქვთ

    SpaceX–ის მფლობელმა, ილონ მასკმა პასუხი გასცა Financial Times–ის სტატიას, რომელშიც საუბარი იყო Starlink-ის ტერმინალების მუშაობის შეფერეხებებზე, რომლებსაც უკრაინული არმია იყენებს.

    გამოცემის მასალაში მოყვანილი იყო უკრაინელი სამხედროების გამონათქვამები, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთში კონტრშეტევისას მათ ტერმინალების მუშაობისას პრობლემები შეექმნათ.

    მასალაში ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ Starlink–ის ათასობით ტერმინალი აშშ–ს ხელისუფლებამ და დონორებმა შეიძინეს უკრაინის არმიის დასახმარებლად, რათა მათ უპილოტო აპარატების მართვა, მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის მიღება და ერთმანეთთან კომუნიკაცია შეძლებოდათ იმ რაიონებში, სადაც სხვა უსაფრთხო ქსელები არ არსებობს. მასკმა ყურადღება სწორედ ამ ასპექტზე გაამახვილა:

    “ცუდი რეპორტაჟი იყო. ამ სტატიაში მცდარი მტკიცებებია, თითქოს Starlink–ის  ტერმინალები და მომსახურება ანაზღაურებული იყო, არადა მხოლოდ მცირე პროცენტი აანაზღაურეს. ეს ოპერაცია  SpaceX–ს 80 მილიონი დოლარი დაუჯდა და წლის ბოლოსთვის თანხა 100 მილიონს გადააჭარბებს. რაც შეეხება იმას,რაც ბრძოლის ველზე ხდება, ეს საიდუმლოა.“

    რა პრეტენზიები არსებობს Starlink–ის  ტერმინალების მიმართ

    მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყურადღება მიაქციეს ერთ კანონზომიერებას: კავშირის პრობლემები მას შემდეგ ჩნდება, რაც უკრაინელი სამხედროები ტერიტორიას რუსი ოკუპანტებისგან ათავისუფლებენ და ფრონტის ხაზს გადადიან. ვარაუდობენ, რომ Starlink–ის   წარმომადგენლები ტერმინალებს თიშავენ, რომ მათი ტექნოლოგიების რუსების მიერ გამოყენება აღკვეთონ.

    შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ილონ მასკი უკრაინასთან დაკავშირებით სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც ტვიტერზე რამდენიმე სტატუსი მიუძღვნა უკრაინა–რუსეთის ომს.

  • ბიბლიური “არმაგედონის” რისკი უმაღლესია 1962 წლის შემდეგ – ბაიდენი

    რუსეთის ბირთვული მუქარით კაცობრიობისთვის შექმნილი საშიშროება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1962 წლის ოქტომბერში შექმნილ 35-დღიან მწვავე საერთაშორისო დაპირისპირებას, როცა ამერიკა და საბჭოთა კავშირი ბირთვული ომის კატასტროფის ზღვარზე იყვნენ. მაშინ საბჭოთა კავშირმა, რომლის ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი იყო, ბირთვული ბალისტიკური რაკეტები კუბაში განალაგა. ჯონ კენედის პრეზიდენტობით, შეერთებულმა შტატებმა კი ანალოგიური რაკეტები თურქეთში და იტალიაში გაამზადა.

    “არმაგედონის რეალობის წინაშე კენედის და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არ ვყოფილვართ” – თქვა ბაიდენმა 6 ოქტომბერს, დემოკრატ დონორებთან ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე გამოსვლის დროს. ბაიდენის თქმით, ის საკმაოდ კარგად იცნობს პუტინს და ხვდება, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ ხუმრობს, როცა მასობრივი განადგურების შეიარაღებაზე, “ბირთვულ, ან ბიოლოგიურ, ან ქიმიურ იარაღზე” საუბრობს. ამერიკის პრეზიდენტის აზრით, არ არსებობს “ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების იოლი გზა ისე, რომ ის არმაგედონით არ დასრულდეს”.

    ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის ტერიტორიის დასაცავად. ამ სიტყვებმა კვლავ გამოიწვია მსოფლიოში სერიოზული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება უკრაინაში პატარა “ტაქტიკური“ ბირთვული აფეთქება მოაწყოს. აშშ–ს პრეზიდენტმა პუტინი გააფრთხილა, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული ესკალაცია იქნება.

    შეუძლია თუ არა რუსეთის არმიას უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რა საფრთხე არსებობს რეალურად?

  • რუსეთი მოლაპარაკებებით მანიპულირებს, რათა ძალები მოაგროვოს და ისევ დაგვარტყას – ზელენსკი

    „რათა უკრაინის გათავისუფლება შეაჩეროს, რუსეთმა მოლაპარაკებების თემით მანიპულირება დაიწყო და თითქოს დიალოგის შესახებ გაიხსენა, რომელიც თავადვე უარყო, როდესაც ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და ყველა თქვენგანის წინააღმდეგ, მთელი ევროპის წინააღმდეგ.

