Category: მსოფლიო

  • დასახელდა მიმართულებები, სადაც რუსეთის არმია ყველაზე დიდ დანაკარგებს განიცდის

    ბახმუტი, ავდიივკა, ვუჰლედარი ფრონტის ის მიმართულებებია, სადაც რუსი ოკუპანტები უზარმაზარ ზარალს განიცდიან.

    როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების პრესმდივანმა, სერხი ჩერევატიმ საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში განაცხადა, „ეს არის რუსეთის ომის ეპიცენტრი ახლა, იქ მიმდინარეობს ყველაზე სასტიკი, სისხლიანი ბრძოლები. .”

    მისი თქმით, მტერი იყენებს ყველა სახის იარაღს, რაც აქვს, პირველ რიგში არტილერიას, რეაქტიული ცეცხლის სარაკეტო სისტემებს (MLRS) და თვითმფრინავებს.

    “კერძოდ, დონეცკის მიმართულებით ამ დღის განმავლობაში 12-ჯერ გამოიყენეს ავიაცია. თუმცა ერთხელ მათ გამოიყენეს სუ-25, რომელიც მათ პოზიციებზე რაკეტებს ისროდა”, – განაცხადა ჩერევატიმ.

    გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში 710 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს.

    3 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების  პრესმდივანმა ჩერევატიმ განაცხადა, რომ დამპყრობლები ცდილობდნენ უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევას დონეცკის ოლქის ვუჰლედარის მახლობლად, მაგრამ მათ დიდი ზარალი განიცადეს.

    დონეცკის OVA-ს ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს თქმით, ბახმუტის მიმართულება ფრონტზე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბულია.

  • ჩვენ ვართ ეფექტურები, რაოდენობა ვერასდროს გადაჯობნის ხარისხს – ერმაკი

    “პირველმა მსოფლიო ომმა აჩვენა, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიძლება განადგურდეს სანგრების ომში. ახლა რუსები იყენებენ მსგავს პრინციპებს, როცა ათასობით საკუთარ ჯარისკაცს აგზავნიან სასიკვდილოდ. ჩვენ ვართ ეფექტურები, ხოლო ისინი რაოდენობრივად მეტნი არიან. მკვდრების არდათვლა და მათი დავიწყება – ეს არის რუსეთის ომის მთელი არსი”,

    ამის შესხებ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

  • რუსეთი აძლიერებს პოზიციებს უკრაინელების წინსვლის თავიდან ასაცილებლად – ბრიტანეთის დაზვერვა

    რუსეთი აძლიერებს პოზიციებს უკრაინელების წინსვლის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ, ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

    “რუსეთი ახორციელებს მნიშვნელოვან ძალისხმევას, რათა სიღრმისეულად მოამზადოს თავდაცვა ამჟამინდელი ფრონტის ხაზის უკან, რათა თავიდან აიცილოს უკრაინის სწრაფი წინსვლა გარღვევის შემთხვევაში.

    კერძოდ, რუსეთმა მარიუპოლის გარშემო თავდაცვითი სტრუქტურების მშენებლობა დაიწყო. ამისათვის ორი ქარხანა აწარმოებს ბეტონის პირამიდულ ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციებს, რომლებიც ცნობილია როგორც “დრაკონის კბილები”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • 24 საათში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს – გენშტაბი

    ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 9 სარაკეტო და 37 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად 25-ზე მეტი დასახლება დაზარალდა.

    “ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის კრასნოჰორივკას, ბახმუტის, ივანჰრადის, ოპიტნეს, კლიშივკას, მარინკას, პავლივკას, ვოდიანეს, მაიორსკის და ლუჰანსკის ოლქის ბილოჰორივკას დასახლებულ პუნქტებში,” – განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

  • აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში ამერიკის მოქალაქის დაღუპვის შესახებ განაცხადა

    აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში ამერიკის მოქალაქის დაღუპვის შესახებ განაცხადა

    აშშ-ის მოქალაქე ცოტა ხნის წინ უკრაინაში გარდაიცვალა, იუწყება CNN სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე დაყრდნობით.

    „ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ უკრაინაში აშშ-ის მოქალაქის გარდაცვალება,ჩვენ ოჯახთან ვართ და ვუწევთ ყველა შესაძლო საკონსულო დახმარებას. ოჯახის კონფიდენციალურობის პატივისცემის გამო,ამ რთულ დროს, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამატებელი.”- თქვა მან.

    სპიკერმა არ დააკონკრეტა დეტალები გარდაცვლილის ვინაობისა და მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ.

    ეს არის მეექვსე ამერიკელი, რომელიც უკრაინაში თებერვალში რუსეთის შემჭრის შემდეგ დაიღუპა.

  • უკანდახეულ სამხედროებს თავად რუსები უსწორდებიან-აუპატიურებენ, ესვრიან და აკავებენ – 7 ნოემბრის შეჯამება უკრაინაში

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 7 ნოემბრის მდგომარეობას აჯამებს:

    ” მობილიზაციის შემდეგ შემდგარი რუსული დანაყოფები უკვე სრულად არიან უკრაინაში გადასროლილი და პრობლემებმაც მასობრივი ხასიათი მიიღო. ცუდად შეიარაღებულ რიგითებსა და ოფიცრებს შორის დაპირისპირება, ბრძანების არშესრულება და შეტაკებებიც კი ლუგანსკისა და დონეცკის რაიონში თითქმის ყოველდღიურად ხდება. ამასთან, უკრაინელთა მიერ აყვანილი ტყვეების უმრავლესობა სწორედ მობილიზებული ნაწილები არიან. უკანდახეულ სამხედროებს თავად რუსები უსწორდებიან – ესვრიან, აკავებენ და აუპატიურებენ კიდეც. სწორედ ამ ფონზე უკრაინელებს მობილიზებული რუსი სამხედროები დიდ წინააღმდეგობას არც უწევენ და შედარებით ადვილად ნებდებიან.

    – შეტაკებები კრემინა-სვატოვეს გზატკეცილის გასწვრივ გრძელდება. უკრაინის არმიამ მოახერხა და კრემინას ჩრდილოეთით გზას გაემიჯნა თუმცა მაგისტრალზე გასვლა ჯერ კიდევ ვერ შეძლო. რუსული არმია და მობილიზებულები უკრაინული არმიის შეტევის შეჩერებას და გზაზე გასვლის აღკვეთას ცდილობენ. ამასობაში რუსებმა კრემინასა და სვატოვეს ირგვლივ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი თავდაცვის ზღუდეები მოაწყვეს და როგორც ჩანს საქალაქო ბრძოლისათვის ემზადებიან. ამ ფონზე უკრაინულმა არტილერიამ უკვე დაიწყო ორივე ქალაქში რუსულ პოზიციებზე დარტყმები.

    – უკრაინელების მცდელობა სვატოვეს ჩრდილო-დასავლეთიდან მოქცეოდნენ ამ ეტაპზე ვერ განვითარდა. რუსებმა შეძლეს უკრაინული არმიის შეკავება.
    – ამ ფონზე რუსული არმია კონტრშეტევას აწარმოებს სვატოვე-კრემინას გზაზე მაკიივკას მიმართულებით. მეტიც, რუსებმა შემოვლა და კრემინას მომიჯნავედ ტყეში მებრძოლო უკრაინელების რკალისებური მიმწყვდევა სცადა და იამპილისაკენ გაჭრა სცადა, თუმცა უკრაინელებმა რუსული დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს.

    – გამთენიას დაიბომბა ქალაქი დონეცკის რკინიგზის სადგურის სამართავი ცენტრი.

    – ძალიან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ბახმუტთან. რუსებს ქალაქის სამხრეთით ჰორლოვკასაკენ მიმავალი რკინიგზის ხაზის დაკავების მცდელობა ჰქონდათ, თუმცა შეტევა ჩაუვარდათ. უშუალოდ ქალაქის მიმართულებით რუსები ყველა სახის იარაღს იყენებენ. მაგრამ ქალაქი კარგადაა გამაგრებული და დამატებითი იარაღი და ძალაც შედის იქ, რაც მის დაცვას შესაძლებელს ხდის.
    – ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედება დონეცკის რაიონში ვუჰლედარი-პავლივკას მიმართულებით მიმდინარეობს. რუსებმა პავლივკაში შესვლა რამდენჯერმე შეძლეს და უშალოდ ცენტრისაკენ გაჭრა სცადეს, თუმცა ყველა ჯერზე რუსული ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა განადგურდა. რუსული არმია ქალაქის აღებას პირდაპირი შეტევით ცდილობს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია რომ წარმატებით დასრულდეს მათთვის. პატარა პისკის აღება პირდაპირი შეტევის შემდეგ უზარმაზარ რესურსად და სისხლად დაუჯდათ და კარგად გამაგრებული პავლივკას აღება ასეთი მარტივი ნამდვილად ვერ იქნება.

    თუმცა გარემო ტყიანი არაა, ლანდშაფტი სწორი და სტეპურია რასაც რუსები რამდენიმე მიმართულებიანი შეტევისათვის იყენებენ. უკრაინელებს კი თავდაცვის წარმოება უშალოდ დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე უწევთ.

    – უკრაინაში NASAMS-ები ნამდვილად ჩავიდა, რაც ჰაერიდან უკრაინული დიდი ქალაქების წინააღმდეგ მოქმედებას შეზღუდავს.
    – ზამთარი მოდის და არამხოლოდ ტალახი იწყებს მოქმედებას, არამედ სიცივეც. დღეიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ლუგანსკსა და დონეცკის რაიონებში საბრძოლო მოქმედებების ხაზის გასწვრივ ყინვები იწყება. ეს კი მობილიზებულ და პროფესიონალ სამხედროებს შორის სიცივით და ავადმყოფობით მასობრივ სიკვდილიანობას ნიშნავს. დიახ, შეიძლება სიცივე უფრო ადვილად გადაიტანოს პროფესიონალმა სამხედრომ (თუმცა ხარკივთან გაყინული რუსი სამხედროების გვამები თებერვალ-მარტში ყველას გვახსოვს), მაგრამ მობილიზებულ, არაპროფესიონალ სამხედროს ეს ყველაფერი ძალიან გაუჭირდება.” – აცხადებს კობერიძე.

  • აშშ-ის არჩევნებში ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით – ევგენი პრიგოჟინი

    “ძალიან მოკლედ და დელიკატურად გიპასუხებთ და ბოდიში, ორაზროვნებას დავუშვებ. ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. აკურატულად, ზუსტად, ქირურგიულად და თავისებურად, როგორც შეგვიძლია. ჩვენი ოპერაციის დროს ამოვკვეთ ერთდროულად ორივეს, თირკმელსაც და ღვიძლსაც”.

    ასე უპასუხა, რუსმა ბიზნესმენმა და ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ”რადიო თავისუფლების” უცხოური გამოცემის ჟურნალისტის შეკითხვას,  Bloomberg-ის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც რუსი ბიზნესმენი აშშ-ს 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ჩარევას აპირებდა.

  • სისასტიკე, არ არის თანდაყოლილი რუსი ხალხისთვის. რუსი ხალხი დიდი ხალხია… – რომის პაპი

    რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსი სამხედროების სისასტიკე, რომლითაც ისინი მოქმედებენ უკრაინაში, არ არის თანდაყოლილი რუსი ხალხისთვის. უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ არ სჯერა რუსი ხალხის სისასტიკის. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება „დაქირავებულებს, ჯარისკაცებს, რომლებიც ომში მიდიან“.

    „ეს მაოცებს – და ამიტომ ვიყენებ სიტყვას „მრავალ ნატანჯი“ – ეს სისასტიკე, რომელიც არ არის თანდაყოლილი რუსი ხალხისთვის, ალბათ იმიტომ, რომ რუსი ხალხი დიდი ხალხია… ეს არის დაქირავებულთა სისასტიკე. მირჩევნია ასე ვიფიქრო, რადგან დიდ პატივს ვცემ რუს ხალხს, რუს ჰუმანიზმს“,- განაცხადა რომის პაპმა.

    რომის პაპმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი სიყვარული აქვს როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ხალხის მიმართ.

    „დიდი სიყვარული მაქვს რუსი ხალხის მიმართ და ასევე დიდი სიყვარული მაქვს უკრაინელი ხალხის მიმართ. ძალიან დიდი სიყვარული მაქვს უკრაინული ლიტურგიის მიმართ. ორ ხალხს შორის ვარ, რომელიც მიყვარს. წმინდა საყდარს ჰქონდა ბევრი კონფიდენციალური შეხვედრა, ბევრი კარგი შედეგი. არ შეიძლება უარვყოთ, რომ ომი, თავიდანვე, შესაძლოა, გვამამაცებს, მაგრამ შემდეგ ის გვღლის და ტკივილს გვაყენებს. ჩვენ ვხედავთ ბოროტებას, რასაც ომი აკეთებს”, – აღნიშნა რომის პაპმა.

  • რა გავლენას მოახდენს ევროპული წარმოების ფრთოსანი რაკეტები უკრაინაში მიმდინარე ომში

    საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპერტი რუსლან შავაძე განმარტავს, თუ რა გავლენას მოახდენს ევროპული წარმოების ფრთოსანი რაკეტები( Storm Shadow / SCALP) უკრაინაში მიმდინარე ომში.  მისი თქმით, აღნიშნული ფრთოსანი რაკეთების მეშვეობით,  უკრაინის არმიის ექნება უფრო მეტი მანევრის შესაძლებლობა დაგეგმოს და განახორციელოს სამხედრო ოპერაციები ფრონტის მიმართულებებზე, იმის ფონზე როცა საუკაპაციო ძალები ახდენენ გადაჯგუფებას და ახალი თავდაცვის ხაზების მოწყობას.

    პოლონეთში დაიწყო უკრაინულ Su-24 ტიპის მძიმე საფრონტო ბომბდამშენებზე NATO-ს შეარაღებაში არსებული ფრანგულ-ბრიტანული წარმოების საჰაერო ბაზირების Storm Shadow” -ისს ფრთოსანი რაკეტების ადაპტირება…
    Storm Shadow / SCALP-ი არის ჰაერი-მიწა კლასის ფრთოსანი რაკეტა. შექმნილია წინასწარ დაგეგმილი სამხედრო ოპერაციების შესასრულებლად მაღალი ღირებულების ფიქსირებულ ან სტაციონალურ სამიზნეებზე.მისი გამოყენება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, რთულ ამინდშიც კი, იმის ფონზე როცა მტერი იყენებს რადიოელექტრონულ კონტრზომებს, ის რადარებისთვის ფაქტობრივად უხილავია. საექსპორტო ვერსიის მოქმედების დიაპაზონი 250 კილომეტრს შეადგენს…

    Storm Shadow / SCALP-ი ექსპლუატაციაში შევიდა სამეფო საჰაერო ძალებსა და საფრანგეთის საჰაერო ძალებში 2003 წელს და გამოიყენებოდა სპარსეთის ყურეში, ერაყსა და ლიბიის კონფლიქტებში. Storm Shadow / SCALP-ის გამოყენების მაგალითები გვაქვს Tornado-ს, Rafale-ს, Mirage 2000- Eurofighter Typhoon-ის მრავალფუნქციური გამანადგურებლებიდან, უკრაინულ Su-24-ებზე მისი ადაპტირებით შეგვიძლია ვთვქათ რომ:

    1) უკრაინის არმიის ექნება უფრო მეტი მანევრის შესაძლებლობა დაგეგმოს და განახორციელოს სამხედრო ოპერაციები ფრონტის მიმართულებებზე, იმის ფონზე როცა საუკაპაციო ძალები ახდენენ გადაჯგუფებას და ახალი თავდაცვის ხაზების მოწყობას. Su-24-ების საფრონტო ბომბდამშენებით Storm Shadow / SCALP- ის ფრთოსანი რაკეტების გამოყენება არ იქნება მხოლოდ ეპიზოდური, (როგორც ეს ხდება რუსეთის შემთხვევაში…) არამედ მოხდება კოორდინაცია უკრაინის სახმელეთო ძალებთან კონკრეტული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რათა მისი გამოყენების შემთხვევაში ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. მისი აღმოჩენა რუსული რადარებისათვის დამატებითი თავსატეხი იქნება, გამომდინარე აქედან საჰაერო ბაზირების რადარსაწინააღმდეგო AGM-88 harm-ებთან ერთად (რომელის ადაპტირება მოხდა უკრაინულ Su-27-ებსა და Mig-29-ებზე და რომელიც გამოიყენება რუსული რადიოელექტრონული/რადიოლოკაციური სისტემების ჩასახშობად) მნისვნელოვან კარტბლანშია უკრაინის არმიისათვის…

    2) უკრაინის არმიას აქამდე არ გააჩნდა ფრთოსანი რაკეტები,მიუხედავად Himars/M270/Mar II-ების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ეფექტურობისა რომლის გამოყენებით ხდება რუსული ლოჯისტიკური მომარაგების გზების, ყაზარმების, საბრძოლო მასალების საცავების, ინტენსიურად დაბომბვა (რომლის გამოყენებით შეძლო უკრაინის არმიამ ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე უპირატესობის მოპოვება,) მათი მოქმედების არეალები შეზღუდულია მანევრის თვალსაზრისით(რაც გულისხმობს იმას რომ აღნიშნული რექატიული სისტემების გადასროლა და უნდა მოხდეს ფრონტის გარკვეულ მიმართულებასთან გარკვეულ დისტანციაზე, რაც დროს მოითხოვს ასევე ისინი მუდმივ მოძრაობაში არიან რათა რუსულმა ძალებმა ვერ შეძლონ მათი აღმოჩენა), ძირითად იყენებენ Guided MLRS Unitary-სა და Guided MLRS Alternative Warhead (AW)-ის მოდიფიკაციის რაკეტებს რომელთა საცეცხლე დაფარვის დიაპაზონი 70-90 კილომეტრს შეადგენს, გამომდიანრე აქედან Storm Shadow / SCALP-ის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების(რომლის ადაპტირება მოხდება Su-24-ის მძიმე საფრონტო ბომბდამშენზე) გამოყენებით იზრდება, უკრაინიის არმიის როგორც მანევრის შესაძლებლობა, არამედ მტრის ზურგში მაღალი დანიშნულების სახმედრო ობიექტებზე დაბომბვის შესაძლბელობაც. რუსული ლოჯისტიკური მომარაგების გზები უკრაინული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ინტენსიური დაბომბვების შედეგად რთულ მდგომარეობაშია, ამიტომ ოკუპანტებმა დაიწყეს ფრონტის ხაზებიდან მოშორებით საბრძოლო მასალებისა და ძირითადი სატრანსპორტო მომარაგების ცენტრებისა და სამეთაურო პუნქტების გადატანა, რამაც გაართულა რუსული არმიის მართვის ვერტიკალი, თუმცა ოკუპანტების მასირებული სარაკეტო დაბომბვების შემდგომ(რასაც მოჰყვა უკრაინის გენშტაბის სამხედრო-დაგეგმარებითი ოპერაციების კორექტირება) ოკუპანტებმა დაიწყეს გადაჯგუფება, ცდილობენ სარაკეტო დაბომბვების ეფექტი გამოიყენონ ფრონტებზე ვითარების გამოსასწორებლად ასევე დაიწყეს შეტევების იმიტაცია(დიდი დანაკარგების მიუხედავად) ფრონტის მიმაართულებებზე(ხარკოვი, ლუჰანსკი, დონეცკი) და ზურგში თავდაცვის ხაზების მოწყობასთან ერთად ლოჯისტიკის გაუმჯობესება, სწორედ ამ ზემოთ ჩამოთვლილი ვითარების საპასუხოდ ფრანგულ-ბრიტანული ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow / SCALP-ები უკრაინის არმიისათვის იქნება უმნიშვნეოვანესი რომ რუსების მცდელობა, ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე ინიციატივის მოპოვება აღკვეთონ…

    3) უცნობია რა რაოდენობის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება მოხდება უკრაინისათვის, ასევე უცნობია ექნება თუ არა უკრაინის მოკავშირეებს დამატებითი წინაპირობა რომ მათი გამოყენება არ მოხდეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ობიექტების დასაბომბად, თუმცა ამის პრაქტიკური შესაძლებლობა უკრაინის არმიას ექნება, ძირითადი სამიზენეები სავარაუდოდ ამ შემთხვევაში იქნება უკრაინის საზღვრების სიახლოვეს არსებული რუსული ავიაბაზები(სადაც განთავსებულია რუსული საფრონტო და საარმიო ავიაცია) სამხედრო ლოჯისტიკური კვანძები და ყაზარმები. ამასთანავე თუ პუტინი შეძლებს ბელორუსის არმიის იძულებით ჩართვას უკრაინაში მიმდინარე საომარ პროცესებში(სავრაუდოდ ლუცკი-ლვოვის მიმართულებაზე ბელორუსიის ბრესტის ოლქის მხრიდან) ამ შემთხვევაში უკრაინის არმია დიდი ალბათობით დაბომბავს რუსულ სამხედრო ობიექტებს ბელორუსის ტერიტორიაზეც… ” – აცხადებს რუსლან შავაძე.

  • მარიუპოლის გარშემო ოკუპანტები თავდაცვის ხაზს აშენებენ – უკრაინა

    მარიუპოლის ირგვლივ ოკუპანტებმა თავდაცვის ხაზის მშენებლობა დაიწყეს. ინფორმაციას, ქალაქის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს. მისი თქმით, ბეტონის ორ ქარხანაში ტანკსაწინააღმდეგო პირამიდებს აწარმოებენ.

    “ოკუპანტებმა მარიუპოლის გარშემო თავდაცვითი ხაზის მშენებლობა დაიწყეს. ბეტონის წარმოების ორი მინი ქარხანა, რომლებიც მარიუპოლში იყო, ფრონტზე მუშაობს. იწარმოება ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის „პირამიდები“, რომლებიც ნაწილობრივ ტრანსპორტირდება ზაპოროჟიეში/ხერსონში.

    იგი ნაწილობრივ დამონტაჟებულია მარიუპოლსა და სოფელ ნიკოლსკის შორის საავტომობილო გზის მიდამოებში.  ასევე საგრძნობლად გაძლიერდება მიმართულება ჩრდილოეთიდან დასახლებულ პუნქტ ძველი ყირიმისკენ

    მიუხედავად განცხადებებისა, რომ „რუსეთი სამუდამოდ აქ არის“, სინამდვილეში რუსებს ასეთი ოპტიმიზმი არ აქვთ. ამიტომ, თუ ხარკოვის კონტრშეტევამდე გათხარეს აღჭურვილობა ფრონტზე, დღეს ტენდენციაა მარიუპოლის მნიშვნელოვნად გამაგრება.” – წერს ანდრიუშჩენკო.