    აშკარაა, რომ რუსეთს არ სჭირდება არანაირი ნამდვილი მოლაპარაკებები. რომ უნდოდეს, რეაქცია ექნებოდა ჩვენს ათეულობით წინადადებასა და მცდელობაზე. რუსეთს უბრალოდ დროის მოგება სურს, სურს ძალები გადააჯგუფოს და რესურსები მოიკრიბოს, რათა ისევ დაგვარტყას. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის გაკეთების საშუალება“

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • გაიდაის თქმით, ლუგანსკის ოლქი უკრაინის რთული რეგიონია დეოკუპაციის თვალსაზრისით

    ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, ლუგანსკის ოლქი უკრაინის ყველაზე რთული რეგიონია, დეოკუპაციის თვალსაზრისით.

    “აქ ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს – ერთ-ერთი არის ის, რომ ვინც გაიქცა ლიმანიდან და ხარკივიდან, ყველა ლუჰანსკის რეგიონში გაიქცა. ამიტომ, სამხედროების კონცენტრაცია მაქსიმალურია,”

  • საიმედოდ იცავთ რუსეთის ღირსებას! – კიმ ჩენ ინი პუტინს დაბადების დღეს ულოცავს

    “საიმედოდ იცავთ რუსეთის ღირსებას აშშ-სა და მისი ვასალებისგან” – ამ შინაარსის წერილით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს  70 წლის იუბილეს ულოცავს.  ამის შესახებ ინფორმაციას, ჩრდილოეთ კორეის გაზეთი, როდონგ შინმუნი ავრცელებს. 

    “დღეს, რუსეთი საიმედოდ იცავს საკუთარ ღირსებასა და ფუნდამენტურ ინტერესებს აშშ-სა და მისი ვასალური ძალებისგან მომდინარე გამოწვევებისა და საფრთხეებისგან. ასეთი რეალობა წარმოუდგენელი იქნებოდა თქვენი გამოკვეთილი ლიდერობისა და შეუპოვრობის გარეშე. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი პირადი კავშირები დიდ როლს ითამაშებენ ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის მეგობრობის კონსოლიდირებასა და განვითარებაში”. – წერს კიმ ჩენ ინი.

  • უნდა დავიცვათ ის ქვეყნები, რომლებიც ელოდებიან EU-ს წევრობას – მეცოლა

    ”ჩვენ უნდა დავიცვათ ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, რომლებიც ელოდებიან წევრობას და შეუერთდნენ ჩვენს სანქციებს. მისასალმებელია გუშინდელი შეხვედრა. ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ და დავრწმუნდეთ, რომ სანქციები ხორციელდება, არ გამორიცხავს ასევე იმ გზას, რომელსაც ადგანან კანდიდატი ქვეყნები, იქნება ეს საქართველო, მოლდოვა თუ უკრაინა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ბალკანეთის ქვეყნებიც, ასე რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და დავეხმაროთ უკრაინას, მოიგოს ეს ომი. რუსეთი არ გაჩერდა არც 2008 და არც 2014 წელს, არ ჩერდება ახლაც. მაშინ თუ გვერდით გავიხედეთ, ახლა ასე არ უნდა გავაკეთოთ”

    ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.

  • ორ კვირაში უკრაინამ 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

    უკრაინუილ გენშტაბის განცხადებით 21 სექტემბრიდან უკრაინულმა არმიამ ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთში და ხერსონისი ოლქში 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

    უკრაინის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსეი გრომოვმა დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ 21 სექტემბრიდან კონტრშეტევის შედეგად ხარკოვის და დონეცის ოლქებში 93 დასახლებული პუნქტი, ხოლო ხერსონის ოლქში 29 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა.

    ხერსონის ოლქში უკრაინელების კონტრშეტევა 3-4 ოქტომბრის სწრაფი წინსვლის შემდეგ შეჩერდა, რაც გენერალმა გრომოვმა გარკვეულწლილად აღიარა:

    “ხერსონის მიმარათულებით მოწინააღმდეგე რეზერვების ხარჯზე ცდილობს კონტრშეტევაზე წამოიწყოს, რათა ჩვენი ჯარების შეტევა შეაკავოს და დაკარგული პოზიციები დაიბრუნოს“– თქვა გრომოვმა.

  • პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობს – ბაიდენი

    “პუტინი არ ხუმრობს, როდესაც საუბრობს ბირთვული ტაქტიკური ან ბიოლოგიური თუ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ, რადგანაც მისი შეიარაღებული ძალები, შეიძლება ითქვას, საქმეს ვერ ასრულებენ. მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა ბირთვული ტაქტიკური იარაღი მსუბუქად გამოიყენო და ყველაფერი არმაგედონით არ დაასრულო”,

    აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენ.